პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გამოსდის სიმღერაზე უკეთესად ანრი ჯოხაძეს
რა გამოსდის სიმღერაზე უკეთესად ანრი ჯოხაძეს

გა­სულ კვი­რას მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ი­სა და დრა­მის თე­ატ­რში ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლის კლიპ­ში გა­და­სა­ღე­ბად ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნობ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა მო­ი­ყა­რეს თავი. კლიპს ანრი ჯო­ხა­ძე იღებ­და. "ჰავა ნა­გი­ლას" და "რა კარ­გი ხარ, რა კარ­გის" შემ­დეგ ეს ვე­რი­კოს და ან­რის მე­სა­მე ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რია. რე­ჟი­სო­რო­ბა სიმ­ღე­რა­ზე კარ­გად გა­მომ­დის და ამა­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი მალე დარ­წმუნ­დე­ბაო, ამ­ბობ­და ანრი. კლიპ­ში კახი კავ­სა­ძე, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, ლე­ი­ლა აბა­ში­ძე, გუ­რან­და გა­ბუ­ნია, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, ნინო ხო­მა­სუ­რი­ძე და სხვა ბევ­რი კარ­გი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს. გოგი დო­ლი­ძის შემ­დეგ ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბას თურ­მე ბევ­რი ერი­დე­ბო­და.

ვე­რი­კო პირ­ვე­ლი ქალი მომ­ღე­რა­ლია, ვინც ეს გა­ბე­და. გა­და­ღე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი ხმა­უ­რით მამა-შვი­ლი - ზურა და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­ე­ბი გა­მო­ცხად­დნენ. ზურა ყიფ­ში­ძემ საგ­რი­მი­ო­რო­დან გუ­რან­და გა­ბუ­ნია და კლი­პის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლე ნინი დე­მი­ნაშ­ვი­ლი გა­მო­უშ­ვა და ვე­რი­კოს, ან­რის და გა­დამ­ღებ ჯგუფს ისეთ ამ­ბებს უყ­ვე­ბო­და, მათი სი­ცი­ლი მთელ თე­ატ­რში ის­მო­და. გუ­რან­და გა­ბუ­ნია ხუმ­რო­ბით ბრა­ზობ­და, ეს ზურა ყიფ­ში­ძე ნე­ტავ ისეთს რას ჰყვე­ბა, მე რომ არ უნდა გა­ვი­გოო. თე­ატ­რში ისე­თი ორომ­ტრი­ა­ლი იყო, ანრი ვერ მო­ვი­ხელ­თე და ამ­ბე­ბი ვე­რი­კოს გა­მოვ­კი­თხე:

- ვე­რი­კო, ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ბოლო დროს თით­ქმის აღა­რა­ფე­რი ხდე­ბა. შენ კი ახა­ლი წლის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად შე­უ­დე­ქი შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას.

- და­ახ­ლო­ე­ბით რვა თვის წინ ან­რის მო­უ­ვი­და იდეა, სიმ­ღე­რის "რაც ამ­ქვეყ­ნად სიყ­ვა­რუ­ლი მე­ფობს" ახ­ლე­ბუ­რი ვა­რი­ან­ტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ესაა მა­რი­კა ლე­კიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც გოგი დო­ლი­ძე მღე­რო­და, ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბია. ბოლო სამი თვე სულ ვფიქ­რობ­დით, რო­გორ გა­დაგ­ვე­ღო კლი­პი. სიმ­ღე­რის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­ის ჩა­წე­რის, კლი­პის და ყვე­ლაფ­რის სუ­ლის ჩამ­დგმე­ლი არის ანრი.

- ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს კლიპ­ში. რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის და­თან­ხმე­ბა ხომ არ გა­გი­ჭირ­დათ?

- ვერ ვი­ტყო­დი, რომ ისი­ნი მხო­ლოდ კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, ჩემი აზ­რით, ისი­ნი ლე­გენ­დე­ბი არი­ან. არც კი მჯე­რა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავს ხდე­ბა. ერთი მათ­გა­ნიც რომ ყო­ფი­ლი­ყო კლიპ­ში, ამი­თაც კი ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი, როცა ამ­დე­ნი ლე­გენ­და მო­ნა­წი­ლე­ობს კლიპ­ში, გა­და­რე­უ­ლი ვარ ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან. ყვე­ლა მათ­გა­ნი ან­რიმ უპ­რობ­ლე­მოდ და­ი­თან­ხმა.

- კლიპ­ში რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი?

- ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით გა­მო­ხა­ტავს სიყ­ვა­რულს. კლი­პის მთე­ლი იდეა და თემა სიყ­ვა­რუ­ლია.

- კლიპ­ში შენს გა­რეგ­ნულ მხა­რე­ზე ვინ იზ­რუ­ნა?

- ძა­ლი­ან უბ­რა­ლოდ ჩაც­მუ­ლი ვიქ­ნე­ბი. კლი­პის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კაბა არ შე­მი­კე­რავს. მეც­მე­ვა გრძე­ლი, ნაქ­სო­ვი სვი­ტე­რი. კლი­პის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სვი­ტე­რი ირ­ღვე­ვა. ესეც ან­რის იდეა იყო.

- სა­ბო­ლოო ჩა­ნა­ფიქ­რი რო­გო­რია? რა­ტომ ირ­ღვე­ვა სვი­ტე­რი?

- (იცი­ნის) არა­ნა­ი­რი ერო­ტი­კუ­ლი კად­რი არ იქ­ნე­ბა.

- რად­გან სვი­ტე­რი ირ­ღვე­ვა, ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლი ნელ-ნელა მთავ­რდე­ბა?

- ეს არ ვიცი. უბ­რა­ლოდ, ან­რიმ ასე გა­და­წყვი­ტა.

- ან­რიმ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს სიმ­ღე­რა მა­ინ­ცდა­მა­ინც შენ შე­გეს­რუ­ლე­ბი­ნა?

- რა­ტომ­ღაც ჩათ­ვა­ლა, რომ ამ სიმ­ღე­რას ჩემი ხმა მო­უხ­დე­ბო­და. გოგი დო­ლი­ძის სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა.

- კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად დიდი თან­ხე­ბი და­ი­ხარ­ჯა?

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მე­გობ­რუ­ლად და­თან­ხმდა კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. დოიმ დაგ­ვით­მო თე­ატ­რი. მსა­ხი­ო­ბე­ბიც მე­გობ­რუ­ლად დაგ­ვთან­ხმდნენ.

- რო­გორც ვხვდე­ბი, ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ან ძა­ლი­ან დიდი თან­ხა უნდა და­ხარ­ჯო, ან მე­გობ­რე­ბი უნდა და­გეხ­მა­რონ...

- მე მხვდა წი­ლად ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ანრი და კი­დევ ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი დამ­დგო­მო­და გვერ­დში ამ კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლებ­საც ეს ფუ­ფუ­ნე­ბა არ აქვთ. ვფიქ­რობ, მე გა­მი­მარ­თლა და დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას.

- პრე­მი­ე­რას რო­დის­თვის გეგ­მავთ?

- რად­გან სიმ­ღე­რა სიყ­ვა­რულ­ზეა, გვინ­და, ტე­ლეპ­რე­მი­ე­რა 14 თე­ბერ­ვალს შედ­გეს.

ბექა ხა­ლა­თაშ­ვი­ლი, კლი­პის ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი:

- კარ­გი კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად, პირ­ველ რიგ­ში, კარ­გი აპა­რა­ტუ­რაა სა­ჭი­რო. ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი კრი­ზი­სის ფონ­ზე, კა­ხეთ­ში მოღ­ვა­წე ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა დე­მი­ნაშ­ვი­ლი დაგ­ვიდ­გა გვერ­დში, ეს ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბა ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს. მისი დახ­მა­რე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ კლი­პის გა­და­ღე­ბა კი­ნო­კა­მე­რით. ვფიქ­რობ, ისე­თი სიმ­ღე­რა გა­მო­ვა, მსმე­ნელ­თა 95%-ს მო­ე­წო­ნე­ბა.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რა გამოსდის სიმღერაზე უკეთესად ანრი ჯოხაძეს

რა გამოსდის სიმღერაზე უკეთესად ანრი ჯოხაძეს

გასულ კვირას მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში ვერიკო ტურაშვილის კლიპში გადასაღებად ყველასთვის კარგად ნაცნობმა მსახიობებმა მოიყარეს თავი. კლიპს ანრი ჯოხაძე იღებდა. "ჰავა ნაგილას" და "რა კარგი ხარ, რა კარგის" შემდეგ ეს ვერიკოს და ანრის მესამე ერთობლივი ნამუშევარია. რეჟისორობა სიმღერაზე კარგად გამომდის და ამაში მაყურებელი მალე დარწმუნდებაო, ამბობდა ანრი. კლიპში კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ლეილა აბაშიძე, გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნინო ხომასურიძე და სხვა ბევრი კარგი მსახიობი მონაწილეობს. გოგი დოლიძის შემდეგ ამ სიმღერის შესრულებას თურმე ბევრი ერიდებოდა.

ვერიკო პირველი ქალი მომღერალია, ვინც ეს გაბედა. გადაღებაზე ყველაზე დიდი ხმაურით მამა-შვილი - ზურა და გიორგი ყიფშიძეები გამოცხადდნენ. ზურა ყიფშიძემ საგრიმიოროდან გურანდა გაბუნია და კლიპის ყველაზე პატარა მონაწილე ნინი დემინაშვილი გამოუშვა და ვერიკოს, ანრის და გადამღებ ჯგუფს ისეთ ამბებს უყვებოდა, მათი სიცილი მთელ თეატრში ისმოდა. გურანდა გაბუნია ხუმრობით ბრაზობდა, ეს ზურა ყიფშიძე ნეტავ ისეთს რას ჰყვება, მე რომ არ უნდა გავიგოო. თეატრში ისეთი ორომტრიალი იყო, ანრი ვერ მოვიხელთე და ამბები ვერიკოს გამოვკითხე:

- ვერიკო, ქართულ შოუბიზნესში ბოლო დროს თითქმის აღარაფერი ხდება. შენ კი ახალი წლის შემდეგ აქტიურად შეუდექი შემოქმედებით საქმიანობას.

- დაახლოებით რვა თვის წინ ანრის მოუვიდა იდეა, სიმღერის "რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს" ახლებური ვარიანტი გამეკეთებინა. ესაა მარიკა ლეკიშვილის სიმღერა. დარწმუნებული ვარ, სიმღერა, რომელსაც გოგი დოლიძე მღეროდა, ყველასთვის ნაცნობია. ბოლო სამი თვე სულ ვფიქრობდით, როგორ გადაგვეღო კლიპი. სიმღერის ახლებური ვერსიის ჩაწერის, კლიპის და ყველაფრის სულის ჩამდგმელი არის ანრი.

- ძალიან ბევრი კარგი მსახიობი მონაწილეობს კლიპში. რომელიმე მათგანის დათანხმება ხომ არ გაგიჭირდათ?

- ვერ ვიტყოდი, რომ ისინი მხოლოდ კარგი მსახიობები არიან, ჩემი აზრით, ისინი ლეგენდები არიან. არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. ერთი მათგანიც რომ ყოფილიყო კლიპში, ამითაც კი ბედნიერი ვიქნებოდი. ამ შემთხვევაში კი, როცა ამდენი ლეგენდა მონაწილეობს კლიპში, გადარეული ვარ ბედნიერებისგან. ყველა მათგანი ანრიმ უპრობლემოდ დაითანხმა.

- კლიპში როგორ განვითარდება მოვლენები?

- ყველა მსახიობი თავისი მოქმედებით გამოხატავს სიყვარულს. კლიპის მთელი იდეა და თემა სიყვარულია.

- კლიპში შენს გარეგნულ მხარეზე ვინ იზრუნა?

- ძალიან უბრალოდ ჩაცმული ვიქნები. კლიპისთვის განსაკუთრებული კაბა არ შემიკერავს. მეცმევა გრძელი, ნაქსოვი სვიტერი. კლიპის განმავლობაში ეს სვიტერი ირღვევა. ესეც ანრის იდეა იყო.

- საბოლოო ჩანაფიქრი როგორია? რატომ ირღვევა სვიტერი?

- (იცინის) არანაირი ეროტიკული კადრი არ იქნება.

- რადგან სვიტერი ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ ყველას სიყვარული ნელ-ნელა მთავრდება?

- ეს არ ვიცი. უბრალოდ, ანრიმ ასე გადაწყვიტა.

- ანრიმ რატომ გადაწყვიტა, რომ ეს სიმღერა მაინცდამაინც შენ შეგესრულებინა?

- რატომღაც ჩათვალა, რომ ამ სიმღერას ჩემი ხმა მოუხდებოდა. გოგი დოლიძის სიმღერის შესრულება ძალიან საპასუხისმგებლოა.

- კლიპის გადასაღებად დიდი თანხები დაიხარჯა?

- ბევრი ადამიანი მეგობრულად დათანხმდა კლიპში მონაწილეობას. დოიმ დაგვითმო თეატრი. მსახიობებიც მეგობრულად დაგვთანხმდნენ.

- როგორც ვხვდები, ქართულ შოუბიზნესში ან ძალიან დიდი თანხა უნდა დახარჯო, ან მეგობრები უნდა დაგეხმარონ...

- მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ ანრი და კიდევ ბევრი ნიჭიერი ადამიანი დამდგომოდა გვერდში ამ კლიპის გადასაღებად. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომლებსაც ეს ფუფუნება არ აქვთ. ვფიქრობ, მე გამიმართლა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას.

- პრემიერას როდისთვის გეგმავთ?

- რადგან სიმღერა სიყვარულზეა, გვინდა, ტელეპრემიერა 14 თებერვალს შედგეს.

ბექა ხალათაშვილი, კლიპის ფინანსური მენეჯერი:

- კარგი კლიპის გადასაღებად, პირველ რიგში, კარგი აპარატურაა საჭირო. ქართულ შოუბიზნესში გამეფებული კრიზისის ფონზე, კახეთში მოღვაწე ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი დაგვიდგა გვერდში, ეს ადამიანი ყოველთვის ეხმარება ნიჭიერ ადამიანებს. მისი დახმარებით მოვახერხეთ კლიპის გადაღება კინოკამერით. ვფიქრობ, ისეთი სიმღერა გამოვა, მსმენელთა 95%-ს მოეწონება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება