მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდში "ოქროს ჟოლოს" დაჯილდოვება გაიმართა
ჰოლივუდში "ოქროს ჟოლოს" დაჯილდოვება გაიმართა

ანტი-პრე­მია "ოქ­როს ჟოლო" ჰო­ლი­ვუდ­ში შა­ბათ ღა­მეს, "ოს­კა­რის" ცე­რე­მო­ნი­ის წინ გას­ცეს. ანტი-პრე­მია სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ებ­ში წლის ყვე­ლა­ზე ცუდ ფილ­მებს გა­და­ე­ცე­მათ. წლის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ფილ­მი "ბინ­დი. საგა. გან­თი­ა­დი: ნა­წი­ლი 2" (The Twilight Saga: Breaking Dawn - Part 2) გახ­და.

"ბინდმა" ანტი-პრე­მია ერ­თდრო­ე­უ­ლად შვიდ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მო­ი­პო­ვა, მათ შო­რის - ყვე­ლა­ზე ცუდი მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის­თვის (კრის­ტენ სტი­უ­არ­ტი), ყვე­ლა­ზე ცუდი სამ­სა­ხი­ო­ბო დუ­ე­ტის­თვის (ტე­ი­ლორ ლოტ­ნე­რი და მა­კენ­ზი ფოი) და ყვე­ლა­ზე ცუდი სამ­სა­ხი­ო­ბო ან­სამ­ბლის­თვის. ანტი-ჯილ­დო რე­ჟი­სორ ბილ კონ­დონ­საც ერგო.

"ბინ­დის" კონ­კუ­რენ­ტე­ბი სუ­რა­თე­ბი - "სა­ზღვაო ბრძო­ლა" (Battleship), "დიდი თავ­გა­და­სა­ვა­ლი სა­ჰა­ე­რო ბურთზე" (Oogieloves in the Big Balloon Adventure), "ეს ჩემი ბი­ჭია " (That's My Boy) და "ათა­სი სი­ტყვა" (Thousand Words) იყ­ვნენ. ხოლო სტი­უ­არ­ტის თა­მაშ­მა მისი კონ­კუ­რენ­ტე­ბი კეტ­რინ ჰე­იგ­ლი ("ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ხუმ­რო­ბა"), მილა იო­ვო­ვი­ჩი ("ბო­რო­ტე­ბის სა­ვა­ნე: შუ­რის­ძი­ე­ბა"), ბარ­ბა­რა სტრე­ი­ზენ­დი ("დე­და­ჩე­მის წყევ­ლა") და ტე­ი­ლერ პე­რიც კი (იგი ქა­ლურ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ფილმ "მე­დე­ას მოწ­მე­თა დაც­ვის პროგ­რა­მა­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის მოხ­ვდა) დაჩ­რდი­ლა.

ყვე­ლა­ზე ცუდი კაცი მსა­ხი­ო­ბი ადამ სენდლე­რი (ეს ჩემი ბი­ჭია) გახ­და. შარ­შან სენდლერ­მა "ჟოლო" ფილმში "ჯეკი და ჯილი" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის აიღო.

სუ­რათ­მა "ეს ჩემი ბი­ჭია" "ჟოლო" ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რის­თვი­საც მი­ი­ღო. ჟი­უ­რი ასე­ვე პოპ-მომ­ღე­რალ რი­ა­ნას სამ­სა­ხი­ო­ბო დე­ბი­უტ­საც მკაც­რად მი­უდ­გა. მომ­ღე­რალ­მა ფილმში "სა­ზღვაო ომი" მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა, რის­თვი­საც მან "ჟოლო" მი­ი­ღო.

ანტი-ჯილ­დო "ოქ­როს ჟოლო" 1980 წლი­დან გა­ი­ცე­მა. ის ამე­რი­კელ­მა პუბ­ლი­ცის­ტმა ჯონ უილ­სონ­მა და­ა­არ­სა და წლის ყვე­ლა­ზე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის, რე­ჟი­სო­რის­თვის, სცე­ნა­რის­ტის­თვის, კი­ნო­მუ­სი­კი­სა და ფილ­მის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი.

ლა­უ­რე­ა­ტებს სა­ჩუქ­რად პლასტმა­სის ჟო­ლოს ფი­გუ­რა გა­და­ე­ცე­მათ, რო­მე­ლიც ოქ­როს­ფრად არის შე­ღე­ბი­ლი. სა­ჩუქ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

ჰოლივუდში "ოქროს ჟოლოს" დაჯილდოვება გაიმართა

ჰოლივუდში "ოქროს ჟოლოს" დაჯილდოვება გაიმართა

ანტი-პრემია "ოქროს ჟოლო" ჰოლივუდში შაბათ ღამეს, "ოსკარის" ცერემონიის წინ გასცეს. ანტი-პრემია სხვადასხვა კატეგორიებში წლის ყველაზე ცუდ ფილმებს გადაეცემათ. წლის წარუმატებელი ფილმი "ბინდი. საგა. განთიადი: ნაწილი 2" (The Twilight Saga: Breaking Dawn - Part 2) გახდა.

"ბინდმა" ანტი-პრემია ერთდროეულად შვიდ ნომინაციაში მოიპოვა, მათ შორის - ყველაზე ცუდი მსახიობი ქალისთვის (კრისტენ სტიუარტი), ყველაზე ცუდი სამსახიობო დუეტისთვის (ტეილორ ლოტნერი და მაკენზი ფოი) და ყველაზე ცუდი სამსახიობო ანსამბლისთვის. ანტი-ჯილდო რეჟისორ ბილ კონდონსაც ერგო.

"ბინდის" კონკურენტები სურათები - "საზღვაო ბრძოლა" (Battleship), "დიდი თავგადასავალი საჰაერო ბურთზე" (Oogieloves in the Big Balloon Adventure), "ეს ჩემი ბიჭია " (That's My Boy) და "ათასი სიტყვა" (Thousand Words) იყვნენ. ხოლო სტიუარტის თამაშმა მისი კონკურენტები კეტრინ ჰეიგლი ("ძალიან სახიფათო ხუმრობა"), მილა იოვოვიჩი ("ბოროტების სავანე: შურისძიება"), ბარბარა სტრეიზენდი ("დედაჩემის წყევლა")  და ტეილერ პერიც კი (იგი ქალურ ნომინაციაში ფილმ "მედეას მოწმეთა დაცვის პროგრამაში" შესრულებული როლისთვის მოხვდა) დაჩრდილა.

ყველაზე ცუდი კაცი მსახიობი ადამ სენდლერი (ეს ჩემი ბიჭია) გახდა. შარშან სენდლერმა "ჟოლო" ფილმში "ჯეკი და ჯილი" შესრულებული როლისთვის აიღო.

სურათმა "ეს ჩემი ბიჭია" "ჟოლო" ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მიიღო. ჟიური ასევე პოპ-მომღერალ რიანას სამსახიობო დებიუტსაც მკაცრად მიუდგა. მომღერალმა ფილმში "საზღვაო ომი" მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, რისთვისაც მან "ჟოლო" მიიღო.

ანტი-ჯილდო "ოქროს ჟოლო" 1980 წლიდან გაიცემა. ის ამერიკელმა პუბლიცისტმა ჯონ უილსონმა დააარსა და წლის ყველაზე წარუმატებელი მსახიობისთვის, რეჟისორისთვის, სცენარისტისთვის, კინომუსიკისა და ფილმისთვის არის განკუთვნილი.

ლაურეატებს საჩუქრად პლასტმასის ჟოლოს ფიგურა გადაეცემათ, რომელიც ოქროსფრად არის შეღებილი. საჩუქრის ღირებულება 5 დოლარზე ნაკლებია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება