მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მონროს სუიციდის შესახებ ჩანაწერებს აუქციონზე გაყიდიან
მონროს სუიციდის შესახებ ჩანაწერებს აუქციონზე გაყიდიან

ამე­რი­კელ­მა ინ­კოგ­ნი­ტო კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა ნიუ-იორ­კის ონ­ლა­ინ-აუქ­ცი­ონ­ზე 250-ზე მეტი წე­რი­ლი და დო­კუ­მენ­ტი გა­მო­ი­ტა­ნა, რომ­ლე­ბიც ისეთ ლე­გენ­და­რულ პი­როვ­ნე­ბებს ეკუთ­ვნით, რო­გო­რიც ჯონ ლე­ნო­ნი და დუ­ა­იტ ეი­ზე­ნ­ჰა­უ­ე­რია.

სა­მახ­სოვ­რო შე­ტყო­ბი­ნე­ბებს შო­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, მერ­ლინ მონ­როს ჩა­ნა­წე­რე­ბიც აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლებ­შიც იგი თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. წე­რი­ლის ად­რე­სა­ტი მისი მენ­ტო­რი და სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლი სტრას­ბერ­გია.

"ცხოვ­რე­ბის სურ­ვილს ვკარ­გავ. ამის ატა­ნა აღარ შე­მიძ­ლია. ვიცი, შეშ­ლილს ვგა­ვარ, ვფიქ­რობ, მარ­თლა ჭკუ­ი­დან გა­დავ­დი­ვარ. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ რო­გორც კი კა­მე­რის წინ ვდგე­ბი, ყუ­რა­დღე­ბა მე­ფან­ტე­ბა და რაც მის­წავ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა. ამის შემ­დეგ მგო­ნია, რომ სა­ერ­თა­ოდ არ ვარ­სე­ბობ",- წერს 36 წლის ასაკ­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი ვარ­სკვლა­ვი.

აუქ­ცი­ონ­ზე ის­ტო­რი­ის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს აშშ-ის 34-ე პრე­ზი­დენ­ტის, დუ­ა­იტ ეი­ზე­ნ­ჰა­უ­ე­რის 58 წე­რი­ლი და­ა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­მე­ლიც 1942-1945 წლებ­შია და­წე­რი­ლი. შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ად­რე­სა­ტი პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლეა.

აუქ­ცი­ონ­ზე ჯონ ლე­ნო­ნის და­ბეჭ­დი­ლი წე­რი­ლე­ბიც გა­ი­ყი­დე­ბა, რომ­ლებ­საც მუ­სი­კო­სი პოლ და ლინ­და მა­კარტნებს წერ­და.

აუქ­ცი­ო­ნის ყვე­ლა ლო­ტის ხილ­ვა ნიუ-იორკში დუ­გ­ლას ელი­მა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ლე­რე­ა­შის 8-16 აპ­რილ­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვაჭ­რო­ბა კი 30 მა­ისს და­ი­წყე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ს მი­ხედ­ვით.

მონროს სუიციდის შესახებ ჩანაწერებს აუქციონზე გაყიდიან

მონროს სუიციდის შესახებ ჩანაწერებს აუქციონზე გაყიდიან

ამერიკელმა ინკოგნიტო კოლექციონერმა ნიუ-იორკის ონლაინ-აუქციონზე 250-ზე მეტი წერილი და დოკუმენტი გამოიტანა, რომლებიც ისეთ ლეგენდარულ პიროვნებებს ეკუთვნით, როგორიც ჯონ ლენონი და დუაიტ ეიზენჰაუერია.

სამახსოვრო შეტყობინებებს შორის ცნობილი მსახიობის, მერლინ მონროს ჩანაწერებიც აღმოჩნდა, რომლებშიც იგი თვითმკვლელობაზე საუბრობს. წერილის ადრესატი მისი მენტორი და სამსახიობო ოსტატობის მასწავლებელი ლი სტრასბერგია.

"ცხოვრების სურვილს ვკარგავ. ამის ატანა აღარ შემიძლია. ვიცი, შეშლილს ვგავარ, ვფიქრობ, მართლა ჭკუიდან გადავდივარ. მეჩვენება, რომ როგორც კი კამერის წინ ვდგები, ყურადღება მეფანტება და რაც მისწავლია, ყველაფერი მავიწყდება. ამის შემდეგ მგონია, რომ საერთაოდ არ ვარსებობ",- წერს 36 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ვარსკვლავი.

აუქციონზე ისტორიის თაყვანისმცემლებს აშშ-ის 34-ე პრეზიდენტის, დუაიტ ეიზენჰაუერის 58 წერილი დააინტერესებთ, რომელიც 1942-1945 წლებშია დაწერილი. შეტყობინებების ადრესატი პრეზიდენტის მეუღლეა.

აუქციონზე ჯონ ლენონის დაბეჭდილი წერილებიც გაიყიდება, რომლებსაც მუსიკოსი პოლ და ლინდა მაკარტნებს წერდა.

აუქციონის ყველა ლოტის ხილვა ნიუ-იორკში დუგლას ელიმანის ხელოვნების გალერეაშის 8-16 აპრილსაა შესაძლებელი. ვაჭრობა კი 30 მაისს დაიწყება.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს