პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს ვანიკო თარხნიშვილი გიორგი ქორქიას
რას პასუხობს ვანიკო თარხნიშვილი გიორგი ქორქიას

"რე­ი­ტინ­გის" ერ­თგულ მკი­თხველს კარ­გად ახ­სოვს გი­ორ­გი ქორ­ქი­ას სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც თხუთ­მე­ტი წლის მე­გო­ბარ ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვილ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ლა­პა­რა­კობ­და. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი ვა­ნი­კომ და­ი­წყო. "იღ­ბლი­ან ბორ­ბალ­ში" მე­გო­ბა­რი მწა­რედ გა­აკ­რი­ტი­კა და მე­ო­რე დღეს ქორ­ქი­ას­გან პა­სუ­ხიც მი­ი­ღო. ქორ­ქი­ამ დი­ლის გა­და­ცე­მის ღია ეთერ­ში შიშ­ვე­ლი თარ­ხნიშ­ვი­ლის აბა­ზა­ნა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გა­უშ­ვა. და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცეს გას­ცდა და პრე­სის ფურ­ცლებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. "რე­ი­ტინ­გი" იყო პირ­ვე­ლი, რო­მელ­თა­ნაც ქორ­ქი­ამ ამ და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. სამი კვი­რა ვე­ლო­დე­ბო­დით თარ­ხნიშ­ვი­ლის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ას. ცნო­ბი­ლია, რომ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ვა­ნი­კო პრე­სას­თან აღარ ურ­თი­ერ­თობს. გახ­მა­უ­რე­ბულ სკან­დალ­ზე კო­მენ­ტა­რის მო­სა­პო­ვებ­ლად "იღ­ბლი­ა­ნი ბორ­ბლის" გა­და­ღე­ბა­ზე მი­ვა­კი­თხეთ და ტუ­რებს შო­რის შეს­ვე­ნე­ბის დროს რამ­დე­ნი­მე კი­თხვის დას­მა მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ. "პი­რად­ზე არ და­მის­ვათ კი­თხვე­ბი" - ასე უც­ნა­უ­რად და­ი­წყო ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც ათ წუთს გაგ­რძელ­და.

- ვა­ნი­კო, სა­უ­ბა­რი "იღ­ბლი­ა­ნი ბორ­ბლით" და­ვი­წყოთ. მა­ყუ­რე­ბელს მოს­წონს შენი ახა­ლი ამ­პლუა.

- მი­ხა­რია, თუ მა­ყუ­რე­ბელს მოს­წონს და კმა­ყო­ფი­ლია. ამ გა­და­ცე­მას ძა­ლი­ან კარ­გად მო­ვერ­გე. კარ­გი გუნ­დი აკე­თებს და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ცუდი გა­მო­გი­ვი­დეს.

- გა­და­ცე­მის ჩა­წე­რას და­ვეს­წა­რი და თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს ყუ­რა­დღე­ბით ეპყრო­ბი.

- ენერ­გი­ას სწო­რად ვა­ნა­წი­ლებ. თან, რო­დე­საც საქ­მე გიყ­ვარს, არა­ფერს იშუ­რებ. გან­წყო­ბის­თვის მსა­ხი­ო­ბო­ბა არ გჭირ­დე­ბა. ბოლო დროს ტე­ლე­წამ­ყვა­ნიც გავ­ხდი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით და­წყე­ბით ეტაპ­ზე ვარ (იღი­მე­ბა).

- შენ და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს კარ­გი დუ­ე­ტი გა­მო­გი­ვი­დათ.

- კი, ნამ­დვი­ლად. შო­რე­ნა კარ­გი პარტნი­ო­რი, ადა­მი­ა­ნი და მე­გო­ბა­რია.

- რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მის წინ ღიად და­უ­პი­რის­პირ­დი შენს ძველ მე­გო­ბარს, გი­ორ­გი ქორ­ქი­ას. ომი პირ­ვე­ლად შენ გა­მო­უ­ცხა­დე.

- ასე ჩანს, მაგ­რამ ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო. ჩვენ ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი და ძმა­კა­ცე­ბი ვართ. რა­ღა­ცე­ბი კი­დევ არის, მაგ­რამ არ მინ­და ამა­ზე ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უ­ბა­რი. იყო ამის მი­ზე­ზე­ბი, რომ ასე გა­მოგ­ვე­ხა­ტა. რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის მოთ­მე­ნა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და.

- შენ­ზე ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო, რა­ზეც ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­შიც ისა­უბ­რა.

- მე არ ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი? და სა­ერ­თოდ, არ ამა­ლა­პა­რა­კოს მა­გან.

- სად­მე არ დაგ­ხვდეს საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად.

- პრობ­ლე­მა არ არის, ჩემ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რია, მაგ­რამ ძვე­ლი მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს და იმე­დი მაქვს, ამ დო­ნემ­დე არ და­ვალთ, რომ ერ­თმა­ნეთს ხე­ლით შე­ვე­ხოთ.

- გი­ორ­გიმ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­თხრა, თხუთ­მეტ­წ­ლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს და მთვრალ ვა­ნი­კო­ზე ბევ­რი კომ­პრო­მა­ტი და­მიგ­როვ­დაო.

- არც მე მაქვს ნაკ­ლე­ბი კომ­პრო­მა­ტე­ბი და ამას ნელ-ნელა ვნა­ხავთ.

- იმას შიშ­ვლად მა­ინც არ გა­და­ვუ­ღი­ვარ, მე კი­დევ მყავ­და გა­და­ღე­ბუ­ლიო.

- არ ვიცი, ვნა­ხოთ, ყვე­ლა­ფერს დრო გვიჩ­ვე­ნებს. არ დავ­ნებ­დე­ბი.

- ქორ­ქი­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში არ და­გინ­დო, თით­ქოს შენ უფრო ინ­დობ ძველ მე­გო­ბარს.

- იმი­ტომ, რომ ქორ­ქი­ას­თან შე­და­რე­ბით მე უფრო დიდსუ­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ. ძვე­ლი მე­გობ­რო­ბის ხათ­რით, ლან­ძღვას არ და­ვუ­წყებ, თუმ­ცა მე ჩემ­სას გა­ვა­კე­თებ.

- ვა­ნი­კო, გარ­და თე­ატ­რი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბი­სა, სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც" თა­მა­შობ, ხურ­ცი­ლა­ვა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ გმი­რად იქცა.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს სე­რი­ა­ლი და ჩემს გმირ­ზე მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ახ­ლოს არის ჩემ­თან. ერთი სული მაქვს, რო­დის და­ი­წყე­ბა ხოლ­მე გა­და­ღე­ბა.

- ძა­ლი­ან კარ­გად თა­მა­შობ ხურ­ცი­ლა­ვას გმირს. თით­ქოს ასე­თი ხარ ცხოვ­რე­ბა­შიც.

- სა­ერ­თოდ ყვე­ლა როლ­ში მსა­ხი­ო­ბი რა­ღაც სა­კუ­თარს დებ, ხურ­ცი­ლა­ვა და მე ერ­თმა­ნეთს ბევ­რი რა­მით არ ვგა­ვართ, მაგ­რამ სა­ერ­თოც ბევ­რი გვაქვს. ჩემს გმირ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონს, რომ სწო­რი და კარ­გი ტი­პია.

- სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბას დიდი დრო მი­აქვს?

- სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერს სა­ჭი­რო დრო მი­აქვს, რომ პრო­დუქ­ტი კარ­გი გა­მო­ვი­დეს. ცოტა დრო­ში კარ­გი საქ­მე არ კეთ­დე­ბა. ბოლო ხანს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აღარ მაქვს. ერ­თდრო­უ­ლად ვმუ­შა­ობ სე­რი­ალ­ში, თე­ატ­რში და გა­და­ცე­მა­ზე. კი­დევ ერთი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! რომ მქონ­დეს, არ ვიცი, დავ­თან­ხმდე­ბი თუ არა, თუმ­ცა გა­აჩ­ნია, თუ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, დრო გა­მო­ი­ძებ­ნე­ბა.

- რო­დე­საც თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ქუ­ჩა­ში გცნო­ბენ, რო­მელ პრო­ექ­ტზე გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან?

