მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბსოლუტური სრულყოფილება" - 102 კარატიანი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება
"აბსოლუტური სრულყოფილება" - 102 კარატიანი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

Christie's-ს აუქ­ცი­ონ­ზე "მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი ბრი­ლი­ან­ტის თვა­ლი" გა­მო­აქვთ - გამჭვირ­ვა­ლე, მსხლის ფორ­მის ძვირ­ფა­სი ქვა 101.73 კა­რატს იწო­ნის.

ბრი­ლი­ან­ტი ბოც­ვა­ნა­ში მდე­ბა­რე სა­ბა­დო­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. და­მუ­შა­ვე­ბამ­დე ის 236 კა­რატს იწო­ნი­და. ქვას 21 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "აბ­სო­ლუ­ტურ სრულ­ყო­ფი­ლე­ბამ­დე" ამუ­შა­ვებ­დნენ. სა­ბო­ლოო სა­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ ის Christie's-ს აუქ­ცი­ონ­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს.

აუქ­ცი­ო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ბრი­ლი­ან­ტი "ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის მსგავ­სად იძერ­წე­ბო­და".

ექ­სპერ­ტებ­მა ძვირ­ფას ქვას უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი მის­ცეს - ის ერ­თხმად აღი­ა­რეს უნაკ­ლოდ და სუფ­თა ხა­რის­ხის მქო­ნედ. ბრი­ლი­ანტს ჯერ სა­ხე­ლი არ აქვს. მის­თვის სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბის პრი­ვი­ლე­გია იმ ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა, ვინც მას შე­ი­ძენს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ ნო­ემ­ბერს ამა­ვე აუქ­ცი­ონ­ზე 76 კა­რა­ტი­ა­ნი ქვა 20.9 მლნ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. სწო­რედ ამი­ტომ ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 102 კა­რა­ტი­ა­ნი შე­დევ­რი მას­ზე გა­ცი­ლე­ბით ძვი­რად გა­ი­ყი­დე­ბა, თუმ­ცა მი­ახ­ლო­ე­ბი­თი ფა­სის და­სა­ხე­ლე­ბის­გან ჯერ ყვე­ლა თავს იკა­ვებს.

აუქ­ცი­ო­ნი ჟე­ნე­ვა­ში გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო გა­ყიდ­ვამ­დე მას ნიუ-იორკსა და ჰონგ-კონ­გში გა­მო­ფე­ნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო: ბსო­ლუ­ტუ­რი სრულ­ყო­ფი­ლე­ბა! - "კრის­ტის" აუქ­ცი­ონ­ზე 102-კა­რა­ტი­ა­ნი ბრი­ლი­ან­ტი იყი­დე­ბა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია news.com.au-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"აბსოლუტური სრულყოფილება" - 102 კარატიანი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

"აბსოლუტური სრულყოფილება" - 102 კარატიანი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

Christie's-ს აუქციონზე "მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ბრილიანტის თვალი" გამოაქვთ - გამჭვირვალე, მსხლის ფორმის ძვირფასი ქვა 101.73 კარატს იწონის.

ბრილიანტი ბოცვანაში მდებარე საბადოზე აღმოაჩინეს. დამუშავებამდე ის 236 კარატს იწონიდა. ქვას 21 თვის განმავლობაში "აბსოლუტურ სრულყოფილებამდე" ამუშავებდნენ. საბოლოო სახის მიღების შემდეგ ის Christie's-ს აუქციონზე გამოიტანეს.

აუქციონის წარმომადგენლის თქმით, ბრილიანტი "ხელოვნების ნიმუშის მსგავსად იძერწებოდა".

ექსპერტებმა ძვირფას ქვას უმაღლესი შეფასებები მისცეს - ის ერთხმად აღიარეს უნაკლოდ და სუფთა ხარისხის მქონედ. ბრილიანტს ჯერ სახელი არ აქვს. მისთვის სახელის მინიჭების პრივილეგია იმ ადამიანს ექნება, ვინც მას შეიძენს.

აღსანიშნავია, რომ გასულ ნოემბერს ამავე აუქციონზე 76 კარატიანი ქვა 20.9 მლნ დოლარად გაიყიდა. სწორედ ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 102 კარატიანი შედევრი მასზე გაცილებით ძვირად გაიყიდება, თუმცა მიახლოებითი ფასის დასახელებისგან ჯერ ყველა თავს იკავებს.

აუქციონი ჟენევაში გაიმართება, ხოლო გაყიდვამდე მას ნიუ-იორკსა და ჰონგ-კონგში გამოფენენ.

იხილეთ ვიდეო: ბსოლუტური სრულყოფილება! - "კრისტის" აუქციონზე 102-კარატიანი ბრილიანტი იყიდება

მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს