მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური ქურდობა ქართველი ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინაში
სკანდალური ქურდობა ქართველი ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინაში

ცოტა ხნის წინ დიდი სკან­და­ლი გა­მოწ­ვია თბი­ლის­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ერთ-ერთი ბი­ნი­დან საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხის და­კარ­გვის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი. ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჯაზ­მე­ნის ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლიც გაჟ­ღერ­და, რად­გან, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, როცა ბი­ნი­დან თან­ხა და­ი­კარ­გა, იქ იმ დროს სწო­რედ ბექა და მისი მე­გობ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­მელ­თაც ბინა ამე­რი­კა­ში მყოფ­მა ქარ­თველ­მა მე­პატ­რო­ნემ ათხო­ვა. რა თქმა უნდა, გაჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი, ვინ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და სო­ლი­დურ თან­ხას და უამ­რავ სამ­კა­ულს თბი­ლის­ში, ბი­ნის სე­იფ­ში ინა­ხავს.

რე­დაქ­ცი­ა­ში დაგ­ვი­კავ­შირ­და პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, თუმ­ცა­ღა ბი­ნის მფლო­ბელ­სა და მომ­ხდარ ამ­ბებ­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ გვი­ამ­ბო.

ბაია და­ვი­თა­ია ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვას ყო­ფი­ლი ცო­ლია. მას თბი­ლის­ში ორი ბინა აქვს. ერთი - ცნო­ბი­ლი თერ­თმეტ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის უკან მდე­ბა­რე ელი­ტურ სახ­ლში, რო­მე­ლიც ცირკს და გმირ­თა მო­ე­დანს გად­მოჰ­ყუ­რებს, იქ მას მთე­ლი სარ­თუ­ლი ეკუთ­ვნის. მე­ო­რე ბინა კი ბა­ი­ას ვა­კე­ში აქვს. თე­მურ უგუ­ლა­ვას ამ­ჟა­მად უკვე მე­ო­თხე ცოლი ჰყავს. ბაია მისი რი­გით მე­ო­რე მე­უღ­ლე იყო. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ თე­მურ უგუ­ლა­ვაა მსა­ხი­ობ ეკა ნი­ჟა­რა­ძის უმ­ცრო­სი ვა­ჟის მამა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, გა­შო­რე­ბის შემ­დეგ უგუ­ლა­ვამ ყვე­ლა ყო­ფილ ცოლ­სა და შვი­ლებს უყი­და ბი­ნე­ბი, მან­ქა­ნე­ბი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა მო­უ­წყო. ყო­ფილ ცო­ლებს, რა თქმა უნდა, ერ­თმა­ნეთ­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, გა­მა­ლე­ბით ეჯიბ­რე­ბი­ან ჩაც­მა-და­ხურ­ვა­ში და ყვე­ლა მათ­გა­ნი ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის ტან­საც­მლით იმო­სე­ბა.

თე­მურ უგუ­ლა­ვა კა­ზი­ნო "აჭა­რას" მფლო­ბე­ლია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი აქვს; მას­ვე ეკუთ­ვნის სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინი", ყაზ­ბეგ­ში ახალ­გახ­სნი­ლი სას­ტუმ­რო, "რუმს ყაზ­ბე­გი", ხე-ტყის ბიზ­ნე­სი, ქარ­ხნე­ბი და კი­დევ სხვა ბიზ­ნე­სე­ბი. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ უგუ­ლა­ვა 60 მი­ლი­ო­ნის მფლო­ბე­ლია. თუმ­ცა ამ მო­ნა­ცემ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი შე­აქვს ჩვენს რეს­პონ­დენტს და ამ­ბობს, რომ თე­მუ­რი გა­ცი­ლე­ბით მდი­და­რია. ასე რომ, მისი ბი­უ­ჯე­ტი მხო­ლოდ სამ ყო­ფილ და ერთ ახ­ლან­დელ მე­უღ­ლეს კი არა, შვი­ლე­ბის ღირ­სე­უ­ლად შე­ნახ­ვა­საც ჰყოფ­ნის და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბიზ­ნეს­მე­ნი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებ­თა­ნაც ხში­რად ერ­თო­ბა და მათ მი­მარ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლუხ­ვო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, ბაია და­ვი­თა­ი­ას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ თე­მურ უგუ­ლა­ვა დი­ზა­ი­ნერ იკა ბო­ბო­ხი­ძეს­თან ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ბა­ი­ას ახლო მე­გო­ბა­რი იყო. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­დეგ გია ყან­ჩე­ლის ქა­ლიშ­ვილ­თან გა­ა­ბა რო­მა­ნი. "იკა ბო­ბო­ხი­ძეს თე­მურ­მა მშვე­ნი­ე­რი ბინა უყი­და, ხოლო ყან­ჩე­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი მის­გან ფეხ­მძი­მედ იყო და უკვე გა­უ­ჩი­ნა ბავ­შვი თუ არა, არ ვიცი, კარ­გა ხა­ნია არ მი­ნა­ხავს", - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც თე­მურ უგუ­ლა­ვა­სა და მის ცო­ლებ­თან მე­გობ­რობს.

მდი­დარ ხალ­ხს რომ ცნო­ბი­ლებ­თან მე­გობ­რო­ბა ხიბ­ლავს, ეს არა­ხა­ლია. ბაია და­ვი­თა­ია შვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის გამო დიდ დროს ატა­რებს ამე­რი­კა­ში და სწო­რედ იქ და­უ­ახ­ლოვ­და ახალ­გაზ­რდა ვირ­ტუ­ოზ ჯაზ­მენ ბექა გო­ჩი­აშ­ვილს. ბექა ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნით ჩა­მო­სულს კი ბა­ი­ამ თა­ვი­სი ერთ-ერთი ბი­ნის გა­სა­ღე­ბი ათხო­ვა. ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ვის არ სი­ა­მოვ­ნებს, თუნ­დაც ცოტა ხნით. ჯაზ­მენს ბა­ი­ას ბი­ნა­ში მე­გობ­რე­ბი შე­უკ­რე­ბია და მათი გარ­თო­ბა რა სკან­და­ლით დას­რულ­და, მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გა­ი­გო. რო­გორც მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, ბი­ნი­დან 60 ათა­სი ევრო, 20 ათა­სი ლარი, 10 ათა­სი აშშ დო­ლა­რი და 300 ათა­სი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და­ი­კარ­გა. ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი კი მოწ­მის სტა­ტუ­სით და­კი­თხეს. ბევრ სხვა პი­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და ყო­ფი­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ნი­კო­ლოზ რუ­რუა. იგი ჯაზ­მე­ნის ქო­მა­გი, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბაია და­ვი­თა­ი­ას ახლო მე­გო­ბა­რია. უფრო მე­ტიც, ქა­ლაქ­ში მათ რო­მან­ზეც ჭო­რა­ო­ბენ.

გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

სკანდალური ქურდობა ქართველი ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინაში

სკანდალური ქურდობა ქართველი ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინაში

ცოტა ხნის წინ დიდი სკანდალი გამოწვია თბილისში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი ბინიდან საკმაოდ სოლიდური თანხის დაკარგვის შესახებ გახდა ცნობილი. ამ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის სახელიც გაჟღერდა, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, როცა ბინიდან თანხა დაიკარგა, იქ იმ დროს სწორედ ბექა და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ, რომელთაც ბინა ამერიკაში მყოფმა ქართველმა მეპატრონემ ათხოვა. რა თქმა უნდა, გაჩნდა ინტერესი, ვინ უნდა ყოფილიყო ქართველი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და სოლიდურ თანხას და უამრავ სამკაულს თბილისში, ბინის სეიფში ინახავს.

რედაქციაში დაგვიკავშირდა პიროვნება, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცაღა ბინის მფლობელსა და მომხდარ ამბებზე ბევრი საინტერესო რამ გვიამბო.

ბაია დავითაია ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილი ცოლია. მას თბილისში ორი ბინა აქვს. ერთი - ცნობილი თერთმეტსართულიანი სახლის უკან მდებარე ელიტურ სახლში, რომელიც ცირკს და გმირთა მოედანს გადმოჰყურებს, იქ მას მთელი სართული ეკუთვნის. მეორე ბინა კი ბაიას ვაკეში აქვს. თემურ უგულავას ამჟამად უკვე მეოთხე ცოლი ჰყავს. ბაია მისი რიგით მეორე მეუღლე იყო. სხვათა შორის, სწორედ თემურ უგულავაა მსახიობ ეკა ნიჟარაძის უმცროსი ვაჟის მამა. როგორც ამბობენ, გაშორების შემდეგ უგულავამ ყველა ყოფილ ცოლსა და შვილებს უყიდა ბინები, მანქანები და გარანტირებული ცხოვრება მოუწყო. ყოფილ ცოლებს, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ, თუმცა როგორც ამბობენ, გამალებით ეჯიბრებიან ჩაცმა-დახურვაში და ყველა მათგანი ცნობილი ბრენდების ტანსაცმლით იმოსება.

თემურ უგულავა კაზინო "აჭარას" მფლობელია, რომელიც ამჟამად გაქირავებული აქვს; მასვე ეკუთვნის სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", ყაზბეგში ახალგახსნილი სასტუმრო, "რუმს ყაზბეგი", ხე-ტყის ბიზნესი, ქარხნები და კიდევ სხვა ბიზნესები. არაოფიციალური ინფორმაციით, თემურ უგულავა 60 მილიონის მფლობელია. თუმცა ამ მონაცემში სერიოზული ეჭვი შეაქვს ჩვენს რესპონდენტს და ამბობს, რომ თემური გაცილებით მდიდარია. ასე რომ, მისი ბიუჯეტი მხოლოდ სამ ყოფილ და ერთ ახლანდელ მეუღლეს კი არა, შვილების ღირსეულად შენახვასაც ჰყოფნის და, როგორც ამბობენ, ბიზნესმენი ახალგაზრდა გოგონებთანაც ხშირად ერთობა და მათ მიმართაც განსაკუთრებული გულუხვობით გამოირჩევა.

ბოლო დროს გავრცელებული ხმების თანახმად, ბაია დავითაიასთან დაშორების შემდეგ თემურ უგულავა დიზაინერ იკა ბობოხიძესთან ცხოვრობდა, რომელიც მანამდე ბაიას ახლო მეგობარი იყო. ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, შემდეგ გია ყანჩელის ქალიშვილთან გააბა რომანი. "იკა ბობოხიძეს თემურმა მშვენიერი ბინა უყიდა, ხოლო ყანჩელის ქალიშვილი მისგან ფეხმძიმედ იყო და უკვე გაუჩინა ბავშვი თუ არა, არ ვიცი, კარგა ხანია არ მინახავს", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც თემურ უგულავასა და მის ცოლებთან მეგობრობს.

მდიდარ ხალხს რომ ცნობილებთან მეგობრობა ხიბლავს, ეს არახალია. ბაია დავითაია შვილის მკურნალობის გამო დიდ დროს ატარებს ამერიკაში და სწორედ იქ დაუახლოვდა ახალგაზრდა ვირტუოზ ჯაზმენ ბექა გოჩიაშვილს. ბექა ამჟამად ამერიკაში სწავლობს. საქართველოში ცოტა ხნით ჩამოსულს კი ბაიამ თავისი ერთ-ერთი ბინის გასაღები ათხოვა. ფუფუნებაში ცხოვრება ვის არ სიამოვნებს, თუნდაც ცოტა ხნით. ჯაზმენს ბაიას ბინაში მეგობრები შეუკრებია და მათი გართობა რა სკანდალით დასრულდა, მთელმა ქვეყანამ გაიგო. როგორც მომდევნო დღეებში პოლიციამ განაცხადა, ბინიდან 60 ათასი ევრო, 20 ათასი ლარი, 10 ათასი აშშ დოლარი და 300 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა დაიკარგა. ბექა გოჩიაშვილი კი მოწმის სტატუსით დაკითხეს. ბევრ სხვა პიროვნებასთან ერთად, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. იგი ჯაზმენის ქომაგი, მაგრამ იმავდროულად, როგორც ამბობენ, ბაია დავითაიას ახლო მეგობარია. უფრო მეტიც, ქალაქში მათ რომანზეც ჭორაობენ.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება