სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - "მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია"
ბიძინა ივანიშვილი - "მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია"

მოს­კოვ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც რუ­სულ "იზ­ვეს­ტი­ა­ში" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მოს­კოვ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერს ელო­დე­ბი­ან.

"მე პი­რა­დად მო­მე­წო­ნა ეს ინ­ფორ­მა­ცია, არა­ფე­რი და­მა­ტე­ბი­თი. არა­ვი­თა­რი ია­ტაკ­ქვე­შუ­რი თა­მა­შე­ბი არ იქ­ნე­ბა და ამას არც ვი­კად­რებთ. რაც გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ყვე­ლა­ფერს ვამ­ჟღვა­ნებთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნობთ. მას, რაც ეწე­რა, მე ღი­მი­ლი­თაც შევ­ხვდი და სი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც. თუ რუ­სეთ­ში ასე­თი გან­ცდა ჩნდე­ბა და თუ გარ­და­ტე­ხა მოხ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბის, ძა­ლი­ან კარ­გია", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტი­ას, ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, "იქაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან და რა­ღა­ცის სა­ფუძ­ველ­ზე აკე­თე­ბენ" მა­სა­ლას, თუმ­ცა, "დღეს ამის არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს". "ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვა­ლა­გოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­თან. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ამის­თვის, მი­უ­ხე­და­ვავდ იმი­სა, რომ ეს ძა­ლი­ან აღი­ა­ზი­ა­ნებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს", - დას­ძი­ნა პრე­მი­ერ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სრუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს ნახ­ვა მა­ყუ­რე­ბელს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ზე" "ქრო­ნი­კის" მთა­ვა­რი გა­მოშ­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილი - "მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია"

ბიძინა ივანიშვილი - "მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია"

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც რუსულ "იზვესტიაში" გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვში საქართველოს პრემიერს ელოდებიან.

"მე პირადად მომეწონა ეს ინფორმაცია, არაფერი დამატებითი. არავითარი იატაკქვეშური თამაშები არ იქნება და ამას არც ვიკადრებთ. რაც გვაქვს ინფორმაცია, ყველაფერს ვამჟღვანებთ და საზოგადოებას ვაცნობთ. მას, რაც ეწერა, მე ღიმილითაც შევხვდი და სიამოვნებითაც. თუ რუსეთში ასეთი განცდა ჩნდება და თუ გარდატეხა მოხდება პროცესების, ძალიან კარგია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სტატიას, ივანიშვილის თქმით, "იქაც ჟურნალისტები არიან და რაღაცის საფუძველზე აკეთებენ" მასალას, თუმცა, "დღეს ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს". "ჩემი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, მიუხედავავდ იმისა, რომ ეს ძალიან აღიაზიანებს მიხეილ სააკაშვილს", - დასძინა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის სრული ინტერვიუს ნახვა მაყურებელს ტელეკომპანია "იმედზე" "ქრონიკის" მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ შეეძლება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა