პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კავკასიის" პროვოკაცია გიგა ბოკერიამ დაგეგმა"
"კავკასიის" პროვოკაცია გიგა ბოკერიამ დაგეგმა"

ალ­ბათ, ყვე­ლას ახ­სოვს ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ის" ეთერ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, რაც ერეკ­ლე დე­ი­სა­ძის "სა­ი­დუმ­ლო სი­რო­ბის" გან­ხილ­ვას მოჰ­ყვა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან და­წყე­ბულ აყალ­მა­ყალს სტუ­დი­ა­ში "სტუმ­რე­ბის" შეჭ­რა მოჰ­ყვა, რის გა­მოც მარ­თლმა­დი­დე­ბელ მშო­ბელ­თა კავ­ში­რის წევ­რე­ბი და მათი მომ­ხრე­ე­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს. დღეს მათ პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭათ. "კვი­რის პა­ლიტ­რას" ორი მათ­გა­ნი, ლე­ვან ჩა­ჩუა და რატი მა­ი­სუ­რა­ძე ესა­უბ­რა.

რატი მა­ი­სუ­რა­ძე: ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო: სტუ­დენ­ტებ­მა რექ­ტორს, გიგი თევ­ზა­ძე­სა და პრო­რექ­ტორ სერ­გო რა­ტი­ანს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თეს და ჭავ­ჭა­ვა­ძის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ლო­ცა­ვი კუ­თხის გა­მო­ყო­ფა მოს­თხო­ვეს. პა­სუ­ხად მი­ი­ღეს, მო­თხოვ­ნა­ზე ხელ­მო­წე­რე­ბი საკ­მა­რი­სი არ არი­სო. ბი­ჭებ­მა მე­ო­რე დღეს 300 ხელ­მო­წე­რის ნაც­ვლად 1 300 ხელ­მო­წე­რა წა­რუდ­გი­ნეს. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა გიგი თევ­ზა­ძემ პირ­და­პირ უთხრა გი­ორ­გი გა­ბე­და­ვას, სა­ლო­ცა­ვი კუ­თხე თუ გინ­დო­დათ, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნათ, აქ სა­ლო­ცა­ვის­თვის ად­გი­ლი არ არის და თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მოგ­ვეშ­ვე­ბით, მისი გა­მო­ყო­ფა სა­პირ­ფა­რე­შო­ში შეგ­ვიძ­ლი­აო(?!). ამას გი­ორ­გის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. მას ჩვენც მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ და აქ­ცი­ის მო­სა­წყო­ბად ჭავ­ჭა­ვა­ძის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მი­ვე­დით. სწო­რედ მა­შინ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და იქ ამ უხამ­სი წიგ­ნის, "სა­ი­დუმ­ლო სი­რო­ბის" პრე­ზენ­ტა­ცია. ჩვენ ესეც გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ.

ლე­ვან ჩა­ჩუა: მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ასეთ სი­ბინ­ძუ­რეს პრო­პა­გან­დას უწევ­დნენ. სწო­რედ ამ თე­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ვე­დით "კავ­კა­სი­ის" სტუ­დი­ა­ში, სა­დაც სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რის მქო­ნე ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლი, თეო ხა­ტი­აშ­ვი­ლი და სერ­გო რა­ტი­ა­ნი დაგ­ვხვდნენ. გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბის დროს სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა. მივ­ხვდი, რომ პრო­ვო­კა­ცი­ას ამ­ზა­დებ­დნენ.

- ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­რეთ ხომ თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც იდ­გნენ და ვინ მო­ა­წყო ეს პრო­ვო­კა­ცია?

- გა­რეთ რა ხდე­ბო­და, არ ვი­ცო­დით. სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ჩვენ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვეს სტუ­დია. გა­რეთ კი მათ სოდ-ის და კუდ-ის გა­დაც­მუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დახ­ვდნენ.

- და­ვით აქუ­ბარ­დია და ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი თქვენ გა­და­ნა­შა­უ­ლებ­დნენ პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბა­ში, პო­ლი­ცი­ას კი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ.

ლე­ვან ჩა­ჩუა: ჯან­გი­რაშ­ვი­ლი გა­ი­ძა­ხო­და, გა­რეთ აყალ­მა­ყა­ლი­აო. ძნე­ლი გა­სარ­კვე­ვი იყო, ვინ რას აკე­თებ­და. ეს პრო­ვო­კა­ცია წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი. ნა­ცე­მი აქუ­ბარ­დია სტუ­დი­ა­ში შე­მო­ვი­და, გვერ­დით და­მიჯ­და და მი­თხრა, შენ­მა მე­გობ­რებ­მა მცე­მე­სო. მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი, რა იცი, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან? ეს პრო­ვო­კა­ცი­აა და იმის­თვის არის სწო­რედ მი­მარ­თუ­ლი, რომ შენ ეს მი­თხრა-მეთ­ქი.

მარ­თა­ლიც აღ­მოვ­ჩნდი, ცემა-ტყე­პა სწო­რედ გა­დაც­მულ­მა კუდ-ელებ­მა და სოდ-ელებ­მა და­ი­წყეს. ერთ-ერთი ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ამას იღებ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფი­რით შე­იძ­ლე­ბო­და იმ პირ­თა იდენ­ტი­ფი­კა­ცია, რომ­ლე­ბიც ცემა-ტყე­პა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მაგ­რამ ეს არა­ვის უც­დია. ამის ნაც­ვლად პირ­და­პირ სტუ­დი­ი­დან აიყ­ვა­ნეს ჩვე­ნი ორი წევ­რი, ჩვენ მათ მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დეთ და მერე ჩვენც დაგ­ვა­კა­ვეს. გაგ­ვა­სა­მარ­თლეს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის ხელ­შეშ­ლის­თვის. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც ამ ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა ნინო ჯან­გი­რაშ­ვილ­მა და და­ვით აქუ­ბარ­დი­ამ ფი­რე­ბი ნა­ხეს, სა­სა­მარ­თლო­ზე თქვეს, ჩვენ­თვის ამათ ხელი არ შე­უშ­ლი­ა­თო და მო­უ­წო­დეს გა­მო­ძი­ე­ბას, და­ედ­გი­ნათ იმ პირ­თა ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლებ­მაც პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ იპო­ვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ხელს დაგ­ვა­დებ­და. ამი­ტომ ისევ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის (მოწ­მე­ე­ბად ისი­ნი ჰყავ­დათ) ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წაგ­ვი­ყე­ნეს ბრა­ლი.

რატი მა­ი­სუ­რა­ძე: ეს პრო­ვო­კა­ცია უშუ­ა­ლოდ გიგა ბო­კე­რი­ამ და "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" და­გეგ­მეს. მალე მივ­მარ­თავთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, რომ ხე­ლახ­ლა გა­და­ხე­დონ ამ საქ­მეს. იმ ცრუ­მოწ­მე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­დან ბევ­რი იტყვის, ვის­გან იღებ­და და­ვა­ლე­ბებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"კავკასიის" პროვოკაცია გიგა ბოკერიამ დაგეგმა"

"კავკასიის" პროვოკაცია გიგა ბოკერიამ დაგეგმა"

ალბათ, ყველას ახსოვს ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მომხდარი ინციდენტი, რაც ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობის" განხილვას მოჰყვა. ტელეკომპანიასთან დაწყებულ აყალმაყალს სტუდიაში "სტუმრების" შეჭრა მოჰყვა, რის გამოც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და მათი მომხრეები დააპატიმრეს. დღეს მათ პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ. "კვირის პალიტრას" ორი მათგანი, ლევან ჩაჩუა და რატი მაისურაძე ესაუბრა.

რატი მაისურაძე: ყველაფერი ასე დაიწყო: სტუდენტებმა რექტორს, გიგი თევზაძესა და პრორექტორ სერგო რატიანს წერილობით მიმართეს და ჭავჭავაძის უნივერსიტეტში სალოცავი კუთხის გამოყოფა მოსთხოვეს. პასუხად მიიღეს, მოთხოვნაზე ხელმოწერები საკმარისი არ არისო. ბიჭებმა მეორე დღეს 300 ხელმოწერის ნაცვლად 1 300 ხელმოწერა წარუდგინეს. გაღიზიანებულმა გიგი თევზაძემ პირდაპირ უთხრა გიორგი გაბედავას, სალოცავი კუთხე თუ გინდოდათ, სასულიერო აკადემიაში ჩაგებარებინათ, აქ სალოცავისთვის ადგილი არ არის და თუ მაინცდამაინც არ მოგვეშვებით, მისი გამოყოფა საპირფარეშოში შეგვიძლიაო(?!). ამას გიორგის პროტესტი მოჰყვა. მას ჩვენც მხარი დავუჭირეთ და აქციის მოსაწყობად ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან მივედით. სწორედ მაშინ მიმდინარეობდა იქ ამ უხამსი წიგნის, "საიდუმლო სირობის" პრეზენტაცია. ჩვენ ესეც გავაპროტესტეთ.

ლევან ჩაჩუა: მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ასეთ სიბინძურეს პროპაგანდას უწევდნენ. სწორედ ამ თემის განსახილველად მივედით "კავკასიის" სტუდიაში, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე ბექა მინდიაშვილი, თეო ხატიაშვილი და სერგო რატიანი დაგვხვდნენ. გადაცემის მსვლელობის დროს სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მივხვდი, რომ პროვოკაციას ამზადებდნენ.

- ტელეკომპანიის გარეთ ხომ თქვენი მხარდამჭერებიც იდგნენ და ვინ მოაწყო ეს პროვოკაცია?

- გარეთ რა ხდებოდა, არ ვიცოდით. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სტუდია. გარეთ კი მათ სოდ-ის და კუდ-ის გადაცმული თანამშრომლები დახვდნენ.

- დავით აქუბარდია და ნინო ჯანგირაშვილი თქვენ გადანაშაულებდნენ პროვოკაციის მოწყობაში, პოლიციას კი წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებდნენ.

ლევან ჩაჩუა: ჯანგირაშვილი გაიძახოდა, გარეთ აყალმაყალიაო. ძნელი გასარკვევი იყო, ვინ რას აკეთებდა. ეს პროვოკაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. ნაცემი აქუბარდია სტუდიაში შემოვიდა, გვერდით დამიჯდა და მითხრა, შენმა მეგობრებმა მცემესო. მაშინვე ვუთხარი, რა იცი, რომ ჩვენი მეგობრები არიან? ეს პროვოკაციაა და იმისთვის არის სწორედ მიმართული, რომ შენ ეს მითხრა-მეთქი.

მართალიც აღმოვჩნდი, ცემა-ტყეპა სწორედ გადაცმულმა კუდ-ელებმა და სოდ-ელებმა დაიწყეს. ერთ-ერთი ჩვენი ორგანიზაციის წევრი ამას იღებდა. რასაკვირველია, ფირით შეიძლებოდა იმ პირთა იდენტიფიკაცია, რომლებიც ცემა-ტყეპაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს არავის უცდია. ამის ნაცვლად პირდაპირ სტუდიიდან აიყვანეს ჩვენი ორი წევრი, ჩვენ მათ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ და მერე ჩვენც დაგვაკავეს. გაგვასამართლეს ჟურნალისტური მუშაობის ხელშეშლისთვის. სხვათა შორის, პირველები ვართ საქართველოში, ვინც ამ ბრალდებით გაასამართლეს. მოგვიანებით, როცა ნინო ჯანგირაშვილმა და დავით აქუბარდიამ ფირები ნახეს, სასამართლოზე თქვეს, ჩვენთვის ამათ ხელი არ შეუშლიათო და მოუწოდეს გამოძიებას, დაედგინათ იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც პროვოკაცია მოაწყვეს. გამოძიებამ ვერ იპოვა დაზარალებული, რომელიც ხელს დაგვადებდა. ამიტომ ისევ პოლიციელების (მოწმეებად ისინი ჰყავდათ) ჩვენებების საფუძველზე წაგვიყენეს ბრალი.

რატი მაისურაძე: ეს პროვოკაცია უშუალოდ გიგა ბოკერიამ და "თავისუფლების ინსტიტუტმა" დაგეგმეს. მალე მივმართავთ შესაბამის უწყებებს, რომ ხელახლა გადახედონ ამ საქმეს. იმ ცრუმოწმე პოლიციელებიდან ბევრი იტყვის, ვისგან იღებდა დავალებებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა