18-19 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, ღამით ყინვები დაფიქსირდეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავას განცხადებით, ხვალიდან ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუარესდება, უმეტეს რაიონებში იწვიმებს, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრას უკავშირდება.
ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +12+14 გრადუსი იქნება, თბილისში კი, 16 გრადუსი.