პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბეთანიის ფრესკებს საფრთხე ემუქრება
ბეთანიის ფრესკებს საფრთხე ემუქრება

ევრო ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ვით ჩხე­ი­ძე, "ფე­ის­ბუქ­ზე" ბე­თა­ნი­ის ფრეს­კე­ბის სა­ვა­რა­უ­დო საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის მო­ნუ­მენ­ტუ­რი მხატ­ვრო­ბა, შე­საძ­ლოა ბე­რე­ბის მიერ ტა­ძარ­ში გან­თავ­სე­ბულ­მა შე­შის ღუ­მელ­მა და­ა­ზი­ა­ნოს.

"გუ­შინ ხა­რე­ბა იყო და გან­წყო­ბა არ წა­გიხ­დი­ნეთ. გუ­შინ­წინ გახ­ლდით ბე­თა­ნი­ა­ში და მინ­და გი­თხრათ, რომ ერთი ფრი­ად არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. რო­გორც იცით, ბე­თა­ნია ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ძეგლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ფა­სე­უ­ლია მისი მო­ნუ­მენ­ტუ­რი მხატ­ვრო­ბა, რო­მე­ლიც XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ამას­თან თა­მა­რის შე­მორ­ჩე­ნი­ლი ოთხი სა­ხი­დან (ვარ­ძია, ბე­თა­ნია, ყინ­წვი­სი, ბერ­თუ­ბა­ნი) ვარ­ძი­ას­თან ერ­თად ბე­თა­ნი­ის ყვე­ლა­ზე უკეთ არის და­ცუ­ლი. სა­უ­ბე­დუ­როდ, მო­ნას­ტერ­ში მა­ცხოვ­რე­ბელ ბე­რებს ტა­ძარ­ში შე­უ­ტა­ნი­ათ და­ახ­ლო­ე­ბით 1,5-2 მეტ­რის სი­მაღ­ლის შე­შის ღუ­მე­ლი, რო­მე­ლიც მო­ხა­ტუ­ლო­ბის სი­ახ­ლო­ვეს ან­თია, ხოლო თვი­თონ საკ­ვა­მუ­რი მილი გა­მო­დის ფრეს­კი­ან კე­დელ­ში. დარ­გის ცოდ­ნა არ არის სა­ჭი­რო იმის მი­სახ­ვედ­რად, რომ გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი ღუ­მე­ლი და სით­ბო-სი­ცი­ვის ხში­რი მო­ნაც­ვლე­ო­ბა ანა­გუ­რებს რვა სა­უ­კუ­ნის სიძ­ვე­ლის სა­ღე­ბა­ვებ­სა და ზე­და­პირს, რო­მელ­ზეც ისი­ნია და­ტა­ნი­ლი (რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ჭვარტლზე). კი­დევ უფრო სა­გან­გა­შოა, რომ ფრეს­კე­ბის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი/ნაკ­ლუ­ლი ად­გი­ლე­ბი ხე­ლახ­ლა შე­უ­ლე­სავთ და გა­და­უ­ღე­ბავთ. (შიდა გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს, ამი­ტომ მხო­ლოდ კე­დელ­ში გა­რეთ გა­მოშ­ვე­რილ მი­ლის ფო­ტოს წარ­მო­გიდ­გენთ. მე­გობ­რებ­ში, არი­ან ისი­ნიც, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბენ, ამი­ტომ იმე­დი მაქვს, უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვა)." - წერს და­ვით ჩხე­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

პოსტს თან ახ­ლავს ბე­თა­ნი­ის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ფოტო, რო­მელ­ზეც კარ­გად ჩანს ღუ­მე­ლის საკ­ვა­მუ­რი.

ბეთანიის ფრესკებს საფრთხე ემუქრება

ბეთანიის ფრესკებს საფრთხე ემუქრება

ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ყოფილი თანამშრომელი დავით ჩხეიძე, "ფეისბუქზე" ბეთანიის ფრესკების სავარაუდო საფრთხეზე საუბრობს. მისი თქმით, ისტორიული ძეგლის მონუმენტური მხატვრობა, შესაძლოა ბერების მიერ ტაძარში განთავსებულმა შეშის ღუმელმა დააზიანოს.

"გუშინ ხარება იყო და განწყობა არ წაგიხდინეთ. გუშინწინ გახლდით ბეთანიაში და მინდა გითხრათ, რომ ერთი ფრიად არასასიამოვნო რამ აღმოვაჩინე. როგორც იცით, ბეთანია ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლია. განსაკუთრებით ფასეულია მისი მონუმენტური მხატვრობა, რომელიც XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება, ამასთან თამარის შემორჩენილი ოთხი სახიდან (ვარძია, ბეთანია, ყინწვისი, ბერთუბანი) ვარძიასთან ერთად ბეთანიის ყველაზე უკეთ არის დაცული. საუბედუროდ, მონასტერში მაცხოვრებელ ბერებს ტაძარში შეუტანიათ დაახლოებით 1,5-2 მეტრის სიმაღლის შეშის ღუმელი, რომელიც მოხატულობის სიახლოვეს ანთია, ხოლო თვითონ საკვამური მილი გამოდის ფრესკიან კედელში. დარგის ცოდნა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ გავარვარებული ღუმელი და სითბო-სიცივის ხშირი მონაცვლეობა ანაგურებს რვა საუკუნის სიძველის საღებავებსა და ზედაპირს, რომელზეც ისინია დატანილი (რომ არაფერი ვთქვათ, ჭვარტლზე). კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ფრესკების დაზიანებული/ნაკლული ადგილები ხელახლა შეულესავთ და გადაუღებავთ. (შიდა გადაღების უფლება არ მომცეს, ამიტომ მხოლოდ კედელში გარეთ გამოშვერილ მილის ფოტოს წარმოგიდგენთ. მეგობრებში, არიან ისინიც, ვინც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუშაობენ, ამიტომ იმედი მაქვს, უყურადღებოდ არ დარჩება აღნიშნული დარღვევა)." - წერს დავით ჩხეიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

პოსტს თან ახლავს ბეთანიის სამონასტრო კომპლექსის ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს ღუმელის საკვამური.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს