პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დრიუ ბერიმორი: "ან მსახიობი უნდა იყო, ან დედა"
დრიუ ბერიმორი: "ან მსახიობი უნდა იყო, ან დედა"

გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში მსა­ხი­ო­ბი დრიუ ბე­რი­მო­რი პირ­ვე­ლად გახ­და დედა. ვარ­სკვლავს ქა­ლიშ­ვი­ლი - ოლი­ვია შე­ე­ძი­ნა. ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში დრი­უმ აღი­ა­რა, რომ დე­დო­ბა ყო­ველ­თვის ითხოვს ქა­ლის­გან მსხვერ­პლს.

"სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­დე­საც რა­ღა­ცა­ზე დიდი ხანი მუ­შა­ობ და შემ­დეგ ყვე­ლაფ­რის მი­ტო­ვე­ბა გი­წევს, ვი­ნა­ი­დან იცი - სხვა შემ­თხვე­ვა­ში ვერ შეძ­ლებ შვი­ლის აღ­ზრდას" - აღი­ა­რა მსა­ხი­ობ­მა.

მსა­ხი­ობ­მა არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა - დრი­უმ უარი გა­ნა­ცხა­და რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტზე, რათა მეტი დრო გა­ა­ტა­როს ქა­ლიშ­ვილ­თან.

"მე იმ თა­ო­ბა­ში ვიზ­რდე­ბო­დი, სა­დაც ით­ვლე­ბო­და, რომ "ქალს ყვე­ლაფ­რის მოს­წრე­ბა შე­უძ­ლია" და მეც ასე მე­გო­ნა. ახლა სხვა­ნა­ი­რად ვფიქ­რობ. ყვე­ლა­ზე კარ­გი კი ისაა, რომ ის, რის გა­მოც მსხვერ­პლზე წა­ვე­დი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­და. შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი თვე­ე­ბი გა­მო­მე­ტო­ვე­ბი­ნა და ეს არ შე­მეძ­ლო... ეს გულს მი­ტეხ­და და არ­ჩე­ვა­ნი ცხა­დი გახ­და", - გა­ნა­ცხა­და ბე­რი­მორ­მა.

მსა­ხი­ობ­მა აღი­ა­რა, რომ ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა სა­მუ­შაო, მაგ­რამ იცის, რომ სწო­რად მო­იქ­ცა.

"და­ნა­შა­უ­ლის მუდ­მი­ვი გრძნო­ბით ვცხოვ­რობ - მაგ­რამ ამას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვებ­რძვი. რო­დე­საც ოჯა­ხის გარ­და სხვა საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ჩემს თავს ვახ­სე­ნებ: "ჩემი ოჯა­ხის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რაც შე­მიძ­ლია. მე უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ ვი­პო­ვო ბა­ლან­სი", - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა.

4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დრი­უმ მხო­ლოდ ერთ ფილმში ითა­მა­შა, თუმ­ცა ვარ­სკვლა­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ეკ­რანს ისევ და­უბ­რუნ­დე­ბა.

"ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი იზ­რდე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კი­ნო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი. თუმ­ცა აღა­რას­დროს ვიქ­ნე­ბი ისე­თი, რო­გო­რიც ადრე. ცხოვ­რე­ბა ზოგ­ჯერ იც­ვლის მი­მარ­თუ­ლე­ბას და ეს ნამ­დვი­ლად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტე­ბია", - აღ­ნიშ­ნა ბე­რი­მორ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

დრიუ ბერიმორი: "ან მსახიობი უნდა იყო, ან დედა"

დრიუ ბერიმორი: "ან მსახიობი უნდა იყო, ან დედა"

გასული წლის სექტემბერში მსახიობი დრიუ ბერიმორი პირველად გახდა დედა. ვარსკვლავს ქალიშვილი - ოლივია შეეძინა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დრიუმ აღიარა, რომ დედობა ყოველთვის ითხოვს ქალისგან მსხვერპლს.

"საშინელებაა, როდესაც რაღაცაზე დიდი ხანი მუშაობ და შემდეგ ყველაფრის მიტოვება გიწევს, ვინაიდან იცი - სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებ შვილის აღზრდას" - აღიარა მსახიობმა.

მსახიობმა არჩევანი გააკეთა - დრიუმ უარი განაცხადა რამდენიმე პროექტზე, რათა მეტი დრო გაატაროს ქალიშვილთან.

"მე იმ თაობაში ვიზრდებოდი, სადაც ითვლებოდა, რომ "ქალს ყველაფრის მოსწრება შეუძლია" და მეც ასე მეგონა. ახლა სხვანაირად ვფიქრობ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ის, რის გამოც მსხვერპლზე წავედი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული გახდა. შეიძლებოდა ჩემი ქალიშვილის პირველი თვეები გამომეტოვებინა და ეს არ შემეძლო... ეს გულს მიტეხდა და არჩევანი ცხადი გახდა", - განაცხადა ბერიმორმა.

მსახიობმა აღიარა, რომ ძალიან ენატრება სამუშაო, მაგრამ იცის, რომ სწორად მოიქცა.

"დანაშაულის მუდმივი გრძნობით ვცხოვრობ - მაგრამ ამას მეუღლესთან ერთად ვებრძვი. როდესაც ოჯახის გარდა სხვა საქმით ვარ დაკავებული, ჩემს თავს ვახსენებ: "ჩემი ოჯახისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. მე უბრალოდ ვცდილობ ვიპოვო ბალანსი", - აღნიშნა მსახიობმა.

4 წლის განმავლობაში დრიუმ მხოლოდ ერთ ფილმში ითამაშა, თუმცა ვარსკვლავი ირწმუნება, რომ ეკრანს ისევ დაუბრუნდება.

"ჩემი ქალიშვილი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კინოში დავბრუნდები. თუმცა აღარასდროს ვიქნები ისეთი, როგორიც ადრე. ცხოვრება ზოგჯერ იცვლის მიმართულებას და ეს ნამდვილად ამაღელვებელი მომენტებია", - აღნიშნა ბერიმორმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება