მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უშლის ხელს საქართველოში ქორწინებას და განქორწინებას?
რა უშლის ხელს საქართველოში ქორწინებას და განქორწინებას?

ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბა პირ­ვე­ლი დღეა, ქორ­წი­ნე­ბა - მე­ო­რე და სიკ­ვდი­ლი - მე­სა­მეო, უთ­ქვამთ ჩვენს წი­ნაპ­რებს. "სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის შექ­მნას ყო­ველ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბოდ­ნენ, ალ­ბათ, ამის გამო არც ამ­დე­ნი და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი გვყო­ლია და არც ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი ინ­გრე­ო­და ასე ხში­რად", - გვი­თხრა დე­მოგ­რაფ­მა ან­ზორ სახ­ვა­ძემ, რო­მელ­თან ინ­ტერ­ვი­უ­საც ქვე­მოთ გთა­ვა­ზობთ:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მძი­მე დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბაა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­მოგ­რა­ფე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს მო­სახ­ლე­ო­ბის ქორ­წი­ნე­ბი­სა და გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხე­ბი. ცნო­ბებს მო­სახ­ლე­ო­ბის ქორ­წი­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მისი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­მოგ­რა­ფე­ბი იღე­ბენ, ერთი მხრივ, მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რი­სა და, მე­ო­რე მხრივ, მო­სახ­ლე­ო­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი აღ­რი­ცხვის მი­ხედ­ვით.

- ქორ­წი­ნე­ბი­თი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით მო­სახ­ლე­ო­ბის რა კა­ტე­გო­რი­ებს გა­მო­ყო­ფენ დე­მოგ­რა­ფე­ბი?

- ქორ­წი­ნე­ბი­თი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით მო­სახ­ლე­ო­ბა იყო­ფა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბად და და­უ­ქორ­წი­ნებ­ლე­ბად. თა­ვის მხრივ, და­უ­ქორ­წი­ნე­ბელ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მო­ი­ყო­ფა შემ­დე­გი ქვე­კა­ტე­გო­რი­ე­ბი: არას­დროს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, ქვრი­ვე­ბი და გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი. ამ კა­ტე­გო­რი­ე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადსა­ღე­ბია არას­დროს და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა ქვე­კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გან­ხი­ლულ იქ­ნას, რო­გორც დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი რე­ზერ­ვი შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. ამი­ტო­მაც, მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ა­ზე შე­ვა­ჩე­რებ, მაგ­რამ ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ ამ სა­კი­თხზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, გან­ვი­ხი­ლოთ ქორ­წი­ნე­ბი­სა და გან­ქორ­წი­ნე­ბის დი­ნა­მი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ქორ­წი­ნე­ბა­თა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1979 წელს აღი­ნიშ­ნა: რო­დე­საც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო ქორ­წი­ნე­ბის 52 524 შემ­თხვე­ვა, რაც ყო­ველ ათას სულ­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით 10,4-ს შე­ად­გენ­და. ხოლო ქორ­წი­ნე­ბა­თა მი­ნი­მა­ლუ­რი რი­ცხვი კი აღი­ნიშ­ნა 2002 წელს, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 12 535 შემ­თხვე­ვა იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც ყო­ველ ათას კაც­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით 2,9-ს შე­ად­გენ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქორ­წი­ნე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბის ამ­გვარ დი­ნა­მი­კა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, ერთი მხრივ, მო­უ­წეს­რი­გე­ბელ სტა­ტის­ტი­კურ აღ­რი­ცხვას, ხოლო, მე­ო­რე მხრივ - ქორ­წი­ნე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო რე­გის­ტრა­ცი­ის ნაც­ვლად სა­ეკ­ლე­სიო წე­სით რე­გის­ტრა­ცი­ა­საც.

- რას გვე­ტყო­დით გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე?

- რაც შე­ე­ხე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბებს, მათი რი­ცხვი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო 1950 წელს, როცა 427 შემ­თხვე­ვა აღი­რი­ცხა, რაც ყო­ველ ათას კაც­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით უდ­რი­და 0,1-ს. განქ­ორ­წი­ნე­ბებ­მა მაქ­სი­მა­ლურ ზღვარს 1990 წე­ლს მი­აღ­წია: აღი­რი­ცხა 7 796 შემ­თხვე­ვა, რაც ყო­ველ ათას კაც­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით 1,4-ს­ შე­ად­გენ­და, თუმ­ცა ყუ­რადსა­ღე­ბია აღუ­რი­ცხა­ვი შემ­თხვე­ვე­ბიც. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­ქორ­წი­ნე­ბა­თა და­ბა­ლი დო­ნით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სხვა ქვეყ­ნებს თუ შე­ვა­და­რებთ, ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი ახ­ლაც არ არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. ასე მა­გა­ლი­თად: 2011 წელს გან­ქორ­წი­ნე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბამ ყო­ველ ათას კაც­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით 1,3 შე­ად­გი­ნა. ახლა კი და­უ­ქორ­წი­ნე­ბელ­თა კა­ტე­გო­რი­ა­საც მივ­ხე­დოთ: სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით მათი ზუს­ტი რი­ცხვი დე­მოგ­რა­ფებ­მაც კი არ ვი­ცით, რად­გან ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რი­სას გროვ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, 1989 წლის აღ­წე­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში 15 წლი­სა და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში 829 560 ადა­მი­ა­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, 2002 წლის აღ­წე­რით კი არას­დროს და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა რი­ცხვმა 882 199 ადა­მი­ა­ნი შე­ად­გი­ნა, ესე იგი, საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და, რაც სუ­ლაც არ არის კარ­გის ნი­შა­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, 2002 წლის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში აღ­წე­რა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რის გა­მოც შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ კა­ტე­გო­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნა. სხვა­თა შო­რის, 2002 წელს აღ­რი­ცხულ და­უ­ქორ­წი­ნე­ბელ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ვა­ჟია.

- და­უ­ქორ­წი­ნებ­ლო­ბის მი­ზე­ზად ხში­რად ასა­ხე­ლე­ბენ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნას. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი, რო­გორც დე­მოგ­რა­ფის მო­საზ­რე­ბა ამ სა­კი­თხზე.

- რა თქმა უნდა, ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად ეს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რა­საც ვერ ვი­ტყვით გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე: გან­ქორ­წი­ნე­ბი­სას მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი პი­რი­ქით შე­მა­ფერ­ხებ­ლად მოქ­მე­დებს: მა­გა­ლი­თად, როცა მე­უღ­ლე­ებს ერთი ბინა აქვთ, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, ოჯა­ხი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ, რად­გან წა­სავ­ლე­ლი არ­სად აქვთ, ან როცა ერთი მე­უღ­ლე მე­ო­რე­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ესეც აკა­ვებს მათ ურ­თი­ერ­თო­ბას. და­უ­ქორ­წი­ნე­ბელ­თა შემ­თხვე­ვა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სა­პი­რის­პი­როდ ხდე­ბა, რად­გან დღეს ქორ­წი­ნე­ბი­სად­მი მო­თხოვ­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ად­რე­ულ პე­რი­ო­დებ­ში იყო. ამას ემა­ტე­ბა უსახ­სრო­ბა, უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა და უმუ­შევ­რო­ბა. როცა ადა­მი­ანს არა აქვს ნორ­მა­ლუ­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ როცა მისი გა­მოს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და იმე­დიც არა აქვს - უა­რე­სი. ამი­ტო­მაც ბევ­რი ახალ­გაზ­რდა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის იმე­დით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­დებს ხოლ­მე ქორ­წი­ნე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და სა­ქორ­წი­ნო ასა­კიც. თუ ევ­რო­პა­ში 30-35 წლის და შემ­დგომ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო და არის, ახლა ეს ტენ­დენ­ცია უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იმ­ჩნე­ვა. ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­უ­ქორ­წი­ნე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში 25,5 პრო­ცენ­ტია, ანუ ყო­ვე­ლი 100 ადა­მი­ა­ნი­დან, რო­მე­ლიც 15 წელს არის გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, 25 არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ჩვე­ნის­თა­ნა მცი­რე ერი­სათ­ვის ეს საკ­მა­ოდ უსი­ა­მოვ­ნო მო­ნა­ცე­მე­ბია.

- ბა­ტო­ნო ან­ზორ, ბევ­რი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უ­ქორ­წი­ნე­ბელ ვა­ჟებს რა­ო­დე­ნო­ბით ქა­ლე­ბი სჭარ­ბო­ბენ, რის გა­მოც ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ქალი ოჯა­ხი­სა და შვი­ლე­ბის გა­რე­შე რჩე­ბა.

- დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სხვა რა­მე­ზე მი­უ­თი­თებს, კერ­ძოდ, ამ კა­ტე­გო­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ვა­ჟე­ბი სჭარ­ბო­ბენ, მაგ­რამ მათი რა­ო­დე­ნო­ბა სოფ­ლად უფრო მე­ტია, ვიდ­რე ქა­ლა­ქად, ჩვე­ნი გო­გო­ნე­ბი კი სოფ­ლად გა­თხო­ვე­ბას თავს არი­დე­ბენ, რა­საც აქვს თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი. ცნო­ბი­ლია ასე­თი გა­მოთ­ქმა - "სა­პა­ტარ­ძლო­ე­ბის ქა­ლა­ქი" და "სა­სი­ძო­ე­ბის ქა­ლა­ქი". საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მა­გა­ლი­თად, იყო ასე­თი სამ­რეწ­ვე­ლო ქა­ლა­ქი - ივა­ნო­ვო, რო­მელ­საც "სა­პა­ტარ­ძლო­ე­ბის ქა­ლაქს" ეძახ­დნენ, რად­გან იქ ძი­რი­თა­დად მსუ­ბუ­ქი მრეწვლო­ბა იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და სა­წარ­მო­ებ­ში ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ქალი მუ­შა­ობ­და. ისი­ნი ოჯა­ხებს ვერ ქმნიდ­ნენ და სა­ხელ­მწი­ფომ საკ­მა­ოდ გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა: ივა­ნო­ვო­ში სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი ჩა­ა­ყე­ნეს, ეს პრობ­ლე­მა რომ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო და მოგ­ვარ­და კი­დეც.

- ერთი სი­ტყვით, აქაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­ზან­მი­მარ­თულ დე­მოგ­რა­ფი­ულ პო­ლი­ტი­კას ამ სა­კი­თხში გადა­მწყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს? - ბევ­რი რამ: მა­ტე­რი­ა­ლუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბა ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­თათ­ვის, მათ­თვის სა­ბი­ნაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ხელ­მი­საწ­ვდო­მი სეს­ხე­ბის გა­ცე­მა და ა.შ. ეს და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხელს შე­უ­წყობს ოჯა­ხე­ბის შექ­მნას და მძი­მე დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. სხვა­თა შო­რის, ადრე იყო ასე­თი პრაქ­ტი­კა: იმათ, ვი­საც ოჯა­ხი არ ჰქონ­და, ე.წ. უშ­ვი­ლო­ბის გა­და­სა­ხადს ახ­დე­ვი­ნებ­დნენ. ამ­ჟა­მად, ამ­გვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­მო­ღე­ბამ შე­საძ­ლოა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა ვი­ღო­ნოთ იმის­თვის, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა ოჯა­ხე­ბი შექ­მნან, შვი­ლე­ბი გა­ა­ჩი­ნონ და ჩვე­ნი ერი რო­გორ­მე გამ­რავ­ლდეს. ქარ­თველ დე­მოგ­რა­ფებს ბევ­რჯერ უთ­ქვამთ და მეც გა­ვი­მე­ო­რებ: ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ამ ვი­თა­რე­ბი­დან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, სწო­რი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბაა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რა უშლის ხელს საქართველოში ქორწინებას და განქორწინებას?

რა უშლის ხელს საქართველოში ქორწინებას და განქორწინებას?

ადამიანის დაბადება პირველი დღეა, ქორწინება - მეორე და სიკვდილი - მესამეო, უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. "საქართველოში ოჯახის შექმნას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, ალბათ, ამის გამო არც ამდენი დაუქორწინებელი გვყოლია და არც ქართული ოჯახები ინგრეოდა ასე ხშირად", - გვითხრა დემოგრაფმა ანზორ სახვაძემ, რომელთან ინტერვიუსაც ქვემოთ გთავაზობთ:

- საქართველოში მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა და აქედან გამომდინარე, დემოგრაფების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მოსახლეობის ქორწინებისა და განქორწინების საკითხები. ცნობებს მოსახლეობის ქორწინების მდგომარეობისა და მისი ცვლილებების შესახებ დემოგრაფები იღებენ, ერთი მხრივ, მოსახლეობის აღწერისა და, მეორე მხრივ, მოსახლეობის სტატისტიკური აღრიცხვის მიხედვით.

- ქორწინებითი მდგომარეობის მიხედვით მოსახლეობის რა კატეგორიებს გამოყოფენ დემოგრაფები?

- ქორწინებითი მდგომარეობის მიხედვით მოსახლეობა იყოფა დაქორწინებულებად და დაუქორწინებლებად. თავის მხრივ, დაუქორწინებელთა კატეგორიაში გამოიყოფა შემდეგი ქვეკატეგორიები: არასდროს დაქორწინებულები, ქვრივები და განქორწინებულები. ამ კატეგორიებიდან განსაკუთრებით ყურადსაღებია არასდროს დაქორწინებულთა ქვეკატეგორია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დემოგრაფიული რეზერვი შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად. ამიტომაც, მკითხველის ყურადღებას სწორედ ამ კატეგორიაზე შევაჩერებ, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ საკითხზე ვისაუბრებდეთ, განვიხილოთ ქორწინებისა და განქორწინების დინამიკა საქართველოში. ქორწინებათა ყველაზე მაღალი რიცხვი საქართველოში 1979 წელს აღინიშნა: როდესაც რეგისტრირებული იყო ქორწინების 52 524 შემთხვევა, რაც ყოველ ათას სულზე გაანგარიშებით 10,4-ს შეადგენდა. ხოლო ქორწინებათა მინიმალური რიცხვი კი აღინიშნა 2002 წელს, როცა საქართველოში მხოლოდ 12 535 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, რაც ყოველ ათას კაცზე გაანგარიშებით 2,9-ს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქორწინებათა რაოდენობის ამგვარ დინამიკაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, ერთი მხრივ, მოუწესრიგებელ სტატისტიკურ აღრიცხვას, ხოლო, მეორე მხრივ - ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაციის ნაცვლად საეკლესიო წესით რეგისტრაციასაც.

- რას გვეტყოდით განქორწინებების თაობაზე?

- რაც შეეხება განქორწინებებს, მათი რიცხვი მინიმალური იყო 1950 წელს, როცა 427 შემთხვევა აღირიცხა, რაც ყოველ ათას კაცზე გაანგარიშებით უდრიდა 0,1-ს. განქ­ორწინებებმა მაქსიმალურ ზღვარს 1990 წე­ლს მიაღწია: აღირიცხა 7 796 შემთხვევა, რაც ყოველ ათას კაცზე გაანგარიშებით 1,4-ს­ შეადგენდა, თუმცა ყურადსაღებია აღურიცხავი შემთხვევებიც. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა განქორწინებათა დაბალი დონით. საბედნიეროდ, სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, ჩვენი მონაცემები ახლაც არ არის ძალიან მაღალი. ასე მაგალითად: 2011 წელს განქორწინებათა რაოდენობამ ყოველ ათას კაცზე გაანგარიშებით 1,3 შეადგინა. ახლა კი დაუქორწინებელთა კატეგორიასაც მივხედოთ: სამწუხაროდ, ამჟამინდელი მდგომარეობით მათი ზუსტი რიცხვი დემოგრაფებმაც კი არ ვიცით, რადგან ასეთი მონაცემები მხოლოდ მოსახლეობის აღწერისას გროვდება. მაგალითად, 1989 წლის აღწერით საქართველოში 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში 829 560 ადამიანი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, 2002 წლის აღწერით კი არასდროს დაქორწინებულთა რიცხვმა 882 199 ადამიანი შეადგინა, ესე იგი, საგრძნობლად გაიზარდა, რაც სულაც არ არის კარგის ნიშანი. სამწუხაროდ, 2002 წლის შემდგომ პერიოდში აღწერა არ ჩატარებულა, რის გამოც შეუძლებელია ამ კატეგორიის მოსახლეობის რაოდენობის დადგენა. სხვათა შორის, 2002 წელს აღრიცხულ დაუქორწინებელ მოქალაქეებს შორის ნახევარზე მეტი ვაჟია.

- დაუქორწინებლობის მიზეზად ხშირად ასახელებენ მატერიალური პირობების არქონას. ძალიან საინტერესოა თქვენი, როგორც დემოგრაფის მოსაზრება ამ საკითხზე.

- რა თქმა უნდა, ოჯახის შესაქმნელად ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც ვერ ვიტყვით განქორწინებაზე: განქორწინებისას მატერიალური პრობლემები პირიქით შემაფერხებლად მოქმედებს: მაგალითად, როცა მეუღლეებს ერთი ბინა აქვთ, ისინი ცდილობენ, ოჯახი შეინარჩუნონ, რადგან წასავლელი არსად აქვთ, ან როცა ერთი მეუღლე მეორეზე დამოკიდებულია მატერიალური თვალსაზრისით, ესეც აკავებს მათ ურთიერთობას. დაუქორწინებელთა შემთხვევაში კი ყველაფერი საპირისპიროდ ხდება, რადგან დღეს ქორწინებისადმი მოთხოვნები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ადრეულ პერიოდებში იყო. ამას ემატება უსახსრობა, უპერსპექტივობა და უმუშევრობა. როცა ადამიანს არა აქვს ნორმალური მატერიალური მდგომარეობა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ როცა მისი გამოსწორების შესაძლებლობა და იმედიც არა აქვს - უარესი. ამიტომაც ბევრი ახალგაზრდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების იმედით წლების განმავლობაში გადადებს ხოლმე ქორწინებას. საქართველოში ძალიან გაიზარდა საქორწინო ასაკიც. თუ ევროპაში 30-35 წლის და შემდგომ ასაკში ქორწინება ჩვეულებრივი ამბავი იყო და არის, ახლა ეს ტენდენცია უკვე საქართველოშიც შეიმჩნევა. ჩვენი მონაცემებით, დაუქორწინებელთა რაოდენობა მოსახლეობაში 25,5 პროცენტია, ანუ ყოველი 100 ადამიანიდან, რომელიც 15 წელს არის გადაცილებული, 25 არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ჩვენისთანა მცირე ერისათვის ეს საკმაოდ უსიამოვნო მონაცემებია.

- ბატონო ანზორ, ბევრი ამბობს, რომ საქართველოში დაუქორწინებელ ვაჟებს რაოდენობით ქალები სჭარბობენ, რის გამოც ბევრი ახალგაზრდა ქალი ოჯახისა და შვილების გარეშე რჩება.

- დემოგრაფიული მონაცემები სხვა რამეზე მიუთითებს, კერძოდ, ამ კატეგორიის მოსახლეობაში ვაჟები სჭარბობენ, მაგრამ მათი რაოდენობა სოფლად უფრო მეტია, ვიდრე ქალაქად, ჩვენი გოგონები კი სოფლად გათხოვებას თავს არიდებენ, რასაც აქვს თავისი სოციალური თუ მატერიალური მიზეზები. ცნობილია ასეთი გამოთქმა - "საპატარძლოების ქალაქი" და "სასიძოების ქალაქი". საბჭოთა პერიოდში მაგალითად, იყო ასეთი სამრეწველო ქალაქი - ივანოვო, რომელსაც "საპატარძლოების ქალაქს" ეძახდნენ, რადგან იქ ძირითადად მსუბუქი მრეწვლობა იყო განვითარებული და საწარმოებში ბევრი ახალგაზრდა ქალი მუშაობდა. ისინი ოჯახებს ვერ ქმნიდნენ და სახელმწიფომ საკმაოდ გონივრული ნაბიჯი გადადგა: ივანოვოში სამხედრო ნაწილი ჩააყენეს, ეს პრობლემა რომ მოგვარებულიყო და მოგვარდა კიდეც.

- ერთი სიტყვით, აქაც მიზანმიმართული და გონივრული გადაწყვეტილებებია საჭირო?

- რასაკვირველია, მიზანმიმართულ დემოგრაფიულ პოლიტიკას ამ საკითხში გადა­მწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რა შეიძლება გაკეთდეს? - ბევრი რამ: მატერიალური წახალისება ახალდაქორწინებულთათვის, მათ­თვის საბინაო პირობების გაუმჯობესება, ხელმისაწვდომი სესხების გაცემა და ა.შ. ეს და სხვა ღონისძიებები ხელს შეუწყობს ოჯახების შექმნას და მძიმე დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას. სხვათა შორის, ადრე იყო ასეთი პრაქტიკა: იმათ, ვისაც ოჯახი არ ჰქონდა, ე.წ. უშვილობის გადასახადს ახდევინებდნენ. ამჟამად, ამგვარი ღონისძიების შემოღებამ შესაძლოა საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვიოს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ოჯახები შექმნან, შვილები გააჩინონ და ჩვენი ერი როგორმე გამრავლდეს. ქართველ დემოგრაფებს ბევრჯერ უთქვამთ და მეც გავიმეორებ: ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან მიზანმიმართული, სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებაა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"