მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა ფაჩუაშვილს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს უხსნიან
ნანა ფაჩუაშვილს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს უხსნიან

მსა­ხი­ობ ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილს რუ­თა­ვე­ლის თე­ატ­რის წინ ვარ­სკვლავს უხ­სნი­ან. ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბი გა­ზეთ "ვერ­სი­ას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს.

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი და ამ ფაქ­ტმა კი­დევ ერთხელ და­მა­ნა­ხა, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატრსაც ასე­თი­ვე ძა­ლით ვყვა­რე­ბი­ვარ. რო­ბერტ სტუ­რუ­ამ ყვე­ლა პი­რო­ბა შექ­მნა ჩემი "ვარ­სკვლა­ვის" გახ­სნის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის იყო მსგავ­სი ცე­რე­მო­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი", - აღ­ნიშ­ნა ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, ბე­ნე­ფი­სის და­წყე­ბამ­დე მისი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა, უშუ­ა­ლოდ ბე­ნე­ფის­ზე კი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან ნა­წყვე­ტებს ითა­მა­შებს.

"ბე­ნე­ფი­სის და­წყე­ბამ­დე ჩემი წიგ­ნის - "მე და ჩემი რე­ჟი­სო­რე­ბი" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. მას­ში შე­ვი­და ჩემს შე­სა­ხებ იმ რე­ჟი­სო­რე­ბის წე­რი­ლე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ოდეს­მე მი­მუ­შა­ვია. წიგ­ნის გა­მო­ცე­მა მე­რი­ის კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძემ ითა­ვა, რის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. ბე­ნე­ფის­ზე ვი­თა­მა­შებ ნა­წყვე­ტებს ჩემი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან. ვფიქ­რობ­დი, რო­მე­ლი­მე ძვე­ლი სპექ­ტაკ­ლი მე­თა­მა­შა, მაგ­რამ იმის გამო, რომ დღეს არც იმ ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაა ცო­ცხა­ლი, ვინც მა­შინ სცე­ნა­ზე პარტნი­ო­რო­ბას მი­წევ­და და ვე­ღარც ახალ­გაზ­რდო­ბას და­ვიბ­რუ­ნებ, აღარ გავ­რის­კე", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მსა­ხი­ო­ბი წელს 70 წლის გახ­და, უკვე 50 წე­ლია სცე­ნა­ზე დგას და წარ­მა­ტე­ბა არ მოკ­ლე­ბია. მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 100-მდე აღ­წევს. მათ შო­რი­საა, თა­მა­მი რო­ლე­ბი, მარ­ტო­სულ ქალ­თა ტი­პა­ჟე­ბი და ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის, შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი რო­ლე­ბია: ევა ("ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია"), მზია ("ჭინჭრა­ქა"), პოლი პი­ჩე­მი ("სამ­გრო­ში­ა­ნი ოპე­რა"), სონა ("ხა­ნუ­მა"), ფა­ცია ("გუ­შინ­დელ­ნი"), ადე­ლა ("ბერ­ნარ­და ალ­ბას სახ­ლი"), ლი­ზი­კო ("ნახ­ვის დღე") და მარ­თა ("და­რის­პა­ნის გა­სა­ჭი­რი").

ნანა ფაჩუაშვილს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს უხსნიან

ნანა ფაჩუაშვილს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს უხსნიან

მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს რუთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს უხსნიან. ამის შესახებ მსახიობი გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს.

"ძალიან მიყვარს რუსთაველის თეატრი და ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ რუსთაველის თეატრსაც ასეთივე ძალით ვყვარებივარ. რობერტ სტურუამ ყველა პირობა შექმნა ჩემი "ვარსკვლავის" გახსნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იყო მსგავსი ცერემონიების წინააღმდეგი", - აღნიშნა ნანა ფაჩუაშვილმა.

მსახიობის თქმით, ბენეფისის დაწყებამდე მისი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, უშუალოდ ბენეფისზე კი ბოლოდროინდელი სპექტაკლებიდან ნაწყვეტებს ითამაშებს.

"ბენეფისის დაწყებამდე ჩემი წიგნის - "მე და ჩემი რეჟისორები" პრეზენტაცია გაიმართება. მასში შევიდა ჩემს შესახებ იმ რეჟისორების წერილები და მოსაზრებები, რომლებთანაც ოდესმე მიმუშავია. წიგნის გამოცემა მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა, ნეკა სებისკვერაძემ ითავა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ბენეფისზე ვითამაშებ ნაწყვეტებს ჩემი ბოლოდროინდელი სპექტაკლებიდან. ვფიქრობდი, რომელიმე ძველი სპექტაკლი მეთამაშა, მაგრამ იმის გამო, რომ დღეს არც იმ ადამიანთა უმრავლესობაა ცოცხალი, ვინც მაშინ სცენაზე პარტნიორობას მიწევდა და ვეღარც ახალგაზრდობას დავიბრუნებ, აღარ გავრისკე", - ამბობს მსახიობი.

მსახიობი წელს 70 წლის გახდა, უკვე 50 წელია სცენაზე დგას და წარმატება არ მოკლებია. მის მიერ შესრულებული როლთა რაოდენობა 100-მდე აღწევს. მათ შორისაა, თამამი როლები, მარტოსულ ქალთა ტიპაჟები და ძლიერი ნებისყოფის, შურისმაძიებელი ქალბატონები. აღსანიშნავი როლებია: ევა ("ღვთაებრივი კომედია"), მზია ("ჭინჭრაქა"), პოლი პიჩემი ("სამგროშიანი ოპერა"), სონა ("ხანუმა"), ფაცია ("გუშინდელნი"), ადელა ("ბერნარდა ალბას სახლი"), ლიზიკო ("ნახვის დღე") და მართა ("დარისპანის გასაჭირი").

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება