პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - იშხანისა და ოშკის აღდგენის პროცესს ქართველი ექსპერტები დააკვირდებიან
ბიძინა ივანიშვილი - იშხანისა და ოშკის აღდგენის პროცესს ქართველი ექსპერტები დააკვირდებიან

თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე იშ­ხა­ნი­სა და ოშ­კის აღ­დგე­ნის პრო­ცესს ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ რე­ჯებ თაიფ ერ­დო­ღან­თან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი მხა­რე თურ­ქეთს და­პირ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი თურ­ქუ­ლი ძეგ­ლე­ბის აღ­წე­რას და მათ მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"ვი­სა­უბ­რეთ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე. ვი­სა­უბ­რეთ მე­ჩე­თის აშე­ნე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც, მე მგო­ნი წარ­მა­ტე­ბით გა­დავ­წყვი­ტეთ და შევ­თანხდით",-გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, თურ­ქეთ­ში იშ­ხა­ნის და ოშ­კის ძეგ­ლე­ბის აღ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის დროს ერ­დო­ღან­მა "მყი­სი­ე­რად გას­ცა პა­სუ­ხი", რომ იქ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის, ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფის დაშ­ვე­ბა და ყუ­რა­დღე­ბის მი­დევ­ნე­ბა ამ პრო­ცეს­ზე, რის­თვი­საც მან თურქ კო­ლე­გას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ჩვენ, ჩვე­ნი მხრი­დან, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ თურ­ქუ­ლი წარ­მო­შო­ბის ძეგ­ლე­ბის აღ­წე­რა გა­ვა­კე­თოთ, მათ მოვ­ლას-პატ­რო­ნო­ბას ხელი შე­ვუ­წყოთ",-დას­ძი­ნა პრე­მი­ერ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრომ" გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

ბიძინა ივანიშვილი - იშხანისა და ოშკის აღდგენის პროცესს ქართველი ექსპერტები დააკვირდებიან

ბიძინა ივანიშვილი - იშხანისა და ოშკის აღდგენის პროცესს ქართველი ექსპერტები დააკვირდებიან

თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე იშხანისა და ოშკის აღდგენის პროცესს ქართველი ექსპერტები დააკვირდებიან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ თაიფ ერდოღანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე თურქეთს დაპირდა, რომ საქართველოში არსებული თურქული ძეგლების აღწერას და მათ მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.

"ვისაუბრეთ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ვისაუბრეთ მეჩეთის აშენების პრობლემებზე, რომელიც, მე მგონი წარმატებით გადავწყვიტეთ და შევთანხდით",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, თურქეთში იშხანის და ოშკის ძეგლების აღდგენა მიმდინარეობს და ამ თემაზე საუბრის დროს ერდოღანმა "მყისიერად გასცა პასუხი", რომ იქ შეიძლება ქართველი არქიტექტორების, ქართული ჯგუფის დაშვება და ყურადღების მიდევნება ამ პროცესზე, რისთვისაც მან თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თურქული წარმოშობის ძეგლების აღწერა გავაკეთოთ, მათ მოვლას-პატრონობას ხელი შევუწყოთ",-დასძინა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის კომენტარი ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა