პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდური "ტიტანიკის" ასლი
ლეგენდური "ტიტანიკის" ასლი

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი, 58 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, კლა­ივ პალ­მე­რი ახალ "ტი­ტა­ნიკს" აშე­ნებს. "ტი­ტა­ნი­კი 2" ლე­გენ­დუ­რი ლა­ი­ნე­რის ასლი იქ­ნე­ბა. კლა­ივ პალ­მე­რი მად­ნე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს და პო­ლი­ტი­კა­შიც აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. მას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ავ­სტრა­ლი­ის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, აქვს სას­ტუმ­რო­თა ქსე­ლი ავ­სტრა­ლი­ის შტატ კვინსლენდში, ცხე­ნე­ბის ბიზ­ნე­სი, სა­კუ­თა­რი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დი - Gold Coast Unied. კლა­ივ პალ­მე­რი მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი ქველ­მოქ­მე­დე­ბით, ეხ­მა­რე­ბა კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, უნარ­შე­ზღუ­დულ ადა­მი­ა­ნებს, მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შვებს. მას "სა­ა­მა­ყო ავ­სტრა­ლი­ე­ლის" ტი­ტუ­ლიც კი მი­ა­ნი­ჭეს.

ცოტა ხნის წინ კლა­ივ პალ­მერ­მა სიდ­ნე­ი­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცია მო­ა­წყო და "ტი­ტა­ნი­კი 2"-ზე ილა­პა­რა­კა. ცნო­ბილ ბიზ­ნეს­მენს ექ­სკლუ­ზი­უ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" ვე­სა­უბ­რე.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ "ტი­ტა­ნი­კი 2"-ის მშე­ნებ­ლო­ბა?

- პრო­ექ­ტზე რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვფიქ­რობ­დი. ჩემს მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, კი­ბო­თი გარ­და­იც­ვა­ლა, სურ­და, მე გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ეს პრო­ექ­ტი. მას ლე­გენ­დუ­რი "ტი­ტა­ნი­კის" შე­სა­ხებ აინ­ტე­რე­სებ­და ყვე­ლა­ფე­რი, აგ­რო­ვებ­და ფო­ტო­ებს, იძი­ებ­და მა­სა­ლებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2012 წლის 15 აპ­რილს "ტი­ტა­ნი­კის" და­ღუპ­ვი­დან 100 წელი შეს­რულ­და. მეც გა­დავ­წყვი­ტე, კა­ტას­ტრო­ფი­დან 100 წლის­თავ­ზე მისი ას­ლის მშე­ნებ­ლო­ბა წა­მო­მე­წყო.

- წი­ნა­მორ­ბე­დის ზუს­ტი ასლი იქ­ნე­ბა "ტი­ტა­ნი­კი 2"?

- "ოლიმ­პი­კის" კლა­სის ინ­გლი­სუ­რი ლა­ი­ნე­რი ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის მქო­ნე "ტი­ტა­ნი­კის", ფაქ­ტობ­რი­ვად, ზუს­ტი ასლი იქ­ნე­ბა. წი­ნა­მორ­ბე­დის­გან მხო­ლოდ უახ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ნა­ვი­გა­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა გა­ნას­ხვა­ვებს. გემ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი რეს­ტორ­ნე­ბი, სპორტდარ­ბა­ზე­ბი, აუ­ზე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზე­ბი და სხვა. ახა­ლი ლა­ი­ნე­რის მშე­ნებ­ლო­ბა 2016 წელს დას­რულ­დე­ბა. პირ­ვე­ლი რე­ი­სი იქ­ნე­ბა "ლონ­დო­ნი - ნიუ-იორ­კი".

- თქვენს ოჯახ­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- მი­მაჩ­ნია, რომ ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რეა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ქალ-ვაჟი მყავს, ჩემს ამ­ჟა­მინ­დელ მე­უღ­ლეს­თან კი - პა­ტა­რა გო­გო­ნა. მე და ჩემ­მა პირ­ველ­მა მე­უღ­ლემ ერ­თმა­ნე­თი გემ­ზე გა­ვი­ცა­ნით და სწო­რედ მა­შინ შევ­პირ­დი, რომ მის­თვის გემს ავა­შე­ნებ­დი. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩემ­თვის ტრა­გე­დია იყო. დეპ­რე­სი­ი­დან ანამ გა­მო­მიყ­ვა­ნა. მა­საც მე­უღ­ლე ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი. ერ­თმა­ნე­თი სუ­ლი­ე­რად გა­ვაძ­ლი­ე­რეთ და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყეთ. ჩემი უფ­რო­სი ვაჟი კომ­პა­ნი­ა­ში ჩემ­თან ერ­თად მუ­შა­ობს. მინ­და, შვი­ლებ­საც ის ინ­ტე­რე­სი და საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დეთ, რაც მე მაქვს.

- ვიცი, ცხე­ნე­ბის ფერ­მე­ბიც გაქვთ.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხე­ნე­ბი... ცხე­ნით ჯი­რი­თი 7 წლი­სამ ვის­წავ­ლე. ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მამა იყო. ცხე­ნის და­ნახ­ვი­სას სუ­ლი­ე­რად ვმშვიდ­დე­ბი. ჩემი შვი­ლე­ბი ფერ­მა­ში უვ­ლი­ან ცხე­ნებს, სა­კუ­თა­რი ხე­ლით აჭ­მე­ვენ, აბა­ნა­ვე­ბენ. ცხე­ნებს დო­ღის­თვის ვამ­ზა­დებთ. სა­ერ­თო­დაც, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი. შინ 4 ძაღ­ლი და მა­ი­მუ­ნი, სა­ხე­ლად ჩიკო გვყავს. ჩი­კოს ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის. ტე­ლე­ფონ­საც კი პა­სუ­ხობს, როცა შინ ვრე­კავ - ყურ­მილს იღებს და დუმს, მე კი ვიცი, რომ მის­მენს და ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ხოლ­მე (იცი­ნის).

- თქვე­ნი აზ­რით, რა არის სა­ჭი­რო წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად?

- ვფიქ­რობ, საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლის, ნე­ბის­ყო­ფი­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის გარ­და, სა­ჭი­როა, გვერ­დით გყავ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დაბ­რკო­ლე­ბე­ბის დაძ­ლე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბა, სტი­მულს მოგ­ცემს და გა­გამ­ხნე­ვებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" სიდ­ნე­ი­დან,

თა­თუ­ლი ბარ­თა­ია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ლეგენდური "ტიტანიკის" ასლი

ლეგენდური "ტიტანიკის" ასლი

მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, 58 წლის ავსტრალიელი ბიზნესმენი, კლაივ პალმერი ახალ "ტიტანიკს" აშენებს. "ტიტანიკი 2" ლეგენდური ლაინერის ასლი იქნება. კლაივ პალმერი მადნეულის მოპოვების სფეროში მოღვაწეობს და პოლიტიკაშიც აქტიურადაა ჩართული. მას დიდი წვლილი მიუძღვის ავსტრალიის ტურიზმის განვითარებაში, აქვს სასტუმროთა ქსელი ავსტრალიის შტატ კვინსლენდში, ცხენების ბიზნესი, საკუთარი საფეხბურთო გუნდი - Gold Coast Unied. კლაივ პალმერი მსოფლიოშია ცნობილი თავისი ქველმოქმედებით, ეხმარება კიბოთი დაავადებულებს, უნარშეზღუდულ ადამიანებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. მას "საამაყო ავსტრალიელის" ტიტულიც კი მიანიჭეს.

ცოტა ხნის წინ კლაივ პალმერმა სიდნეიში პრესკონფერენცია მოაწყო და "ტიტანიკი 2"-ზე ილაპარაკა. ცნობილ ბიზნესმენს ექსკლუზიურად "ყველა სიახლისთვის" ვესაუბრე.

- რატომ გადაწყვიტეთ "ტიტანიკი 2"-ის მშენებლობა?

- პროექტზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვფიქრობდი. ჩემს მეუღლეს, რომელიც, სამწუხაროდ, კიბოთი გარდაიცვალა, სურდა, მე განმეხორციელებინა ეს პროექტი. მას ლეგენდური "ტიტანიკის" შესახებ აინტერესებდა ყველაფერი, აგროვებდა ფოტოებს, იძიებდა მასალებს. მოგეხსენებათ, 2012 წლის 15 აპრილს "ტიტანიკის" დაღუპვიდან 100 წელი შესრულდა. მეც გადავწყვიტე, კატასტროფიდან 100 წლისთავზე მისი ასლის მშენებლობა წამომეწყო.

- წინამორბედის ზუსტი ასლი იქნება "ტიტანიკი 2"?

- "ოლიმპიკის" კლასის ინგლისური ლაინერი ტრაგიკული ბედის მქონე "ტიტანიკის", ფაქტობრივად, ზუსტი ასლი იქნება. წინამორბედისგან მხოლოდ უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა და ნავიგაციისა და უსაფრთხოების ახალი სისტემა განასხვავებს. გემზე განლაგებული იქნება ფეშენებელური რესტორნები, სპორტდარბაზები, აუზები, ბიბლიოთეკები, საკონფერენციო დარბაზები და სხვა. ახალი ლაინერის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. პირველი რეისი იქნება "ლონდონი - ნიუ-იორკი".

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- მიმაჩნია, რომ ოჯახი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი მყავს, ჩემს ამჟამინდელ მეუღლესთან კი - პატარა გოგონა. მე და ჩემმა პირველმა მეუღლემ ერთმანეთი გემზე გავიცანით და სწორედ მაშინ შევპირდი, რომ მისთვის გემს ავაშენებდი. მისი გარდაცვალება ჩემთვის ტრაგედია იყო. დეპრესიიდან ანამ გამომიყვანა. მასაც მეუღლე ჰყავდა გარდაცვლილი. ერთმანეთი სულიერად გავაძლიერეთ და ახალი ცხოვრება დავიწყეთ. ჩემი უფროსი ვაჟი კომპანიაში ჩემთან ერთად მუშაობს. მინდა, შვილებსაც ის ინტერესი და საქმისადმი სიყვარული ჰქონდეთ, რაც მე მაქვს.

- ვიცი, ცხენების ფერმებიც გაქვთ.

- ძალიან მიყვარს ცხენები... ცხენით ჯირითი 7 წლისამ ვისწავლე. ჩემი პირველი მასწავლებელი მამა იყო. ცხენის დანახვისას სულიერად ვმშვიდდები. ჩემი შვილები ფერმაში უვლიან ცხენებს, საკუთარი ხელით აჭმევენ, აბანავებენ. ცხენებს დოღისთვის ვამზადებთ. საერთოდაც, ძალიან მიყვარს ცხოველები. შინ 4 ძაღლი და მაიმუნი, სახელად ჩიკო გვყავს. ჩიკოს ყველაფერი ესმის. ტელეფონსაც კი პასუხობს, როცა შინ ვრეკავ - ყურმილს იღებს და დუმს, მე კი ვიცი, რომ მისმენს და ველაპარაკები ხოლმე (იცინის).

- თქვენი აზრით, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?

- ვფიქრობ, საქმის სიყვარულის, ნებისყოფისა და მიზანდასახულობის გარდა, საჭიროა, გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელიც დაბრკოლებების დაძლევაში დაგეხმარება, სტიმულს მოგცემს და გაგამხნევებს.

სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" სიდნეიდან,

თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს