პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რიანა დედობისთვის ემზადება
რიანა დედობისთვის ემზადება

25 წლის ბარ­ბა­დო­სელ­მა მომ­ღე­რალ­მა რი­ა­ნამ ჟურ­ნალ Elle-ს გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. რი­ა­ნას თქმით, უახ­ლო­ე­სი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შვილს გა­ა­ჩენს.

"უახ­ლო­ეს 5 წე­ლი­წად­ში, ალ­ბათ, შვილს გა­ვა­ჩენ. ვლო­ცუ­ლობ, რომ იმ დრო­ის­თვის რამ­დე­ნი­მე თვით შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცეს. 5 წლის შემ­დეგ მინ­და, რომ ჯან­მრთე­ლი და ბედ­ნე­რი ვიყო", - აღ­ნიშ­ნა რი­ა­ნამ.

მომ­ღე­რალს იმ პრო­ვი­კა­ცი­ულ ფო­ტო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­უს­ვეს შე­კი­თხვა, რომ­ლებ­საც ასე მრავ­ლად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"Instagram-ში ყვე­ლა­ფე­რია ჩემს შე­სა­ხებ: რო­გორ ვე­წე­ვი, ვსვამ სტრიპ­ტიზ-კლუბ­ში, ვკი­თხუ­ლობ ბიბ­ლი­ას, ან უბ­რა­ლოდ დროს ვა­ტა­რებ ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ კრის ბრა­უნ­თან. ხალ­ხის აზრი ნაკ­ლე­ბად მა­ღელ­ვებს", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

თუმ­ცა, მისი თქმით, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ­გვა­რი ფო­ტო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გამო სინ­დი­სის ქეჯნას აი­ძუ­ლებს, დე­და­მი­სია. "ის ერ­თა­დერ­თია ამ­ქვეყ­ნად, ვი­სიც მე­ში­ნია", - ამ­ბობს რი­ა­ნა.

პოპ-ვარ­სკვლა­ვი კრის ბრა­უნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხსაც შე­ე­ხო.

"ახლა მხო­ლოდ ის ხდე­ბა, რაც ორი­ვეს გვსურს. ჩვენს შო­რის დიდი მე­გობ­რო­ბაა, რო­მელ­საც ვე­რა­ფე­რი და­ან­გრევს. ახლა, როცა უკვე ორი­ვე ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ყვე­ლა­ფერს სწო­რად ვა­კე­თებთ. შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­ვი­წყოთ და ამის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ", - აღ­ნიშ­ნა რი­ა­ნამ.

New York Daily News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბარ­ბა­დო­სე­ლი მომ­ღერ­ლი­სა და კრის ბრა­უ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია სე­რი­ალ "კა­ნო­ნი და წეს­რი­გი: სპე­ცი­ა­ლუ­რი კორ­პუ­სის" ახალ ეპი­ზოდ­ში მოხ­ვდა.

2009 წელს კრის ბრა­უნ­მა სას­ტი­კად სცე­მა 21 წლის რი­ა­ნა, რის შემ­დე­გაც და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ა­ში. დღეს კი წყვი­ლი კვლავ ერ­თა­დაა.

თუმ­ცა სე­რი­ალ­ში მოვ­ლე­ნე­ბი უფრო დრა­მა­ტუ­ლად ვი­თარ­დე­ბა - გმი­რი, რომ­ლის პრო­ტო­ტი­პიც კრის ბრა­უ­ნია, აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კლავს მომ­ღერ­ლის მე­ნე­ჯერს, შემ­დეგ კი - თა­ვად მომ­ღე­რალს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Elle-ს მი­ხედ­ვით.

რიანა დედობისთვის ემზადება

რიანა დედობისთვის ემზადება

25 წლის ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ ჟურნალ Elle-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა. რიანას თქმით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში შვილს გააჩენს.

"უახლოეს 5 წელიწადში, ალბათ, შვილს გავაჩენ. ვლოცულობ, რომ იმ დროისთვის რამდენიმე თვით შვებულებაში გასვლის შესაძლებლობა მომეცეს. 5 წლის შემდეგ მინდა, რომ ჯანმრთელი და ბედნერი ვიყო", - აღნიშნა რიანამ.

მომღერალს იმ პროვიკაციულ ფოტოებთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა, რომლებსაც ასე მრავლად აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

"Instagram-ში ყველაფერია ჩემს შესახებ: როგორ ვეწევი, ვსვამ სტრიპტიზ-კლუბში, ვკითხულობ ბიბლიას, ან უბრალოდ დროს ვატარებ ჩემს საუკეთესო მეგობარ კრის ბრაუნთან. ხალხის აზრი ნაკლებად მაღელვებს", - განაცხადა მომღერალმა.

თუმცა, მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამგვარი ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გამო  სინდისის ქეჯნას აიძულებს, დედამისია. "ის ერთადერთია ამქვეყნად, ვისიც მეშინია", - ამბობს რიანა.

პოპ-ვარსკვლავი კრის ბრაუნთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო.

"ახლა მხოლოდ ის ხდება, რაც ორივეს გვსურს. ჩვენს შორის დიდი მეგობრობაა, რომელსაც ვერაფერი დაანგრევს. ახლა, როცა უკვე ორივე ზრდასრული ადამიანები ვართ, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. შესაძლებლობა მოგვეცა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და ამისთვის მადლობელი ვარ", - აღნიშნა რიანამ.

New York Daily News-ის ინფორმაციით, ბარბადოსელი მომღერლისა და კრის ბრაუნის სიყვარულის ისტორია სერიალ "კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსის" ახალ ეპიზოდში მოხვდა.

2009 წელს კრის ბრაუნმა სასტიკად სცემა 21 წლის რიანა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით ის საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში. დღეს კი წყვილი კვლავ ერთადაა.

თუმცა სერიალში მოვლენები უფრო დრამატულად ვითარდება - გმირი, რომლის პროტოტიპიც კრის ბრაუნია, აფექტის მდგომარეობაში კლავს მომღერლის მენეჯერს, შემდეგ კი - თავად მომღერალს.

მომზადებულია Elle-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება