სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ანთაძე - იანვრიდან ყველა თვითმმართველი ერთეული "ლუკიოლის" მომსახურებაზე გადაიყვანეს
ია ანთაძე - იანვრიდან ყველა თვითმმართველი ერთეული "ლუკიოლის" მომსახურებაზე გადაიყვანეს

"2013 წლის იან­ვრი­დან ყვე­ლა თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლი "ლუ­კი­ო­ლის" მო­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი ია ან­თა­ძე "ფე­ის­ბუ­ქით" ავ­რცე­ლებს. ჟურ­ნა­ლის­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტენ­დე­რი ყველ­გან ამ კომ­პა­ნი­ამ მო­ი­გო.

"ახლა მომ­წე­რეს, რომ ამა წლის იან­ვრი­დან ყვე­ლა თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს "ლუ­კი­ო­ლის" მო­სა­ხუ­რე­ბა­ზე (ანუ საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბის ტენ­დე­რი ყველ­გან ამ კომ­პა­ნი­ამ მო­ი­გო, რად­გან, თურ­მე, სა­უ­კე­თე­სო ფასი წა­რად­გი­ნა).

ახლა გა­მო­დის, რომ, მა­გა­ლი­თად, ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან მან­ქა­ნა ბენ­ზი­ნის ჩა­სას­ხმე­ლად ან სამ­ტრე­დი­ა­ში უნდა ჩა­ვი­დეს, ან ფოთ­ში. რაღა იაფი გა­მო­დის? შე­წუ­ხე­ბუ­ლია ხალ­ხი", - წერს ან­თა­ძე.

ან­თა­ძის პოსტს აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

"ინ­ფორ­მა­ცია და­ზუს­ტე­ბუ­ლია, ბა­ტო­ნე­ბო. კარ­გა ხნის წინ და­დას­ტურ­და, უბ­რა­ლოდ, რა­ტომ­ღაც, იამ­დე მო­ვი­და გვი­ან. ისიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია (რაღა და­დას­ტუ­რე­ბა უნდა), რომ "ლუ­კო­ი­ლის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის ახლო ნა­თე­სა­ვია. გუ­შინ კი "ლუ­კო­ი­ლის" ერთ-ერთ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე პი­რა­დად მე მკი­თხეს, ტა­ლო­ნი მქონ­და თუ ნაღ­დი ფუ­ლით ან ბა­რა­თით ვას­ხამ­დი საწ­ვავს. როცა ჩა­ვე­ძიე, აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქო­ნი­ათ, მე­რი­ის ტა­ლო­ნე­ბით მო­სუ­ლებს არ ჩა­უს­ხან საწ­ვა­ვი. "სად­მე სხვა­გან ჩა­ას­ხან, "კა­ლონ­კე­ბის" მეტი რა არი­სო", ასე გვი­თხრე­სო, თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა. არა­ფე­რი მრჯის, მო­ვი­ტყუო", - ლაშა ბე­რუ­ლა­ვა

"ქალ­ბა­ტო­ნო ია, ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნებ ჯერ გა­და­ა­მოწ­მოთ და შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლოთ, ის, ვინც მო­გა­წო­დათ ეს ინ­ფორ­მა­ცია ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ასე­თი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია. სა­ტენ­დერო კო­მი­სია ნე­ბას რთავს ყვე­ლა შემ­სყიდ­ველს ვინც 15 კმ-ზე მე­ტი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ავტო-გა­სამ­რთ სად­გუ­რი­დან, საწ­ვა­ვი შე­სი­ყი­დოს სხვა მიმ­წო­დებ­ლი­სა­გან. ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ აქ: http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=10&info_id=1089

სხვა­თა­შო­რის მარ­ტო "ლუ­კო­ილს" არ გა­უ­მარ­ჯვია, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იხი­ლეთ აქ: http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=50", - თენ­გო ნა­სა­რი­ძე

"დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ როცა ტენ­დერ­ში "ლუ­კო­ი­ლი" იძ­ლე­ვა 1.90 თეთ­რად საწ­ვავს და "გალ­ფი" და "ვი­სო­ლი" 2 ლა­რად, ვინ მო­ი­გებ­და ტენ­დერს თქვე­ნი აზ­რით?", - ნი­კო­ლოზ რა­ფა­ვა

"კი­დევ უფრო გა­ი­აფ­დე­ბა. პა­ტა­რა კომ­პა­ნი­ებ­მაც და­ი­წყეს საწ­ვა­ვის შე­მო­ტა­ნაო. კონ­კუ­რენ­ცია იქ­ნე­ბა და ხა­რის­ხიც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რიც იქ­მნე­ბა და ყელს ვე­რა­ვის გა­მოჭ­რი­ან მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბიც თუ შე­მო­ვა საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზე!", - ქე­თე­ვან გუ­რა­საშ­ვი­ლი

"მო­ნო­პო­ლი­ებს ვერ მი­ვი­ღებთ. გა­მოჩ­ნდა არაბ­რენ­დი­რე­ბუ­ლი სად­გუ­რე­ბი და ალ­ბათ, ბევ­რი და­ე­მა­ტე­ბა კი­დევ. პუ­რის ფას­მა რა­ტომ და­ი­წია ასე და­იწ­ვეს საწ­ვა­ვის ფა­სიც", - ქე­თე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი

ია ანთაძე - იანვრიდან ყველა თვითმმართველი ერთეული "ლუკიოლის" მომსახურებაზე გადაიყვანეს

ია ანთაძე - იანვრიდან ყველა თვითმმართველი ერთეული "ლუკიოლის" მომსახურებაზე გადაიყვანეს

"2013 წლის იანვრიდან ყველა თვითმმართველი ერთეული "ლუკიოლის" მოსახურებაზე გადაიყვანეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ია ანთაძე "ფეისბუქით" ავრცელებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, ტენდერი ყველგან ამ კომპანიამ მოიგო.

"ახლა მომწერეს, რომ ამა წლის იანვრიდან ყველა თვითმმართველი ერთეული გადაიყვანეს "ლუკიოლის" მოსახურებაზე (ანუ საწვავის მიწოდების ტენდერი ყველგან ამ კომპანიამ მოიგო, რადგან, თურმე, საუკეთესო ფასი წარადგინა).

ახლა გამოდის, რომ, მაგალითად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან მანქანა ბენზინის ჩასასხმელად ან სამტრედიაში უნდა ჩავიდეს, ან ფოთში. რაღა იაფი გამოდის? შეწუხებულია ხალხი", - წერს ანთაძე.

ანთაძის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

"ინფორმაცია დაზუსტებულია, ბატონებო. კარგა ხნის წინ დადასტურდა, უბრალოდ, რატომღაც, იამდე მოვიდა გვიან. ისიც დადასტურებულია (რაღა დადასტურება უნდა), რომ "ლუკოილის" დირექტორის მოადგილე მანანა კობახიძის ახლო ნათესავია. გუშინ კი "ლუკოილის" ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე პირადად მე მკითხეს, ტალონი მქონდა თუ ნაღდი ფულით ან ბარათით ვასხამდი საწვავს. როცა ჩავეძიე, აღმოჩნდა, რომ დავალებული ჰქონიათ, მერიის ტალონებით მოსულებს არ ჩაუსხან საწვავი. "სადმე სხვაგან ჩაასხან, "კალონკების" მეტი რა არისო", ასე გვითხრესო, თანამშრომელმა მითხრა. არაფერი მრჯის, მოვიტყუო", - ლაშა ბერულავა

"ქალბატონო ია, ინფორმაცია იქნებ ჯერ გადაამოწმოთ და შემდეგ გაავრცელოთ, ის, ვინც მოგაწოდათ ეს ინფორმაცია ან დაინტერესებულია ასეთი დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებაში ან არაკომპეტენტურია. სატენდერო კომისია ნებას რთავს ყველა შემსყიდველს ვინც 15 კმ-ზე მეტითაა დაშორებული გამარჯვებული კომპანიის ავტო-გასამრთ სადგურიდან, საწვავი შესიყიდოს სხვა მიმწოდებლისაგან. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=10&info_id=1089

სხვათაშორის მარტო "ლუკოილს" არ გაუმარჯვია, ჩამონათვალი იხილეთ აქ: http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=50", - თენგო ნასარიძე

"დიდი ბოდიში, მაგრამ როცა ტენდერში "ლუკოილი" იძლევა 1.90 თეთრად საწვავს და "გალფი" და "ვისოლი" 2 ლარად, ვინ მოიგებდა ტენდერს თქვენი აზრით?", - ნიკოლოზ რაფავა

"კიდევ უფრო გაიაფდება. პატარა კომპანიებმაც დაიწყეს საწვავის შემოტანაო. კონკურენცია იქნება და ხარისხიც გაუმჯობესდება. ანტიმონოპოლიური სამსახურიც იქმნება და ყელს ვერავის გამოჭრიან მსხვილი კომპანიები, სხვა მოთამაშეებიც თუ შემოვა საწვავის ბაზარზე!", - ქეთევან გურასაშვილი

"მონოპოლიებს ვერ მივიღებთ. გამოჩნდა არაბრენდირებული სადგურები და ალბათ, ბევრი დაემატება კიდევ. პურის ფასმა რატომ დაიწია ასე დაიწვეს საწვავის ფასიც", - ქეთევან  ხაბეიშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს