იტალიაში საპარლამენტო არჩევნების მეორე დღე მიმდინარეობს. არჩევნების პირველ დღეს პოზიცია იტალიელ ამომრჩეველთა 54%-მა დააფიქსირა. ამის შესახებ "ესოშიეითედ პრესი" იუწყება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ხმების 35%-ით ლიდერობს ყოფილი კომუნისტის, პიერ ლუიჯი ბერსანის მემარცხენე ცენტრისტული კოალიცია. თუმცა, პირველი დღის შედეგებით, მას წამოეწია ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია. მესამე ადგილზეა შოუმენ ბეპე გრილოს მოძრაობა "ხუთი ვარსკვლავი".
არჩევნებში, რომლის შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი, ასევე მონაწილეობს პრემიერ-მინისტრ მარიო მონტის კოალიცია.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.