- "იღ­ბლი­ან ბორ­ბალ­ზე", სე­რი­ალ­ზე, თე­ატრზე უფრო ნაკ­ლე­ბად, მა­ინც ცოტა ადა­მი­ა­ნი და­დის, თუმ­ცა ჩვენ­თან დარ­ბაზ­ში ბევ­რი ზის ხოლ­მე (იღი­მე­ბა). მი­ხა­რია ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა და სით­ბო, ეს უფრო მეტ სტი­მულს მაძ­ლევს, რომ უფრო მეტი გა­ვა­კე­თო.

- და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია, რაც ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე უარს აცხა­დებ. პრე­სას სა­ბო­ლო­ოდ და­ემ­შვი­დო­ბე?

- არ მცა­ლია, ახ­ლაც მო­მის­წა­რით, გა­და­ცე­მის ჩა­წე­რაა და უკვე გვე­ლო­დე­ბი­ან, რომ გა­და­ღე­ბა გაგ­რძელ­დეს. არა­ვის არ გა­ვუბ­რა­ზე­ბი­ვარ, არ მიყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უ­ბა­რი და ახ­ლაც ვცდი­ლობ, მალე და­ვუბ­რუნ­დე გა­და­ღე­ბას (იღი­მე­ბა).

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რას პასუხობს ვანიკო თარხნიშვილი გიორგი ქორქიას

რას პასუხობს ვანიკო თარხნიშვილი გიორგი ქორქიას

"რეიტინგის" ერთგულ მკითხველს კარგად ახსოვს გიორგი ქორქიას სკანდალური ინტერვიუ, რომელშიც თხუთმეტი წლის მეგობარ ვანიკო თარხნიშვილზე გაბრაზებული ლაპარაკობდა. მაშინ ყველაფერი ვანიკომ დაიწყო. "იღბლიან ბორბალში" მეგობარი მწარედ გააკრიტიკა და მეორე დღეს ქორქიასგან პასუხიც მიიღო. ქორქიამ დილის გადაცემის ღია ეთერში შიშველი თარხნიშვილის აბაზანაში გადაღებული ვიდეო გაუშვა. დაპირისპირება სატელევიზიო სივრცეს გასცდა და პრესის ფურცლებზე გადაინაცვლა. "რეიტინგი" იყო პირველი, რომელთანაც ქორქიამ ამ დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. სამი კვირა ველოდებოდით თარხნიშვილის საპასუხო რეაქციას. ცნობილია, რომ დაოჯახების შემდეგ ვანიკო პრესასთან აღარ ურთიერთობს. გახმაურებულ სკანდალზე კომენტარის მოსაპოვებლად "იღბლიანი ბორბლის" გადაღებაზე მივაკითხეთ და ტურებს შორის შესვენების დროს რამდენიმე კითხვის დასმა მაინც მოვახერხეთ. "პირადზე არ დამისვათ კითხვები" - ასე უცნაურად დაიწყო ჩვენი ინტერვიუ, რომელიც სულ რაღაც ათ წუთს გაგრძელდა.

- ვანიკო, საუბარი "იღბლიანი ბორბლით" დავიწყოთ. მაყურებელს მოსწონს შენი ახალი ამპლუა.

- მიხარია, თუ მაყურებელს მოსწონს და კმაყოფილია. ამ გადაცემას ძალიან კარგად მოვერგე. კარგი გუნდი აკეთებს და შეუძლებელია, ცუდი გამოგივიდეს.

- გადაცემის ჩაწერას დავესწარი და თითოეულ მონაწილეს ყურადღებით ეპყრობი.

- ენერგიას სწორად ვანაწილებ. თან, როდესაც საქმე გიყვარს, არაფერს იშურებ. განწყობისთვის მსახიობობა არ გჭირდება. ბოლო დროს ტელეწამყვანიც გავხდი, მაგრამ ჯერჯერობით დაწყებით ეტაპზე ვარ (იღიმება).

- შენ და შორენა ბეგაშვილს კარგი დუეტი გამოგივიდათ.

- კი, ნამდვილად. შორენა კარგი პარტნიორი, ადამიანი და მეგობარია.

- რამდენიმე გადაცემის წინ ღიად დაუპირისპირდი შენს ძველ მეგობარს, გიორგი ქორქიას. ომი პირველად შენ გამოუცხადე.

- ასე ჩანს, მაგრამ ჩვენ შორის ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. ჩვენ ძველი მეგობრები და ძმაკაცები ვართ. რაღაცები კიდევ არის, მაგრამ არ მინდა ამაზე ინტერვიუში საუბარი. იყო ამის მიზეზები, რომ ასე გამოგვეხატა. რაღაც-რაღაცების მოთმენა აღარ შეიძლებოდა.

- შენზე ძალიან გაბრაზებული იყო, რაზეც ჩვენთან ინტერვიუშიც ისაუბრა.

- მე არ ვარ გაბრაზებული? და საერთოდ, არ ამალაპარაკოს მაგან.

- სადმე არ დაგხვდეს საქმის გასარჩევად.

- პრობლემა არ არის, ჩემზე ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ძველი მეგობრობა გვაკავშირებს და იმედი მაქვს, ამ დონემდე არ დავალთ, რომ ერთმანეთს ხელით შევეხოთ.

- გიორგიმ ინტერვიუში მითხრა, თხუთმეტწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და მთვრალ ვანიკოზე ბევრი კომპრომატი დამიგროვდაო.

- არც მე მაქვს ნაკლები კომპრომატები და ამას ნელ-ნელა ვნახავთ.

- იმას შიშვლად მაინც არ გადავუღივარ, მე კიდევ მყავდა გადაღებულიო.

- არ ვიცი, ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. არ დავნებდები.

- ქორქიამ ინტერვიუში არ დაგინდო, თითქოს შენ უფრო ინდობ ძველ მეგობარს.

- იმიტომ, რომ ქორქიასთან შედარებით მე უფრო დიდსულოვანი ადამიანი ვარ. ძველი მეგობრობის ხათრით, ლანძღვას არ დავუწყებ, თუმცა მე ჩემსას გავაკეთებ.

- ვანიკო, გარდა თეატრისა და ტელეწამყვანობისა, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც" თამაშობ, ხურცილავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ გმირად იქცა.

- ძალიან მიყვარს ეს სერიალი და ჩემს გმირზე მუშაობა, ყველაფერი ძალიან ახლოს არის ჩემთან. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ხოლმე გადაღება.

- ძალიან კარგად თამაშობ ხურცილავას გმირს. თითქოს ასეთი ხარ ცხოვრებაშიც.

- საერთოდ ყველა როლში მსახიობი რაღაც საკუთარს დებ, ხურცილავა და მე ერთმანეთს ბევრი რამით არ ვგავართ, მაგრამ საერთოც ბევრი გვაქვს. ჩემს გმირში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ სწორი და კარგი ტიპია.

- სერიალის გადაღებას დიდი დრო მიაქვს?

- საერთოდ, ყველაფერს საჭირო დრო მიაქვს, რომ პროდუქტი კარგი გამოვიდეს. ცოტა დროში კარგი საქმე არ კეთდება. ბოლო ხანს თავისუფალი დრო აღარ მაქვს. ერთდროულად ვმუშაობ სერიალში, თეატრში და გადაცემაზე. კიდევ ერთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რომ მქონდეს, არ ვიცი, დავთანხმდები თუ არა, თუმცა გააჩნია, თუ საინტერესო იქნება, დრო გამოიძებნება.

- როდესაც თაყვანისმცემლები ქუჩაში გცნობენ, რომელ პროექტზე გელაპარაკებიან?

- "იღბლიან ბორბალზე", სერიალზე, თეატრზე უფრო ნაკლებად, მაინც ცოტა ადამიანი დადის, თუმცა ჩვენთან დარბაზში ბევრი ზის ხოლმე (იღიმება). მიხარია ხალხის ყურადღება და სითბო, ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთო.

- დაახლოებით ერთი წელია, რაც ინტერვიუებზე უარს აცხადებ. პრესას საბოლოოდ დაემშვიდობე?

- არ მცალია, ახლაც მომისწარით, გადაცემის ჩაწერაა და უკვე გველოდებიან, რომ გადაღება გაგრძელდეს. არავის არ გავუბრაზებივარ, არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი და ახლაც ვცდილობ, მალე დავუბრუნდე გადაღებას (იღიმება).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები