სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვებიან ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე მოწმეები
რას ჰყვებიან ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე მოწმეები

ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნის პრო­ცე­სი 5 სა­ათს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პრო­ცეს­ზე 6 მოწ­მე და­ი­კი­თხა, მათ შო­რის 5 ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, ერთი კი ახალ­და­ბის მკვიდ­რი ნი­კო­ლოზ ლო­მი­ძე, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლებს 26 მა­ი­სის მი­ტინგზე ყოფ­ნის გამო ნეკ­ნე­ბის ჩამ­ტვრე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. პირ­ვე­ლად, სწო­რედ ლო­მი­ძემ მის­ცა პრო­ცეს­ზე ჩვე­ნე­ბა. მისი თქმით, აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შემ­დეგ ბორ­ჯომ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი სა­სა­დი­ლო­ში ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის მო­საზ­რე­ბე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად შე­იკ­რიბ­ნენ. თუმ­ცა, მა­ნამ­დე სა­ნამ შეკ­ვე­თილ ხინ­კალს მო­ი­ტან­დნენ, მათ­თან კუ­პე­ში ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი და ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ალექ­სან­დრე ბლი­ა­ძე შე­ვიდ­ნენ, იქ მყო­ფე­ბი ჩხუბ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და პო­ლი­ცი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს. პო­ლი­ცი­ა­ში კი აქ­ცი­ა­ზე ყოფ­ნის გამო სცე­მეს. "პო­ლი­ცი­ა­ში ხვე­დე­ლი­ან­მა მკი­თხა, მი­ტინგზე რა­ტომ იყა­ვიო და პირ­ვე­ლად მან და­მარ­ტყა. 5-6 კაცი მირ­ტყამ­და, 2 ნეკ­ნი ჩა­მიმ­ტვრი­ეს", - ამ­ბობს ლო­მი­ძე.

სრუ­ლი ვერ­სია

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

რას ჰყვებიან ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე მოწმეები

რას ჰყვებიან ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე მოწმეები

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის პროცესი 5 საათს მიმდინარეობდა. პროცესზე 6 მოწმე დაიკითხა, მათ შორის 5 ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი იყო, ერთი კი ახალდაბის მკვიდრი ნიკოლოზ ლომიძე, რომელიც პოლიციელებს 26 მაისის მიტინგზე ყოფნის გამო ნეკნების ჩამტვრევაში ადანაშაულებს. პირველად, სწორედ ლომიძემ მისცა პროცესზე ჩვენება. მისი თქმით, აქციის დარბევის შემდეგ ბორჯომში დაბრუნებულები სასადილოში ერთმანეთისათვის მოსაზრებების გასაზიარებლად შეიკრიბნენ. თუმცა, მანამდე სანამ შეკვეთილ ხინკალს მოიტანდნენ, მათთან კუპეში ბორჯომის პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიანი და ერთ-ერთი თანამშრომელი ალექსანდრე ბლიაძე შევიდნენ, იქ მყოფები ჩხუბში დაადანაშაულეს და პოლიციაში წაიყვანეს. პოლიციაში კი აქციაზე ყოფნის გამო სცემეს. "პოლიციაში ხვედელიანმა მკითხა, მიტინგზე რატომ იყავიო და პირველად მან დამარტყა. 5-6 კაცი მირტყამდა, 2 ნეკნი ჩამიმტვრიეს", - ამბობს ლომიძე.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა