მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს
გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს

ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბად­რა­გის, ჯამ­ბულ (ჯაბა) ხო­შუ­რა­უ­ლის ოჯა­ხი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს. შე­გახ­სე­ნებთ, 22 ნო­ემ­ბერს 3 პა­ტი­მა­რი გა­მო­საკ­ვლე­ვად, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ერთ პა­ლა­ტა­ში მო­თავ­სდა და მათ უსაფრ­თხო­ე­ბას სა­ბად­რა­გო სამ­სა­ხუ­რი იცავ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ექიმ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­დათ და დე­ბო­ში ატყდა. ხელ­ბორ­კი­ლე­ბის გა­რე­შე მყოფ­მა პა­ტიმ­რებ­მა ოთა­ხის ინ­ვენ­ტა­რი და­ა­ზი­ა­ნეს, მი­ნე­ბი ჩა­ამ­სხვრი­ეს და შუ­შის ნამ­სხვრე­ვე­ბით ხე­ლე­ბიც და­ი­სე­რეს... სა­ბო­ლო­ოდ, შეხ­ლა-შე­მოხ­ლას ბად­რაგ ჯაბა ხო­შუ­რა­უ­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას ელო­დე­ბა. ხო­შუ­რა­უ­ლის და - მა­რი­ნა ჟღენ­ტი პირ­ველ რიგ­ში, იმ პა­ტიმ­რე­ბის დას­ჯას მო­ი­თხოვს, რომ­ლებ­მაც ბუნ­ტი მო­ა­წყვეს, ასე­ვე - გა­ირ­კვეს, თუ რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და ერთ პა­ლა­ტა­ში უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სამი პა­ტი­მა­რი და თუ ამით ში­ნა­გა­ნა­წე­სი და­ირ­ღვა, პა­სუ­ხი აგონ იმ პი­რებ­მაც, ვინც ამის­თვის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო.

მა­რი­ნა ჟღენ­ტი:

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ერთ პა­ლა­ტა­ში მათი მო­თავ­სე­ბა?! ბად­რა­გე­ბის სი­ცო­ცხლე­ზეც ხომ უნდა ზრუ­ნავ­დნენ! ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, და­ის­ჯე­ბი­ან თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი. რო­გორც გა­ვი­გე, არც ერთი პირი აქამ­დე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი არ არის. მი­თხა­რით, რას ნიშ­ნავს ეს? უფრო მე­ტიც, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბად­რა­გის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც იქ იყ­ვნენ, გა­მო­ძი­ე­ბას­თან სი­მარ­თლე და­მა­ლეს. აშ­კა­რაა, გა­ნა­წე­სი დარ­ღვე­უ­ლი იყო და ვი­ღა­ცამ თა­ვი­დან­ვე და­ი­წყო იმა­ზე ზრუნ­ვა, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ დამ­დგა­რი­ყო. სხვა ახ­სნა შე­იძ­ლე­ბა მო­ე­ძებ­ნოს იმას, რომ ბად­რა­გე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ერთს ამ­ბო­ბენ და გა­მო­ძი­ე­ბა­ში - სულ სხვას? ეტყო­ბა, და­კი­თხვამ­დე დი­რექ­ტი­ვე­ბი მი­ი­ღეს. როცა ვკი­თხეთ, ასე რა­ტომ მო­იქ­ცნენ, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი­ვით აი­ტუზ­ნენ და ხმა არ ამო­უ­ღი­ათ. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­ლაკ­ვა­ძეც ამ­ბობს, რომ ხო­შუ­რა­უ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მათ­თვის კარ­გი მა­გა­ლი­თი იყო და თურ­მე ჩემი ძმის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კას­თან და­მა­ტე­ბით გა­ა­ფორ­მეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის პა­ტიმ­რე­ბით გა­დატ­ვირ­თვა რომ არ მოხ­დეს. ეს ერ­თგვა­რი აღი­ა­რე­ბაა იმის, რომ სამი პა­ტი­მა­რი ერ­თად არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მარ­თა­ლია, ჩემს ძმას ვე­რა­ვინ გა­მი­ცო­ცხლებს, მაგ­რამ მო­ვი­თხოვ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი წარ­დგნენ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე. იმ დღეს ჯაბა მო­რი­გე­ო­ბი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო და სას­წრა­ფო წე­სით, ისევ გა­მო­ი­ძა­ხეს. სა­ში­ნე­ლი რე­ჟი­მით მუ­შა­ობ­დნენ ბოლო პე­რი­ოდ­ში - დღე­ში 40 პა­ტი­მა­რი გა­დაჰ­ყავ­დათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში და მათ იცავ­დნენ. მის­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, სხვა პა­ტი­მარს "ვა­მაგ­რებ­დი" და და­ვი­ნა­ხე, ერ­თმა პა­ტი­მარ­მა ჯა­ბას დედა შე­ა­გი­ნა და მო­ის­რო­ლა; ის წა­იქ­ცა, მაგ­რამ იმ­წუ­თას არა­ფე­რი და­მარ­თვია, უცებ წა­მოდ­გაო. ის პა­ტი­მა­რი გვა­რად მაზ­ნი­აშ­ვი­ლია; ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით იხ­დის სას­ჯელს. თურ­მე სპორ­ტსმე­ნი ყო­ფი­ლა და ეტყო­ბა, არ გა­უ­ჭირ­და ჩემი ძმის წაქ­ცე­ვა. იქ თურ­მე და­ამ­სხვრი­ეს ინ­ვენ­ტა­რი, სკა­მე­ბიც უს­ვრი­ათ, პა­ტიმ­რე­ბი ოთახ­შიც დარ­ბოდ­ნენ, მათ და­შოშ­მი­ნე­ბას კი ბად­რა­გე­ბი ცდი­ლობ­დნენ. მერე თით­ქოს სი­ტუ­ა­ცია გა­ნი­მუხ­ტა. ბად­რა­გი ამ­ბობს, ჯაბა მო­კუნ­ტუ­ლი იდგა და სვე­ლი ტი­ლო­თი თი­თე­ბი გა­დახ­ვე­უ­ლი რომ და­ვუ­ნა­ხე, ვკი­თხე, რა სჭირ­და? მი­პა­სუ­ხა, - არ ვიცი, ბიჭო, მომ­ტყდა თუ არა ეს თი­თე­ბი, ძა­ლი­ან მტკი­ვა და სვე­ლი ტილო და­ვი­დეო. ჯა­ბას მგო­ნი, ის ორი თითი მო­ტე­ხი­ლი ჰქონ­და, რად­გან სი­ლურ­ჯე აშ­კა­რად ეტყო­ბო­და. ასე­ვე და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ჰქონ­და ტუჩი, სი­ლურ­ჯე აღე­ნიშ­ნე­ბო­და კი­სერ­ზეც, თავი მთლი­ა­ნად გა­კე­რი­ლი ჰქონ­და. მა­შინ მი­თხრეს, რომ თავი ექ­სპერ­ტი­ზის დროს იყო გაჭ­რი­ლი. ისიც ფაქ­ტია, ნეკ­ნე­ბიც დამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და. ალ­ბათ, რომ მო­ის­რო­ლა პა­ტი­მარ­მა, მა­შინ მი­ი­ღო ეს და­ზი­ა­ნე­ბა. ამ­ბო­ბენ, ჯაბა გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლაო. შე­იძ­ლე­ბა, ნერ­ვი­უ­ლო­ბის გამო ცუ­დად გახ­და, მაგ­რამ იმის უარ­ყო­ფა ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა, რომ იქ ჩემს ძმას სცე­მეს. ამიხ­სნან, რა­ტომ ჰქონ­და მას ამ­დე­ნი და­ზი­ა­ნე­ბა. ეს არ იყო პა­ტა­რა ინ­ცი­დენ­ტი, ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე და­წყე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი დი­ლამ­დე გაგ­რძელ­და... ჩემი ძმა დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ჩანს, მთე­ლი ღამე მათ დაც­ვას შე­ა­ლია თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბა, ისი­ნიც ამის შემ­დეგ დამ­შვიდ­დნენ. შე­ი­წი­რეს ჯაბა ხო­შუ­რა­უ­ლი. მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა ჰქონ­და. ყო­ველ­თვის გუ­ლით ეკი­დე­ბო­და თა­ვის საქ­მეს. პა­ტიმ­რე­ბის სი­ცო­ცხლე ევა­ლე­ბო­და და ბუ­ნებ­რი­ვია, ინერ­ვი­უ­ლებ­და იმა­ზეც, რომ მათ რა­ი­მე არ მოს­ვლო­დათ".

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, ხო­შუ­რა­უ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა იყო. ამ დას­კვნას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

მა­რი­ნა ჟღენ­ტი:

"არა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბა ჯა­ბას არ აწუ­ხებ­და. არა­სო­დეს და­უ­ჩივ­ლია, გული რომ სტკი­ო­და. არა­სო­დეს მი­უ­მარ­თავს ექი­მის­თვის. სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო. შე­იძ­ლე­ბა, ისე ინერ­ვი­უ­ლა, რომ გულ­მაც უღა­ლა­ტა, მაგ­რამ პა­ტიმ­რებ­მა ხომ მი­იყ­ვა­ნეს ის ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე! ხომ უნდა აგონ პა­სუ­ხი?! ახლა ბად­რა­გე­ბი ჩვენ­თან ბო­დი­შებს იხ­დი­ან იმის გამო, რომ არა აქვთ რე­ა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი. ეს არ არის გა­მო­სა­ვა­ლი. მო­ვი­თხოვ, თქვან სი­მარ­თლე... რო­გორც მი­თხრეს, იმ ბუნ­ტის დროს იქ ვი­ღაც ამ ყვე­ლა­ფერს ვი­დე­ო­თი იღებ­და. არ ვიცი, ვის სჭირ­დე­ბო­და ამის გა­და­ღე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვი­ღა­ცას­თან ინა­ხე­ბა. გა­მო­ა­ჩი­ნონ!.. ვე­ლო­დე­ბი, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა და ყვე­ლა პა­სუხს აგებს. რო­გორც ვიცი, იმის მტკი­ცე­ბაც უნდა, რომ ნეკ­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბაც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის დროს მი­ი­ღო. ეს უკვე მე­ტის­მე­ტია. დე­ბი­ლე­ბი ხომ არ ვართ, თვა­ლებ­ში ნა­ცარს ნუ გვაყ­რი­ან! ჩემს ძმას რამ­დე­ნი­მე ნეკ­ნი დამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და და ეს ცხა­დია, ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გია. ასეთ დას­კვნას არა­სო­დეს და­ვე­თან­ხმე­ბი. ასე მგო­ნია, ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დრო დად­გა და ნუ გაგ­ვიც­რუ­ე­ბენ იმედს, სი­ყალ­ბეს ნუ ჩა­ი­დე­ნენ. მო­ვი­თხოვ, გა­მო­ძი­ე­ბამ სი­მარ­თლე და­ად­გი­ნოს!"

თა­ვის დრო­ზე, სო­ზარ სუ­ბარ­მა მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და თქვა, რომ ში­ნა­გა­ნა­წე­სის დარ­ღვე­ვის გამო, დე­ბო­შის ამ­ტეხ პა­ტიმ­რებს სას­ჯე­ლი და­უმ­ძიმ­დე­ბო­დათ. საქ­მეს დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს და დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა პრო­კუ­რორ ბექა ეზიშ­ვილ­თან ვცა­დეთ:

- საქ­მე 115-ე მუხ­ლით, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზეა აღ­ძრუ­ლი. რო­გორც წესი, როცა ადა­მი­ა­ნი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში იღუ­პე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბას ამ მუხ­ლით ვი­წყებთ, - ეს მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად, უმე­ტე­სად საქ­მის შე­წყვე­ტა ხდე­ბა. თუ გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ვინ­მემ ის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, მა­შინ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დგე­ბა. ახ­ლა­ხან მი­ვი­ღეთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და დგინ­დე­ბა, რომ ჯამ­ბულ ხო­შუ­რა­უ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გულ-სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა იყო, რაც გა­მო­იწ­ვია გუ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბამ. ამ ეტაპ­ზე მოწ­მე­ე­ბი და­კი­თხვა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბა. უკვე და­ი­კი­თხნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ბად­რა­გე­ბი, ექი­მე­ბი, პა­ცი­ენ­ტე­ბი. საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

- ბა­ტო­ნო ბექა, ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს ნეკ­ნე­ბი ჩამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და. ეს ფაქ­ტი ექ­სპერ­ტი­ზი­თაც და­დას­ტურ­და?

- ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, ნეკ­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ დად­გა: რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს, ელექტრო­შო­კის გა­მო­ყე­ნე­ბით, ექი­მე­ბი ცდი­ლობ­დნენ მისი გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბას. და­კი­თხუ­ლია ექი­მი და ადას­ტუ­რებს - რო­დე­საც გუ­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად ამუ­შა­ვე­ბა ხდე­ბა, უმე­ტე­სად ეს ნეკ­ნე­ბის ჩამ­ტვრე­ვას იწ­ვევს. სხვა რა­ი­მე და­ზი­ა­ნე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

- გარ­დაც­ვლილს ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის დროს რამ­დე­ნი­მე ნეკ­ნი ჩა­ემტვრა?

- გარ­დაც­ვლილს გუ­ლის ფი­ცარ­ზე რამ­დე­ნი­მე ნეკ­ნი ჰქონ­და ჩამ­ტვრე­უ­ლი. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში წე­რია, რომ ეს სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბია. მას ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. ამ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვებ­მა ნეკ­ნე­ბის დამ­სხვრე­ვა გა­მო­იწ­ვია.

- გარ­დაც­ვლილს ქრო­ნი­კუ­ლი იშე­მია რომ ჰქონ­და, ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა მისი ოჯა­ხი. მათი მტკი­ცე­ბით, ერთხე­ლაც არ და­უ­ჩივ­ლია ხო­შუ­რა­ულს, რომ გული აწუ­ხებ­და, არც ერთხელ ექი­მის­თვის არ მი­უ­მარ­თავს. ოჯა­ხის მტკი­ცე­ბით, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო.

- ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გვაქვს ექი­მის ჩვე­ნე­ბა: მისი თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე ფა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და­ა­ვა­დე­ბა. ფაქ­ტია, ჩვენ ხელთ გვაქვს სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ მას გუ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და.

- ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე პა­ლა­ტა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. ოჯა­ხის წევ­რებ­თან სა­უბ­რი­სას თვითმხილ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ იქ პა­ტიმ­რებ­სა და ბად­რაგს შო­რის გა­წევ-გა­მო­წე­ვა მოხ­და, უფრო მე­ტიც - თურ­მე ხო­შუ­რა­უ­ლი პა­ტი­მარ­მა წა­აქ­ცია. რას ამ­ბო­ბენ და­კი­თხუ­ლი პი­რე­ბი და რო­მე­ლი­მე მათ­განს ჩვე­ნე­ბა ხომ არ შე­უც­ვლია?

- ბად­რა­გე­ბი და­კი­თხუ­ლე­ბი არი­ან, ასე­ვე - ექი­მე­ბი, ექთა­ნე­ბი. იქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო ინ­ცი­დენ­ტის დროს. ასე­თი ფაქ­ტი გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე არ დას­ტურ­დე­ბა, ასე­თი ჩვე­ნე­ბა არც ერთ მოწ­მეს არ მი­უ­ცია, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. დარ­ჩე­ნი­ლი მოწ­მე­ე­ბი იკი­თხე­ბი­ან, შემ­დგომ, თუ რა­ი­მე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვაწ­ვდით.

- მა­შინ, იქ­ნებ ის გვი­თხრათ, რა გა­ირ­კვა გა­მო­ძი­ე­ბით - რე­ა­ლუ­რად რა ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და?

- გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუხს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გაგ­ცემთ. დიდ ბო­დიშს გიხ­დით.

- რო­გორც ირ­კვე­ვა, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი არ არი­ან. ოჯა­ხი იმ პა­ტიმ­რე­ბის დას­ჯას ითხოვს, რომ­ლებ­მაც დე­ბო­ში ატე­ხეს. მათ წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღიძ­ვრე­ბა?

- ამ ეტაპ­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არა­ვინ არის მი­ცე­მუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, რო­გორც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის, ასე­ვე ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით, თუმ­ცა რა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბის ბო­ლოს გა­მოჩ­ნდე­ბა. მერ­წმუ­ნეთ, თუ გვექ­ნე­ბა იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ კონ­კრე­ტულ­მა პი­რებ­მა ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ცე­მი­ან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, თუ არ იქ­ნე­ბა, მა­შინ საქ­მე­ე­ბი შე­წყდე­ბა, და­ნა­შა­უ­ლის არარ­სე­ბო­ბის გამო.

- სო­ზარ სუ­ბა­რის მო­ად­გი­ლემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­ნა­ცხა­და, რომ ეს სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მათ­თვის ერ­თგვა­რი გაკ­ვე­თი­ლი იყო: დღე­ში 40-45 პა­ტი­მა­რი გა­დაჰ­ყავ­დათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში. ამის შემ­დეგ და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სამი პი­რის ერთ პა­ლა­ტა­ში მო­თავ­სე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი იყო? ხომ არ იკ­ვე­თე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბაც?

- ამ ფაქ­ტზე სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ტარ­დე­ბა. მოვ­ლე­ნებს წინ ნუ გა­ვუს­წრებთ. ვნა­ხოთ, რა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა ფი­ნა­ლურ ეტა­პამ­დეა მი­სუ­ლი და უახ­ლო­ეს ხან­ში დე­ტა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს

გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს

ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი ბადრაგის, ჯამბულ (ჯაბა) ხოშურაულის ოჯახი დამნაშავეების დასჯას კატეგორიულად მოითხოვს. შეგახსენებთ, 22 ნოემბერს 3 პატიმარი გამოსაკვლევად, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, ერთ პალატაში მოთავსდა და მათ უსაფრთხოებას საბადრაგო სამსახური იცავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ექიმთან კონფლიქტი მოუხდათ და დებოში ატყდა. ხელბორკილების გარეშე მყოფმა პატიმრებმა ოთახის ინვენტარი დააზიანეს, მინები ჩაამსხვრიეს და შუშის ნამსხვრევებით ხელებიც დაისერეს... საბოლოოდ, შეხლა-შემოხლას ბადრაგ ჯაბა ხოშურაულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილის ოჯახი საქმის გამოძიების დასრულებას ელოდება. ხოშურაულის და - მარინა ჟღენტი პირველ რიგში, იმ პატიმრების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც ბუნტი მოაწყვეს, ასევე - გაირკვეს, თუ რატომ იმყოფებოდა ერთ პალატაში უმძიმესი ბრალდებით დაკავებული სამი პატიმარი და თუ ამით შინაგანაწესი დაირღვა, პასუხი აგონ იმ პირებმაც, ვინც ამისთვის პასუხისმგებელი იყო.

მარინა ჟღენტი:

"როგორ შეიძლებოდა, ერთ პალატაში მათი მოთავსება?! ბადრაგების სიცოცხლეზეც ხომ უნდა ზრუნავდნენ! ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, დაისჯებიან თუ არა კონკრეტული პირები. როგორც გავიგე, არც ერთი პირი აქამდე პასუხისგებაში მიცემული არ არის. მითხარით, რას ნიშნავს ეს? უფრო მეტიც, ჩემი ინფორმაციით, ბადრაგის თანამშრომლებმა, რომლებიც იქ იყვნენ, გამოძიებასთან სიმართლე დამალეს. აშკარაა, განაწესი დარღვეული იყო და ვიღაცამ თავიდანვე დაიწყო იმაზე ზრუნვა, რომ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. სხვა ახსნა შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ ბადრაგები პირად საუბრებში ერთს ამბობენ და გამოძიებაში - სულ სხვას? ეტყობა, დაკითხვამდე დირექტივები მიიღეს. როცა ვკითხეთ, ასე რატომ მოიქცნენ, პატარა ბავშვებივით აიტუზნენ და ხმა არ ამოუღიათ. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თალაკვაძეც ამბობს, რომ ხოშურაულის გარდაცვალება მათთვის კარგი მაგალითი იყო და თურმე ჩემი ძმის სიკვდილის შემდეგ, რამდენიმე კლინიკასთან დამატებით გააფორმეს ხელშეკრულებები, საავადმყოფოების პატიმრებით გადატვირთვა რომ არ მოხდეს. ეს ერთგვარი აღიარებაა იმის, რომ სამი პატიმარი ერთად არ უნდა ყოფილიყო. მართალია, ჩემს ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მოვითხოვ, დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. იმ დღეს ჯაბა მორიგეობიდან სახლში დაბრუნებული იყო და სასწრაფო წესით, ისევ გამოიძახეს. საშინელი რეჟიმით მუშაობდნენ ბოლო პერიოდში - დღეში 40 პატიმარი გადაჰყავდათ საავადმყოფოებში და მათ იცავდნენ. მისმა თანამშრომელმა მითხრა, სხვა პატიმარს "ვამაგრებდი" და დავინახე, ერთმა პატიმარმა ჯაბას დედა შეაგინა და მოისროლა; ის წაიქცა, მაგრამ იმწუთას არაფერი დამართვია, უცებ წამოდგაო. ის პატიმარი გვარად მაზნიაშვილია; ჩემი ინფორმაციით, გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით იხდის სასჯელს. თურმე სპორტსმენი ყოფილა და ეტყობა, არ გაუჭირდა ჩემი ძმის წაქცევა. იქ თურმე დაამსხვრიეს ინვენტარი, სკამებიც უსვრიათ, პატიმრები ოთახშიც დარბოდნენ, მათ დაშოშმინებას კი ბადრაგები ცდილობდნენ. მერე თითქოს სიტუაცია განიმუხტა. ბადრაგი ამბობს, ჯაბა მოკუნტული იდგა და სველი ტილოთი თითები გადახვეული რომ დავუნახე, ვკითხე, რა სჭირდა? მიპასუხა, - არ ვიცი, ბიჭო, მომტყდა თუ არა ეს თითები, ძალიან მტკივა და სველი ტილო დავიდეო. ჯაბას მგონი, ის ორი თითი მოტეხილი ჰქონდა, რადგან სილურჯე აშკარად ეტყობოდა. ასევე დალურჯებული ჰქონდა ტუჩი, სილურჯე აღენიშნებოდა კისერზეც, თავი მთლიანად გაკერილი ჰქონდა. მაშინ მითხრეს, რომ თავი ექსპერტიზის დროს იყო გაჭრილი. ისიც ფაქტია, ნეკნებიც დამტვრეული ჰქონდა. ალბათ, რომ მოისროლა პატიმარმა, მაშინ მიიღო ეს დაზიანება. ამბობენ, ჯაბა გულის შეტევით გარდაიცვალაო. შეიძლება, ნერვიულობის გამო ცუდად გახდა, მაგრამ იმის უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება, რომ იქ ჩემს ძმას სცემეს. ამიხსნან, რატომ ჰქონდა მას ამდენი დაზიანება. ეს არ იყო პატარა ინციდენტი, ღამის პირველ საათზე დაწყებული ინციდენტი დილამდე გაგრძელდა... ჩემი ძმა დილით გარდაიცვალა. როგორც ჩანს, მთელი ღამე მათ დაცვას შეალია თავისი ჯანმრთელობა, ისინიც ამის შემდეგ დამშვიდდნენ. შეიწირეს ჯაბა ხოშურაული. მას პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა. ყოველთვის გულით ეკიდებოდა თავის საქმეს. პატიმრების სიცოცხლე ევალებოდა და ბუნებრივია, ინერვიულებდა იმაზეც, რომ მათ რაიმე არ მოსვლოდათ".

ექსპერტიზის დასკვნით, ხოშურაულის გარდაცვალების მიზეზი გულის ქრონიკული დაავადება იყო. ამ დასკვნას კატეგორიულად არ ეთანხმება დაზარალებული.

მარინა ჟღენტი:

"არანაირი დაავადება ჯაბას არ აწუხებდა. არასოდეს დაუჩივლია, გული რომ სტკიოდა. არასოდეს მიუმართავს ექიმისთვის. სრულიად ჯანმრთელი იყო. შეიძლება, ისე ინერვიულა, რომ გულმაც უღალატა, მაგრამ პატიმრებმა ხომ მიიყვანეს ის ამ მდგომარეობამდე! ხომ უნდა აგონ პასუხი?! ახლა ბადრაგები ჩვენთან ბოდიშებს იხდიან იმის გამო, რომ არა აქვთ რეალური ჩვენება მიცემული. ეს არ არის გამოსავალი. მოვითხოვ, თქვან სიმართლე... როგორც მითხრეს, იმ ბუნტის დროს იქ ვიღაც ამ ყველაფერს ვიდეოთი იღებდა. არ ვიცი, ვის სჭირდებოდა ამის გადაღება, მაგრამ ფაქტია, მთავარი მტკიცებულება ვიღაცასთან ინახება. გამოაჩინონ!.. ველოდები, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა პასუხს აგებს. როგორც ვიცი, იმის მტკიცებაც უნდა, რომ ნეკნების დაზიანებაც სამედიცინო დახმარების დროს მიიღო. ეს უკვე მეტისმეტია. დებილები ხომ არ ვართ, თვალებში ნაცარს ნუ გვაყრიან! ჩემს ძმას რამდენიმე ნეკნი დამტვრეული ჰქონდა და ეს ცხადია, ძალადობის შედეგია. ასეთ დასკვნას არასოდეს დავეთანხმები. ასე მგონია, ქვეყანაში სამართლიანობის დრო დადგა და ნუ გაგვიცრუებენ იმედს, სიყალბეს ნუ ჩაიდენენ. მოვითხოვ, გამოძიებამ სიმართლე დაადგინოს!"

თავის დროზე, სოზარ სუბარმა მომხდარზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შინაგანაწესის დარღვევის გამო, დებოშის ამტეხ პატიმრებს სასჯელი დაუმძიმდებოდათ. საქმეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურატურა იძიებს და დეტალების გარკვევა პროკურორ ბექა ეზიშვილთან ვცადეთ:

- საქმე 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეა აღძრული. როგორც წესი, როცა ადამიანი გაურკვეველ ვითარებაში იღუპება, გამოძიებას ამ მუხლით ვიწყებთ, - ეს მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, უმეტესად საქმის შეწყვეტა ხდება. თუ გამოიკვეთა, რომ ვინმემ ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა, მაშინ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ახლახან მივიღეთ ექსპერტიზის დასკვნა და დგინდება, რომ ჯამბულ ხოშურაულის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა იყო, რაც გამოიწვია გულის ქრონიკული იშემიური დაავადების გამწვავებამ. ამ ეტაპზე მოწმეები დაკითხვა და მტკიცებულებების მოპოვება ხდება. უკვე დაიკითხნენ ოჯახის წევრები, ბადრაგები, ექიმები, პაციენტები. საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.

- ბატონო ბექა, ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს ნეკნები ჩამტვრეული ჰქონდა. ეს ფაქტი ექსპერტიზითაც დადასტურდა?

- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნეკნების დაზიანება მისი გარდაცვალების შემდგომ დადგა: რეანიმაციაში გადაყვანის დროს, ელექტროშოკის გამოყენებით, ექიმები ცდილობდნენ მისი გულის ამუშავებას. დაკითხულია ექიმი და ადასტურებს - როდესაც გულის ხელოვნურად ამუშავება ხდება, უმეტესად ეს ნეკნების ჩამტვრევას იწვევს. სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა.

- გარდაცვლილს ხელოვნური სუნთქვის დროს რამდენიმე ნეკნი ჩაემტვრა?

- გარდაცვლილს გულის ფიცარზე რამდენიმე ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ეს სიკვდილის შემდგომ მიღებული დაზიანებებია. მას ყველანაირი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს. ამ სამედიცინო ჩარევებმა ნეკნების დამსხვრევა გამოიწვია.

- გარდაცვლილს ქრონიკული იშემია რომ ჰქონდა, ამას კატეგორიულად არ ეთანხმება მისი ოჯახი. მათი მტკიცებით, ერთხელაც არ დაუჩივლია ხოშურაულს, რომ გული აწუხებდა, არც ერთხელ ექიმისთვის არ მიუმართავს. ოჯახის მტკიცებით, სრულიად ჯანმრთელი იყო.

- ამ ფაქტთან დაკავშირებითაც გვაქვს ექიმის ჩვენება: მისი თქმით, შესაძლებელია, სიმპტომების გარეშე ფარულად მიმდინარეობდა დაავადება. ფაქტია, ჩვენ ხელთ გვაქვს სრულყოფილად ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომ მას გულის ქრონიკული იშემიური დაავადება ჰქონდა.

- ჩემი ინფორმაციით, გარდაცვალებამდე პალატაში სერიოზული ინციდენტი მოხდა. ოჯახის წევრებთან საუბრისას თვითმხილველი ამბობს, რომ იქ პატიმრებსა და ბადრაგს შორის გაწევ-გამოწევა მოხდა, უფრო მეტიც - თურმე ხოშურაული პატიმარმა წააქცია. რას ამბობენ დაკითხული პირები და რომელიმე მათგანს ჩვენება ხომ არ შეუცვლია?

- ბადრაგები დაკითხულები არიან, ასევე - ექიმები, ექთანები. იქ ბევრი ადამიანი იყო ინციდენტის დროს. ასეთი ფაქტი გამოძიების ამ ეტაპზე არ დასტურდება, ასეთი ჩვენება არც ერთ მოწმეს არ მიუცია, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება. დარჩენილი მოწმეები იკითხებიან, შემდგომ, თუ რაიმე გამოიკვეთება, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით.

- მაშინ, იქნებ ის გვითხრათ, რა გაირკვა გამოძიებით - რეალურად რა ინციდენტი მოხდა?

- გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შეკითხვაზე პასუხს ჯერჯერობით ვერ გაგცემთ. დიდ ბოდიშს გიხდით.

- როგორც ირკვევა, კონკრეტული პირები ჯერჯერობით პასუხისგებაში მიცემული არ არიან. ოჯახი იმ პატიმრების დასჯას ითხოვს, რომლებმაც დებოში ატეხეს. მათ წინააღმდეგ საქმე აღიძვრება?

- ამ ეტაპზე პასუხისგებაში არავინ არის მიცემული. გამოძიება დაწყებულია, როგორც თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე ხულიგნობის მუხლით, თუმცა რა გამოიკვეთება, გამოძიების ბოლოს გამოჩნდება. მერწმუნეთ, თუ გვექნება იმის მტკიცებულებები, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩაიდინეს დანაშაული, ისინი აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში, თუ არ იქნება, მაშინ საქმეები შეწყდება, დანაშაულის არარსებობის გამო.

- სოზარ სუბარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჩვენთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ფაქტი მათთვის ერთგვარი გაკვეთილი იყო: დღეში 40-45 პატიმარი გადაჰყავდათ საავადმყოფოებში. ამის შემდეგ დამატებით რამდენიმე საავადმყოფოსთან გაფორმდა ხელშეკრულება. უმძიმესი ბრალდებით დაკავებული სამი პირის ერთ პალატაში მოთავსება, დანაშაული იყო? ხომ არ იკვეთება სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობის ბრალეულობაც?

- ამ ფაქტზე სრულყოფილი გამოძიება ყველა მიმართულებით ტარდება. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ვნახოთ, რა გამოიკვეთება. გამოძიება ფინალურ ეტაპამდეა მისული და უახლოეს ხანში დეტალები ცნობილი გახდება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