ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა და მსახიობი ტეილორ კინი დაქორწინებას აპირებენ. ჟურნალი The Sun-ის ინფორმაციით, მათი ქორწილი ამ ზაფხულს გაიმართება.
DJ Starlight წერს, რომ გაგასა და ტეილორის ურთიერთობა სერიოზულია და მზად არიან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
"ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. ვფიქრობ, საიდუმლოს არ გავცემ თუ ვიტყვი, რომ წელს დაქორწინებას აპირებენ",- განაცხადა გაგას დაქალმა.
სავარაუდოდ ქორწილი ზაფხულში გაიმართება, როდესაც ორივე თავისუფალი იქნება: კინის გადაღებები უმთავრდება, გაგას კი სტუდიური სამუშაო.
მომღერალმა ლედი გაგამ და მსახიობმა ტეილორ კინიმ ერთმანეთი 2011 წელს კლიპ "You And I"-ის გადაღებების დროს გაიცნეს. აჟამად, წყვილი ჩიკაგოში ერთად ცხოვრობს.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ:
-ლედი გაგას ოპერაცია გაუკეთეს
-ლედი გაგას "ჩამქრალი ვარსკვლავის" სტატუსი მიანიჭეს