მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - "პრეზიდენტის ე.წ მზაობა დიალოგზე, ნდობას არ იმსახურებს"
 დავით უსუფაშვილი - "პრეზიდენტის ე.წ მზაობა დიალოგზე, ნდობას არ იმსახურებს"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ე.წ მზა­ო­ბა დი­ა­ლოგ­ზე, ნდო­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ევ­რო­საბ­ჭოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, ვი­საც პრო­ცეს­ში გარ­კვე­ვა სურს, მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი მოთ­მი­ნე­ბით გრძელ­დე­ბო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი, რათა მხა­რე­ებს შე­თან­ხმე­ბის­თვის მი­ეღ­წი­ათ.

"თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სხვა გზა აირ­ჩია, რაც მის გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლა­ში მკა­ფი­ოდ წარ­მო­ჩინ­და. რო­გორც ჩანს, მისი არ­ჩე­ვა­ნი ასე­თია - რაც მეტი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მით უკე­თე­სი მის­თვის და მისი გუნ­დის­თვის. ის დესტრუქ­ცი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, გარ­კვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლიც კი ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა­ზე, ის არას­წო­რი ფაქ­ტე­ბი სა­ბან­კო სექ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მონ­დო­მე­ბა იმი­სა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში არას­წო­რი ფაქ­ტე­ბის ასახ­ვა­ზე სა­კუ­თა­რი გუნ­დის წევ­რე­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან ქვეყ­ნის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნად გა­ა­სა­ღოს, მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ რუ­სეთ­თან შე­საძ­ლო სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნას. აგ­რძე­ლებს იმ ლექ­სი­კით სა­უ­ბარს, რა­მაც ქვე­ყა­ნას გა­ურ­თუ­ლა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და სი­კე­თე არ მო­უ­ტა­ნია, ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს კე­თი­ლი ნე­ბით დაგ­ვით­მო ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის პოს­ტე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ სი­მარ­თლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა და ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სურს, სრუ­ლი­ად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აქ­ცი­ოს პა­სუ­ხის­მგებ­ლად იმ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც შე­საძ­ლოა, ცალ­კე­ულ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ­ნის­ტი­ის თემა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში დაბ­რკო­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ასე იყო.

"ძა­ლი­ან მი­ჭირს, მიმ­ძიმს, ვამ­ხი­ლო პრე­ზი­დენ­ტი ასეთ ამ­ბავ­ში. მათ მო­ი­თხო­ვეს ამ­ნის­ტი­ის ის ვერ­სია, რომ­ლის გა­მოც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­კი­თხებ­ზე შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა. ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა ძა­ლა­შია. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ჩვენს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე და­თან­ხმე­ბა და ეს სხვა პრობ­ლე­მებს გა­ცი­ლე­ბით ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გზე­ბით მო­აგ­ვა­რებ­და. რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ჯერ ამის სურ­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ ამით პრო­ცე­სი არ მთავ­რდე­ბა. დი­ა­ლო­გის­თვის ჩვენ მზად ვართ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბას შო­რის სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­ზე დი­ა­ლო­გი დღე­საც და­გეგ­მი­ლია.

მი­სი­ვე თქმით, სხვა სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა მი­სა­ღე­ბია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რათა ქვე­ყა­ნა წინ წა­ვი­დეს.

"რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ­თან შეხ­ვედ­რას სა­დილ­ზე თუ სა­დი­ლის გა­რე­შე, ამას მე ვერ გა­დავ­წყვეტ. თუ პრე­ზი­დენტს სურს სა­დილ­ზე მოს­ვლა ქუ­თა­ის­ში, შე­უძ­ლია ხვალ­ვე ჩა­მობ­რძან­დეს. მან და­ი­ჩივ­ლა, რომ ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში კარ­გი კვე­ბა არ არის, ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტში კი რაც გვაქვს, იმით ვუ­მას­პინ­ძლებთ, თუ შეხ­ვედ­რა­ზეა სა­უ­ბა­რი. საქ­მეს სჭირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვე­ნი ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბა ძა­ლა­შია. მისი გუ­შინ­დე­ლი გა­მოს­ვლა სამ­წუ­ხა­როდ არ მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ამ ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ სურს მას დი­ა­ლო­გი და შეხ­ვედ­რე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი დესტრუქ­ცი­ის შე­მო­ტა­ნა, ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა. ვის და რას რგებს ეს, უკვე აღარ ვიცი. რო­გორც ჩანს, ეს არის მისი არ­ჩე­ვა­ნი და ჩვენ ყვე­ლა არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვა­ღი­ა­რებთ", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

დავით უსუფაშვილი - "პრეზიდენტის ე.წ მზაობა დიალოგზე, ნდობას არ იმსახურებს"

 დავით უსუფაშვილი - "პრეზიდენტის ე.წ მზაობა დიალოგზე, ნდობას არ იმსახურებს"

საქართველოს პრეზიდენტის ე.წ მზაობა დიალოგზე, ნდობას არ იმსახურებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის სახლში ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ვისაც პროცესში გარკვევა სურს, მისთვის ყველაფერი ნათელია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში დიდი მოთმინებით გრძელდებოდა მოლაპარაკებების პროცესი, რათა მხარეებს შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

"თუმცა, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა სხვა გზა აირჩია, რაც მის გუშინდელ გამოსვლაში მკაფიოდ წარმოჩინდა. როგორც ჩანს, მისი არჩევანი ასეთია - რაც მეტი პრობლემა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდისთვის. ის დესტრუქციული კომენტარები, გარკვეული სიხარულიც კი ქვეყანაში პრობლემების შექმნაზე, ის არასწორი ფაქტები საბანკო სექტორთან დაკავშირებით, მონდომება იმისა, რომ ევროკავშირის რეზოლუციაში არასწორი ფაქტების ასახვაზე საკუთარი გუნდის წევრების წარუმატებელი მცდელობა ევროკავშირთან ქვეყნის პრობლემების შექმნად გაასაღოს, მცდელობა იმისა, რომ რუსეთთან შესაძლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას პრობლემები შეექმნას. აგრძელებს იმ ლექსიკით საუბარს, რამაც ქვეყანას გაურთულა რუსეთთან ურთიერთობა და სიკეთე არ მოუტანია, ფაქტების დამახინჯება სახელმწიფო დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, მისი განცხადებები, თითქოს კეთილი ნებით დაგვითმო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტები, სამწუხაროდ სიმართლეს არ შეეფერება და ემსახურება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, სრულიად "ნაციონალური მოძრაობა" აქციოს პასუხისმგებლად იმ ყველაფერზე, რაც შესაძლოა, ცალკეულმა წარმომადგენლებმა ჩაიდინეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამნისტიის თემა მოლაპარაკებების პროცესში დაბრკოლება არ ყოფილა, თუმცა სინამდვილეში ეს ასე იყო.

"ძალიან მიჭირს, მიმძიმს, ვამხილო პრეზიდენტი ასეთ ამბავში. მათ მოითხოვეს ამნისტიის ის ვერსია, რომლის გამოც საკონსტიტუციო საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია. ძალიან მარტივია ჩვენს მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ საკითხზე დათანხმება და ეს სხვა პრობლემებს გაცილებით ცივილიზებული გზებით მოაგვარებდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტის მხრიდან ჯერ ამის სურვილი არ არის, მაგრამ ამით პროცესი არ მთავრდება. დიალოგისთვის ჩვენ მზად ვართ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლში საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის საარჩევნო საკითხებზე დიალოგი დღესაც დაგეგმილია.

მისივე თქმით, სხვა საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება, თუმცა მისაღებია გადაწყვეტილებები, რათა ქვეყანა წინ წავიდეს.

"რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას სადილზე თუ სადილის გარეშე, ამას მე ვერ გადავწყვეტ. თუ პრეზიდენტს სურს სადილზე მოსვლა ქუთაისში, შეუძლია ხვალვე ჩამობრძანდეს. მან დაიჩივლა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში კარგი კვება არ არის, ქუთაისის პარლამენტში კი რაც გვაქვს, იმით ვუმასპინძლებთ, თუ შეხვედრაზეა საუბარი. საქმეს სჭირდება საქმიანი დამოკიდებულება. ჩვენი ყველა წინადადება ძალაშია. მისი გუშინდელი გამოსვლა სამწუხაროდ არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ ქვეყნის სასიკეთოდ სურს მას დიალოგი და შეხვედრები. არ შეიძლება ამდენი დესტრუქციის შემოტანა, ფაქტების დამახინჯება. ვის და რას რგებს ეს, უკვე აღარ ვიცი. როგორც ჩანს, ეს არის მისი არჩევანი და ჩვენ ყველა არჩევანის თავისუფლებას ვაღიარებთ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა