მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მადონას უსახლკარო ძმა: "ჩემი დისთვის სულერთია, ვიცოცხლებ თუ მოვკვდები"
მადონას უსახლკარო ძმა: "ჩემი დისთვის სულერთია, ვიცოცხლებ თუ მოვკვდები"

მი­ლი­არ­დე­რი ამე­რი­კე­ლი პოპ-მომ­ღერ­ლის, მა­დო­ნას ძმა უსახ­ლკა­როა და თავს მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით ირ­ჩენს. 55 წლის ენ­ტო­ნი ჩი­კო­ნე ხი­დის ქვეშ ცხოვ­რობს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ოჯა­ხის წევ­რებს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ აღელ­ვებთ.

"მა­დო­ნას­თვის სუ­ლერ­თია ჩემი არ­სე­ბო­ბა. ის არ ინ­ტე­რეს­დე­ბა, ცო­ცხა­ლი ვარ თუ არა. ჩემი და სა­კუ­თარ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს", - გა­ნა­ცხა­და ენ­ტო­ნი ჩი­კო­ნემ.

ენ­ტო­ნის­თვის საკ­ვე­ბი მა­მას მი­აქვს, თუმ­ცა მამა-შვილს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არა აქვს:

"მა­მა­ჩე­მი ფიქ­რობს, რომ ასე გან­გებ ვცხოვ­რობ. ის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და, რომ მოვ­კვდე. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­თვის საჭ­მლის მო­ტა­ნა აღარ მო­უ­წევს", - ამ­ბობს მომ­ღერ­ლის ძმა.

მისი თქმით, ის ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შა­ო­ზე იყო თა­ნახ­მა, ოღონდ ქუ­ჩა­ში არ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბებ­მა მისი დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. რო­გორც და­სავ­ლუ­რი პრე­სა იუ­წყე­ბა, ენ­ტო­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო და­ი­თხო­ვეს. გარ­და ამი­სა, ცოტა ხნის წინ ის არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვლის გამო, ცი­ხე­ში მოხ­ვდა. თა­ვად ჩი­კო­ნე სა­კუ­თარ თავს ალ­კოჰო­ლი­კად არ მი­იჩ­ნევს.

ენ­ტო­ნი რვა და-ძმას შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სია. მა­დო­ნას­თან მას ბავ­შვო­ბი­დან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მა­დო­ნა და მა­მა­მი­სი ენ­ტო­ნის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს ფა­რავ­დნენ, მაგ­რამ ახლა უსახ­ლკა­რო ჩი­კო­ნე მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარს აცხა­დებს.

"არას­დროს არა­ფე­რი მი­თხო­ვია ჩემი დის­თვის. ის მდი­და­რია და ამის­თვის ბევ­რს მუ­შა­ობს. თუ ასე ცხოვ­რე­ბა მოს­წონს, ეს მისი პრობ­ლე­მაა", - გა­ნა­ცხა­და ენ­ტო­ნიმ.

მა­დო­ნას ნა­თე­სა­ვებ­ში ნამ­დვი­ლად არ გა­უ­მარ­თლა. მომ­ღერ­ლის უმ­ცრო­სი ძმა წიგნს წერს, რო­მელ­შიც მკი­თხველს მა­დო­ნას ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს გა­აც­ნობს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

მადონას უსახლკარო ძმა: "ჩემი დისთვის სულერთია, ვიცოცხლებ თუ მოვკვდები"

მადონას უსახლკარო ძმა: "ჩემი დისთვის სულერთია, ვიცოცხლებ თუ მოვკვდები"

მილიარდერი ამერიკელი პოპ-მომღერლის, მადონას ძმა უსახლკაროა და თავს მოწყალების თხოვნით ირჩენს. 55 წლის ენტონი ჩიკონე ხიდის ქვეშ ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ოჯახის წევრებს მისი მდგომარეობა არ აღელვებთ.

"მადონასთვის სულერთია ჩემი არსებობა. ის არ ინტერესდება, ცოცხალი ვარ თუ არა. ჩემი და საკუთარ სამყაროში ცხოვრობს", - განაცხადა ენტონი ჩიკონემ.

ენტონისთვის საკვები მამას მიაქვს, თუმცა მამა-შვილს კარგი ურთიერთობა არა აქვს:

"მამაჩემი ფიქრობს, რომ ასე განგებ ვცხოვრობ. ის ძალიან ბედნიერი იქნებოდა, რომ მოვკვდე. ასეთ შემთხვევაში ჩემთვის საჭმლის მოტანა აღარ მოუწევს", - ამბობს მომღერლის ძმა.

მისი თქმით, ის ნებისმიერ სამუშაოზე იყო თანახმა, ოღონდ ქუჩაში არ აღმოჩენილიყო, თუმცა სხვადასხვა გარემოებებმა მისი დღევანდელი ცხოვრება განაპირობა. როგორც დასავლური პრესა იუწყება, ენტონი სამსახურიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო დაითხოვეს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ის არაფხიზელ მდგომარეობაში ეკლესიაში მისვლის გამო, ციხეში მოხვდა. თავად ჩიკონე საკუთარ თავს ალკოჰოლიკად არ მიიჩნევს.

ენტონი რვა და-ძმას შორის ყველაზე უფროსია. მადონასთან მას ბავშვობიდან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მადონა და მამამისი ენტონის მკურნალობის ხარჯებს ფარავდნენ, მაგრამ ახლა უსახლკარო ჩიკონე მკურნალობაზე უარს აცხადებს.

"არასდროს არაფერი მითხოვია ჩემი დისთვის. ის მდიდარია და ამისთვის ბევრს მუშაობს. თუ ასე ცხოვრება მოსწონს, ეს მისი პრობლემაა", - განაცხადა ენტონიმ.

მადონას ნათესავებში ნამდვილად არ გაუმართლა. მომღერლის უმცროსი ძმა წიგნს წერს, რომელშიც მკითხველს მადონას ინტიმური ცხოვრების დეტალებს გააცნობს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება