პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰაიდი კლუმმა ნიუ-იორკის მერი დეკოლტით მოხიბლა
ჰაიდი კლუმმა ნიუ-იორკის მერი დეკოლტით მოხიბლა

ნიუ-იორკში მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში ფონდ amfAR -ის მო­რი­გი საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­კვლა­ვე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი შიდსთან საბ­რძოლ­ვე­ლად სახ­სრე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით ვახ­შამ­ზე ში­ეკ­რიბ­ნენ. მი­ლი­ო­ნე­რებს ღრმა დე­კოლ­ტი­ან კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი სუ­პერ­მო­დე­ლის, ჰა­ი­დი კლუ­მის შემ­ხედ­ვა­რე ჯი­ბის­კენ გა­ურ­ბო­დათ ხელი.

მო­დე­ლი წვე­უ­ლე­ბა­ზე შავი, მოტ­კე­ცი­ლი კა­ბით მი­ვი­და, რო­მე­ლიც ფან­ტა­ზი­ის­თვის გა­სა­ქანს არ ტო­ვებ­და: კა­ბის დე­კოლ­ტე იმ­დე­ნად ღრმა იყო, რომ თით­ქმის ჭი­პამ­დე აღ­წევ­და. გა­საკ­ვი­რი არაა, რომ გერ­მა­ნელ ლა­მაზ­მან­თან ფო­ტოს თით­ქმის ყვე­ლა მა­მა­კა­ცი იღებ­და - მათ შო­რის ნიუ-იორ­კის მერი მა­იკლ ბლუმ­ბერ­გიც.

39 წლის ჰა­ი­დი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად პლა­ნე­ტის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად მო­დე­ლად რჩე­ბა. კლუ­მი დიდი ხა­ნია, პო­დი­უმ­ზე აღარ გა­მო­დის, მაგ­რამ კვლავ ბევ­რი ცნო­ბი­ლი ბრენ­დის "სა­ხედ" რჩე­ბა. გარ­და ამი­სა, ჰა­იდს შოუს - Next Top Model გერ­მა­ნუ­ლი ვერ­სია მიჰ­ყავს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვს: მომ­ღე­რალ სილ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ მცველს ხვდე­ბა. "იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნია, ჩვენს გვერ­დით მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, ახლა კი მისი სრუ­ლი­ად სხვა მხა­რე და­ვი­ნა­ხე",- ამ­ბობს ვარ­სკვლა­ვი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია eg.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ჰაიდი კლუმმა ნიუ-იორკის მერი დეკოლტით მოხიბლა

ჰაიდი კლუმმა ნიუ-იორკის მერი დეკოლტით მოხიბლა

ნიუ-იორკში მოდის კვირეულის ფარგლებში ფონდ amfAR -ის მორიგი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ჰოლივუდის ვარკვლავები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები შიდსთან საბრძოლველად სახსრების მოპოვების მიზნით ვახშამზე შიეკრიბნენ. მილიონერებს ღრმა დეკოლტიან კაბაში გამოწყობილი სუპერმოდელის, ჰაიდი კლუმის შემხედვარე ჯიბისკენ გაურბოდათ ხელი.

მოდელი წვეულებაზე შავი, მოტკეცილი კაბით მივიდა, რომელიც ფანტაზიისთვის გასაქანს არ ტოვებდა: კაბის დეკოლტე იმდენად ღრმა იყო, რომ თითქმის ჭიპამდე აღწევდა. გასაკვირი არაა, რომ გერმანელ ლამაზმანთან ფოტოს თითქმის ყველა მამაკაცი იღებდა - მათ შორის ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგიც.

39 წლის ჰაიდი კვლავინდებურად პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად რჩება. კლუმი დიდი ხანია, პოდიუმზე აღარ გამოდის, მაგრამ კვლავ ბევრი ცნობილი ბრენდის "სახედ" რჩება. გარდა ამისა, ჰაიდს შოუს - Next Top Model გერმანული ვერსია მიჰყავს. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად აქვს: მომღერალ სილთან განქორწინების შემდეგ, საკუთარ მცველს ხვდება. "იგი შესანიშნავი ადამიანია, ჩვენს გვერდით მთელი ამ წლების განმავლობაში იყო, ახლა კი მისი სრულიად სხვა მხარე დავინახე",- ამბობს ვარსკვლავი.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება