მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაინიშნენ გორელი პარლამენტარის ნათესავები გორის გამგეობაში?!
რატომ დაინიშნენ გორელი პარლამენტარის ნათესავები გორის გამგეობაში?!

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სიით გა­სუ­ლი გო­რე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის, თა­მაზ ში­ოშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი და­ი­ნიშ­ნენ. პარ­ლა­მენ­ტა­რის სიძე (დის ქმა­რი) და­ვით გორ­გი­შე­ლი გო­რის გამ­გე­ო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია, ბი­ძაშ­ვი­ლი და მო­ცეკ­ვა­ვე რა­მაზ ში­ოშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ხოლო ამ უკა­ნას­კნე­ლის მამა და შე­სა­ბა­მი­სად, თა­მაზ ში­ოშ­ვი­ლის ბიძა, როინ ში­ოშ­ვი­ლი ბერ­ბუ­კის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლი.

პარ­ლა­მენ­ტარ თა­მაზ ში­ოშ­ვი­ლის თქმით, ის ად­გი­ლობ­რი­ვი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ერე­ვა, ხოლო სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა უშუ­ა­ლოდ გამ­გებ­ლის, პა­პუ­ნა კო­ბე­რი­ძის და მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის სოსო ვახ­ტან­გაშ­ვი­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა. პარ­ლა­მენ­ტა­რის ყვე­ლა ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი ნა­თე­სა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­ნიშ­ვნას ერ­თხმად უარ­ყოფს.

თა­მაზ ში­ოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის რომ ყო­ფი­ლი­ყო აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, არც ერთი მისი ნა­თე­სა­ვი არ იმუ­შა­ვებ­და.

"გპირ­დე­ბით, თუკი რო­მე­ლი­მე ჩემი ნა­თე­სა­ვი კა­ნონს და­არ­ღვევს და გა­დაც­დო­მა ექ­ნე­ბა, პირ­ვე­ლი მე გა­ვი­ლაშ­ქრებ მათ წი­ნა­აღ­მდეგ", - ამ­ბობს ში­ოშ­ვი­ლი.

სრუ­ლი ვერ­სია

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რატომ დაინიშნენ გორელი პარლამენტარის ნათესავები გორის გამგეობაში?!

რატომ დაინიშნენ გორელი პარლამენტარის ნათესავები გორის გამგეობაში?!

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა თანამდებობებზე კოალიცია "ქართული ოცნების" სიით გასული გორელი პარლამენტარის, თამაზ შიოშვილის ნათესავები დაინიშნენ. პარლამენტარის სიძე (დის ქმარი) დავით გორგიშელი გორის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსია, ბიძაშვილი და მოცეკვავე რამაზ შიოშვილი ახალგაზრდული სამსახურის უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის მამა და შესაბამისად, თამაზ შიოშვილის ბიძა, როინ შიოშვილი ბერბუკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.

პარლამენტარ თამაზ შიოშვილის თქმით, ის ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში არ ერევა, ხოლო საკადრო პოლიტიკა უშუალოდ გამგებლის, პაპუნა კობერიძის და მაჟორიტარი დეპუტატის სოსო ვახტანგაშვილის პრეროგატივაა. პარლამენტარის ყველა ახალდანიშნული ნათესავი პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას ერთხმად უარყოფს.

თამაზ შიოშვილის განცხადებით, ის რომ ყოფილიყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არც ერთი მისი ნათესავი არ იმუშავებდა.

"გპირდებით, თუკი რომელიმე ჩემი ნათესავი კანონს დაარღვევს და გადაცდომა ექნება, პირველი მე გავილაშქრებ მათ წინააღმდეგ", - ამბობს შიოშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა