პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გახდა სამორი ბალდე "იმედის დილის" წამყვანი
როგორ გახდა სამორი ბალდე "იმედის დილის" წამყვანი

ბუკ­ლი­კო მო­გე­სალ­მე­ბათ და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ­ბე­ბით და­ხუნძლულ ჩან­თას ამო­ვა­ლა­გებ. მთა­ვა­რია, ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხოთ!

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თქვენს ბუკ­ლი­კოს დი­ლით კარ­გად გა­მო­ძი­ნე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ადრე გაღ­ვი­ძე­ბამ მო­მი­წია. სა­ნამ ყა­ვას შე­ვექ­ცე­ო­დი, ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩავ­რთე, ვი­ფიქ­რე, დი­ლის გა­და­ცე­მებს თვალს გა­და­ვავ­ლებ-მეთ­ქი, ჰოდა, მა­შინ­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი შევ­ნიშ­ნე. "იმე­დის დი­ლა­ში" სა­მო­რი ბალ­დე რომ და­ვი­ნა­ხე, მე­გო­ნა, სტუმ­რად ჰყავ­დათ მიწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ შემ­დეგ გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი რომ წა­რად­გი­ნა და შე­კი­თხვე­ბის დას­მა­ზე გა­და­ვი­და, მივ­ხვდი, საქ­მე მთლად ისე არ იყო, რო­გორც მე მე­გო­ნა.

რო­გორც იცით, "იმე­დის დი­ლის" ეთერ­ში გას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში წამ­ყვა­ნე­ბი - სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი და და­ვით ქა­ცა­რა­ვა სკან­დალ­ში გა­ეხვნენ ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო და მათ ბო­დი­შის მოხ­და­საც სთხოვ­დნენ. ბო­ლოს მათ მა­გივ­რად ბო­დი­ში ტე­ლე­ვი­ზი­ამ მო­ი­ხა­და, ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს კი "იმე­დი" და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. ამის შემ­დეგ ყო­ველ დი­ლას გა­და­ცე­მას პა­ა­ტა პა­პუ­აშ­ვი­ლი და ლიკა ლა­ბა­ძე უძღვე­ბოდ­ნენ, ბოლო სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ სა­მო­რი ბალ­დე შე­უ­ერ­თდა. ამ ამ­ბის გა­სარ­კვე­ვად, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მო­რის­თან ვცა­დე და­კავ­ში­რე­ბა, მაგ­რამ არც ზარ­ზე და არც მე­სიჯ­ზე არ მი­პა­სუ­ხა. ამის შემ­დეგ ლიკა ლა­ბა­ძეს და­ვე­კონ­ტაქ­ტე და ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ ვკი­თხე.

- უკვე მე­სა­მე კვი­რაა, სა­მო­რი "იმე­დის დი­ლის" წამ­ყვა­ნი გახ­და, პა­ა­ტა და სა­მო­რი დღე­გა­მოშ­ვე­ბით შე­ე­ნაც­ვლე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს.

- რო­გორ შე­არ­ჩი­ეს სა­მო­რი, შენ ხომ არ გა­უ­წიე რე­კო­მენ­და­ცია?

- არა, რამ­დენ­ჯერ­მე იყო ჩვენ­თან სტუმ­რად მოწ­ვე­უ­ლი, ისე მო­უხ­და სი­ტუ­ა­ცი­ას და გა­რე­მოს, რომ წამ­ყვა­ნად აიყ­ვა­ნეს. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­მო­რი შე­მოგ­ვი­ერ­თდა, ჩემ­თვის ორი­ვე წამ­ყვან­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- ხომ არ იგეგ­მე­ბა გო­გო­ნა წამ­ყვა­ნის შერ­ჩე­ვაც, რათა წყვი­ლებ­მა გა­და­ცე­მა მო­ნაც­ვლე­ო­ბით წა­იყ­ვა­ნოთ?

- ამ ეტაპ­ზე ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, მერე რა მოხ­დე­ბა, არ ვიცი.

Dj ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ გახდა სამორი ბალდე "იმედის დილის" წამყვანი

როგორ გახდა სამორი ბალდე "იმედის დილის" წამყვანი

ბუკლიკო მოგესალმებათ და რასაკვირველია, ამბებით დახუნძლულ ჩანთას ამოვალაგებ. მთავარია, ყურადღებით წაიკითხოთ!

მოგეხსენებათ, თქვენს ბუკლიკოს დილით კარგად გამოძინება ძალიან უყვარს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ადრე გაღვიძებამ მომიწია. სანამ ყავას შევექცეოდი, ტელევიზორი ჩავრთე, ვიფიქრე, დილის გადაცემებს თვალს გადავავლებ-მეთქი, ჰოდა, მაშინვე საინტერესო ფაქტი შევნიშნე. "იმედის დილაში" სამორი ბალდე რომ დავინახე, მეგონა, სტუმრად ჰყავდათ მიწვეული, მაგრამ შემდეგ გადაცემის სტუმარი რომ წარადგინა და შეკითხვების დასმაზე გადავიდა, მივხვდი, საქმე მთლად ისე არ იყო, როგორც მე მეგონა.

როგორც იცით, "იმედის დილის" ეთერში გასვლიდან რამდენიმე კვირაში წამყვანები - სალომე გოგიაშვილი და დავით ქაცარავა სკანდალში გაეხვნენ ჰომოფობიური განცხადებების გამო და მათ ბოდიშის მოხდასაც სთხოვდნენ. ბოლოს მათ მაგივრად ბოდიში ტელევიზიამ მოიხადა, ტელეწამყვანებს კი "იმედი" დაატოვებინეს. ამის შემდეგ ყოველ დილას გადაცემას პაატა პაპუაშვილი და ლიკა ლაბაძე უძღვებოდნენ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მათ სამორი ბალდე შეუერთდა. ამ ამბის გასარკვევად, რასაკვირველია, თავდაპირველად სამორისთან ვცადე დაკავშირება, მაგრამ არც ზარზე და არც მესიჯზე არ მიპასუხა. ამის შემდეგ ლიკა ლაბაძეს დავეკონტაქტე და ამ სიახლის შესახებ ვკითხე.

- უკვე მესამე კვირაა, სამორი "იმედის დილის" წამყვანი გახდა, პაატა და სამორი დღეგამოშვებით შეენაცვლებიან ერთმანეთს.

- როგორ შეარჩიეს სამორი, შენ ხომ არ გაუწიე რეკომენდაცია?

- არა, რამდენჯერმე იყო ჩვენთან სტუმრად მოწვეული, ისე მოუხდა სიტუაციას და გარემოს, რომ წამყვანად აიყვანეს. მოხარული ვარ, რომ სამორი შემოგვიერთდა, ჩემთვის ორივე წამყვანთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.

- ხომ არ იგეგმება გოგონა წამყვანის შერჩევაც, რათა წყვილებმა გადაცემა მონაცვლეობით წაიყვანოთ?

- ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის, მერე რა მოხდება, არ ვიცი.

Dj ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები