პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უძღვნის სატრფიალო ლექსებს სოფო ნიჟარაძეს?
ვინ უძღვნის სატრფიალო ლექსებს სოფო ნიჟარაძეს?

ვინ უძღვნის სარ­ტფი­ა­ლო ლექ­სებს სოფო ნი­ჟა­რა­ძეს? არა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ლექ­სე­ბის წერა კი არა, და­მახ­სოვ­რე­ბაც არ შე­უძ­ლია. ის სა­კუ­თარ სატ­რფოს მხო­ლოდ მი­ლი­ო­ნებს და ბოლო დროს კი­დევ ყვა­ვი­ლე­ბის ძა­ლი­ან ლა­მაზ თა­ი­გუ­ლებს ჩუქ­ნის. თა­ნაც სი­ურპრი­ზებს უკე­თებს...

მოკ­ლედ, ერთ მხა­რეს დგას მი­ლი­არ­დე­რი პრე­ზი­დენ­ტი თა­ვი­სი სი­ურპრი­ზე­ბით, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს - ღა­რი­ბი "დამ­წვა­რი" თა­ვი­სი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით. აჰა, ბა­ტო­ნე­ბო, ჯერ ნა­ხეთ და მერე გან­სა­ჯეთ:

"მე შენი თვა­ლე­ბის მო­რევ­ში ვი­პო­ვე აღ­თქმუ­ლი სა­ვა­ნე,

რო­მე­ლიც რო­გორც მზე პლა­ნე­ტებს, ის ჩემს ბე­დის­წე­რას გა­ნა­გებს.

მე შენი თვა­ლე­ბის ნა­თე­ლი სა­მო­თხის ჭიშ­კა­რი მგო­ნია,

და მე იქ მოხ­ვედ­რის სურ­ვილ­ზე დიდი სურ­ვი­ლი არც მქო­ნია.

ეგ თვალ­თმიღ­მი­ე­რი წყვდი­ა­დი - მე მზის დაბ­ნე­ლე­ბა მგო­ნია,

შე­ნებრ ტრა­გი­კუ­ლი თვა­ლე­ბი, მხო­ლოდ დე­მო­ნებს თუ ჰქო­ნი­ათ.

რო­დე­საც იღი­მი, ას­ხი­ვებ ჰიპ­ნო­ზის ჯა­დოს­ნურ მა­გი­ას

და, როცა მიც­ქე­რი, მგო­ნია, ვკი­თხუ­ლობ გრძნე­ულ­თა ქარ­ტი­ას,

მე შენი თვა­ლე­ბის მო­რევ­ში ვიხ­რჩო­ბი, ხან ასე მგო­ნია,

იქაა მოკ­ვდავ­თა სამ­სჯავ­როც და უკ­ვდავ­თა ჰა­გე­მო­ნი­აც".

ტაში, ამ­ხა­ნა­გე­ბო, ტა­ში­ი­იი... ეს გახ­ლავთ გი­ორ­გი ნა­ბე­ლიშ­ვი­ლი. რაღა და­გი­მა­ლოთ და ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ქა­ლე­ბის მა­გა­რი მუ­სუ­სი ჩანს, "ფე­ის­ბუკ­ში" ისე­თი მა­გა­რი ქა­ლე­ბი ჰყავს და­მე­გობ­რე­ბუ­ლი, ალენ დე­ლონ­საც კი ნერ­წყვი მო­ად­გე­ბა პირ­ზე. ის კი არა, ამას ჩვე­ნი და­რე­ჯან მე­ფა­რი­ში­ლიც მოს­წო­ნე­ბია, მისი სუ­რა­თი წა­უ­ღია და თა­ვის გვერ­დზე გა­მო­უ­ჭი­მავს რუსი გე­ნე­რა­ლი­ვით.

დრო მი­დის, სო­ფოს სხვა უყ­ვარს, სო­ფოს სხვა უკე­თებს სი­ურპრი­ზებს და ამ დროს არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იწ­ვის:

"სა­ნა­ნებ­ლად გა­და­მექ­ცა

გა­ტა­ცე­ბა წა­მი­ე­რი,

რად­გან ჩემს გულს მო­ევ­ლი­ნე,

რო­გორც მო­ცარტს სა­ლი­ე­რი".

"მე უცა­ბე­დად ბე­დის­წე­რის გავ­ხდი მძე­ვა­ლი,

ტურ­ფავ, რო­დე­საც შენს მშვე­ნე­ბას შე­ვავ­ლე თვა­ლი,

ო, რა წარმ­ტა­ცი ოც­ნე­ბე­ბის იყავ "ფან­ტა­ნი",

ისე ბრწყი­ნავ­დი, რო­გორც ცაში ცის­კრის ვარ­სკვლა­ვი".

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

(შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ვინ უძღვნის სატრფიალო ლექსებს სოფო ნიჟარაძეს?

ვინ უძღვნის სატრფიალო ლექსებს სოფო ნიჟარაძეს?

ვინ უძღვნის სარტფიალო ლექსებს სოფო ნიჟარაძეს? არა, მიხეილ სააკაშვილს ლექსების წერა კი არა, დამახსოვრებაც არ შეუძლია. ის საკუთარ სატრფოს მხოლოდ მილიონებს და ბოლო დროს კიდევ ყვავილების ძალიან ლამაზ თაიგულებს ჩუქნის. თანაც სიურპრიზებს უკეთებს...

მოკლედ, ერთ მხარეს დგას მილიარდერი პრეზიდენტი თავისი სიურპრიზებით, ხოლო მეორე მხარეს - ღარიბი "დამწვარი" თავისი უდიდესი სიყვარულით. აჰა, ბატონებო, ჯერ ნახეთ და მერე განსაჯეთ:

"მე შენი თვალების მორევში ვიპოვე აღთქმული სავანე,

რომელიც როგორც მზე პლანეტებს, ის ჩემს ბედისწერას განაგებს.

მე შენი თვალების ნათელი სამოთხის ჭიშკარი მგონია,

და მე იქ მოხვედრის სურვილზე დიდი სურვილი არც მქონია.

ეგ თვალთმიღმიერი წყვდიადი - მე მზის დაბნელება მგონია,

შენებრ ტრაგიკული თვალები, მხოლოდ დემონებს თუ ჰქონიათ.

როდესაც იღიმი, ასხივებ ჰიპნოზის ჯადოსნურ მაგიას

და, როცა მიცქერი, მგონია, ვკითხულობ გრძნეულთა ქარტიას,

მე შენი თვალების მორევში ვიხრჩობი, ხან ასე მგონია,

იქაა მოკვდავთა სამსჯავროც და უკვდავთა ჰაგემონიაც".

ტაში, ამხანაგებო, ტაშიიიი... ეს გახლავთ გიორგი ნაბელიშვილი. რაღა დაგიმალოთ და ბატონი გიორგი ქალების მაგარი მუსუსი ჩანს, "ფეისბუკში" ისეთი მაგარი ქალები ჰყავს დამეგობრებული, ალენ დელონსაც კი ნერწყვი მოადგება პირზე. ის კი არა, ამას ჩვენი დარეჯან მეფარიშილიც მოსწონებია, მისი სურათი წაუღია და თავის გვერდზე გამოუჭიმავს რუსი გენერალივით.

დრო მიდის, სოფოს სხვა უყვარს, სოფოს სხვა უკეთებს სიურპრიზებს და ამ დროს არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელიც იწვის:

"სანანებლად გადამექცა

გატაცება წამიერი,

რადგან ჩემს გულს მოევლინე,

როგორც მოცარტს სალიერი".

"მე უცაბედად ბედისწერის გავხდი მძევალი,

ტურფავ, როდესაც შენს მშვენებას შევავლე თვალი,

ო, რა წარმტაცი ოცნებების იყავ "ფანტანი",

ისე ბრწყინავდი, როგორც ცაში ცისკრის ვარსკვლავი".

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებული ვერსია)

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"