პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეზარ ჩოჩელის ხალხმა ვანო მერაბიშვილს სცემა
ცეზარ ჩოჩელის ხალხმა ვანო მერაბიშვილს სცემა

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ ცე­ზარ ჩო­ჩე­ლის თავ­ზე შავი ღრუ­ბე­ლი ჩა­მოწ­ვა. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით მისი ქო­ნე­ბა და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, ოჯახს სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ და­უ­ტო­ვეს. ექს-გუ­ბერ­ნა­ტო­რი იმე­დოვ­ნებს, რომ ძა­ლი­ან მალე და­ამ­ტკი­ცებს თა­ვის სი­მარ­თლეს. ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მო­უ­ვა ეს ამ­ბა­ვი. გა­მო­ძი­ე­ბას მას­თან ბევ­რი კი­თხვა აქვს. არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ჩო­ჩელ­მა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც გა­მო­ნა­ხოს სა­ერ­თო ენა. ამის გა­მოც­დი­ლე­ბა მას ნამ­დვი­ლად აქვს.

2003 წელს ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რად ახალ­გორ­ში კენ­ჭს შე­ვარ­დნა­ძის ბლო­კი­დან იყ­რი­და. მისი კონ­კუ­რენ­ტი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ვოვა გუ­ცა­ე­ვი იყო.

ამომ­რჩე­ველ­თან შეხ­ვედ­რის მიზ­ნით გუ­ცა­ე­ვი რამ­დენ­ჯერ­მე ეწ­ვია ახალ­გორს. ერთხელ მას იქ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიც გაჰ­ყვნენ. ვანო იმ დრო­ის­თვის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დე­პუ­ტა­ტი იყო. სა­ა­კაშ­ვი­ლი კი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ედგა სა­თა­ვე­ში. მათი სტუმ­რო­ბა ახალ­გორ­ში დიდი ხმა­უ­რით დას­რულ­და.

"რო­გორც კი ეს დე­ლე­გა­ცია და­ი­ნა­ხეს, გა­მო­ვარ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ყვი­რი­ლით და უცენ­ზუ­რო შე­ძა­ხი­ლე­ბით. რამ­დე­ნი­მე მათ­განს ხელ­ში მარ­გი­ლი ეკა­ვა. ისი­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლებს გა­ე­კიდ­ნენ. სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­იქ­ცა და მისი და­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ვოვა გუ­ცა­ე­ვი არ­სად გაქ­ცე­უ­ლა მაგ­რამ მის­თვის ხელი არა­ვის და­უ­კა­რე­ბია. გაქ­ცე­ვას შე­ე­ცა­და მე­რა­ბიშ­ვი­ლიც. მის­და სა­უ­ბე­დუ­როდ, სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით მარ­დი ვერ აღ­მოჩ­ნდა. და­ე­წივ­ნენ და მაგ­რად სცე­მეს, - გა­ნუ­ცხა­და "ახალ თა­ო­ბას" ამ ამ­ბის თვითმხილ­ველ­მა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ნა­ცი­ო­ნა­ლებს ქვე­ბი და მარ­გი­ლე­ბი ჩო­ჩე­ლის სა­ნა­თე­სა­ომ და­ახ­ვედ­რა. ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თა­ვად ჩო­ჩე­ლიც ღე­ბუ­ლობ­და.

ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი იმ დრო­ის­თვის ახალ­გორ­ში კარ­გი სა­ხე­ლით სარ­გებ­ლობ­და. მას ჰქონ­და ლუდ­სა­ხარ­ში "ლო­მი­სი" და ბლო­მად ხალ­ხი ჰყავ­და და­საქ­მე­ბუ­ლი. და რო­გორც ახალ­გო­რე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მან ბევრ ადა­მი­ანს გა­უ­მარ­თა ხელი.

ამ­დე­ნად არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი რომ მო­ი­გო. ამის გამო კი საკ­მა­ოდ დიდ შარ­ში გა­ეხ­ვია. 2003 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ით დას­რულ­და.

რე­ვო­ლუ­ცი­ის მი­ზე­ზად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს. შე­სა­ბა­მი­სად გა­უქ­მდა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, მაგ­რამ მხო­ლოდ სა­ნა­ხევ­როდ. მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი შე­დე­გე­ბი უც­ვლე­ლი დარ­ჩა. არა­და, ყვე­ლა ოლქი თით­ქმის შე­ვარ­დნა­ძის მა­ჟო­რი­ტა­რებს ჰქონ­დათ მო­გე­ბუ­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებ­მა საკ­მა­ოდ დიდი ფული აი­ღეს. იმ მა­ჟო­რი­ტა­რებს ფული თავ­ზე­საყ­რე­ლად ჰქონ­დათ. სა­კუ­თა­რი ტყა­ვის და მან­და­ტის გა­და­სარ­ჩე­ნად ვარ­დოს­ნებს ფული ფი­ან­და­ზად და­უ­ფი­ნეს.

რამ­დე­ნი­მე მა­ჟო­რი­ტარს უფრო ძვი­რი გა­და­სა­ხა­დი და­უ­წეს­და. მათ შო­რის იყო ცე­ზარ ჩო­ჩე­ლიც. ამ­ბო­ბენ, რომ მან ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა 3 მი­ლი­ო­ნად იყი­და, რო­გორ გგო­ნი­ათ, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ქვე­ბით და მარ­გი­ლე­ბით დახ­ვედ­რას ასე აპა­ტი­ებ­დნენ. ამ­ბო­ბენ, რომ მას წილ­შიც ჩა­უჯ­დნენ.

დე­პუ­ტა­ტად ჩო­ჩე­ლი 2008 წლის იან­ვრამ­დე იყო. დე­პუ­ტა­ტო­ბის ჟამს არ აქ­ტი­უ­რობ­და და ხალ­ხსაც ნაკ­ლე­ბად აღი­ზი­ა­ნებ­და. მერე გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ნეს. ამ­ბო­ბენ, რომ ჩო­ჩელს არ სურ­და გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბა. ჩი­ნეთ­შიც კი წა­სუ­ლა და უთ­ქვამს, ცუ­დად ვარო. მაგ­რამ მერე ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით და­ე­მუქრნენ. ასე­თი რა­მე­ე­ბი იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მოს­დი­ო­და.

გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბამ ჩო­ჩე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად შეც­ვა­ლა. ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად ბევ­რის ქო­ნე­ბა ჩა­იგ­დო ხელ­ში. დღეს მათ ერ­თობ­ლი­ვი ბიზ­ნე­სი აქვთ. ამ ბიზ­ნეს­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ფი­გუ­რი­რებს. ამ­ბო­ბენ, რომ ჩო­ჩე­ლი­დან გა­მო­ძი­ე­ბა მე­რა­ბიშ­ვილ­ზე გავა. ვანო ამ­ბობს, თუ ყო­ჩა­ღე­ბი არი­ან, დამ­კი­თხო­ნო. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი იძა­ხის, დავ­კი­თხავთ, რა პრობ­ლე­მა­აო.

ჩო­ჩელ­მა რამ­დე­ნი­მე დღე გა­ა­ტა­რა სა­პა­ტიმ­რო­ში. მა­შინ მე­რა­ბიშ­ვილ­მა თქვა, რომ ის დიდი პატ­რი­ო­ტი იყო. იმის შემ­დეგ ჩო­ჩე­ლის გვა­რი აღარ უხ­სე­ნე­ბია. სა­მა­გი­ე­როდ, სხვა ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ატე­ხეს დიდი ამ­ბა­ვი. მე­ოც­ნე­ბე­ებს თავს ლაფს ას­ხა­მენ, ადა­მი­ა­ნი ისე რო­გორ გა­ი­მე­ტეთ, სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ და­უ­ტო­ვე­თო.

მარ­თა­ლია ჩო­ჩელს ან­გა­რი­შე­ბი და­უ­ყა­და­ღეს, მაგ­რამ სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც დარ­ჩე­ბო­და. გან­საც­დელ­ში ჩა­ვარ­დნილ ადა­მი­ან­ზე ცუდი არ უნდა და­წე­რო, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

აბა, გა­ვიხ­სე­ნოთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს მისი ბრძა­ნე­ბით სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო. არ­ჩევ­ნე­ბის წინ მისი ბრძა­ნე­ბით მარ­ტო ყაზ­ბეგ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მოხ­სნეს. მცხე­თა­ში, თი­ა­ნეთ­სა და დუ­შეთ­ში კი­დევ უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო.

მძი­მე დღე­ში იყ­ვნენ ამ რე­გი­ო­ნებ­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც. "ახა­ლი თა­ო­ბა" ხში­რად წერ­და, რა დღე­ში აგ­დებ­დნენ მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს. ეს რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა იყო და ამა­ზე სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცია კი­ნა­ღამ გა­და­ი­რია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ "მე­ცხრე არ­ხი­სა" და "ინფო 9"-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც გაჩ­ნდნენ. კარ­გი დღე არც მათ და­ად­გათ.

რაკი ეს რე­გი­ო­ნი ვახ­სე­ნეთ, იმა­საც გა­გახ­სე­ნებთ, რო­გორ აი­ძუ­ლებ­დნენ აქა­უ­რებს ჩო­ჩე­ლის პრო­დუქ­ცი­ის გა­სა­ღე­ბას. ყვე­ლა მა­ღა­ზია ვალ­დე­ბუ­ლი იყო, "ბარ­ამ­ბოს" ტკბი­ლე­უ­ლი გა­ე­ყი­და. ზოგ მა­ღა­ზი­ა­ში "ბარ­ამ­ბოს" ნა­წარ­მის გარ­და არა­ფე­რი იყი­დე­ბო­და.

ეს დრო წარ­სულს ჩა­ბარ­და. შე­სა­ბა­მი­სად ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა თავი უნდა შე­ი­კა­ვონ სხვე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა­ში. და არც ასე იო­ლად უნდა გა­მო­ა­ცხა­დო ადა­მი­ა­ნი პატ­რი­ო­ტად, ისე­ვე, რო­გორც მტრად.

რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­თან ერ­თად სხვას რომ ჰქო­ნო­და ბიზ­ნე­სი და­წყე­ბუ­ლი, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ალ­ბათ გა­მუდ­მე­ბით მას­ზე ილა­პა­რა­კებ­დნენ, ჩო­ჩე­ლი კი მათ­თან ერ­თად ას­ხამ­და ლუდს. და სა­ერ­თოდ, ლუ­დის ბიზ­ნე­სი მათი ფუ­ლით და­ი­წყო. ამის­თვის მას ძმებ­მა ხა­დარ­ცე­ვებ­მა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხა გა­და­უ­ხა­დეს.

სხვა­თა შო­რის, ხა­დარ­ცე­ვე­ბის კლა­ნი თა­ვი­დან გოგი თო­ფა­ძეს­თან აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბას. იყო სა­უ­ბა­რი, რომ მათ ყაზ­ბეგ­ში ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მოს გახ­სნაც კი შეს­თა­ვა­ზეს, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­საქმდე­ბო­და. მაგ­რამ თო­ფა­ძემ არ მო­ინ­დო­მა, მის­თვის ყაზ­ბე­გი, რო­გორც ჩანს, მარ­ტო ლუ­დის სა­ხე­ლია და მეტი არა­ფე­რი.

გოგი თო­ფა­ძე სა­უბ­რის სხვა თე­მაა და მი­სით ცე­ზარ ჩო­ჩელს ნუ და­ვამ­ძი­მებთ. ისე­დაც დამ­ძი­მე­ბუ­ლია მისი საქ­მე. რო­გორც თავ­ში უკვე ვთქვით, ის თა­ვი­სი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას აპი­რებს. და რო­გორც მისი ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ ჩა­მო­შორ­დნენ.

შო­რე­ნა მარ­სა­გიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ცეზარ ჩოჩელის ხალხმა ვანო მერაბიშვილს სცემა

ცეზარ ჩოჩელის ხალხმა ვანო მერაბიშვილს სცემა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის თავზე შავი ღრუბელი ჩამოწვა. დღეის მდგომარეობით მისი ქონება დაყადაღებულია. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ოჯახს საარსებო საშუალებაც კი არ დაუტოვეს. ექს-გუბერნატორი იმედოვნებს, რომ ძალიან მალე დაამტკიცებს თავის სიმართლეს. ვნახოთ, როგორ გამოუვა ეს ამბავი. გამოძიებას მასთან ბევრი კითხვა აქვს. არც ის არის გამორიცხული, ჩოჩელმა ახალ ხელისუფლებასთანაც გამონახოს საერთო ენა. ამის გამოცდილება მას ნამდვილად აქვს.

2003 წელს ცეზარ ჩოჩელი მაჟორიტარად ახალგორში კენჭს შევარდნაძის ბლოკიდან იყრიდა. მისი კონკურენტი ნაციონალებიდან სახელგანთქმული ფეხბურთელი ვოვა გუცაევი იყო.

ამომრჩეველთან შეხვედრის მიზნით გუცაევი რამდენჯერმე ეწვია ახალგორს. ერთხელ მას იქ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილიც გაჰყვნენ. ვანო იმ დროისთვის ერთი ჩვეულებრივი დეპუტატი იყო. სააკაშვილი კი თბილისის საკრებულოს ედგა სათავეში. მათი სტუმრობა ახალგორში დიდი ხმაურით დასრულდა.

"როგორც კი ეს დელეგაცია დაინახეს, გამოვარდა რამდენიმე ადამიანი ყვირილით და უცენზურო შეძახილებით. რამდენიმე მათგანს ხელში მარგილი ეკავა. ისინი ნაციონალებს გაეკიდნენ. სააკაშვილი გაიქცა და მისი დაწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ვოვა გუცაევი არსად გაქცეულა მაგრამ მისთვის ხელი არავის დაუკარებია. გაქცევას შეეცადა მერაბიშვილიც. მისდა საუბედუროდ, სააკაშვილივით მარდი ვერ აღმოჩნდა. დაეწივნენ და მაგრად სცემეს, - განუცხადა "ახალ თაობას" ამ ამბის თვითმხილველმა.

მისი განცხადებით, ნაციონალებს ქვები და მარგილები ჩოჩელის სანათესაომ დაახვედრა. ჩხუბში მონაწილეობას თავად ჩოჩელიც ღებულობდა.

ცეზარ ჩოჩელი იმ დროისთვის ახალგორში კარგი სახელით სარგებლობდა. მას ჰქონდა ლუდსახარში "ლომისი" და ბლომად ხალხი ჰყავდა დასაქმებული. და როგორც ახალგორელები ამბობენ, მან ბევრ ადამიანს გაუმართა ხელი.

ამდენად არავის გაჰკვირვებია მაჟორიტარული არჩევნები რომ მოიგო. ამის გამო კი საკმაოდ დიდ შარში გაეხვია. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები რევოლუციით დასრულდა.

რევოლუციის მიზეზად გაყალბებული არჩევნები დაასახელეს. შესაბამისად გაუქმდა არჩევნების შედეგები, მაგრამ მხოლოდ სანახევროდ. მაჟორიტარული შედეგები უცვლელი დარჩა. არადა, ყველა ოლქი თითქმის შევარდნაძის მაჟორიტარებს ჰქონდათ მოგებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ამაში რევოლუციონერებმა საკმაოდ დიდი ფული აიღეს. იმ მაჟორიტარებს ფული თავზესაყრელად ჰქონდათ. საკუთარი ტყავის და მანდატის გადასარჩენად ვარდოსნებს ფული ფიანდაზად დაუფინეს.

რამდენიმე მაჟორიტარს უფრო ძვირი გადასახადი დაუწესდა. მათ შორის იყო ცეზარ ჩოჩელიც. ამბობენ, რომ მან ხელშეუხებლობა 3 მილიონად იყიდა, როგორ გგონიათ, ნაციონალები ქვებით და მარგილებით დახვედრას ასე აპატიებდნენ. ამბობენ, რომ მას წილშიც ჩაუჯდნენ.

დეპუტატად ჩოჩელი 2008 წლის იანვრამდე იყო. დეპუტატობის ჟამს არ აქტიურობდა და ხალხსაც ნაკლებად აღიზიანებდა. მერე გუბერნატორად დანიშნეს. ამბობენ, რომ ჩოჩელს არ სურდა გუბერნატორობა. ჩინეთშიც კი წასულა და უთქვამს, ცუდად ვარო. მაგრამ მერე ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ. ასეთი რამეები იმ ხელისუფლებას საკმაოდ კარგად გამოსდიოდა.

გუბერნატორობამ ჩოჩელი სერიოზულად შეცვალა. ვანო მერაბიშვილთან ერთად ბევრის ქონება ჩაიგდო ხელში. დღეს მათ ერთობლივი ბიზნესი აქვთ. ამ ბიზნესში მერაბიშვილი ოფიციალურად არ ფიგურირებს. ამბობენ, რომ ჩოჩელიდან გამოძიება მერაბიშვილზე გავა. ვანო ამბობს, თუ ყოჩაღები არიან, დამკითხონო. მთავარი პროკურორი იძახის, დავკითხავთ, რა პრობლემააო.

ჩოჩელმა რამდენიმე დღე გაატარა საპატიმროში. მაშინ მერაბიშვილმა თქვა, რომ ის დიდი პატრიოტი იყო. იმის შემდეგ ჩოჩელის გვარი აღარ უხსენებია. სამაგიეროდ, სხვა ნაციონალებმა ატეხეს დიდი ამბავი. მეოცნებეებს თავს ლაფს ასხამენ, ადამიანი ისე როგორ გაიმეტეთ, საარსებო საშუალებაც კი არ დაუტოვეთო.

მართალია ჩოჩელს ანგარიშები დაუყადაღეს, მაგრამ საარსებო საშუალება მაინც დარჩებოდა. განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანზე ცუდი არ უნდა დაწერო, მაგრამ რაღაცეების გახსენება აუცილებელია.

აბა, გავიხსენოთ, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს მისი ბრძანებით სამსახურებიდან განსხვავებული პოზიციების გამო. არჩევნების წინ მისი ბრძანებით მარტო ყაზბეგში რამდენიმე ათეული ადამიანი მოხსნეს. მცხეთაში, თიანეთსა და დუშეთში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო.

მძიმე დღეში იყვნენ ამ რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებიც. "ახალი თაობა" ხშირად წერდა, რა დღეში აგდებდნენ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს. ეს რეგიონში პირველი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იყო და ამაზე სამხარეო ადმინისტრაცია კინაღამ გადაირია. მოგვიანებით იქ "მეცხრე არხისა" და "ინფო 9"-ის ჟურნალისტებიც გაჩნდნენ. კარგი დღე არც მათ დაადგათ.

რაკი ეს რეგიონი ვახსენეთ, იმასაც გაგახსენებთ, როგორ აიძულებდნენ აქაურებს ჩოჩელის პროდუქციის გასაღებას. ყველა მაღაზია ვალდებული იყო, "ბარამბოს" ტკბილეული გაეყიდა. ზოგ მაღაზიაში "ბარამბოს" ნაწარმის გარდა არაფერი იყიდებოდა.

ეს დრო წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად ნაციონალებმა თავი უნდა შეიკავონ სხვების დადანაშაულებაში. და არც ასე იოლად უნდა გამოაცხადო ადამიანი პატრიოტად, ისევე, როგორც მტრად.

რუსეთის დუმის დეპუტატთან ერთად სხვას რომ ჰქონოდა ბიზნესი დაწყებული, ნაციონალები ალბათ გამუდმებით მასზე ილაპარაკებდნენ, ჩოჩელი კი მათთან ერთად ასხამდა ლუდს. და საერთოდ, ლუდის ბიზნესი მათი ფულით დაიწყო. ამისთვის მას ძმებმა ხადარცევებმა საკმაოდ სერიოზული თანხა გადაუხადეს.

სხვათა შორის, ხადარცევების კლანი თავიდან გოგი თოფაძესთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. იყო საუბარი, რომ მათ ყაზბეგში ერთობლივი საწარმოს გახსნაც კი შესთავაზეს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდებოდა. მაგრამ თოფაძემ არ მოინდომა, მისთვის ყაზბეგი, როგორც ჩანს, მარტო ლუდის სახელია და მეტი არაფერი.

გოგი თოფაძე საუბრის სხვა თემაა და მისით ცეზარ ჩოჩელს ნუ დავამძიმებთ. ისედაც დამძიმებულია მისი საქმე. როგორც თავში უკვე ვთქვით, ის თავისი სიმართლის დამტკიცებას აპირებს. და როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ძალიან გახარებულია, ნაციონალები ხელისუფლებას რომ ჩამოშორდნენ.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა