პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი საკუთარ არმიას "გაბერავს"
რუსეთი საკუთარ არმიას "გაბერავს"

2014 წლი­დან რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის ტან­კე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­სა­ბე­რი მა­კე­ტე­ბის შეს­ყიდ­ვის და­წყე­ბას გეგ­მავს. კონ­კრე­ტუ­ლად სა­უ­ბა­რია С-300-ის ტი­პის სა­ზე­ნი­ტო სის­ტე­მის, Т-72 და Т-80 ტი­პის ტან­კე­ბის და Су-27 და МиГ-31-ის ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის გა­სა­ბერ მა­კე­ტებ­ზე. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­სა­ბე­რი მა­კე­ტე­ბის შე­ძე­ნას 2020 წლამ­დე გა­წე­რი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­ყიდ­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გეგ­მავს.

სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­სა­ბე­რი მა­კე­ტე­ბი და­ფუ­შულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში საკ­მა­ოდ კომ­პაქ­ტუ­რია. თი­თო­ე­უ­ლის მასა 30-დან 100 კგ-მდე მერ­ყე­ობს. კომ­პრე­სო­რის ჩარ­თვი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­სა­ბე­რი ტან­კი ან სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი "საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში" მო­დის. მეტი რე­ა­ლო­ბის­თვის, ასეთ გა­სა­ბერ მა­კე­ტებს რე­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის ფე­რებ­ში ღე­ბა­ვენ და შავი ზო­ლე­ბით შე­სა­ბა­მის კონ­ტუ­რებს ახა­ტა­ვენ.

რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რი­დან გა­სა­ბე­რი ტან­კის გარ­ჩე­ვა რე­ა­ლუ­რის­გან პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. მაქ­სი­მა­ლუ­რი მსგავ­სე­ბის­თვის, გა­სა­ბერ ტან­კებ­ზე სით­ბურ და­ნად­გა­რებ­საც აყე­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც მო­მუ­შა­ვე ძრა­ვას მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი სით­ბოს იმი­ტა­ცი­ას ქმნი­ან.

სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის მუ­ლა­ჟებს მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი არ­მია იყე­ნებს. ეს მტრის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბაა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის შეც­დო­მა­ში შე­საყ­ვა­ნად აე­როდ­რო­მებ­ზე გერ­მა­ნე­ლე­ბი და ია­პო­ნე­ლე­ბი ხის­გან დამ­ზა­დე­ბულ თვითმფრი­ნა­ვებს აყე­ნებ­დნენ. დღეს ხის ტან­კე­ბი და თვითმფრი­ნა­ვე­ბი გა­სა­ბერ­მა მა­კე­ტებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს. მსგავ­სი "გა­სა­ბე­რი არ­მია" ჩი­ნე­თის და დიდი ბრი­ტა­ნე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შიც არის. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ უელსში გა­მარ­თულ სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბებ­ზე, უეც­რად ამო­ვარ­დნილ­მა ქარ­მა 20 ათა­სი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ცუ­დად და­მაგ­რე­ბუ­ლი გა­სა­ბე­რი ტან­კი წა­ი­ღო. ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ქარ­წა­ღე­ბულ ტანკს სამი დღე ეძებ­დნენ და ბო­ლოს და­ნა­კარ­გის შე­სა­ხებ რა­დი­ო­თი გა­ნა­ცხა­დეს. მომ­დევ­ნო დღეს ოდ­ნავ და­ფუ­შუ­ლი ტან­კი სტუ­დენ­ტებ­მა ხევ­ში იპო­ვეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

რუსეთი საკუთარ არმიას "გაბერავს"

რუსეთი საკუთარ არმიას "გაბერავს"

2014 წლიდან რუსეთის თავდაცვის უწყება შეიარაღებული ძალებისთვის ტანკებისა და თვითმფრინავების გასაბერი მაკეტების შესყიდვის დაწყებას გეგმავს. კონკრეტულად საუბარია С-300-ის ტიპის საზენიტო სისტემის, Т-72 და Т-80 ტიპის ტანკების და Су-27 და МиГ-31-ის ტიპის გამანადგურებლების გასაბერ მაკეტებზე. არსებული ცნობით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ტექნიკის გასაბერი მაკეტების შეძენას 2020 წლამდე გაწერილი შეიარაღების შესყიდვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმავს.

სამხედრო ტექნიკის გასაბერი მაკეტები დაფუშულ მდგომარეობაში საკმაოდ კომპაქტურია. თითოეულის მასა 30-დან 100 კგ-მდე მერყეობს. კომპრესორის ჩართვიდან რამდენიმე წუთში გასაბერი ტანკი ან სამხედრო თვითმფრინავი "საბრძოლო მზადყოფნაში" მოდის. მეტი რეალობისთვის, ასეთ გასაბერ მაკეტებს რეალური სამხედრო ტექნიკის ფერებში ღებავენ და შავი ზოლებით შესაბამის კონტურებს ახატავენ.

რამდენიმე ასეული მეტრიდან გასაბერი ტანკის გარჩევა რეალურისგან პრაქტიკულად შეუძლებელია. მაქსიმალური მსგავსებისთვის, გასაბერ ტანკებზე სითბურ დანადგარებსაც აყენებენ, რომლებიც მომუშავე ძრავას მიერ გამოყოფილი სითბოს იმიტაციას ქმნიან.

სამხედრო ტექნიკის მულაჟებს მსოფლიოს მრავალი არმია იყენებს. ეს მტრის დეზინფორმირების ერთ-ერთი სახეობაა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად აეროდრომებზე გერმანელები და იაპონელები ხისგან დამზადებულ თვითმფრინავებს აყენებდნენ. დღეს ხის ტანკები და თვითმფრინავები გასაბერმა მაკეტებმა ჩაანაცვლეს. მსგავსი "გასაბერი არმია" ჩინეთის და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაშიც არის. რამდენიმე ხნის წინ უელსში გამართულ სამხედრო სწავლებებზე, უეცრად ამოვარდნილმა ქარმა 20 ათასი დოლარის ღირებულების ცუდად დამაგრებული გასაბერი ტანკი წაიღო. ბრიტანელი სამხედროები ქარწაღებულ ტანკს სამი დღე ეძებდნენ და ბოლოს დანაკარგის შესახებ რადიოთი განაცხადეს. მომდევნო დღეს ოდნავ დაფუშული ტანკი სტუდენტებმა ხევში იპოვეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე