პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

კარ­ლოს სლიმ ელუ

კა­პი­ტა­ლი: 73 მლრდ დო­ლა­რი.

სიმ­დიდ­რის წყა­რო: ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცია.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა: მექ­სი­კა.

73 წლის მი­ლი­არ­დერ ელუს შე­მო­სა­ვა­ლი შარ­შან 4 მლრდ დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და. ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის იმ­პე­რი­ის America ovil-ის გარ­და, იგი ფლობს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს სა­ბან­კო სექ­ტორ­ში და თამ­ბა­ქოს ბიზ­ნეს­ში. გარ­და ამი­სა, წილი აქვს გა­ზეთ­ში The New York Times. ბიზ­ნეს­მე­ნი სამ ფეხ­ბურ­თის გუნდსაც (მექ­სი­კურ "ლე­ონ­სა" და "პა­ჩუ­კას" და ეს­პა­ნურ "რეალ ოვი­ე­დოს") აკონ­ტრო­ლებს. სლი­მი არც მე­ცე­ნა­ტო­ბას ივი­წყებს და მისი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეხ­მა­რე­ბა.

ბილ გე­იტ­სი

კა­პი­ტა­ლი: 67 მლრდ დო­ლა­რი.

სიმ­დიდ­რის წყა­რო: Microsoft.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა: აშშ.

რამ­დე­ნი­მე წე­ლია გე­იტ­სი ქველ­მოქ­მე­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კომ­პა­ნია Microsoft-ის წყა­ლო­ბით შარ­შან მისი შე­მო­სა­ვა­ლი 6 მლრდ დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და. ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე მე­ცე­ნატს უკვე 28 მლნ დო­ლა­რი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი. იგი აქ­ტი­უ­რად ამა­რა­გებს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას მე­დი­კა­მენ­ტე­ბით. მისი გათ­ვლით, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან 2020 წლის­თვის 8 მლნ ადა­მი­ა­ნი გა­ნი­კურ­ნე­ბა.

ამან­სიო ორ­ტე­გა

კა­პი­ტა­ლი- 5 მლრდ დო­ლა­რი.

სიმ­დიდ­რის წყა­რო: "ზარა".

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა: ეს­პა­ნე­თი.

ბრენდ "ზა­რას" მფლო­ბე­ლის შე­მო­სა­ვა­ლი შარ­შან, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გახ­სნი­ლი მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის ხარ­ჯზე, 19,5 მლრდ დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და. გარ­და ამი­სა, ეს­პა­ნე­ლი მაგ­ნა­ტი ფლობს სა­ო­ფი­სე და სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თო­ბებს მად­რიდ­სა და მა­ი­ა­მი­ში.

ორ­ტე­გას სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფია აქვს. 13 წლი­სამ სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბა და ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. პირ­ვე­ლი სა­მო­სი კი ექსმე­უღ­ლეს­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი ბი­ნის მი­სა­ღებ­ში შე­კე­რა.

უო­რენ ბა­ფე­ტი

კა­პი­ტა­ლი: 53,5 მლრდ დო­ლა­რი.

სიმ­დიდ­რის წყა­რო: Berkshire Hathaway.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა: აშშ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შარ­შან ბა­ფე­ტის შე­მო­სა­ვალ­მა 10 მლრდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, წელს პირ­ვე­ლად არ მოხ­ვდა "ფორბსის" სა­მე­ულ­ში.

ლარი ელი­სო­ნი

კა­პი­ტა­ლი: 43 მლრდ დო­ლა­რი.

სიმ­დიდ­რის წყა­რო: Oracle.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა: აშშ.

Oracle-ის და­მა­არ­სებ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი შარ­შან 7 მლრდ დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და. ელი­სონ­მა ჰა­ვა­ის ერთ-ერთი კუნ­ძუ­ლი, ბი­ნე­ბი­თა და სას­ტუმ­რო­ე­ბით, 500 მლნ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ჩარლზ და დე­ვიდ კო­ხე­ბი

კა­პი­ტა­ლი: 34 მლრდ დო­ლა­რი.

სიმ­დიდ­რის წყა­რო: ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა: აშშ.

ამე­რი­კის უმ­დიდ­რე­სი ძმა კომ­პა­ნია Koch Industrie-ს ფლობს. თი­თო­ე­უ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი შარ­შან 9 მლრდ დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და. ხოლო კომ­პა­ნი­ის - 115 მლრდ დო­ლა­რით.

ლი კა-შინი

კა­პი­ტა­ლი: 31 მლრდ დო­ლა­რი.

სიმ­დიდ­რის წყა­რო: ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა: ჰონგკონ­გი.

აზი­ის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის ბი­უ­ჯე­ტი შარ­შან 5,5 მლრდ დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და. მის 53 კომ­პა­ნი­ა­ში 270 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. კა-ში­ნის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი შე­ნა­ძე­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზის კომ­პა­ნია Wales & West Utilities-ის აქ­ცი­ე­ბია.

ლი­ლი­ა­ნა ბე­ტან­კუ­რი

კა­პი­ტა­ლი: 30 მლრდ დო­ლა­რი.

სიმ­დიდ­რის წყა­რო: L'Oreal.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა: საფ­რან­გე­თი.

კოს­მე­ტი­კურ იმ­პე­რია L'Oreal-ს ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი მემ­კვიდ­რე ლი­ლი­ა­ნა ბე­ტან­კუ­რი 1957 წლი­დან მარ­თავ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი მას შვილ­მა, ფრან­სუ­ა­ზამ სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით ჩა­მო­არ­თვა. ახალ­გაზ­რდა მმარ­თვე­ლის წყა­ლო­ბით კომ­პა­ნია 6 მლრდ დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და.

ბერ­ნარ არნო

კა­პი­ტა­ლი: 29 მლრდ დო­ლა­რი.

სიმ­დიდ­რის წყა­რო: LVMH.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა: საფ­რან­გე­თი.

საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბას­თან კონ­ფლიქ­ტის გამო არ­ნომ შარ­შან 12 მლრდ დო­ლა­რი იზა­რა­ლა. თუმ­ცა, იგი მა­ინც უმ­დიდ­რეს­თა ათე­ულ­ში მოხ­ვდა.

კრის­ტი უოლ­ტო­ნი

კა­პი­ტა­ლი: 28,2 მლრდ დო­ლა­რი.

სიმ­დიდ­რის წყა­რო: Wal-Mart.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა: აშშ.

ამე­რი­კის უმ­დიდ­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნის შე­მო­სა­ვა­ლი შარ­შან 2 მლრდ დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და. იგი, მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის და­მა­არ­სებ­ლის, სემ უოლ­ტე­რის ერთ-ერთი ვა­ჟის ქვრი­ვია.

26,7 მლრდ-ის მფლო­ბე­ლია კრის­ტის მაზ­ლი ჯიმ უოლ­ტო­ნი. იგი სა­ო­ჯა­ხო ბან­კის - Arvest Bank-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია.

ელი­სიც სემ უოლ­ტო­ნის მემ­კვიდ­რეა. მისი კა­პი­ტა­ლი 26,3 მლრდ დო­ლა­რია. ძმე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ელი­სი ქველ­მოქ­მე­დია და მი­ლი­ო­ნებს ური­ცხავს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

სემ უოლ­ტო­ნის ერთ-ერთი ვაჟი რობ­სო­ნი 26 მლრდს ფლობს. იგი Wal-Mart-ის სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. კომ­პა­ნი­ის ყო­ველ­წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 444 მლრდ დო­ლა­რია.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

კარლოს სლიმ ელუ

კაპიტალი: 73 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: ტელეკომუნიკაცია.

მოქალაქეობა: მექსიკა.

73 წლის მილიარდერ ელუს შემოსავალი შარშან 4 მლრდ დოლარით გაიზარდა. ტელეკომუნიკაციის იმპერიის America ovil-ის გარდა, იგი ფლობს ინვესტიციებს საბანკო სექტორში და თამბაქოს ბიზნესში. გარდა ამისა, წილი აქვს გაზეთში The New York Times. ბიზნესმენი სამ ფეხბურთის გუნდსაც (მექსიკურ "ლეონსა" და "პაჩუკას" და ესპანურ "რეალ ოვიედოს") აკონტროლებს. სლიმი არც მეცენატობას ივიწყებს და მისი საქველმოქმედო ფონდი სხვადასხვა ორგანიზაციას ეხმარება.

ბილ გეიტსი

კაპიტალი: 67 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: Microsoft.

მოქალაქეობა: აშშ.

რამდენიმე წელია გეიტსი ქველმოქმედებითაა დაკავებული. მიუხედავად ამისა, კომპანია Microsoft-ის წყალობით შარშან მისი შემოსავალი 6 მლრდ დოლარით გაიზარდა. ქველმოქმედებაზე მეცენატს უკვე 28 მლნ დოლარი აქვს დახარჯული. იგი აქტიურად ამარაგებს გაჭირვებული ქვეყნის მოსახლეობას მედიკამენტებით. მისი გათვლით, ინფექციური დაავადებებისგან 2020 წლისთვის 8 მლნ ადამიანი განიკურნება.

