პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო გაბრიაძე - "ჩემი ოცნება ახდა"
რეზო გაბრიაძე - "ჩემი ოცნება ახდა"

"ჩემი ოც­ნე­ბა ახდა - და­ვუბ­რუნ­დი ფერ­წე­რა­სა და ქან­და­კე­ბას და უკვე სა­მუ­და­მოდ", - წერს ცნო­ბი­ლი მწერ­ლი, დრა­მა­ტურ­გი, რე­ჟი­სო­რი და მხატ­ვა­რი რეზო გაბ­რი­ა­ძე. "ფე­ის­ბუქ­ში" რეზო გაბ­რი­ა­ძის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის მიერ შექ­მნილ გვერ­დზე მწერ­ლის წე­რი­ლი­დან - "რო­გორც ბავ­შო­ბა­ში ჩემი ჯი­ბე­ე­ბი ისევ გა­ივ­სო ჭან­ჭი­კე­ბით, ბოლ­ტე­ბით, ხის ნაჭ­რე­ბით, ზამ­ბა­რე­ბით, რე­ზი­ნი­თა და ათა­სი სი­სუ­ლე­ლით, რაც ასე სა­ჭი­როა თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რში…" მცი­რე ამო­ნა­რი­დი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"ასე გა­მო­ვი­და, რომ მხო­ლოდ უფ­რო­სე­ბის­თვის ვდგამ სპექ­ტაკ­ლებს.

თით­ქოს გა­მო­ვი­გო­ნე ჩემ­თვის პა­ტა­რა თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი, რათა თავი და­ვაღ­წიო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, არ ვიყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ­ტის­ტებ­ზე, არ და­ვა­ნაგ­ვი­ა­ნო ბუ­ნე­ბა, ვი­ყო­ლიო რაც შე­იძ­ლე­ბა ცოტა მა­ყუ­რე­ბე­ლი, რომ ნაკ­ლე­ბად შევ­ცო­დო მო­უმ­წი­ფა­რი აზ­რე­ბი­თა და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბით.

მე სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მო­ვი­ფიქ­რე პა­ტა­რა თე­ატ­რი. ვი­მე­დოვ­ნებ­დი, იქ და­მეს­ვე­ნა და მუ­შა­ო­ბით სა­კუ­თარ სა­ხე­ლოს­ნო­ში მე­მუ­შა­ვა.

ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბამ გა­ა­ფუ­ჭა. მე, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის მძევ­ლად ვი­ქე­ცი.

თუმ­ცა ჩემი ოც­ნე­ბა ახდა - და­ვუბ­რუნ­დი ფერ­წე­რა­სა და ქან­და­კე­ბას და უკვე სა­მუ­და­მოდ. მად­ლი­ე­რი ვარ ბე­დის, თო­ჯი­ნე­ბის და პა­ტა­რა კო­ლექ­ტი­ვის, რო­მე­ლიც და­ფუს­ფუ­სებს ძვე­ლი შე­ნო­ბის კუ­თხე­ებ­ში.

მა­რი­ო­ნე­ტე­ბი თი­თებ­ზე მი­კი­დია, მე კი ან­ტი­პო­დი­ვით ჭერ­ზე დავ­დი­ვარ და ვხა­ტავ", - წერს რეზო გაბ­რი­ა­ძე.

რეზო გაბრიაძე - "ჩემი ოცნება ახდა"

რეზო გაბრიაძე - "ჩემი ოცნება ახდა"

"ჩემი ოცნება ახდა - დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას და უკვე სამუდამოდ", - წერს ცნობილი მწერლი, დრამატურგი, რეჟისორი და მხატვარი რეზო გაბრიაძე. "ფეისბუქში" რეზო გაბრიაძის თაყვანისმცემლების მიერ შექმნილ გვერდზე მწერლის წერილიდან - "როგორც ბავშობაში ჩემი ჯიბეები ისევ გაივსო ჭანჭიკებით, ბოლტებით, ხის ნაჭრებით, ზამბარებით, რეზინითა და ათასი სისულელით, რაც ასე საჭიროა თოჯინების თეატრში…" მცირე ამონარიდი გამოქვეყნდა.

"ასე გამოვიდა, რომ მხოლოდ უფროსებისთვის ვდგამ სპექტაკლებს.

თითქოს გამოვიგონე ჩემთვის პატარა თოჯინების თეატრი, რათა თავი დავაღწიო პასუხისმგებლობას, არ ვიყო დამოკიდებული არტისტებზე, არ დავანაგვიანო ბუნება, ვიყოლიო რაც შეიძლება ცოტა მაყურებელი, რომ ნაკლებად შევცოდო მოუმწიფარი აზრებითა და მათი განხორციელების შეუძლებლობით.

მე საკუთარი თავისთვის მოვიფიქრე პატარა თეატრი. ვიმედოვნებდი, იქ დამესვენა და მუშაობით საკუთარ სახელოსნოში მემუშავა.

ყველაფერი წარმატებამ გააფუჭა. მე, მრავალი წლის განმავლობაში მარიონეტების თეატრის მძევლად ვიქეცი.

თუმცა ჩემი ოცნება ახდა - დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას და უკვე სამუდამოდ. მადლიერი ვარ ბედის, თოჯინების და პატარა კოლექტივის, რომელიც დაფუსფუსებს ძველი შენობის კუთხეებში.

მარიონეტები თითებზე მიკიდია, მე კი ანტიპოდივით ჭერზე დავდივარ და ვხატავ", - წერს რეზო გაბრიაძე.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს