პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რატომ წაშალა "ცხელი ძაღლის" 12 სერია
ვინ და რატომ წაშალა "ცხელი ძაღლის" 12 სერია

კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ზაზა ურ­უ­შაძე, ავ­ტო­რი ფილ­მე­ბი­სა - "სამი სახ­ლი", "ბოლო გა­სე­ირ­ნე­ბა", "დარ­ჩი ჩემ­თან" და ა.შ. მალე კი­დევ ერთ ფილ­მს, "მან­და­რი­ნებს" წა­რუდ­გენს კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებს. მან რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ი­ღო დე­ტექ­ტი­უ­რი სე­რი­ა­ლის "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნის 12 სე­რია, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. რა გახ­და ამის მი­ზე­ზი, ბა­ტო­ნი ზაზა ურუ­შა­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ვი­ტყობთ. პირ­ველ რიგ­ში კი და­ვინ­ტე­რეს­დით მი­სი ახა­ლი ფილ­მით, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მონ­ტა­ჟის პრო­ცეს­შია.

- "მან­და­რი­ნე­ბის" გა­და­ღე­ბა ახ­ლა­ხან და­ვას­რუ­ლეთ. ამ პრო­ექ­ტმა არა­ერთ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა და სა­თა­ნა­დო და­ფი­ნან­სე­ბაც მი­ვი­ღეთ ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, ეს­ტო­ნე­თის კი­ნო­ფონ­დის, კი­ნო­ცენ­ტრის და ამ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­გან. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ­მა პრო­ექ­ტმა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ ფონდ "ევ­რი­მა­ჟის" კონ­კურ­სზე. ასე რომ, გა­და­ვი­ღეთ პირ­ვე­ლი ქარ­თულ-ეს­ტო­ნუ­რი ფილ­მი, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც ეს­ტო­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

- რო­მე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ ფილმში?

- ქარ­თვე­ლე­ბი­დან - გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე და მიშა მეს­ხი. აგ­რეთ­ვე თა­მა­შობს ეს­ტო­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი ლემ­ბიტ ულფ­სა­კი. გა­და­ღე­ბე­ბი გუ­რი­ა­ში, სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც გრან­დი­ო­ზუ­ლი დე­კო­რა­ცია გა­ვა­კე­თეთ. უფრო სწო­რად, ახა­ლი სო­ფე­ლი ავა­შე­ნეთ, ავა­გეთ სახ­ლე­ბი და გა­ვიყ­ვა­ნეთ გზე­ბი. ფილ­მი აფხა­ზე­თის ომ­ზეა, მაგ­რამ არ ჩანს საბ­რძო­ლო ბა­ტა­ლი­ე­ბი. მოქ­მე­დე­ბაც აფხა­ზეთ­ში ვი­თარ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აფხა­ზეთ­ში ეს­ტო­ნუ­რი სოფ­ლე­ბი იყო. ისი­ნი იქ 150 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ. ომი რომ და­ი­წყო, კარ-მი­და­მო და­ტო­ვეს და თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას მი­ა­შუ­რეს. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კაცი დარ­ჩა. ფილმში ნაჩ­ვე­ნე­ბია, რო­გორ შე­ი­ფა­რებს ეს­ტო­ნე­ლი კაცი ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ ორ ადა­მი­ანს. ჩე­ჩენ "ბო­ე­ვიკს" და ომში მო­ხა­ლი­სედ წა­სულ ქარ­თველ ბიჭს, რომ­ლებ­მაც ერ­თმა­ნე­თი დაჭ­რეს.

- მალე და­ი­წყე­ბა სე­რი­ალ "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე­ო­თხე სე­ზო­ნი. არა­და, რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ფილ­მის 12-ვე სე­რი­ის გა­ნად­გუ­რე­ბას შე­ე­ცა­და. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ მისი გა­დარ­ჩე­ნა?

- არ ვიცი, გულ­მა მიგ­რძნო თუ რა მოხ­და, მაგ­რამ ამ სე­რი­ე­ბის ერთი ეგ­ზემპლა­რი შინ წა­ვი­ღე... "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზონ­ზე მუ­შა­ო­ბა 2007 წელს და­ვას­რუ­ლე. უკვე ეთერ­ში უნდა გაგ­ვეშ­ვა, რომ იმა­ვე წლის 7 ნო­ემ­ბერს სპეც­რაზ­მი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შე­მო­ვარ­და და და­არ­ბია. მას შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკონ­ტრო­ლებ­და ამ ტე­ლე­ვი­ზი­ას და ეს სე­რი­ა­ლი ეთერ­ში არ გა­უშ­ვეს.

- რა­ტომ?

- ფილ­მი დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რი­საა. მას ფო­ნად გას­დევს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია და სწო­რედ ამის გამო დაბ­ლო­კეს.

- ბა­ტო­ნო ზაზა, ვისი და­ვა­ლე­ბით და­იბ­ლო­კა "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნის სე­რი­ე­ბი?

- სის­ტე­მამ დაბ­ლო­კა. მე-4 სე­ზონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ქა­ლია. მის როლს მსა­ხი­ო­ბი ნინო ბურ­დუ­ლი თა­მა­შობს. ფილმში მას­ზეც ამ­ბო­ბენ, რომ გა­ზით გა­ი­გუ­და, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან ჰგავს ბა­ტო­ნი ჟვა­ნი­ას და­ღუპ­ვის ამ­ბავს. სე­რი­ალ­ში პრე­ზი­დენ­ტიც ფი­გუ­რი­რებს, თუმ­ცა ეკ­რან­ზე არ ჩანს. არ გე­გო­ნოთ, რომ ვინ­მეს პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა შე­ვას­რუ­ლე. უბ­რა­ლოდ, ეს ამ­ბა­ვი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს და ამი­ტო­მაც ვაქ­ციე მე­ო­თხე სე­ზო­ნის მთა­ვარ თე­მად.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამას რა რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბო­და, ამა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, 75-სა­ა­თი­ან ფირს თუ წაშ­ლიდ­ნენ! კი­დევ კარ­გი, შინ მქონ­და ერთი ეგ­ზემპლა­რი, თო­რემ ეს წვა­ლე­ბა წყალ­ში ჩაგ­ვეყ­რე­ბო­და... ახლა კი, რო­დე­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბელს გა­და­ე­ცა, "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე­ო­თხე სე­ზო­ნი მათ და­ვუბ­რუ­ნე და ძა­ლი­ან მალე გა­უშ­ვე­ბენ ეთერ­ში. ასე რომ, ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დიდი სამ­სა­ხუ­რი გაგ­ვი­წია. მათ­თვის უა­რე­სი არ მოხ­და?! ამით ხომ უდი­დე­სი რეკ­ლა­მა გაგ­ვი­კე­თეს. გა­ეშ­ვათ თა­ვის დრო­ზე, ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი იყო.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­ნო­ში, თე­ატრსა თუ ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გში თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვას ებ­რძო­და, რა­ზეც ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დათ, ადუ­მებ­დნენ, ტა­ბუს ადებ­დნენ. სა­მა­გი­ე­როდ, ცდი­ლობ­დნენ, თვი­თონ შექ­მნათ თა­ვი­ან­თი კინო. ფილმ "აგ­ვის­ტოს ხუთ დღეს" ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი და­ა­ხარ­ჯეს და 5 დო­ლა­რი ძლივს ამო­ი­ღეს. პრო­პა­გან­დის­თვის ფილ­მის გა­და­ღე­ბა ლე­ნი­ნუ­რი, საბ­ჭო­უ­რი ამ­ბა­ვია. ხომ გახ­სოვთ, ლე­ნინ­მა რაც თქვა: კინო იდე­ო­ლო­გი­ა­აო. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სა და "აგ­ვის­ტოს 5 დღის" მა­გა­ლით­ზე ჩანს, რომ ფილ­მე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი არა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა უნდა გა­და­ი­ღონ.

- თქვენ რო­გორ გა­და­ი­ღებ­დით "აგ­ვის­ტოს 5 დღეს"?

- სა­ერ­თოდ არ გა­და­ვი­ღებ­დი, რად­გან სცე­ნა­რი არ მომ­წონს.

- ნაც­მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ასე­ვე მო­დუ­რი იყო ჰო­ლი­ვუ­დე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა, არა ფილმში სა­თა­მა­შოდ, არა­მედ პრე­მი­ე­რა­ზე და­სას­წრე­ბად....

- შე­რონ სტო­უ­ნის "5 აგ­ვის­ტოს" პრე­მი­ე­რა­ზე ჩა­მოყ­ვა­ნაც ხომ მათ ფა­სა­დურ აზ­როვ­ნე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს?! ჩა­მო­იყ­ვა­ნეს შე­რონ სტო­უ­ნი, გა­და­ი­ხა­დეს მი­ლი­ო­ნე­ბი... არ სჯობ­და, ეს ფული კი­ნო­ში ჩა­ე­დოთ? ან რა მო­ი­ტა­ნა შე­რონ სტო­უ­ნის ჩა­მოს­ვლამ აფხა­ზე­თი დაგ­ვიბ­რუ­ნა, თუ ფილ­მი გა­ი­ყი­და?

- დღეს რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქარ­თულ კი­ნო­ში და რა არის პირ­ველ რიგ­ში გა­სა­კე­თე­ბე­ლი?

- ქარ­თუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ ტა­ტიშ­ვილ­მა "ევ­რი­მა­ჟი­ში" გა­წევ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, რაც დიდი მიღ­წე­ვაა. თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა - წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 4 მი­ლი­ო­ნი ლარი, ქარ­თუ­ლი კი­ნოს­თვის ძა­ლი­ან მწი­რია. ბო­ლოს და ბო­ლოს, ქარ­თუ­ლი კინო სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნი­საა, ეს ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა და ამი­ტო­მაც მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს. ვიცი, რომ ახალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უყ­ვარს კინო, კულ­ტუ­რა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ სფე­როს მი­ხე­დავს. ვერა და ვერ მი­ი­ღო ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ კა­ნო­ნი სპონ­სო­რო­ბის შე­სა­ხებ. თუ კულ­ტუ­რას აფი­ნან­სებს სპონ­სო­რი, მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი უნდა ჰქონ­დეს. ყვე­ლა ბიზ­ნეს­მენს მე­ცე­ნა­ტო­ბას ვერ მოს­თხოვ. აი, ეს კა­ნო­ნია მი­სა­ღე­ბი და და­ფი­ნან­სე­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს, სულ ცოტა, ხუთ­ჯერ მა­ინც. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, ვის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე, ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

ნელი
3

„ცხელი ძაღლის“ მე - 4 ე სეზონის დაბლოკვა აღრმავებს ეჭვს, რომზურაბჟვანია მოკლეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ვინ და რატომ წაშალა "ცხელი ძაღლის" 12 სერია

ვინ და რატომ წაშალა "ცხელი ძაღლის" 12 სერია

კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე, ავტორი ფილმებისა - "სამი სახლი", "ბოლო გასეირნება", "დარჩი ჩემთან" და ა.შ. მალე კიდევ ერთ ფილმს, "მანდარინებს" წარუდგენს კინომოყვარულებს. მან რამდენიმე წლის წინ გადაიღო დეტექტიური სერიალის "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონის 12 სერია, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ საზოგადოებას მისი ნახვის საშუალება არ მისცა. რა გახდა ამის მიზეზი, ბატონი ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან შევიტყობთ. პირველ რიგში კი დავინტერესდით მისი ახალი ფილმით, რომელიც ამჟამად მონტაჟის პროცესშია.

- "მანდარინების" გადაღება ახლახან დავასრულეთ. ამ პროექტმა არაერთ კონკურსში გაიმარჯვა და სათანადო დაფინანსებაც მივიღეთ ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ესტონეთის კინოფონდის, კინოცენტრის და ამ ქვეყნის კულტურის სამინისტროსგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა პროექტმა პირველი ადგილი დაიკავა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ფონდ "ევრიმაჟის" კონკურსზე. ასე რომ, გადავიღეთ პირველი ქართულ-ესტონური ფილმი, რომლის პრემიერაც ესტონეთსა და საქართველოში სექტემბერში გაიმართება.

- რომელი მსახიობები თამაშობენ ფილმში?

- ქართველებიდან - გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხი. აგრეთვე თამაშობს ესტონელი მსახიობი ლემბიტ ულფსაკი. გადაღებები გურიაში, სოფელ ნატანებში მიმდინარეობდა, სადაც გრანდიოზული დეკორაცია გავაკეთეთ. უფრო სწორად, ახალი სოფელი ავაშენეთ, ავაგეთ სახლები და გავიყვანეთ გზები. ფილმი აფხაზეთის ომზეა, მაგრამ არ ჩანს საბრძოლო ბატალიები. მოქმედებაც აფხაზეთში ვითარდება. მოგეხსენებათ, აფხაზეთში ესტონური სოფლები იყო. ისინი იქ 150 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ომი რომ დაიწყო, კარ-მიდამო დატოვეს და თავიანთ ქვეყანას მიაშურეს. მხოლოდ რამდენიმე კაცი დარჩა. ფილმში ნაჩვენებია, როგორ შეიფარებს ესტონელი კაცი ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ადამიანს. ჩეჩენ "ბოევიკს" და ომში მოხალისედ წასულ ქართველ ბიჭს, რომლებმაც ერთმანეთი დაჭრეს.

- მალე დაიწყება სერიალ "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი. არადა, როგორც შევიტყვეთ, წინა ხელისუფლება ამ ფილმის 12-ვე სერიის განადგურებას შეეცადა. როგორ მოახერხეთ მისი გადარჩენა?

- არ ვიცი, გულმა მიგრძნო თუ რა მოხდა, მაგრამ ამ სერიების ერთი ეგზემპლარი შინ წავიღე... "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონზე მუშაობა 2007 წელს დავასრულე. უკვე ეთერში უნდა გაგვეშვა, რომ იმავე წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შემოვარდა და დაარბია. მას შემდეგ ხელისუფლება აკონტროლებდა ამ ტელევიზიას და ეს სერიალი ეთერში არ გაუშვეს.

- რატომ?

- ფილმი დეტექტიური ჟანრისაა. მას ფონად გასდევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის არაოფიციალური ვერსია და სწორედ ამის გამო დაბლოკეს.

- ბატონო ზაზა, ვისი დავალებით დაიბლოკა "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონის სერიები?

- სისტემამ დაბლოკა. მე-4 სეზონში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალია. მის როლს მსახიობი ნინო ბურდული თამაშობს. ფილმში მასზეც ამბობენ, რომ გაზით გაიგუდა, რაც ასევე ძალიან ჰგავს ბატონი ჟვანიას დაღუპვის ამბავს. სერიალში პრეზიდენტიც ფიგურირებს, თუმცა ეკრანზე არ ჩანს. არ გეგონოთ, რომ ვინმეს პოლიტიკური დაკვეთა შევასრულე. უბრალოდ, ეს ამბავი ქართველ საზოგადოებას აინტერესებს და ამიტომაც ვაქციე მეოთხე სეზონის მთავარ თემად.

- ხელისუფლების მხრიდან ამას რა რეაქცია მოჰყვებოდა, ამაზე არ გიფიქრიათ?

- რას წარმოვიდგენდი, 75-საათიან ფირს თუ წაშლიდნენ! კიდევ კარგი, შინ მქონდა ერთი ეგზემპლარი, თორემ ეს წვალება წყალში ჩაგვეყრებოდა... ახლა კი, როდესაც ტელეკომპანია "იმედი" კანონიერ მფლობელს გადაეცა, "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი მათ დავუბრუნე და ძალიან მალე გაუშვებენ ეთერში. ასე რომ, ყოფილმა ხელისუფლებამ დიდი სამსახური გაგვიწია. მათთვის უარესი არ მოხდა?! ამით ხომ უდიდესი რეკლამა გაგვიკეთეს. გაეშვათ თავის დროზე, ეს ხომ ჩვეულებრივი მხატვრული ფილმი იყო.

სააკაშვილის ხელისუფლება კინოში, თეატრსა თუ ხელოვნების სხვა დარგში თავისუფალ სიტყვას ებრძოდა, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, ადუმებდნენ, ტაბუს ადებდნენ. სამაგიეროდ, ცდილობდნენ, თვითონ შექმნათ თავიანთი კინო. ფილმ "აგვისტოს ხუთ დღეს" ათეულობით მილიონი დაახარჯეს და 5 დოლარი ძლივს ამოიღეს. პროპაგანდისთვის ფილმის გადაღება ლენინური, საბჭოური ამბავია. ხომ გახსოვთ, ლენინმა რაც თქვა: კინო იდეოლოგიააო. ნაციონალებისა და "აგვისტოს 5 დღის" მაგალითზე ჩანს, რომ ფილმები ხელისუფლებამ კი არა, პროფესიონალებმა უნდა გადაიღონ.

- თქვენ როგორ გადაიღებდით "აგვისტოს 5 დღეს"?

- საერთოდ არ გადავიღებდი, რადგან სცენარი არ მომწონს.

- ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ასევე მოდური იყო ჰოლივუდელი ვარსკვლავების ჩამოყვანა, არა ფილმში სათამაშოდ, არამედ პრემიერაზე დასასწრებად....

- შერონ სტოუნის "5 აგვისტოს" პრემიერაზე ჩამოყვანაც ხომ მათ ფასადურ აზროვნებაზე მეტყველებს?! ჩამოიყვანეს შერონ სტოუნი, გადაიხადეს მილიონები... არ სჯობდა, ეს ფული კინოში ჩაედოთ? ან რა მოიტანა შერონ სტოუნის ჩამოსვლამ აფხაზეთი დაგვიბრუნა, თუ ფილმი გაიყიდა?

- დღეს რა მდგომარეობაა ქართულ კინოში და რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი?

- ქართული კინოცენტრის დირექტორმა თამარ ტატიშვილმა "ევრიმაჟიში" გაწევრება მოახერხა, რაც დიდი მიღწევაა. თუმცა სახელმწიფო დაფინანსება - წელიწადში მხოლოდ 4 მილიონი ლარი, ქართული კინოსთვის ძალიან მწირია. ბოლოს და ბოლოს, ქართული კინო საუკუნეზე მეტი ხნისაა, ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა და ამიტომაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ვიცი, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს უყვარს კინო, კულტურა და დარწმუნებული ვარ, ამ სფეროს მიხედავს. ვერა და ვერ მიიღო ქართულმა სახელმწიფომ კანონი სპონსორობის შესახებ. თუ კულტურას აფინანსებს სპონსორი, მას ხელისუფლების მხრიდან სერიოზული შეღავათები უნდა ჰქონდეს. ყველა ბიზნესმენს მეცენატობას ვერ მოსთხოვ. აი, ეს კანონია მისაღები და დაფინანსება უნდა გაიზარდოს, სულ ცოტა, ხუთჯერ მაინც. ამ შემთხვევაში გამოჩნდება, ვის რა შესაძლებლობები აქვს.

ნინო მაისურაძე, ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

კონსტანტინე გამსახურდია - ცოტნეს მდგომარეობა მძიმეა

აეროპორტის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა

პროფესია მეხანძრე - საქართველო პოლონეთის გამოცდილებას იზიარებს