მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად და როგორ დაიწერა ლევან გოთუას "გმირთა ვარამი"
სად და როგორ დაიწერა ლევან გოთუას "გმირთა ვარამი"

თით­ქმის მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნე, ცხოვ­რე­ბის 66 წლი­დან 22 წე­ლი­წა­დი შო­რე­ულ ჩრდი­ლო­ეთ­ში, "მავ­თულ­სი­ქი­თა" სამ­ყა­რო­ში გა­ა­ტა­რა. "გან­ცვიფ­რე­ბას იწ­ვევს, რო­გორ გა­უძ­ლო მან სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში გა­მე­ფე­ბულ არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებს და მა­ინც ბო­ლომ­დე დარ­ჩა სუ­ლი­ე­რად სპე­ტაკ ადა­მი­ა­ნად. ან რო­გორ შეძ­ლო "სიკ­ვდილ­მის­ჯილ­თა სა­კან­ში" მრა­ვალ­გზის ჩა­ბორ­კილ­მა, ასე­თი ამაღ­ლე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შექ­მნა, რო­მელ­მაც ხალ­ხის ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლი მო­უ­პო­ვა", - ამ­ბობს სპე­ლე­ო­ლო­გი და ჟურ­ნა­ლის­ტი, ბა­ტო­ნი ჯუმ­ბერ ჯიშ­კა­რი­ა­ნი, რო­მელ­საც, მი­უ­ხე­და­ვად ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, მწე­რალ­სა და მთამ­სვლელ ლე­ვან გო­თუ­ას­თან 13-წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და.

მო­მა­ვა­ლი ოთხშა­ბა­თი­დან "ჩემი რჩე­უ­ლი" ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო შე­მოქ­მე­დი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ჭირ­ნა­ხუ­ლე, ფა­თე­რა­კი­ა­ნი სვე-ბე­დის კა­ცის, ლე­ვან გო­თუ­ას 7-ტო­მე­უ­ლის პირ­ველ ტომს წარ­მო­გიდ­გენთ. ჩვენს გა­მო­ცე­მა­ში შე­ვი­ტა­ნეთ მისი რო­მა­ნე­ბი - "გმირ­თა ვა­რა­მი" და "მით­რი­და­ტე" (ეს უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბია, არ გა­მო­ცე­მუ­ლა), და კი­დევ, ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის წე­რი­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი ხვამ­ლის მთის შე­სა­ხებ: ლე­გენ­დურ ქარ­თველ მთამ­სვლე­ლებ­თან - და-ძმა ჯა­ფა­რი­ძე­ებ­თან და რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ მოღ­ვა­წეს­თან ერ­თად, 1940-იანი წლე­ბის ხვამ­ლის ექ­სპე­დი­ცი­ის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლის, ლე­ვან გო­თუ­ას მო­ნა­თხრო­ბი წიგ­ნად პირ­ვე­ლად სწო­რედ "ჩემს რჩე­ულ­ში" გა­მო­ი­ცე­მა.

1920-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­პა­ტიმ­რეს ან­ტი­საბ­ჭო­თა მი­მო­წე­რის­თვის თუ ფა­შის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის­თვის, სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის, პრო­პა­გან­დის და აგი­ტა­ცი­ის გზით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დამ­ხო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით.

ლე­ვან გო­თუ­ას ბა­რა­თე­ბი­დან:

"...ისევ შო­რე­უ­ლი მხა­რე და მარ­ტო­ო­ბა, თით­ქოს გან­გე­ბას შე­მო­წე­რი­ლი მაქვს. რა ვქნა, რა გზას და­ვად­გე, ვე­რა­ფე­რი ვერ შევ­ძე­ლი, რაც არის, არის..."

"ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მოს­კოვ­მა ჩემს მი­მართ ადა­მი­ა­ნო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა - დახ­ვრე­ტა შე­მიც­ვა­ლა და ათი წელი ამ­კი­და მძი­მე გა­მას­წო­რე­ბელ ბა­ნაკ­ში გა­და­სახ­ლე­ბით, რო­გორც გა­მო­უს­წო­რე­ბელ, მძლავრ პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წეს..."

"ვის დას­ჭირ­და ჩემი გა­ძე­ვე­ბა და რა­ტომ? მალე წავა მა­ტა­რე­ბე­ლი და უმო­წყა­ლოდ და­მა­შო­რებს საყ­ვა­რელ სამ­შობ­ლო-სა­ქარ­თვე­ლოს. ძნე­ლია ეტაპ­ში წას­ვლა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ? ისეთ სა­ში­ნელ გა­რე­მოც­ვა­ში ვართ, სა­დაც სი­მარ­თლე არ ფა­სობს!"

სო­ლოვ­კე­ბის, ნა­რი­მის, ბი­ის­კის ბა­ნა­კე­ბის შემ­დეგ ლე­ვან გო­თუა ვორ­კუ­ტა­ში აღ­მოჩ­ნდა - სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში, რო­მელ­საც მწე­რა­ლი ნა­დი­რე­ბით სავ­სე ბუ­ნაგს უწო­დებს. იმ "ბუ­ნაგ­ში" მე­ფობ­და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პირ­ველ­ყო­ფი­ლი ყო­ველ­გვა­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე, წა­მე­ბა და წვა­ლე­ბა, მო­რა­ლუ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა. იქ პა­ტიმ­რე­ბი ყო­ველ­გვარ უფ­ლე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი მო­ნე­ბი იყ­ვნენ: "ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია, სა­ი­დან მო­დის ეს სი­სას­ტი­კე და გეს­ლი. მე მიკ­ვირს, კაცს, რო­მელ­მაც რა არ გა­და­ვი­ტა­ნე".

სწო­რედ იმ შო­რე­ულ ჩრდი­ლო­ეთ­ში, იმ სი­სას­ტი­კე­ში - ვორ­კუ­ტის უმ­კაც­რე­სი რე­ჟი­მის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში იწე­რე­ბო­და ლე­ვან გო­თუ­ას "გმირ­თა ვა­რა­მიც". მწერ­ლის "ვორ­კუტ­ლა­გე­რე­ლი" ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი, ბა­ტო­ნი რეზო ტყა­ვა­ძე იხ­სე­ნებ­და: "პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს ზურ­გზე, მარ­ცხე­ნა მკლავ­ზე და მარ­ჯვე­ნა ბარ­ძაყ­ზე ჩვე­ნი კუთ­ვნი­ლი ნომ­რე­ბი გვქონ­და და­კე­რე­ბუ­ლი. სა­ღა­მოს ათ სა­ათ­ზე, რო­დე­საც სა­ღა­მოს ცვლის ბრი­გა­დე­ბი სა­მუ­შა­ო­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ და ღა­მის ცვლა სა­მუ­შა­ოდ გა­დი­ო­და, ბა­რა­კებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რი "გა­დათ­ვლა" ტარ­დე­ბო­და. შემ­დეგ ბა­რა­კე­ბი დი­ლის ექვს სა­ა­თამ­დე მჭიდ­როდ ჩა­ი­კე­ტე­ბო­და. ბა­რა­კის ფან­ჯრე­ბი გი­სო­სე­ბით იყო "გა­მაგ­რე­ბუ­ლი". ასეთ პი­რო­ბებ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ბა­ტონ ლე­ვანს სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი ჰქო­ნო­და და მა­ინც, გა­მო­ი­ნა­ხა სა­შუ­ა­ლე­ბა: ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა ელექტრი­კო­სის პრო­ფე­სია "შე­ი­ძი­ნა". იგი ყო­ველ­დღე გა­დი­ო­და სა­მუ­შა­ოდ მა­ღა­რო­ში, მე­ო­რე ჰო­რი­ზონ­ტის მა­ღა­ლი ძაბ­ვის სატ­რანსფორ­მა­ტო­რო სად­გურ­ში, რომ­ლის კა­რებ­ზეც მი­ა­მაგ­რა ფირ­ფი­ტა წარ­წე­რით - "სა­სიკ­ვდი­ლოა!" აბა, რო­მე­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი გა­ბე­დავ­და იქ შეს­ვლას! ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი თა­ვა­უ­ღებ­ლად მუ­შა­ობ­და, ტრანსფორ­მა­ტო­რის კედ­ლის გვერ­დით ამო­თხრილ ორ­მო­ში ჩა­წო­ლი­ლი, სან­თლის შუქ­ზე... ასე იწე­რე­ბო­და ქარ­თუ­ლი პრო­ზის ერთ-ერთი მშვე­ნე­ბა - "გმირ­თა ვა­რა­მი". რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­ნა­წე­რის თბი­ლის­ში გად­მოგ­ზავ­ნას, ამ საქ­მე­ში დიდი წვლი­ლი შეჰ­ქონ­და ქალ­ბა­ტონ თა­მარ ჯა­ფა­რი­ძეს - ერთ-ერთი მა­ღა­რო­თა სამ­მარ­თვე­ლოს მთა­ვარ ინ­ჟი­ნერს; იმ დროს ვორ­კუ­ტა­ში მცხოვ­რებ ინ­ჟი­ნერს, ბა­ტონ კო­ლია კა­ლა­ძეს; ომის დროს ვორ­კუ­ტა­ში გა­სახ­ლე­ბულ გერ­მა­ნე­ლებს და ბევრ სხვა მად­ლი­ან ადა­მი­ანს".

ჯუმ­ბერ ჯიშ­კა­რი­ა­ნი:

- თუ რო­გორ მო­ი­ხა­და ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა თა­ვი­სი მწერ­ლუ­რი და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, დღეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა უკეთ და­ა­ფა­სებს ერის­თვის თავ­გან­წი­რუ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის ღვაწლს... მწერ­ლის ყო­ვე­ლი წე­რი­ლი თა­ვი­სე­ბუ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში მისი ტკი­ვი­ლი­ა­ნი ბედ-იღ­ბლის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი, ეპო­ქის სუნ­თქვა და უმ­კაც­რე­სი სი­ნამ­დვი­ლეა აღ­წე­რი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია მწერ­ლის ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი ბა­რა­თი. ესაა წე­რი­ლი-აღ­სა­რე­ბა. უფრო სწო­რად, ეს გახ­ლავთ მწერ­ლის ბი­ოგ­რა­ფია, რო­მელ­შიც და­უ­ფა­რა­ვა­დაა გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი იმ ავ­ბე­დი­თი წლე­ბის მთე­ლი მან­კი­ე­რე­ბა­ნი და მწერ­ლის თავს და­ტე­ხი­ლი მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი. წე­რი­ლი 1955 წლის 28 ივ­ლი­სი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. "...ჩემო კარ­გე­ბო! ჩემი ვადა დამ­თავ­რდა 12. VII, დღეს კი ისევ გა­მო­მი­ცხა­დეს ბა­ნა­კის და­ტო­ვე­ბა და კო­მენ­და­ტუ­რას­თან შე­თან­ხმე­ბით თა­ვი­სუ­ფალ გა­და­სახ­ლე­ბა­ში გა­დას­ვლა. ესეც ისევ ჩემი ბე­დის უკუღ­მა ტრი­ა­ლია. მე, რა თქმა უნდა, გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარი გან­ვა­ცხა­დე; ისევ დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა, რომ სა­ნამ მოს­კო­ვი­დან ჩემ შე­სა­ხებ პა­სუ­ხი არ მოვა, ჩათ­ვლე­ბი უკან წა­ი­ღეთ და მე აქ დამ­ტო­ვეთ-მეთ­ქი..." ბა­ნა­კის ჯო­ჯო­ხე­თუ­რი რე­ჟი­მის­გან გა­ნა­წა­მე­ბი ხალ­ხი ცდი­ლობ­და, რო­გორ­მე ცი­ხი­დან გა­ეღ­წია, ის კი კვლავ ბა­ნაკ­ში დარ­ჩა და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი პა­ტიმ­რო­ბა გა­ნაგ­რძო, რად­გან ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, აზრი არ ჰქონ­და... "პა­ტიმ­რე­ბი, ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი და უფ­რო­სე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი შე­მომ­ცქე­რი­ან, ჩემს ჯი­უ­ტო­ბას ჭკუ­ა­ზე შეშ­ლას აბ­რა­ლე­ბენ. "ლე­ვა­ნი ისე მი­აჩ­ვი­ეს ამ ცხოვ­რე­ბას, რომ თა­ვი­სუფ­ლად უკვე ვე­ღარ იცო­ცხლებ­სო," - ირო­ნი­ით ამ­ბო­ბენ ისი­ნი. ჩემს ტრა­გი­კო­მე­დი­ას დას­ცი­ნი­ან. ასე­თი რამ ბა­ნა­კის პი­რო­ბებ­ში არ მომ­ხდა­რაო... ჩრდი­ლო­ე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი და აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი მეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ და მარ­წმუ­ნებ­დნენ, - ლე­ვან, ქა­ლაქ­ში მა­ინც სხვაა, ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბის, ძაღ­ლე­ბის, ნომ­რის, იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის, დამ­ცი­რე­ბი­სა და და­ცინ­ვის გა­რე­შე იქ­ნე­ბი ჩვენ­თან ერ­თად. ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით ყო­ველ­მხრივ, უფრო მეტს და­წერ და შენს მწერ­ლო­ბას გა­აღ­რმა­ვე­ბო. მე გავ­ჯი­უტ­დი. ეს ხომ ჩემი სა­მუ­და­მოდ სა­ქარ­თვე­ლოს, თბი­ლი­სის და თქვენ გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა იქ­ნე­ბა და არა ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ვგრძნობ, თან­და­თან იფერ­ფლე­ბა... მე ახლა ხან­დაზ­მუ­ლი ვარ, 50 წლი­სა. გა­და­ტა­ნი­ლი ჭირ-ვა­რა­მით მთელ ჩემ ცხოვ­რე­ბა­ზე, ბევ­რად ასა­კო­ვა­ნი და ხან­დაზ­მუ­ლი. ახლა კი ჩემს თავ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვე­ღარ ავი­ტან. მე მარ­ტო ჩემი სამ­შობ­ლო მინ­და, რომ იქ მერ­გოს სა­სუ­ფე­ვე­ლი..." ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი პა­ტიმ­რო­ბის ორ­მოც­და­მე­ექ­ვსე დღეც მი­ი­წუ­რა. ბა­ტონ ლე­ვანს სხვებ­მაც მიჰ­ბა­ძეს. პა­ტიმ­რო­ბის ვა­და­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა თა­ვი­სუ­ფალ გა­და­სახ­ლე­ბა­ში წას­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს და ბა­ნაკ­ში დარ­ჩნენ. მოს­კო­ვი­დან კი პა­ტი­მარ­თა მო­თხოვ­ნა­ზე პა­სუ­ხი იგ­ვი­ა­ნებ­და. ან რო­გორ­ღა მო­ვი­დო­და? თურ­მე ბა­ნა­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია მოს­კოვ­ში გა­საგ­ზავნ წე­რი­ლებს (სა­ჩივ­რებს) კი არ გზავ­ნი­და, უბ­რა­ლოდ, ად­გილ­ზე აგ­რო­ვებ­და. პა­ტიმ­რე­ბი გა­თა­მამ­დნენ. მალე სა­მუ­შა­ო­ზე გას­ვლაც შე­წყვი­ტეს და გა­ფიც­ვა გა­მო­ა­ცხა­დეს. "გა­ფიც­ვა სა­ყო­ველ­თაო გახ­და... გა­ფიც­ვას სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი იგორ დობ­როშ­ტა­ნი. რო­გორც ყო­ველ­თვის, ქარ­თვე­ლე­ბი ისევ მო­წი­ნა­ვე ხაზ­ზე აღ­მოვ­ჩნდით. ვფიქ­რობ, ეს გა­ფიც­ვა უსა­თუ­ოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მოგ­ვი­ტანს, თუ სად­მე დარ­ჩა სა­მარ­თა­ლი. თით­ქოს წი­ნათ­გრძნო­ბაც ამას მე­უბ­ნე­ბა..." ახდა ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის წი­ნათ­გრძნო­ბა: 1955 წლის აგ­ვის­ტო­ში ჯო­ჯო­ხეთ­გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც იქნა, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. ამ­ჯე­რად უკვე სა­მუ­და­მოდ. და­ი­წყო მჩქე­ფა­რე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბა. "გმირ­თა ვა­რამს" არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­და... ზე­დი­ზედ ბეჭ­დავს რო­მა­ნებს, ნო­ვე­ლებს, მო­თხრო­ბებს, ნარ­კვე­ვებს, პუბ­ლი­ცის­ტურ წე­რი­ლებს, მოგ­ზა­უ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­სა და ბარ­ში, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ 17 წე­ლი­წადს დას­ცალ­და. ლე­ვან გო­თუა 1973 წლის 30 იან­ვარს, 67 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია არ­მაზ­ში, თა­ვი­სი აგა­რა­კის ეზო­ში.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სად და როგორ დაიწერა ლევან გოთუას "გმირთა ვარამი"

სად და როგორ დაიწერა ლევან გოთუას "გმირთა ვარამი"

თითქმის მეოთხედი საუკუნე, ცხოვრების 66 წლიდან 22 წელიწადი შორეულ ჩრდილოეთში, "მავთულსიქითა" სამყაროში გაატარა. "განცვიფრებას იწვევს, როგორ გაუძლო მან საკონცენტრაციო ბანაკებში გამეფებულ არაადამიანურ პირობებს და მაინც ბოლომდე დარჩა სულიერად სპეტაკ ადამიანად. ან როგორ შეძლო "სიკვდილმისჯილთა საკანში" მრავალგზის ჩაბორკილმა, ასეთი ამაღლებული მემკვიდრეობის შექმნა, რომელმაც ხალხის ჭეშმარიტი სიყვარული მოუპოვა", - ამბობს სპელეოლოგი და ჟურნალისტი, ბატონი ჯუმბერ ჯიშკარიანი, რომელსაც, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მწერალსა და მთამსვლელ ლევან გოთუასთან 13-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა.

მომავალი ოთხშაბათიდან "ჩემი რჩეული" ჟურნალ "გზასთან" ერთად XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედისა და საქართველოს მოჭირნახულე, ფათერაკიანი სვე-ბედის კაცის, ლევან გოთუას 7-ტომეულის პირველ ტომს წარმოგიდგენთ. ჩვენს გამოცემაში შევიტანეთ მისი რომანები - "გმირთა ვარამი" და "მითრიდატე" (ეს უკანასკნელი წლებია, არ გამოცემულა), და კიდევ, ბატონი ლევანის წერილი საიდუმლოებით მოცული ხვამლის მთის შესახებ: ლეგენდურ ქართველ მთამსვლელებთან - და-ძმა ჯაფარიძეებთან და რამდენიმე ცნობილ მოღვაწესთან ერთად, 1940-იანი წლების ხვამლის ექსპედიციის უშუალო მონაწილის, ლევან გოთუას მონათხრობი წიგნად პირველად სწორედ "ჩემს რჩეულში" გამოიცემა.

1920-იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენჯერმე დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მიმოწერისთვის თუ ფაშისტური ორგანიზაციის შექმნისთვის, სამშობლოს ღალატის, პროპაგანდის და აგიტაციის გზით საბჭოთა კავშირის დამხობის მცდელობის მუხლით.

ლევან გოთუას ბარათებიდან:

"...ისევ შორეული მხარე და მარტოობა, თითქოს განგებას შემოწერილი მაქვს. რა ვქნა, რა გზას დავადგე, ვერაფერი ვერ შევძელი, რაც არის, არის..."

"ჩემდა საბედნიეროდ, მოსკოვმა ჩემს მიმართ ადამიანობა გამოიჩინა - დახვრეტა შემიცვალა და ათი წელი ამკიდა მძიმე გამასწორებელ ბანაკში გადასახლებით, როგორც გამოუსწორებელ, მძლავრ პოლიტიკურ მოღვაწეს..."

"ვის დასჭირდა ჩემი გაძევება და რატომ? მალე წავა მატარებელი და უმოწყალოდ დამაშორებს საყვარელ სამშობლო-საქართველოს. ძნელია ეტაპში წასვლა, მაგრამ რას ვიზამთ? ისეთ საშინელ გარემოცვაში ვართ, სადაც სიმართლე არ ფასობს!"

სოლოვკების, ნარიმის, ბიისკის ბანაკების შემდეგ ლევან გოთუა ვორკუტაში აღმოჩნდა - საკონცენტრაციო ბანაკში, რომელსაც მწერალი ნადირებით სავსე ბუნაგს უწოდებს. იმ "ბუნაგში" მეფობდა არაადამიანური პირველყოფილი ყოველგვარი სიდუხჭირე, წამება და წვალება, მორალური თუ ფიზიკური განადგურება. იქ პატიმრები ყოველგვარ უფლებას მოკლებული მონები იყვნენ: "ვერც კი წარმომიდგენია, საიდან მოდის ეს სისასტიკე და გესლი. მე მიკვირს, კაცს, რომელმაც რა არ გადავიტანე".

სწორედ იმ შორეულ ჩრდილოეთში, იმ სისასტიკეში - ვორკუტის უმკაცრესი რეჟიმის საკონცენტრაციო ბანაკში იწერებოდა ლევან გოთუას "გმირთა ვარამიც". მწერლის "ვორკუტლაგერელი" ქართველი მეგობარი, ბატონი რეზო ტყავაძე იხსენებდა: "პოლიტპატიმრებს ზურგზე, მარცხენა მკლავზე და მარჯვენა ბარძაყზე ჩვენი კუთვნილი ნომრები გვქონდა დაკერებული. საღამოს ათ საათზე, როდესაც საღამოს ცვლის ბრიგადები სამუშაოდან ბრუნდებოდნენ და ღამის ცვლა სამუშაოდ გადიოდა, ბარაკებში ყოველდღიური "გადათვლა" ტარდებოდა. შემდეგ ბარაკები დილის ექვს საათამდე მჭიდროდ ჩაიკეტებოდა. ბარაკის ფანჯრები გისოსებით იყო "გამაგრებული". ასეთ პირობებში წარმოუდგენელი იყო ბატონ ლევანს სამუშაო პირობები ჰქონოდა და მაინც, გამოინახა საშუალება: ბატონმა ლევანმა ელექტრიკოსის პროფესია "შეიძინა". იგი ყოველდღე გადიოდა სამუშაოდ მაღაროში, მეორე ჰორიზონტის მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო სადგურში, რომლის კარებზეც მიამაგრა ფირფიტა წარწერით - "სასიკვდილოა!" აბა, რომელი ზედამხედველი გაბედავდა იქ შესვლას! ბატონი ლევანი თავაუღებლად მუშაობდა, ტრანსფორმატორის კედლის გვერდით ამოთხრილ ორმოში ჩაწოლილი, სანთლის შუქზე... ასე იწერებოდა ქართული პროზის ერთ-ერთი მშვენება - "გმირთა ვარამი". რაც შეეხება ხელნაწერის თბილისში გადმოგზავნას, ამ საქმეში დიდი წვლილი შეჰქონდა ქალბატონ თამარ ჯაფარიძეს - ერთ-ერთი მაღაროთა სამმართველოს მთავარ ინჟინერს; იმ დროს ვორკუტაში მცხოვრებ ინჟინერს, ბატონ კოლია კალაძეს; ომის დროს ვორკუტაში გასახლებულ გერმანელებს და ბევრ სხვა მადლიან ადამიანს".

ჯუმბერ ჯიშკარიანი:

- თუ როგორ მოიხადა ბატონმა ლევანმა თავისი მწერლური და მოქალაქეობრივი ვალი სამშობლოს წინაშე, დღეს საყოველთაოდ ცნობილია. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა უკეთ დააფასებს ერისთვის თავგანწირული მამულიშვილის ღვაწლს... მწერლის ყოველი წერილი თავისებურად საინტერესოა, რადგან თითოეულ მათგანში მისი ტკივილიანი ბედ-იღბლის გარკვეული მონაკვეთი, ეპოქის სუნთქვა და უმკაცრესი სინამდვილეა აღწერილი. განსაკუთრებით სულისშემძვრელია მწერლის ერთ-ერთი უკანასკნელი ბარათი. ესაა წერილი-აღსარება. უფრო სწორად, ეს გახლავთ მწერლის ბიოგრაფია, რომელშიც დაუფარავადაა გაშიშვლებული იმ ავბედითი წლების მთელი მანკიერებანი და მწერლის თავს დატეხილი მრავალი განსაცდელი. წერილი 1955 წლის 28 ივლისითაა დათარიღებული. "...ჩემო კარგებო! ჩემი ვადა დამთავრდა 12. VII, დღეს კი ისევ გამომიცხადეს ბანაკის დატოვება და კომენდატურასთან შეთანხმებით თავისუფალ გადასახლებაში გადასვლა. ესეც ისევ ჩემი ბედის უკუღმა ტრიალია. მე, რა თქმა უნდა, განთავისუფლებაზე უარი განვაცხადე; ისევ დავწერე განცხადება, რომ სანამ მოსკოვიდან ჩემ შესახებ პასუხი არ მოვა, ჩათვლები უკან წაიღეთ და მე აქ დამტოვეთ-მეთქი..." ბანაკის ჯოჯოხეთური რეჟიმისგან განაწამები ხალხი ცდილობდა, როგორმე ციხიდან გაეღწია, ის კი კვლავ ბანაკში დარჩა და ნებაყოფლობითი პატიმრობა განაგრძო, რადგან ბატონი ლევანისთვის თავისუფლებას, საქართველოში დაბრუნების უფლების გარეშე, უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა... "პატიმრები, ზედამხედველები და უფროსები გაკვირვებულები არიან და შეწუხებულები შემომცქერიან, ჩემს ჯიუტობას ჭკუაზე შეშლას აბრალებენ. "ლევანი ისე მიაჩვიეს ამ ცხოვრებას, რომ თავისუფლად უკვე ვეღარ იცოცხლებსო," - ირონიით ამბობენ ისინი. ჩემს ტრაგიკომედიას დასცინიან. ასეთი რამ ბანაკის პირობებში არ მომხდარაო... ჩრდილოელი ქართველები შეწუხებულები და აღშფოთებულები მეხვეწებოდნენ და მარწმუნებდნენ, - ლევან, ქალაქში მაინც სხვაა, ზედამხედველების, ძაღლების, ნომრის, იძულებითი შრომის, დამცირებისა და დაცინვის გარეშე იქნები ჩვენთან ერთად. ჩვენ დაგეხმარებით ყოველმხრივ, უფრო მეტს დაწერ და შენს მწერლობას გააღრმავებო. მე გავჯიუტდი. ეს ხომ ჩემი სამუდამოდ საქართველოს, თბილისის და თქვენ გარეშე არსებობა იქნება და არა ცხოვრება, რომელიც ვგრძნობ, თანდათან იფერფლება... მე ახლა ხანდაზმული ვარ, 50 წლისა. გადატანილი ჭირ-ვარამით მთელ ჩემ ცხოვრებაზე, ბევრად ასაკოვანი და ხანდაზმული. ახლა კი ჩემს თავზე ექსპერიმენტებს ვეღარ ავიტან. მე მარტო ჩემი სამშობლო მინდა, რომ იქ მერგოს სასუფეველი..." ნებაყოფლობითი პატიმრობის ორმოცდამეექვსე დღეც მიიწურა. ბატონ ლევანს სხვებმაც მიჰბაძეს. პატიმრობის ვადადამთავრებულებმა თავისუფალ გადასახლებაში წასვლაზე უარი განაცხადეს და ბანაკში დარჩნენ. მოსკოვიდან კი პატიმართა მოთხოვნაზე პასუხი იგვიანებდა. ან როგორღა მოვიდოდა? თურმე ბანაკის ადმინისტრაცია მოსკოვში გასაგზავნ წერილებს (საჩივრებს) კი არ გზავნიდა, უბრალოდ, ადგილზე აგროვებდა. პატიმრები გათამამდნენ. მალე სამუშაოზე გასვლაც შეწყვიტეს და გაფიცვა გამოაცხადეს. "გაფიცვა საყოველთაო გახდა... გაფიცვას სათავეში ჩაუდგა ჩვენი მეგობარი იგორ დობროშტანი. როგორც ყოველთვის, ქართველები ისევ მოწინავე ხაზზე აღმოვჩნდით. ვფიქრობ, ეს გაფიცვა უსათუოდ თავისუფლებას მოგვიტანს, თუ სადმე დარჩა სამართალი. თითქოს წინათგრძნობაც ამას მეუბნება..." ახდა ბატონი ლევანის წინათგრძნობა: 1955 წლის აგვისტოში ჯოჯოხეთგამოვლილი ადამიანი, როგორც იქნა, სამშობლოში დაბრუნდა. ამჯერად უკვე სამუდამოდ. დაიწყო მჩქეფარე შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. "გმირთა ვარამს" არნახული წარმატება ჰქონდა... ზედიზედ ბეჭდავს რომანებს, ნოველებს, მოთხრობებს, ნარკვევებს, პუბლიცისტურ წერილებს, მოგზაურობს საქართველოს მთასა და ბარში, აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, მხოლოდ 17 წელიწადს დასცალდა. ლევან გოთუა 1973 წლის 30 იანვარს, 67 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალულია არმაზში, თავისი აგარაკის ეზოში.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მზიურში ელის დოჯსონის ახალი რომანის "ამ მთისა და იმ ბარისა" წარდგენა გაიმართება

"შემოვალ ეტლით" - წიგნი ბედნიერებისათვის მებრძოლთათვის ჟურნალ "გზასთან" ერთად

ჟურნალ "გზასთან" ერთად, იწყება ახალი პროექტი - სერია „ომებსა და ადამიანებზე“