ამანსიო ორტეგა

კაპიტალი- 5 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: "ზარა".

მოქალაქეობა: ესპანეთი.

ბრენდ "ზარას" მფლობელის შემოსავალი შარშან, სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილი მაღაზიათა ქსელის ხარჯზე, 19,5 მლრდ დოლარით გაიზარდა. გარდა ამისა, ესპანელი მაგნატი ფლობს საოფისე და საცხოვრებელ ფართობებს მადრიდსა და მაიამიში.

ორტეგას საინტერესო ბიოგრაფია აქვს. 13 წლისამ სწავლას თავი დაანება და ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. პირველი სამოსი კი ექსმეუღლესთან ერთად, საკუთარი ბინის მისაღებში შეკერა.

უორენ ბაფეტი

კაპიტალი: 53,5 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway.

მოქალაქეობა: აშშ.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან ბაფეტის შემოსავალმა 10 მლრდ დოლარს გადააჭარბა, წელს პირველად არ მოხვდა "ფორბსის" სამეულში.

ლარი ელისონი

კაპიტალი: 43 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: Oracle.

მოქალაქეობა: აშშ.

Oracle-ის დამაარსებლის შემოსავალი შარშან 7 მლრდ დოლარით გაიზარდა. ელისონმა ჰავაის ერთ-ერთი კუნძული, ბინებითა და სასტუმროებით, 500 მლნ დოლარად შეიძინა.

ჩარლზ და დევიდ კოხები

კაპიტალი: 34 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები.

მოქალაქეობა: აშშ.

ამერიკის უმდიდრესი ძმა კომპანია Koch Industrie-ს ფლობს. თითოეულის შემოსავალი შარშან 9 მლრდ დოლარით გაიზარდა. ხოლო კომპანიის - 115 მლრდ დოლარით.

ლი კა-შინი

კაპიტალი: 31 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები.

მოქალაქეობა: ჰონგკონგი.

აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიუჯეტი შარშან 5,5 მლრდ დოლარით გაიზარდა. მის 53 კომპანიაში 270 ათასი ადამიანი მუშაობს. კა-შინის ბოლოდროინდელი ყველაზე მსხვილი შენაძენი ბრიტანული გაზის კომპანია Wales & West Utilities-ის აქციებია.

ლილიანა ბეტანკური

კაპიტალი: 30 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: L'Oreal.

მოქალაქეობა: საფრანგეთი.

კოსმეტიკურ იმპერია L'Oreal-ს ექსცენტრიკული მემკვიდრე ლილიანა ბეტანკური 1957 წლიდან მართავდა. რამდენიმე წლის წინ მართვის სადავეები მას შვილმა, ფრანსუაზამ სასამართლოს ძალით ჩამოართვა. ახალგაზრდა მმართველის წყალობით კომპანია 6 მლრდ დოლარით გაიზარდა.

ბერნარ არნო

კაპიტალი: 29 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: LVMH.

მოქალაქეობა: საფრანგეთი.

საფრანგეთის მთავრობასთან კონფლიქტის გამო არნომ შარშან 12 მლრდ დოლარი იზარალა. თუმცა, იგი მაინც უმდიდრესთა ათეულში მოხვდა.

კრისტი უოლტონი

კაპიტალი: 28,2 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: Wal-Mart.

მოქალაქეობა: აშშ.

ამერიკის უმდიდრესი ქალბატონის შემოსავალი შარშან 2 მლრდ დოლარით გაიზარდა. იგი, მაღაზიათა ქსელის დამაარსებლის, სემ უოლტერის ერთ-ერთი ვაჟის ქვრივია.

26,7 მლრდ-ის მფლობელია კრისტის მაზლი ჯიმ უოლტონი. იგი საოჯახო ბანკის - Arvest Bank-ის გენერალური დირექტორია.

ელისიც სემ უოლტონის მემკვიდრეა. მისი კაპიტალი 26,3 მლრდ დოლარია. ძმებისგან განსხვავებით ელისი ქველმოქმედია და მილიონებს ურიცხავს სხვადასხვა ორგანიზაციას.

სემ უოლტონის ერთ-ერთი ვაჟი რობსონი 26 მლრდს ფლობს. იგი Wal-Mart-ის საცალო გაყიდვებს ხელმძღვანელობს. კომპანიის ყოველწლიური შემოსავალი 444 მლრდ დოლარია.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს