პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბიბლიოთეკის წინ სექსიბიცოლაც დაალურჯეს
ეროვნული ბიბლიოთეკის წინ სექსიბიცოლაც დაალურჯეს

ამ გო­გო­ნას "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს. ნინო ჭე­ლი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ნა­უ­რი ჰო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, პრე­ზი­დენ­ტის ფო­ტო­ებს აგ­რო­ვებ­და. "თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზე" კი ის "სექ­სი­ბი­ცო­ლას" სა­ხე­ლით ავ­რცე­ლებს სა­კუ­თარ აზ­რებს. ბლო­გე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ნინო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი რე­პორ­ტი­ო­რია. ჩემს რეს­პონ­დენტს სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ცია არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია, რომ სა­კუ­თა­რი ბლო­გის­თვის - "მე რე­პორ­ტი­ო­რი" უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვოს. სწო­რედ ამ მიზ­ნით მოხ­ვდა ნინო ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის წინ ატე­ხილ დიდ აურ­ზა­ურ­შიც.

- ნინო, რო­გორ მოხ­ვდი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში?

- პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა­ზე არა­ვის მი­ვუწ­ვე­ვი­ვარ. "ფე­ის­ბუ­ქით" შე­ვი­ტყვე, რომ ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბო­და ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან, ვი­ფიქ­რე ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, რო­გორც რე­პორ­ტი­ო­რის­თვის და წა­ვე­დი. 5-ის ნა­ხე­ვარ­ზე მი­ვა­დე­ქი ფურ­ცე­ლა­ძის ქუ­ჩას. ამ ქუ­ჩი­დან არ უშ­ვებ­დნენ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს, გვი­თხრეს, წრე და­არ­ტყი­თო, და­ვარ­ტყით წრე ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბას, ანუ ქვე­მო­დან შე­მო­ვუ­ა­რეთ და მი­ვე­დით, სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლავ ფურ­ცე­ლა­ძის ქუ­ჩის გაგ­რძე­ლე­ბას­თან, სა­დაც იდგა რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბი. მი­ვა­დე­ქი ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვარ შე­სას­ვლელს, სა­დაც და­მაგ­რე­ბუ­ლი იყო ცო­ცხე­ბი, 7 ნო­ემ­ბრი­სა და 26 მა­ი­სის დარ­ბე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი. გა­და­ვი­ღე ფო­ტო­ე­ბი ჩემი ბლო­გის­თვის და წა­ვე­დი ქა­შუ­ე­თის­კენ, სა­დაც ვი­ცო­დი, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც შსს-ს გან­ცხა­დე­ბით იყო სა­თა­და­რი­გო შე­სას­ვლე­ლი, იდგა რკი­ნის ჯე­ბი­რი და და­ახ­ლო­ე­ბით 5 პო­ლი­ცი­ე­ლი. მო­ვიდ­ნენ თეა თუთ­ბე­რი­ძე, კობა ხა­ბა­ზი და სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბი. არა­ვინ მო­სუ­ლა ჩვენ­თან და არ უთ­ქვამს, რომ ამ შე­სას­ვლე­ლით უნდა ესარ­გებ­ლათ დე­პუ­ტა­ტებს. და­ახ­ლო­ე­ბით 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე მო­ვი­და აქ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე და პრო­ვო­კა­ცი­ას აწყობ­დნენ, აგი­ნებ­დნენ პრე­ზი­დენტს. აქე­დან ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი პა­სუ­ხობ­დნენ. იყო გა­წევ-გა­მო­წე­ვა, მაგ­რამ არ ყო­ფი­ლა ხე­ლით შე­ხე­ბა. 6 სა­ათს აკ­ლდა 20 წუთი, რომ მო­ვი­და შავი "ბე­ემ­ვეს" ჯიპი, რო­მელ­შიც იჯდა ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი. ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოც მაქვს. სხვა­თა შო­რის, ერ­თა­დერ­თი აღ­მოვ­ჩნდი, ვინც ეს გა­და­ი­ღო. გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა, მი­ნე­ბი ჩა­უ­წია და ჩარ­თო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჰიმ­ნი. მეც თქვე­ნი­ა­ნი ვარო, თან ამ­ბობ­და. აქაც გა­ი­მარ­თა მცი­რე შე­ლა­პა­რა­კე­ბა. ამა­სო­ბა­ში თქვეს, რომ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის დრო იყო და ყვე­ლა­ნი მთა­ვა­რი შე­სას­ვლე­ლის­კენ და­იძ­რნენ. არ­ჩილ ჯორ­ჯა­ძის ქუ­ჩით ჩა­ვიდ­ნენ და გა­მო­ვიდ­ნენ ან­ტონ მარ­ტყო­ფე­ლის ქუ­ჩი­დან. მე უკან მივ­ყვე­ბო­დი.

- ბა­რა­მი­ძე რო­გორ შე­ვი­და შე­ნო­ბა­ში?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. ბა­რა­მი­ძე ჩვენ­თან ერ­თად არ ყო­ფი­ლა. ის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი რო­გორ მოხ­ვდნენ შე­ნო­ბა­ში, არ ვიცი. უგუ­ლა­ვაც ვერ გა­და­ვი­ღე, მას ჩა­მოვ­რჩი. აღ­მარ­თზე რომ ადი­ოდ­ნენ, მო­შო­რე­ბით მივ­ყვე­ბო­დი, მეს­მო­და სტვე­ნა, გი­ნე­ბა. ანუ, წინ ჩემ­თვის რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბო­და. გა­და­ღე­ბუ­ლი მაქვს, რო­გორ ას­წი­ეს ხე­ლე­ბი დე­პუ­ტა­ტებ­მა მაღ­ლა და რო­გორ ყვი­როდ­ნენ, პატ­რუ­ლი, პატ­რუ­ლიო, მათ არა­ვინ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია. რო­გორც ჩანს, პო­ლი­ცია ამ დროს სხვებს აშ­ვე­ლებ­და. ბო­ლოს, ცემა რომ და­უ­წყო ხალ­ხმა, ამა­თაც ჩა­მოს­წი­ეს ხე­ლე­ბი და ხურ­დას უბ­რუ­ნებ­დნენ მო­ძა­ლა­დე­ებს. კად­რებ­ში მყავს სერ­გო რა­ტი­ა­ნიც, რო­მე­ლიც ჩემ წინ იყო და ყვი­რო­და, ქა­ლე­ბი გა­ვიყ­ვა­ნო­თო. ამ დროს მეც მომ­ხვდა, ოღონდ ვის­გან არ ვიცი. ვერც კად­რებ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ვინ იყო. ამ დროს გა­ვი­გე ხმა, ესე­ნი აქე­დან გა­ვაგ­დო­თო და მაღ­ლი­დან წა­მო­ვი­და ტალ­ღა. ჩვენ აღ­მარ­თის ბო­ლო­ში ვი­დე­ქით. ჭყლე­ტა­ში მოვ­ყე­ვი, და­ვე­ცი, მხო­ლოდ ფეხ­საც­მე­ლებსღა ვხე­დავ­დი, ბედ­ზე ვი­ღა­ცამ ამა­ყე­ნა და გა­მო­მიყ­ვა­ნეს ჭყლე­ტი­დან, და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი და სი­ლურ­ჯე­ე­ბი მაქვს ფე­ხებ­ზე, ეტყო­ბა, რომ და­ვე­ცი, გა­და­მი­ა­რეს.

- რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­რჩა, პო­ლი­ცია იყო იქ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით და არ მო­ინ­დო­მეს წეს­რი­გის დაც­ვა, თუ არ იყ­ვნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი?

- არ იყ­ვნენ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცველ­ბი, კო­რი­დო­რი მარ­თლა რომ ყო­ფი­ლი­ყო, არ მოხ­დე­ბო­და ის, რაც მოხ­და. კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ედ­ნამ­დე სდი­ეს ბეჟუ­აშ­ვილ­სა და ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით. გა­და­ვი­ღე ისიც, როცა გოგა ხა­ჩი­ძეს ზურ­გი­დან ჩა­არ­ტყეს, შემ­დეგ გო­გა­მაც და­უბ­რუ­ნა ხურ­და.

- კობა ხა­ბა­ზი რომ გა­აქ­ტი­ურ­და, იქ იყა­ვი?

- არა, ხა­ბა­ზის შემ­თხვე­ვას არ შევ­სწრე­ბი­ვარ. სა­ო­ცა­რი კი ის იყო, რომ ვი­ღა­ცებს სა­ხე­ლე­ბით ეძებ­დნენ, მა­გა­ლი­თად, ჩი­ო­რას და ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურს.

- შენ დიდ­ხანს მი­დი­ო­დი დე­პუ­ტა­ტებ­თან ერ­თად. თუ იყო გზა­დაგ­ზა იმა­ზე ლა­პა­რა­კი, სა­ი­დან შე­სუ­ლიყ­ვნენ, ან სა­ერ­თოდ, შე­სუ­ლიყ­ვნენ თუ არა?

- არა, მსგავ­სი არა­ფე­რი მსმე­ნია. მწკრი­ვად, ერ­თად მი­დი­ოდ­ნენ, რომ და­ცუ­ლად ყო­ფი­ლიყ­ვნენ. არა­ვის უხა­რია ცემა და გი­ნე­ბა, რომ ეთ­ქვათ მათ­თვის, უსაფრ­თხოდ სა­ი­დან შე­სუ­ლიყ­ვნენ, მგო­ნია, რომ უარს არ იტყოდ­ნენ.

- იქა­უ­რო­ბა რო­დის და­ტო­ვე?

- როცა დე­პუ­ტა­ტე­ბი წა­ვიდ­ნენ, პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში წა­ვე­დი. ნა­ცე­მი, და­ბეგ­ვი­ლი, ჭუ­ჭყი­ა­ნი, მრცხვე­ნო­და, მაგ­რამ ის მი­ხა­რო­და, რომ მარ­ტო მე არ ვი­ყა­ვი ასე­თი. მო­ვა­ხერ­ხე და შიგ­ნით შე­ვე­დი, ოღონდ ისე­თი დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი, მალე დავ­ტო­ვე იქა­უ­რო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ო­და. მო­ბი­ლუ­რი და­მიჯ­და, თან მა­სა­ლა მქონ­და ასატ­ვირ­თი. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მელ აქ­ცი­ა­ზე აღარ ვყო­ფილ­ვარ, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც კი არა­ვის მო­უ­ყე­ნე­ბია ჩემ­თვის, ფი­ზი­კურ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვა.

- შე­იძ­ლე­ბა გიც­ნეს, იქ­ნებ იცი­ან, რომ პრე­ზი­დენ­ტის ფო­ტო­ებს აგ­რო­ვებ­დი?

- (იღი­მე­ბა) არ ვიცი, ვერ ვნა­ხე ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც და­მარ­ტყა, არც ერთ კადრში არ ჩანს.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ეროვნული ბიბლიოთეკის წინ სექსიბიცოლაც დაალურჯეს

ეროვნული ბიბლიოთეკის წინ სექსიბიცოლაც დაალურჯეს

ამ გოგონას "ფეისბუქის" მომხმარებელი კარგად იცნობს. ნინო ჭელიძე წლების განმავლობაში უცნაური ჰობით იყო დაკავებული, პრეზიდენტის ფოტოებს აგროვებდა. "თბილისის ფორუმზე" კი ის "სექსიბიცოლას" სახელით ავრცელებს საკუთარ აზრებს. ბლოგების მოყვარულთათვის ნინო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეპორტიორია. ჩემს რესპონდენტს სამი წლის განმავლობაში აქცია არ გამოუტოვებია, რომ საკუთარი ბლოგისთვის - "მე რეპორტიორი" უახლესი ინფორმაცია მოიპოვოს. სწორედ ამ მიზნით მოხვდა ნინო ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ატეხილ დიდ აურზაურშიც.

- ნინო, როგორ მოხვდი მოვლენების ეპიცენტრში?

- პრეზიდენტის გამოსვლაზე არავის მივუწვევივარ. "ფეისბუქით" შევიტყვე, რომ ხალხი იკრიბებოდა ბიბლიოთეკასთან, ვიფიქრე ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, როგორც რეპორტიორისთვის და წავედი. 5-ის ნახევარზე მივადექი ფურცელაძის ქუჩას. ამ ქუჩიდან არ უშვებდნენ ფეხით მოსიარულეებს, გვითხრეს, წრე დაარტყითო, დავარტყით წრე ბიბლიოთეკის შენობას, ანუ ქვემოდან შემოვუარეთ და მივედით, სავარაუდოდ, კვლავ ფურცელაძის ქუჩის გაგრძელებასთან, სადაც იდგა რკინის ჯებირები. მივადექი ბიბლიოთეკის მთავარ შესასვლელს, სადაც დამაგრებული იყო ცოცხები, 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევის ამსახველი ფოტოები. გადავიღე ფოტოები ჩემი ბლოგისთვის და წავედი ქაშუეთისკენ, სადაც ვიცოდი, რომ ნაციონალები იკრიბებოდნენ. გუდიაშვილის ქუჩაზე, სადაც შსს-ს განცხადებით იყო სათადარიგო შესასვლელი, იდგა რკინის ჯებირი და დაახლოებით 5 პოლიციელი. მოვიდნენ თეა თუთბერიძე, კობა ხაბაზი და სხვა დეპუტატები. არავინ მოსულა ჩვენთან და არ უთქვამს, რომ ამ შესასვლელით უნდა ესარგებლათ დეპუტატებს. დაახლოებით 6-ის ნახევარზე მოვიდა აქციის რამდენიმე მონაწილე და პროვოკაციას აწყობდნენ, აგინებდნენ პრეზიდენტს. აქედან ნაციონალები პასუხობდნენ. იყო გაწევ-გამოწევა, მაგრამ არ ყოფილა ხელით შეხება. 6 საათს აკლდა 20 წუთი, რომ მოვიდა შავი "ბეემვეს" ჯიპი, რომელშიც იჯდა ჯაბა ჯიშკარიანი. ამის ამსახველი ვიდეოც მაქვს. სხვათა შორის, ერთადერთი აღმოვჩნდი, ვინც ეს გადაიღო. გააჩერა მანქანა, მინები ჩაუწია და ჩართო საბჭოთა კავშირის ჰიმნი. მეც თქვენიანი ვარო, თან ამბობდა. აქაც გაიმართა მცირე შელაპარაკება. ამასობაში თქვეს, რომ შენობაში შესვლის დრო იყო და ყველანი მთავარი შესასვლელისკენ დაიძრნენ. არჩილ ჯორჯაძის ქუჩით ჩავიდნენ და გამოვიდნენ ანტონ მარტყოფელის ქუჩიდან. მე უკან მივყვებოდი.

- ბარამიძე როგორ შევიდა შენობაში?

- წარმოდგენა არ მაქვს. ბარამიძე ჩვენთან ერთად არ ყოფილა. ის და დიპლომატიური კორპუსი როგორ მოხვდნენ შენობაში, არ ვიცი. უგულავაც ვერ გადავიღე, მას ჩამოვრჩი. აღმართზე რომ ადიოდნენ, მოშორებით მივყვებოდი, მესმოდა სტვენა, გინება. ანუ, წინ ჩემთვის რაღაც საინტერესო ხდებოდა. გადაღებული მაქვს, როგორ ასწიეს ხელები დეპუტატებმა მაღლა და როგორ ყვიროდნენ, პატრული, პატრულიო, მათ არავინ გამოხმაურებია. როგორც ჩანს, პოლიცია ამ დროს სხვებს აშველებდა. ბოლოს, ცემა რომ დაუწყო ხალხმა, ამათაც ჩამოსწიეს ხელები და ხურდას უბრუნებდნენ მოძალადეებს. კადრებში მყავს სერგო რატიანიც, რომელიც ჩემ წინ იყო და ყვიროდა, ქალები გავიყვანოთო. ამ დროს მეც მომხვდა, ოღონდ ვისგან არ ვიცი. ვერც კადრებში აღმოვაჩინე ვინ იყო. ამ დროს გავიგე ხმა, ესენი აქედან გავაგდოთო და მაღლიდან წამოვიდა ტალღა. ჩვენ აღმართის ბოლოში ვიდექით. ჭყლეტაში მოვყევი, დავეცი, მხოლოდ ფეხსაცმელებსღა ვხედავდი, ბედზე ვიღაცამ ამაყენა და გამომიყვანეს ჭყლეტიდან, დაჟეჟილობები და სილურჯეები მაქვს ფეხებზე, ეტყობა, რომ დავეცი, გადამიარეს.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, პოლიცია იყო იქ საკმარისი რაოდენობით და არ მოინდომეს წესრიგის დაცვა, თუ არ იყვნენ სამართალდამცველები მობილიზებულნი?

- არ იყვნენ საკმარისი რაოდენობის სამართალდამცველბი, კორიდორი მართლა რომ ყოფილიყო, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. კოლმეურნეობის მოედნამდე სდიეს ბეჟუაშვილსა და ხათუნა გოგორიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფით. გადავიღე ისიც, როცა გოგა ხაჩიძეს ზურგიდან ჩაარტყეს, შემდეგ გოგამაც დაუბრუნა ხურდა.

- კობა ხაბაზი რომ გააქტიურდა, იქ იყავი?

- არა, ხაბაზის შემთხვევას არ შევსწრებივარ. საოცარი კი ის იყო, რომ ვიღაცებს სახელებით ეძებდნენ, მაგალითად, ჩიორას და ნუგზარ წიკლაურს.

- შენ დიდხანს მიდიოდი დეპუტატებთან ერთად. თუ იყო გზადაგზა იმაზე ლაპარაკი, საიდან შესულიყვნენ, ან საერთოდ, შესულიყვნენ თუ არა?

- არა, მსგავსი არაფერი მსმენია. მწკრივად, ერთად მიდიოდნენ, რომ დაცულად ყოფილიყვნენ. არავის უხარია ცემა და გინება, რომ ეთქვათ მათთვის, უსაფრთხოდ საიდან შესულიყვნენ, მგონია, რომ უარს არ იტყოდნენ.

- იქაურობა როდის დატოვე?

- როცა დეპუტატები წავიდნენ, პრეზიდენტის რეზიდენციაში წავედი. ნაცემი, დაბეგვილი, ჭუჭყიანი, მრცხვენოდა, მაგრამ ის მიხაროდა, რომ მარტო მე არ ვიყავი ასეთი. მოვახერხე და შიგნით შევედი, ოღონდ ისეთი დაღლილი ვიყავი, მალე დავტოვე იქაურობა. ყველაფერი მტკიოდა. მობილური დამიჯდა, თან მასალა მქონდა ასატვირთი. სამი წლის განმავლობაში რომელ აქციაზე აღარ ვყოფილვარ, სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არავის მოუყენებია ჩემთვის, ფიზიკურზე რომ არაფერი ვთქვა.

- შეიძლება გიცნეს, იქნებ იციან, რომ პრეზიდენტის ფოტოებს აგროვებდი?

- (იღიმება) არ ვიცი, ვერ ვნახე ის ადამიანი, რომელმაც დამარტყა, არც ერთ კადრში არ ჩანს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"