პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერლინალეს" ფარგლებში ორ ქართულ ფილმს აჩვენებენ
"ბერლინალეს" ფარგლებში ორ ქართულ ფილმს აჩვენებენ

სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ "ბერ­ლი­ნა­ლე­ზე" ორი ქარ­თუ­ლი ფილ­მი იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ნი­ნია ახვლე­დი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, 63-ე "ბერ­ლი­ნა­ლე" ხვალ იხ­სნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მას ორი სექ­ცი­ით მას­პინ­ძლობს.

რე­ჟი­სორ ზაზა რუ­სა­ძის მხატ­ვრუ­ლი დე­ბი­უ­ტი "ჩემი საბ­ნის ნა­კე­ცი" ოფი­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­ში "პა­ნო­რა­მა" მო­ნა­წი­ლე­ობს და 7 თე­ბერ­ვალს ეს სექ­ცია სწო­რედ ქარ­თუ­ლი ნა­მუ­შევ­რით გა­იხ­სნე­ბა.

ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლის და სი­მონ გრო­სის "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი" კი "ფო­რუ­მის" ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი.

- რო­გორ შე­ირ­ჩა ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი "ბერ­ლი­ნა­ლეს­თვის"?

- ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის ორი­ვე სა­დე­ბი­უ­ტო ნა­მუ­შე­ვა­რი ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით არის შექ­მნი­ლი. ფილ­მე­ბის შერ­ჩე­ვა 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, "ბერ­ლი­ნა­ლეს" დე­ლე­გა­ცი­ის თბი­ლის­ში, წი­ნა­სა­ფეს­ტი­ვა­ლო ვი­ზი­ტის დროს მოხ­და.

- რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის შე­სა­ხებ?

- "ჩემი საბ­ნის ნა­კე­ცი" ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის 2011 წლის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. ფილ­მის მოქ­მე­დე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში, პა­ტა­რა ქარ­თულ ქა­ლაქ­ში ვი­თარ­დე­ბა. უცხო­ეთ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დი­მიტ­რი სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბა და სა­სა­მარ­თლო­ში იწყებს მუ­შა­ო­ბას. სამ­სა­ხუ­რის ერ­თფე­რო­ვან დღე­ებს მისი გა­ტა­ცე­ბა, კლდე­ზე ცოც­ვა, ცვლის. მის წინ ბუ­ნე­ბის ულა­მა­ზე­სი ხედი იშ­ლე­ბა და დი­მიტ­რი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის კლა­უსტრო­ფო­ბი­ის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცდი­ლობს. ასე­თია ფილ­მის მოკ­ლე სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რის ნა­მუ­შე­ვა­რი მა­ყუ­რე­ბელს უჩ­ვე­უ­ლო კი­ნო­თხრო­ბას და ბევრ და­მა­ინ­ტრი­გე­ბელ სურპრიზს სთა­ვა­ზობს.

ფილმში თორ­ნი­კე ბზი­ა­ვა, თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე, ავ­თან­დილ მა­ხა­რა­ძე, ზურა ყიფ­ში­ძე, ლუდ­მი­ლა მღებ­რიშ­ვი­ლი-არ­ტი­ო­მო­ვა, მა­რი­ნა ჯა­ნა­შია, მაკა მა­ხა­რა­ძე, და­რე­ჯან ხარ­ში­ლა­ძე, შოთა ქრის­ტე­საშ­ვი­ლი, აკა­კი ხი­და­შე­ლი და გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლის და სი­მონ გრო­სის ფილ­მი "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი" ქარ­თულ-გერ­მა­ნულ-ფრან­გუ­ლი კოპ­რო­დუქ­ცი­აა.

ფილ­მს სუბ­სი­დი­რე­ბა გა­უ­წია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა კი­ნო­ცენ­ტრმა. ფილ­მის კოპ­რო­დი­უ­სე­რე­ბი არი­ან გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის ტე­ლე­არ­ხე­ბი ZDF და ARTE; ასე­ვე ფილ­მი და­ა­ფი­ნან­სეს გერ­მა­ნი­ის და საფ­რან­გე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ფონ­დებ­მა.

ფილ­მის ოპე­რა­ტო­რია ცნო­ბი­ლი რუ­მი­ნე­ლი ოპე­რა­ტო­რი ოლეგ მუტუ, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რებს სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. ესე­ნია "ბორ­ცვებს მიღ­მა" (რეჟ.კრის­ტი­ან მუნ­ჯიუ (2012წ); "ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა" (რეჟ. სერ­გეი ლოზ­ნი­ცა (2010წ) და სხვა.

ფილ­მის მოქ­მე­დე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თარ­დე­ბა და ფილ­მის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ორი თო­თხმე­ტი წლის გო­გო­ნა - ეკა და ნა­თია არი­ან. მათი ცხოვ­რე­ბა სახ­ლს, სკო­ლას, ქუ­ჩას და პუ­რის რიგს არ სცდე­ბა. ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ, კლა­სე­ლე­ბი და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი არი­ან და თი­თო­ე­უ­ლის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბაც თა­ვი­სე­ბუ­რად სირ­თუ­ლე­ე­ბი­თაა სავ­სე.

თუმ­ცა იმ დროს, როცა უფ­რო­სი თა­ო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, გო­გო­ნებს თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა აქვთ. ისი­ნი იმ დრო­ინ­დე­ლი ყო­ფის ფონ­ზე, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­დარ­ჩე­ნის უხე­ში კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს, ცდი­ლო­ბენ იმა­ში გა­ერ­კვე­ნენ, რა პრინ­ცი­პით და კა­ნო­ნით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ურ­თი­ერ­თო­ბა ორ სა­პი­რის­პი­რო სქესს შო­რის. მათ, პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში, ისეთ სა­კი­თხებ­თან უწევთ შე­ხე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა მე­გობ­რო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, შუ­რის­ძი­ე­ბა. მთა­ვარ რო­ლებს ლიკა ბაბ­ლუ­ა­ნი და მა­რი­ამ ბო­კე­რია ას­რუ­ლე­ბენ.

- იმე­დია, ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს "ბერ­ლი­ნა­ლე­ზე".

- წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვოთ ფილ­მებ­საც და მათ შემ­ქმნე­ლებ­საც.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

"ბერლინალეს" ფარგლებში ორ ქართულ ფილმს აჩვენებენ

"ბერლინალეს" ფარგლებში ორ ქართულ ფილმს აჩვენებენ

საერთაშორისო კინოფესტივალ "ბერლინალეზე" ორი ქართული ფილმი იქნება წარდგენილი.

როგორც "ამბები.გე"-ს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელმა, ნინია ახვლედიანმა განუცხადა, 63-ე "ბერლინალე" ხვალ იხსნება და საქართველოს მას ორი სექციით მასპინძლობს.

რეჟისორ ზაზა რუსაძის მხატვრული დებიუტი "ჩემი საბნის ნაკეცი" ოფიციალურ პროგრამაში "პანორამა" მონაწილეობს და 7 თებერვალს ეს სექცია სწორედ ქართული ნამუშევრით გაიხსნება.

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის "გრძელი ნათელი დღეები" კი "ფორუმის" ფარგლებში იქნება ნაჩვენები.

- როგორ შეირჩა ქართული ფილმები "ბერლინალესთვის"?

- ქართველი რეჟისორების ორივე სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი. ფილმების შერჩევა 2012 წლის ოქტომბერში, "ბერლინალეს" დელეგაციის თბილისში, წინასაფესტივალო ვიზიტის დროს მოხდა.

- რისი თქმა შეგიძლიათ ქართული ფილმების შესახებ?

- "ჩემი საბნის ნაკეცი" ეროვნული კინოცენტრის 2011 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმის მოქმედება ახლო მომავალში, პატარა ქართულ ქალაქში ვითარდება. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ, დიმიტრი სამშობლოში ბრუნდება და სასამართლოში იწყებს მუშაობას. სამსახურის ერთფეროვან დღეებს მისი გატაცება, კლდეზე ცოცვა, ცვლის. მის წინ ბუნების ულამაზესი ხედი იშლება და დიმიტრი მშობლიური ქალაქის კლაუსტროფობიისგან განთავისუფლებას ცდილობს. ასეთია ფილმის მოკლე სიუჟეტური ხაზი, თუმცა ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი მაყურებელს უჩვეულო კინოთხრობას და ბევრ დამაინტრიგებელ სურპრიზს სთავაზობს.

ფილმში თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი, გიორგი ნაკაშიძე, ავთანდილ მახარაძე, ზურა ყიფშიძე, ლუდმილა მღებრიშვილი-არტიომოვა, მარინა ჯანაშია, მაკა მახარაძე, დარეჯან ხარშილაძე, შოთა ქრისტესაშვილი, აკაკი ხიდაშელი და გიორგი გიორგანაშვილი მონაწილეობენ.

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი "გრძელი ნათელი დღეები" ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა.

ფილმს სუბსიდირება გაუწია საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა. ფილმის კოპროდიუსერები არიან გერმანიისა და საფრანგეთის ტელეარხები ZDF და ARTE; ასევე ფილმი დააფინანსეს გერმანიის და საფრანგეთის კულტურის სამინისტროების სახელმწიფო ფონდებმა.

ფილმის ოპერატორია ცნობილი რუმინელი ოპერატორი ოლეგ მუტუ, რომლის ნამუშევრებს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვება აქვს მოპოვებული. ესენია "ბორცვებს მიღმა" (რეჟ.კრისტიან მუნჯიუ (2012წ); "ჩემი ბედნიერება" (რეჟ. სერგეი ლოზნიცა (2010წ) და სხვა.

ფილმის მოქმედება გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება და ფილმის მთავარი პერსონაჟები ორი თოთხმეტი წლის გოგონა - ეკა და ნათია არიან. მათი ცხოვრება სახლს, სკოლას, ქუჩას და პურის რიგს არ სცდება. ისინი ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, კლასელები და საუკეთესო მეგობრები არიან და თითოეულის ოჯახური ცხოვრებაც თავისებურად სირთულეებითაა სავსე.

თუმცა იმ დროს, როცა უფროსი თაობა ყოველდღიური პრობლემებით არის დაკავებული, გოგონებს თავიანთი ცხოვრება აქვთ. ისინი იმ დროინდელი ყოფის ფონზე, როცა საზოგადოებაში გადარჩენის უხეში კანონები მოქმედებს, ცდილობენ იმაში გაერკვენენ, რა პრინციპით და კანონით ფუნქციონირებს ურთიერთობა ორ საპირისპირო სქესს შორის. მათ, პირველად ცხოვრებაში, ისეთ საკითხებთან უწევთ შეხება, როგორებიცაა მეგობრობა, სიყვარული, შურისძიება. მთავარ როლებს ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია ასრულებენ.

- იმედია, ქართული ფილმები წარმატებას მიაღწევს "ბერლინალეზე".

- წარმატება ვუსურვოთ ფილმებსაც და მათ შემქმნელებსაც.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება