მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ხუციშვილი ახალ ამპლუაში
ზაზა ხუციშვილი ახალ ამპლუაში

ცოტა ხნის წინ მუ­სი­კო­სი ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში მოგ­ვევ­ლი­ნა, შემ­დეგ - რო­გორც წამ­ყვან­მა, საქ­მი­ა­ნო­ბა რა­დი­ო­ში გა­ნაგ­რძო, ახლა კი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტის­თვის - "მუ­სი­კა­ლუ­რი რე­ა­ლუ­რი შოუ" ემ­ზა­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბის გარ­და, ზაზა ჩაც­მის სტილ­ზე, ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, ნა­დი­რო­ბა­სა და ოჯახ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

სო­ლი­დუ­რი თუ უბ­რა­ლო იმი­ჯი

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩაც­მუ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. ვა­ღი­ა­რებ, შო­უ­ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის წამ­გე­ბი­ა­ნია, როცა სცე­ნა­ზე გა­სულს, სო­ლი­დუ­რად არ აც­ვია, მაგ­რამ რა ვქნა, ასე­თი გახ­ლა­ვართ - ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქის იმი­ჯი მაქვს. ბევრ ადა­მი­ანს ვიც­ნობ, ვის­თვი­საც ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სათ­ვა­ლე, სა­უ­კე­თე­სო ფეხ­საც­მე­ლი, ბრენ­დუ­ლი სა­მო­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს. ბევ­რჯერ უკი­თხავთ, თუ რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე და მო­ვირ­გე კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი ეკ­რან­ზე, მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ არის, კოს­ტი­უ­მი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია და ვფიქ­რობ, მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბას უხ­დე­ბა, თუ, რა თქმა უნდა, გე­მოვ­ნე­ბით არის შერ­ჩე­უ­ლი. სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნი­სას, სო­ლი­დუ­რი იმი­ჯის მორ­გე­ბა ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოც კი აღ­მოჩ­ნდა... კარ­გია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ჩაც­მის სტი­ლი თით­ქმის ყვე­ლა­ფერს ითავ­სებს. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლოა გეც­ვას პი­ჯა­კი, რო­მელ­საც შე­უ­ხა­მებ ჯინ­სის შარ­ვალს და სპორ­ტულ ფეხ­საც­მელს.

კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მო­სი და საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი

- ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი­სა და დი­ნა­მი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის სპორ­ტუ­ლი სტი­ლი უფრო მი­სა­ღე­ბია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნა­დი­რო­ბის, ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ და თა­ვი­სუ­ფალ დროს ძი­რი­თა­დად, ტყე­ში ვა­ტა­რებ. ორი ძაღ­ლი მყავს და როცა მათ­თან მივ­დი­ვარ, მა­ში­ნაც ვცდი­ლობ, თა­ვი­სუფ­ლად ჩა­ვიც­ვა. აბა, ძაღ­ლებ­თან "გა­მოწ­კე­პი­ლი" ხომ ვერ მი­ვალ?! მათ ვა­თა­მა­შებ ხოლ­მე, ჰოდა, შე­მო­მახ­ტე­ბი­ან, მსვრი­ან. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ჩემს ჩაც­მის სტილს სი­ტყვა - "ქეჟუ­ა­ლი" შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ნა­დი­რო­ბა - ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი "სპორ­ტი"

- ნა­დი­რო­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სია. ად­რეც მომ­წონ­და, მაგ­რამ ამ საქ­მით ბოლო 6-7 წე­ლია, ძა­ლი­ან და­ვინ­ტე­რეს­დი. მე და ჩემი მე­გო­ბა­რი მო­ნა­დი­რე­ე­ბი ბუ­ნე­ბა­ში სი­ა­რუ­ლის­გან უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებთ და ნაკ­ლე­ბად გვა­ინ­ტე­რე­სებს, რას და რამ­დენს მო­ვი­ნა­დი­რებთ. ძაღ­ლის გა­რე­შე, სა­ნა­დი­როდ არ გავ­დი­ვარ. მათ თა­ვად ვწვრთნი და ვცდი­ლობ, კარ­გად დავ­გე­შო. ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ყო­ველ­თვის ვამ­ბობთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო მა­ნამ­დე ხდე­ბა, ვიდ­რე თოფს გა­ვის­ვრით. ნა­დი­რო­ბის ეშხი ის არის, თუ რო­გორ გეგ­მავ, მი­დი­ხარ, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს ჰყვე­ბი...

ჰობი და ოჯა­ხი

- დრო­ის კომ­პი­უ­ტერ­თან გა­ტა­რე­ბას ბევ­რად მირ­ჩევ­ნია, კა­ლათ­ბურ­თი, ფეხ­ბურ­თი, ბი­ლი­არ­დი ვი­თა­მა­შო. ოჯახ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო ნამ­დვი­ლად, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია, რად­გან იქ ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოა შექ­მნი­ლი. კა­რი­ე­რა, წარ­მა­ტე­ბა კარ­გია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის­თვის ოჯახ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რია. ჩემ­თვის სახ­ლი ის ად­გი­ლია, სა­დაც ბედ­ნი­ე­რი ვარ და ყო­ველ­თვის მი­მი­ხა­რია... ზოგ­ჯერ ძაღ­ლე­ბის გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად შვი­ლიც მიმ­ყავს. ის 7 წლი­საა და საკ­მა­ოდ და­კა­ვე­ბუ­ლია - სკო­ლა­ში და­დის, რუ­სულ­სა და ინ­გლი­სურ ენა­ში ემ­ზა­დე­ბა და ა.შ.

თა­ვის მოვ­ლა

- თა­ვის მოვ­ლას ბევრ დროს არ ვუთ­მობ. დი­ლით შხაპს ვი­ღებ, ვსა­უზ­მობ, ვიც­ვამ და სახ­ლი­დან გავ­დი­ვარ. რა უნდა ჩა­ვიც­ვა, ამა­ზე ბევ­რს არ ვფიქ­რობ.

ვარ­ჯი­ში და სტა­ბი­ლუ­რი წონა

- ნა­დი­რო­ბა, ძაღ­ლე­ბის ბუ­ნე­ბა­ში გაყ­ვა­ნა და გაწ­ვრთნა ერ­თგვა­რი ვარ­ჯი­შია. ასეთ დროს ფე­ხით და­ახ­ლო­ე­ბით, 5-10 კი­ლო­მეტრს გავ­დი­ვარ, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა კი სტა­ბი­ლუ­რი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში მი­წყობს ხელს. "ნაზი" მჭა­მე­ლი ნამ­დვი­ლად არ გახ­ლა­ვართ და უძ­რა­ვი ცხოვ­რე­ბის წესი რომ მქონ­დეს, გა­მუდ­მე­ბით კომ­პი­უ­ტერ­თან რომ ვიჯ­დე, წო­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ვი­მა­ტებ­დი.

ია­რა­ღი

- კარ­გი თო­ფე­ბის ქო­ნას, ბევ­რი ფული უნდა. მა­გა­ლი­თად, სა­კო­ლექ­ციო - ინ­გლი­სუ­რი, ბელ­გი­უ­რი თო­ფე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, როცა ნა­დი­რო­ბა და­ვი­წყე, კარ­გი თო­ფის შე­ძე­ნის მუ­ღა­მიც მქონ­და, მერე გა­მი­ა­რა. ახლა ორი თოფი მაქვს, რომ­ლე­ბიც ჩემს მო­თხოვ­ნებს სავ­სე­ბით აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი

- ჩემი გი­ტა­რის ერ­თგუ­ლი ვარ, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სა­ლუ­რია, მას­ზე ყვე­ლა ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბის დაკ­ვრა შე­იძ­ლე­ბა. კი­დევ, ერთი ელექტრო­ნუ­ლი და ერ­თიც - აკუს­ტი­კუ­რი გი­ტა­რა მაქვს.

"ან­დერგრა­უნ­დი" და კა­რი­ე­რუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი

- იმე­დი მაქვს, რომ ის დიდი პა­უ­ზა, რაც "ვა­კის პარკს" "ან­დერგრა­უნ­დამ­დე" გა­უჩ­ნდა, აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. იდე­ე­ბი არის, რა­ღა­ცებს ვწერ და ზა­ფხუ­ლის­თვის ალ­ბათ სტუ­დი­ა­შიც შე­ვალთ. გა­ზა­ფხულ­ზე კონ­ცერ­ტის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ახა­ლი პრო­ექ­ტის გამო ალ­ბათ, ამას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "მა­ესტროს" ბევ­რი სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მა აქვს. პი­რა­დად მე, ახალ­გახ­სნი­ლი რა­დი­ოს - "ვი­ნი­ლის" დი­რექ­ტო­რი გახ­ლა­ვართ. ამ­ბო­ბენ, - ეს არხი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვაო, გე­მოვ­ნე­ბა კი ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რი აქვს... გარ­და ამი­სა, მუ­სი­კო­სებს ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც სი­ურპრი­ზი ელით, რად­გა­ნაც თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­სა­ჩე­ნად დიდი ას­პა­რე­ზი ექ­ნე­ბათ. მი­მაჩ­ნია, რომ 1990-იანი წლე­ბი შო­უ­ბიზ­ნე­სის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო და იმე­დი მაქვს, რომ ის აღ­მავ­ლო­ბა კვლავ გან­მე­ორ­დე­ბა.

ახა­ლი რე­ა­ლუ­რი შოუ მუ­სი­კო­სე­ბის­თვის

- ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ამ პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რო­ბაც მე შე­მომ­თა­ვა­ზა, - სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. მთა­ვა­რი იდეა ის არის, რომ გვინ­და, ამ ყვე­ლა­ფერს სე­რი­ო­ზუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვეს და ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ვამ­ღე­როთ. გვინ­და, მათი კა­რი­ე­რა პრო­ექ­ტის შემ­დეგ უფრო გან­ვი­თარ­დეს.

- ვინ იქ­ნე­ბი­ან ჟი­უ­რის წევ­რე­ბი?

- ჟი­უ­რის ვი­ნა­ო­ბას ჯერ ვერ გა­გიმ­ხელთ, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ვეც­დე­ბი, მათ მი­მართ მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­თხოვ­ნი ვიყო, რა თქმა უნდა, ჩემი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში. ასე­თი პრო­ექ­ტე­ბის მთე­ლი ეშხი იმა­შია, რომ ორი თვის შემ­დეგ, მომ­ღე­რა­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს იმის­გან, რო­გო­რიც პრო­ექ­ტში შეს­ვლამ­დე იყო, ამის­თვის კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მას მი­ა­ნიშ­ნო, რა მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა აირ­ჩი­ოს, რა ნიშა შე­იძ­ლე­ბა და­ი­კა­ვოს, მის ხმა­ში რა არის სა­ინ­ტე­რე­სო, რო­გო­რი უნდა იყოს ტექ­ნი­კუ­რი პა­სა­ჟე­ბი, თხრო­ბის ფორ­მა და ა.შ. ყვე­ლა უცხო­ელ მომ­ღე­რალს თა­ვი­სი სტი­ლი აქვს და მათ სწო­რედ ეს გა­მო­არ­ჩევს სხვე­ბის­გან, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ო­ბე­ბი რო­მე­ლი­მე ერთი ქალ­ბა­ტო­ნის ან მა­მა­კა­ცის მი­ბაძ­ვით იზ­რდე­ბი­ან. ვეც­დე­ბით, ეს ყვე­ლა­ფე­რი სტუ­დენ­ტებს და­ვა­ნახ­ვოთ და მათი ნიჭი გან­ვა­ვი­თა­როთ.

- შოუს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თად იცხოვ­რე­ბენ?

- ვა­ჟე­ბი ცალ­კე იქ­ნე­ბი­ან, გო­გო­ნე­ბი - ცალ­კე, შემ­დეგ კი ექ­ნე­ბათ შეკ­რე­ბე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, გან­ხილ­ვე­ბი და ა.შ. ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ კონ­ცერ­ტე­ბი "მა­ესტრო­ში" ჩა­ტარ­დე­ბა: სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი უკვე აშე­ნე­ბუ­ლია, კარ­გი ხა­რის­ხის გახ­მო­ვა­ნე­ბის აპა­რა­ტუ­რა გვექ­ნე­ბა, ეს კი სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, სა­რე­პე­ტი­ციო ოთა­ხებ­სა და სცე­ნა­ზე მეტი დრო გა­ა­ტა­რონ და იქ პირ­და­პირ კონ­ცერ­ტის დღეს არ მოხ­ვდნენ.

- ალ­ბათ შოუს მო­ნა­წი­ლე­ებს გარ­კვე­ულ რჩე­ვებს თქვენც მის­ცემთ, არა?

- რა თქმა უნდა! მათ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მექ­ნე­ბა, რო­გორც დის­ციპ­ლი­ნის, ისე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის თვალ­საზ­რი­სით. პრო­ექ­ტი ეთერ­ში აპ­რი­ლის პირ­ველ რი­ცხვებ­ში გავა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ზაზა ხუციშვილი ახალ ამპლუაში

ზაზა ხუციშვილი ახალ ამპლუაში

ცოტა ხნის წინ მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი სერიოზული პოლიტიკური გადაცემის წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა, შემდეგ - როგორც წამყვანმა, საქმიანობა რადიოში განაგრძო, ახლა კი სატელევიზიო პროექტისთვის - "მუსიკალური რეალური შოუ" ემზადება. საინტერესო სიახლეების გარდა, ზაზა ჩაცმის სტილზე, ცხოვრების წესზე, ნადირობასა და ოჯახზე გვესაუბრება.

სოლიდური თუ უბრალო იმიჯი

- სიმართლე გითხრათ, ჩაცმულობა ნაკლებად მაინტერესებს. ვაღიარებ, შოუბიზნესში ჩართული ადამიანისთვის წამგებიანია, როცა სცენაზე გასულს, სოლიდურად არ აცვია, მაგრამ რა ვქნა, ასეთი გახლავართ - ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის იმიჯი მაქვს. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისთვისაც ძვირად ღირებული სათვალე, საუკეთესო ფეხსაცმელი, ბრენდული სამოსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი ბევრს არაფერს ნიშნავს. ბევრჯერ უკითხავთ, თუ როგორ მოვახერხე და მოვირგე კლასიკური სამოსი ეკრანზე, მაგრამ ეს პრობლემა ნამდვილად არ არის, კოსტიუმი ყოველთვის აქტუალურია და ვფიქრობ, მამაკაცების უმეტესობას უხდება, თუ, რა თქმა უნდა, გემოვნებით არის შერჩეული. სერიოზული გადაცემის წაყვანისას, სოლიდური იმიჯის მორგება ჩემთვის სასიამოვნოც კი აღმოჩნდა... კარგია, რომ თანამედროვე ჩაცმის სტილი თითქმის ყველაფერს ითავსებს. მაგალითად, შესაძლოა გეცვას პიჯაკი, რომელსაც შეუხამებ ჯინსის შარვალს და სპორტულ ფეხსაცმელს.

კომფორტული სამოსი და საყვარელი ცხოველები

- ცხოვრების რეჟიმისა და დინამიკიდან გამომდინარე, ჩემთვის სპორტული სტილი უფრო მისაღებია. მოგეხსენებათ, ნადირობის, ბუნების მოყვარული ვარ და თავისუფალ დროს ძირითადად, ტყეში ვატარებ. ორი ძაღლი მყავს და როცა მათთან მივდივარ, მაშინაც ვცდილობ, თავისუფლად ჩავიცვა. აბა, ძაღლებთან "გამოწკეპილი" ხომ ვერ მივალ?! მათ ვათამაშებ ხოლმე, ჰოდა, შემომახტებიან, მსვრიან. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემს ჩაცმის სტილს სიტყვა - "ქეჟუალი" შეესაბამება.

ნადირობა - ყველაზე ჯანსაღი "სპორტი"

- ნადირობა ჩემი ცხოვრების წესია. ადრეც მომწონდა, მაგრამ ამ საქმით ბოლო 6-7 წელია, ძალიან დავინტერესდი. მე და ჩემი მეგობარი მონადირეები ბუნებაში სიარულისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ და ნაკლებად გვაინტერესებს, რას და რამდენს მოვინადირებთ. ძაღლის გარეშე, სანადიროდ არ გავდივარ. მათ თავად ვწვრთნი და ვცდილობ, კარგად დავგეშო. ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს. ყოველთვის ვამბობთ, რომ ყველაფერი საინტერესო მანამდე ხდება, ვიდრე თოფს გავისვრით. ნადირობის ეშხი ის არის, თუ როგორ გეგმავ, მიდიხარ, საინტერესო ამბებს ჰყვები...

ჰობი და ოჯახი

- დროის კომპიუტერთან გატარებას ბევრად მირჩევნია, კალათბურთი, ფეხბურთი, ბილიარდი ვითამაშო. ოჯახში გატარებული დრო ნამდვილად, ყველაზე ძვირფასია, რადგან იქ ჩემთვის სასიამოვნო და კომფორტული გარემოა შექმნილი. კარიერა, წარმატება კარგია, მაგრამ ადამიანისთვის ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია. ჩემთვის სახლი ის ადგილია, სადაც ბედნიერი ვარ და ყოველთვის მიმიხარია... ზოგჯერ ძაღლების გასასეირნებლად შვილიც მიმყავს. ის 7 წლისაა და საკმაოდ დაკავებულია - სკოლაში დადის, რუსულსა და ინგლისურ ენაში ემზადება და ა.შ.

თავის მოვლა

- თავის მოვლას ბევრ დროს არ ვუთმობ. დილით შხაპს ვიღებ, ვსაუზმობ, ვიცვამ და სახლიდან გავდივარ. რა უნდა ჩავიცვა, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ.

ვარჯიში და სტაბილური წონა

- ნადირობა, ძაღლების ბუნებაში გაყვანა და გაწვრთნა ერთგვარი ვარჯიშია. ასეთ დროს ფეხით დაახლოებით, 5-10 კილომეტრს გავდივარ, ფიზიკური აქტივობა კი სტაბილური წონის შენარჩუნებაში მიწყობს ხელს. "ნაზი" მჭამელი ნამდვილად არ გახლავართ და უძრავი ცხოვრების წესი რომ მქონდეს, გამუდმებით კომპიუტერთან რომ ვიჯდე, წონაში სერიოზულად მოვიმატებდი.

იარაღი

- კარგი თოფების ქონას, ბევრი ფული უნდა. მაგალითად, საკოლექციო - ინგლისური, ბელგიური თოფები ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა. სიმართლე გითხრათ, როცა ნადირობა დავიწყე, კარგი თოფის შეძენის მუღამიც მქონდა, მერე გამიარა. ახლა ორი თოფი მაქვს, რომლებიც ჩემს მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს.

მუსიკალური ინსტრუმენტი

- ჩემი გიტარის ერთგული ვარ, რომელიც უნივერსალურია, მასზე ყველა ჟანრის ნაწარმოების დაკვრა შეიძლება. კიდევ, ერთი ელექტრონული და ერთიც - აკუსტიკური გიტარა მაქვს.

"ანდერგრაუნდი" და კარიერული სიახლეები

- იმედი მაქვს, რომ ის დიდი პაუზა, რაც "ვაკის პარკს" "ანდერგრაუნდამდე" გაუჩნდა, აღარ განმეორდება. იდეები არის, რაღაცებს ვწერ და ზაფხულისთვის ალბათ სტუდიაშიც შევალთ. გაზაფხულზე კონცერტის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ახალი პროექტის გამო ალბათ, ამას ვერ მოვახერხებთ. მოგეხსენებათ, "მაესტროს" ბევრი სერიოზული გეგმა აქვს. პირადად მე, ახალგახსნილი რადიოს - "ვინილის" დირექტორი გახლავართ. ამბობენ, - ეს არხი გემოვნებიანი მუსიკით გამოირჩევაო, გემოვნება კი ყველას თავისებური აქვს... გარდა ამისა, მუსიკოსებს ტელევიზიაშიც სიურპრიზი ელით, რადგანაც თავიანთი პროდუქციის წარმოსაჩენად დიდი ასპარეზი ექნებათ. მიმაჩნია, რომ 1990-იანი წლები შოუბიზნესისთვის წარმატებული იყო და იმედი მაქვს, რომ ის აღმავლობა კვლავ განმეორდება.

ახალი რეალური შოუ მუსიკოსებისთვის

- ხელმძღვანელობამ ამ პროექტის დირექტორობაც მე შემომთავაზა, - სიამოვნებით დავთანხმდი. მთავარი იდეა ის არის, რომ გვინდა, ამ ყველაფერს სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს და ყველაზე წარმატებული მომღერლები ზაფხულის სეზონზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ვამღეროთ. გვინდა, მათი კარიერა პროექტის შემდეგ უფრო განვითარდეს.

- ვინ იქნებიან ჟიურის წევრები?

- ჟიურის ვინაობას ჯერ ვერ გაგიმხელთ, მაგრამ მერწმუნეთ, საინტერესო ადამიანები იქნებიან. ვეცდები, მათ მიმართ მაქსიმალურად მომთხოვნი ვიყო, რა თქმა უნდა, ჩემი უფლება-მოვალეობების ფარგლებში. ასეთი პროექტების მთელი ეშხი იმაშია, რომ ორი თვის შემდეგ, მომღერალი აბსოლუტურად განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, როგორიც პროექტში შესვლამდე იყო, ამისთვის კი აუცილებელია, მას მიანიშნო, რა მიმართულება უნდა აირჩიოს, რა ნიშა შეიძლება დაიკავოს, მის ხმაში რა არის საინტერესო, როგორი უნდა იყოს ტექნიკური პასაჟები, თხრობის ფორმა და ა.შ. ყველა უცხოელ მომღერალს თავისი სტილი აქვს და მათ სწორედ ეს გამოარჩევს სხვებისგან, საქართველოში კი ფაქტობრივად, თაობები რომელიმე ერთი ქალბატონის ან მამაკაცის მიბაძვით იზრდებიან. ვეცდებით, ეს ყველაფერი სტუდენტებს დავანახვოთ და მათი ნიჭი განვავითაროთ.

- შოუს მონაწილეები ერთად იცხოვრებენ?

- ვაჟები ცალკე იქნებიან, გოგონები - ცალკე, შემდეგ კი ექნებათ შეკრებები, რეპეტიციები, განხილვები და ა.შ. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ კონცერტები "მაესტროში" ჩატარდება: საკონცერტო დარბაზი უკვე აშენებულია, კარგი ხარისხის გახმოვანების აპარატურა გვექნება, ეს კი სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სარეპეტიციო ოთახებსა და სცენაზე მეტი დრო გაატარონ და იქ პირდაპირ კონცერტის დღეს არ მოხვდნენ.

- ალბათ შოუს მონაწილეებს გარკვეულ რჩევებს თქვენც მისცემთ, არა?

- რა თქმა უნდა! მათთან ხშირი ურთიერთობა მექნება, როგორც დისციპლინის, ისე სასწავლო პროცესის თვალსაზრისით. პროექტი ეთერში აპრილის პირველ რიცხვებში გავა.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება