გასულ უქმეებზე გერმანიის ქალაქმა ალტენბერგმა შიშვლად ციგებით სრიალში ტრადიციულ ფესტივალს უმასპინძლა.
საქსონური რადიოსადგურის მიერ ორგანიზებულ სანახაობა-შეჯიბრს ათასობით მაყურებელი დაესწრო.
ყივნისა და თოვის მიუხედავად, 100-მეტრიანი ტრასის სტარტზე დადგომა, მხოლოდ ტრუსის, ჩაფხუტისა და ფეხსაცმლის ამარა მყოფმა 12-მა გოგონამ და 13-მა მამაკაცმა გაბედა. შეჯიბრში ორი, 1000 ევროს ოდენობის, სიმბოლური ჯილდო იყო დაწესებული.
მამაკაცთა შორის ვერავინ აჯობა ნიკო შვარცს, გოგონებიდან კი ყველაზე ყინვაგამძლე და სწრაფი ყოფილი მოდელი და მომღერალი ანეტ შნედელბახი აღმოჩნდა, რომელმაც მოგებული თანხა კიბოსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხა.
ფესტივალის მიწურულს ორგანიზატორებმა კიდევ ერთი რბოლა ჩაატარეს, სადაც იმის გარკვევას შეეცადნენ, ციგით ვინ უფრო სწრაფია - შიშველი მამაკაცი თუ შიშველი ქალი?
სქესთა შორის შეჯიბრში დამაჯერებელი გამარჯვება სუსტი სქესი წარმომადგენლებმა მოიპოვეს.