სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანი ტყებუჩავას ქალური ხრიკები და მიამიტი ბუნება
ანი ტყებუჩავას ქალური ხრიკები და მიამიტი ბუნება

"ის ხში­რად ეკი­თხე­ბა სა­კუ­თარ თავს: რა­ტომ? რის­თვის? ღირს თუ არა? გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე სა­ქა­ნე­ლა­სა­ვით ირ­წე­ვა. ხში­რად არ ჰყოფ­ნის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა, იყოს ეშ­მა­კი. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ის ან მზე­სა­ვით ანა­თებს, ან დარ­დის­გან მკვდა­რია", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ღო­რის წელ­ში და­ბა­დე­ბულ სას­წორს. ეს, მსა­ხი­ობ ანი ტყე­ბუ­ჩა­ვას ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ბი­ცო­ლას რჩე­ვით ას­ტრო­ლოგს პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი შე­ვად­გე­ნი­ნე; მა­შინ "დასი" ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და ახ­ლობ­ლე­ბი კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. ვი­ცო­დი, პი­რა­დი ჰო­როს­კო­პის შედ­გე­ნა ეკ­ლე­სი­უ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ყო­ველ­თვის მე­გო­ნა, რომ ჩემი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი სას­წო­რია, მაგ­რამ ას­ტრო­ლოგ­მა და­ბა­დე­ბის სა­ა­თის მი­ხედ­ვით მი­თხრა, რომ ლომი ვარ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამან გა­მა­ხა­რა - ლომი ხომ სიძ­ლი­ე­რის სიმ­ბო­ლოა, მე­ფუ­რი ნი­შა­ნია. ისიც მე­სი­ა­მოვ­ნა, რომ პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა მფარ­ვე­ლობს. ყვე­ლა ქალი ცდი­ლობს, იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი იყოს და ზოგ­ჯერ ამის გამო, სა­სა­ცი­ლო­ე­ბიც კი ვართ.

- "ის ძა­ლი­ან მკაც­რია და იშ­ვი­ა­თად მი­დის დათ­მო­ბა­ზე".

- ვერ ვი­ტყვი, რომ დათ­მო­ბა­ზე იშ­ვი­ა­თად მივ­დი­ვარ. მგო­ნი, პი­რი­ქით უფ­როა - დამთმო­ბი ხა­სი­ა­თი მაქვს. ლმო­ბი­ე­რი ვარ და ცოტა არ იყოს, მი­ა­მი­ტიც.

- ამას ას­ტრო­ლო­გე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ. "ღო­რის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის სჯე­რა იმის, რა­საც ეუბ­ნე­ბი­ან".

- კი, ასეა. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი გუ­ლის შიგ­ნით "ცხოვ­რო­ბენ". მათ ყო­ველ­თვის ვუს­მენ და არას­დროს ვა­კონ­ტრო­ლებ, ხოლო ვინც გულს მიღ­მა არის, მისი აზ­რე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს; თუ ვინ­მე სი­მარ­თლეს არ ლა­პა­რა­კობს ან ნათ­ქვამს სხვა ქვე­ტექ­სტი უდევს, თავს ზრდი­ლო­ბი­ა­ნად ვუხ­რი და ვშორ­დე­ბი. სა­ერ­თოდ, უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნი ვარ.

- "მას არ უყ­ვარს კა­მათ­ში ჩარ­თვა. მხო­ლოდ მათ­თან სა­უბ­რობს, ვი­საც პა­ტივს სცემს".

- ნამ­დვი­ლად ასეა! ჯან­სა­ღი კა­მა­თი, მსჯე­ლო­ბა მიყ­ვარს. ვღი­ზი­ან­დე­ბი, როცა შე­უ­ფე­რე­ბელ გა­რე­მო­ში პო­ლი­ტი­კა­ზე, არ­ჩევ­ნებ­ზე კა­მა­თო­ბენ და მით უმე­ტეს, როცა კა­მათ­ში არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თვე­ბი­ან.

- "ის ყო­ველ­თვის კარ­გი მო­თა­მა­შეა, მაგ­რამ არას­დროს ამ­ჟღავ­ნებს ვინ­მეს­თან შე­ჯიბ­რე­ბის სურ­ვილს".

- ვა­ღი­ა­რებ, კარ­გი მო­თა­მა­შე ვარ, რა­შიც ალ­ბათ, ჩემი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა მი­წყობს ხელს. თუმ­ცა, ისიც მარ­თა­ლია, რომ ვინ­მეს­თან შე­ჯიბ­რე­ბის სურ­ვი­ლი, თით­ქმის არას­დროს მაქვს. ვიცი, ამ­ქვეყ­ნად ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან ჩემ­ზე ლა­მა­ზი, ნი­ჭი­ე­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ღმერ­თმა ნუ ქნას, სხვა­ნა­ი­რად იყოს. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თავ­მდაბ­ლო­ბა და სიმ­შვი­დე ყო­ველ­თვის ამარ­თლებს; ამა­ვე დროს, უნდა გქონ­დეს ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცი­აც - ეს კა­რი­ე­რა­ში წინსვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მე დღემ­დე ვერ ვის­წავ­ლე, რო­გორ გავ­ხდე ამ­ბი­ცი­უ­რი. თე­ატ­რა­ლურ­ში რომ ჩა­ვა­ბა­რე, პირ­ვე­ლი­ვე დღეს მი­თხრეს: სი­ტყვა - "ვიცი", ეს იმას ნიშ­ნავს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­აო.

- "იშ­ვი­ა­თად ცრუ­ობს და მა­ში­ნაც, მხო­ლოდ თავ­დაც­ვის მიზ­ნით".

- მარ­თა­ლია, ტყუ­ი­ლი არ მიყ­ვარს. სიც­რუე მამ­ძი­მებს და რა­ტომ უნდა მო­ვი­ტყუო? შე­იძ­ლე­ბა იშ­ვი­ა­თად, ისიც - ბავ­შვუ­რი, უწყი­ნა­რი ტყუ­ი­ლის თქმა მო­მიხ­დეს. სიც­რუ­ეს სი­მარ­თლით ცხოვ­რე­ბა მირ­ჩევ­ნია.

- "ხში­რად არ ჰყოფ­ნის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა, იყოს ეშ­მა­კი".

- ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, - ზედ­მე­ტად თავ­მოყ­ვა­რე ხარ და პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნი ხარო, - ეშ­მა­კო­ბას კი ხა­სი­ა­თის სიმ­სუ­ბუ­ქე და სი­ლა­ღე სჭირ­დე­ბა. ვი­ღა­ცის­თვის ეშ­მა­კუ­რი ხრი­კე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ად­ვი­ლი მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი იყოს, ჩემ­თვის კი ეს ძა­ლი­ან ძნე­ლია.

- შენ­თვის ქა­ლუ­რი ხრი­კე­ბიც უცხოა?

- ყვე­ლა ქალ­მა თა­ვი­სე­ბუ­რი ხრი­კი იცის. ჩემი ხრი­კე­ბი უწყი­ნა­რია, რად­გა­ნაც ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვა არ მა­ხა­სი­ა­თებს და ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბე­ბიც ნაკ­ლე­ბად მი­ზი­დავს.

- "მას ცოტა მე­გო­ბა­რი ჰყავს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მათი ერ­თგუ­ლია".

- 4-5 ახლო მე­გო­ბა­რი მყავს. ერ­თმა­ნე­თის­თვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ვით ვართ. ერთი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მყავს, რო­მელ­თა­ნაც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვი­მე­გობ­რებ.

- "სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ის ან მზე­სა­ვით ანა­თებს, ან დარ­დის­გან მკვდა­რია".

- სხვაგ­ვა­რად ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია. დარ­დის­გან მა­შინ "ვკვდე­ბო­დი", როცა ნა­ად­რევ ასაკ­ში უი­მე­დოდ ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში სულ მე­ძი­ნე­ბო­და, "გარ­და­ტე­ხის ასაკს" თან უამ­რა­ვი კომ­პლექ­სიც ახ­ლდა. როცა გიყ­ვარს და უყ­ვარ­ხარ, მზე­სა­ვით გა­ა­ნა­თებ, აბა, რა იქ­ნე­ბა?!

- რო­გორც ვიცი, ახლა სწო­რედ ასე­თი პე­რი­ო­დი გაქვს...

- ნამ­დვი­ლად ასეა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ!

- შენს რჩე­ულს რო­დის გაგ­ვაც­ნობ?

- მა­შინ, როცა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე მი­ე­ცე­მა. ამ ეტაპ­ზე კი ეს ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ჩვე­ნია და მას მოვ­ლა, გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

- მის ვი­ნა­ო­ბას გაგ­ვიმ­ხელ?

- მხო­ლოდ იმას გე­ტყვი, რომ რეკ­ლა­მე­ბის რე­ჟი­სო­რია, - ანუ ხე­ლო­ვა­ნია, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­ლავთ. ჩემი აზ­რით, წყვილს შო­რის უფრო მეტი გა­გე­ბა და ჰარ­მო­ნი­აა მა­შინ, როცა ერთი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

- "ის ამა­ყია სა­კუ­თა­რი თა­ვით. თუ მის დამ­ცი­რე­ბას შე­ეც­დე­ბით, თქვენ წი­ნა­შე ამა­ყი და სა­ში­ნე­ლი ღრი­ა­ლა "ცხო­ვე­ლი" აღი­მარ­თე­ბა".

- ხმის მა­ღა­ლი ტემ­ბრი მაქვს, მაგ­რამ ღრი­ა­ლა არ ვარ. ჩემი აზ­რით, როცა ვინ­მე შენს დამ­ცი­რე­ბას შე­ეც­დე­ბა, მას წყნა­რად და ლა­კო­ნი­უ­რად უნდა აუხ­სნა, რომ ეშ­ლე­ბა.

- "ვერ იტანს სიბ­ნე­ლეს და მარ­ტო­ო­ბას".

- პი­რი­ქით - გან­მარ­ტო­ე­ბა მიყ­ვარს. ამ დროს ვფიქ­რობ სა­კუ­თარ თავ­ზე, საქ­მე­ზე, მო­მა­ვალ­ზე... ზოგ­ჯერ გან­მარ­ტო­ე­ბის დრო­საც კი ვმუ­შა­ობ, ვმე­ცა­დი­ნე­ობ, პერ­სო­ნაჟ­ზე ვფიქ­რობ.

- "უყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი და არა - ხალ­ხმრავ­ლო­ბა".

- ას­ტრო­ლო­გებს ვე­თან­ხმე­ბი: ღა­მის კლუ­ბებ­ში მუდ­მი­ვად სი­ა­რუ­ლი და "ტუსოვ­კე­ბი" ჩემი ცხოვ­რე­ბის წესი არ არის. ღა­მის კლუბ­ში იშ­ვი­ა­თად მივ­დი­ვარ და მა­ში­ნაც, მხო­ლოდ ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვერ­თო­ბი. ღრე­ო­ბას ვერ ვი­ტან, ხალ­ხმრავ­ლო­ბა­ში ვერ ვის­ვე­ნებ.

- "გა­დაღ­ლი­ლო­ბი­სას გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა წიგ­ნე­ბის კი­თხვაა".

- მარ­თლაც ასეა! ერთი პე­რი­ო­დი, როცა სი­გა­რეტს თავი და­ვა­ნე­ბე, ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, წო­ნა­ში არ მო­მე­მა­ტე­ბი­ნა, ამი­ტომ ყო­ველ­დღე დავ­რბო­დი, მერე შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჯერ თავს ვი­წეს­რი­გებ­დი, შემ­დეგ კი წა­მოვ­წვე­ბო­დი და წიგ­ნის კი­თხვით ვერ­თო­ბო­დი. ეს პრო­ცე­სი იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რომ და­ხარ­ჯუ­ლი ენერ­გია უკან ორ­მა­გად მიბ­რუნ­დე­ბო­და.

- "მო­უს­ვე­ნა­რია, მაგ­რამ საქ­მის დროს აჩ­ქა­რე­ბა არ უყ­ვარს".

- ჩვე­ვად მაქვს, რამ­დე­ნი­მე საქ­მეს ერ­თდრო­უ­ლად ვა­კე­თებ. სწრა­ფი ვარ. როცა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვტრი­ა­ლებ, ერ­თდრო­უ­ლად 2 სა­დილს ვამ­ზა­დებ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას: ამ შემ­თხვე­ვა­ში აჩ­ქა­რე­ბა დი­დად არ მიყ­ვარს, მაგ­რამ გა­და­ღე­ბე­ბი ისეთ ტემპშია, გვინ­და თუ არა, აჩ­ქა­რე­ბა ყვე­ლას გვი­წევს.

- "ის ხში­რად სვამს კი­თხვებს: რა­ტომ? რის­თვის? ღირს თუ არა?"

- ბოლო დროს ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა ცოტა კი­თხვა დავ­სვა...

- რა­ტომ, ეს ცუ­დია?

- შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის კარ­გი იყოს, ვი­ღა­ცის­თვის - ცუდი. არის ასა­კი, როცა შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა გე­პა­ტი­ე­ბა, მაგ­რამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ბევრ რა­მეს სწავ­ლობ...

- "მერ­ყე­ვია. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე სა­ქა­ნე­ლა­სა­ვით ირ­წე­ვა".

- გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მარ­თლაც, ბევ­რს ვფიქ­რობ; მა­ში­ნაც კი, როცა შე­მიძ­ლია მარ­ტი­ვად ვთქვა: "ჰო" ან "არა".

- "ის ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია".

- ვგმობ ძა­ლა­დო­ბას! მისი გა­მოვ­ლი­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი სას­წო­რი არის ადა­მი­ა­ნი, ან­გე­ლო­ზის თვი­სე­ბე­ბით.

- (იცი­ნის) ეს შე­ფა­სე­ბა გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი არ არის?! მე ან­გე­ლო­ზი ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბის მსგავ­სად, ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი გავ­ხდე. კარ­გი და ცუდი თვი­სე­ბე­ბი ყვე­ლას გვაქვს. სრულ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს.

- და­ბო­ლოს, სე­რი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გკი­თხავ: "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" რო­დი­დან გა­ნახ­ლდე­ბა?

- რო­გორც ვიცი, გა­და­ღე­ბე­ბი თე­ბერ­ვლი­დან უნდა და­ვი­წყოთ, მაგ­რამ ზუს­ტი თა­რი­ღი ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის. ფილ­მი - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლი" კარ­გი გა­მო­ვი­და, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია. სხვა­თა შო­რის, ეს ფილ­მი ჩემს მშობ­ლებს ჯერ არ უნა­ხავთ - ბი­ლე­თე­ბი ვერ ვი­შო­ვე, რამ­დე­ნი­მე დღის უკვე წი­ნას­წარ გა­ყი­დუ­ლია. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა არის ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და მას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა ცხა­დია, არა მარ­ტო სა­ინ­ტე­რე­სო, არა­მედ სა­სი­ა­მოვ­ნოც არის.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ანი ტყებუჩავას ქალური ხრიკები და მიამიტი ბუნება

ანი ტყებუჩავას ქალური ხრიკები და მიამიტი ბუნება

"ის ხშირად ეკითხება საკუთარ თავს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა? გადაწყვეტილების მიღებამდე საქანელასავით ირწევა. ხშირად არ ჰყოფნის მოხერხებულობა, იყოს ეშმაკი. სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ან მზესავით ანათებს, ან დარდისგან მკვდარია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ სასწორს. ეს, მსახიობ ანი ტყებუჩავას ზოდიაქოს ნიშანია.

- რამდენიმე წლის წინ, ბიცოლას რჩევით ასტროლოგს პირადი ჰოროსკოპი შევადგენინე; მაშინ "დასი" ახალი დამთავრებული იყო და ახლობლები კარიერის აწყობაში მგულშემატკივრობდნენ. ვიცოდი, პირადი ჰოროსკოპის შედგენა ეკლესიურად გამართლებული არ არის, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა. ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი ზოდიაქოს ნიშანი სასწორია, მაგრამ ასტროლოგმა დაბადების საათის მიხედვით მითხრა, რომ ლომი ვარ. სიმართლე გითხრათ, ამან გამახარა - ლომი ხომ სიძლიერის სიმბოლოა, მეფური ნიშანია. ისიც მესიამოვნა, რომ პლანეტა ვენერა მფარველობს. ყველა ქალი ცდილობს, იდუმალებით მოცული იყოს და ზოგჯერ ამის გამო, სასაცილოებიც კი ვართ.

- "ის ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე".

- ვერ ვიტყვი, რომ დათმობაზე იშვიათად მივდივარ. მგონი, პირიქით უფროა - დამთმობი ხასიათი მაქვს. ლმობიერი ვარ და ცოტა არ იყოს, მიამიტიც.

- ამას ასტროლოგებიც აღნიშნავენ. "ღორის წელში დაბადებულ ადამიანს ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან".

- კი, ასეა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემი გულის შიგნით "ცხოვრობენ". მათ ყოველთვის ვუსმენ და არასდროს ვაკონტროლებ, ხოლო ვინც გულს მიღმა არის, მისი აზრები და შეხედულებები ნაკლებად მაინტერესებს; თუ ვინმე სიმართლეს არ ლაპარაკობს ან ნათქვამს სხვა ქვეტექსტი უდევს, თავს ზრდილობიანად ვუხრი და ვშორდები. საერთოდ, უკონფლიქტო ადამიანი ვარ.

- "მას არ უყვარს კამათში ჩართვა. მხოლოდ მათთან საუბრობს, ვისაც პატივს სცემს".

- ნამდვილად ასეა! ჯანსაღი კამათი, მსჯელობა მიყვარს. ვღიზიანდები, როცა შეუფერებელ გარემოში პოლიტიკაზე, არჩევნებზე კამათობენ და მით უმეტეს, როცა კამათში არაკომპეტენტური ადამიანები ერთვებიან.

- "ის ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს ვინმესთან შეჯიბრების სურვილს".

- ვაღიარებ, კარგი მოთამაშე ვარ, რაშიც ალბათ, ჩემი დიპლომატიურობა მიწყობს ხელს. თუმცა, ისიც მართალია, რომ ვინმესთან შეჯიბრების სურვილი, თითქმის არასდროს მაქვს. ვიცი, ამქვეყნად ყოველთვის მოიძებნებიან ჩემზე ლამაზი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები. ღმერთმა ნუ ქნას, სხვანაირად იყოს. ვფიქრობ, ადამიანებთან ურთიერთობაში თავმდაბლობა და სიმშვიდე ყოველთვის ამართლებს; ამავე დროს, უნდა გქონდეს ჯანსაღი ამბიციაც - ეს კარიერაში წინსვლისთვის აუცილებელია, მაგრამ მე დღემდე ვერ ვისწავლე, როგორ გავხდე ამბიციური. თეატრალურში რომ ჩავაბარე, პირველივე დღეს მითხრეს: სიტყვა - "ვიცი", ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული რაღაცის გაკეთება შეგიძლიაო.

- "იშვიათად ცრუობს და მაშინაც, მხოლოდ თავდაცვის მიზნით".

- მართალია, ტყუილი არ მიყვარს. სიცრუე მამძიმებს და რატომ უნდა მოვიტყუო? შეიძლება იშვიათად, ისიც - ბავშვური, უწყინარი ტყუილის თქმა მომიხდეს. სიცრუეს სიმართლით ცხოვრება მირჩევნია.

- "ხშირად არ ჰყოფნის მოხერხებულობა, იყოს ეშმაკი".

- ხშირად მეუბნებიან, - ზედმეტად თავმოყვარე ხარ და პირდაპირი ადამიანი ხარო, - ეშმაკობას კი ხასიათის სიმსუბუქე და სილაღე სჭირდება. ვიღაცისთვის ეშმაკური ხრიკები შეიძლება, ადვილი მოსაფიქრებელი იყოს, ჩემთვის კი ეს ძალიან ძნელია.

- შენთვის ქალური ხრიკებიც უცხოა?

- ყველა ქალმა თავისებური ხრიკი იცის. ჩემი ხრიკები უწყინარია, რადგანაც ინტრიგების ხლართვა არ მახასიათებს და ჩახლართული ამბებიც ნაკლებად მიზიდავს.

- "მას ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ ბოლომდე მათი ერთგულია".

- 4-5 ახლო მეგობარი მყავს. ერთმანეთისთვის ოჯახის წევრებივით ვართ. ერთი ბავშვობის მეგობარი მყავს, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე ვიმეგობრებ.

- "სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ან მზესავით ანათებს, ან დარდისგან მკვდარია".

- სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. დარდისგან მაშინ "ვკვდებოდი", როცა ნაადრევ ასაკში უიმედოდ ვიყავი შეყვარებული. იმ პერიოდში სულ მეძინებოდა, "გარდატეხის ასაკს" თან უამრავი კომპლექსიც ახლდა. როცა გიყვარს და უყვარხარ, მზესავით გაანათებ, აბა, რა იქნება?!

- როგორც ვიცი, ახლა სწორედ ასეთი პერიოდი გაქვს...

- ნამდვილად ასეა, შეყვარებული ვარ!

- შენს რჩეულს როდის გაგვაცნობ?

- მაშინ, როცა ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე მიეცემა. ამ ეტაპზე კი ეს ურთიერთობა მხოლოდ ჩვენია და მას მოვლა, გაფრთხილება სჭირდება.

- მის ვინაობას გაგვიმხელ?

- მხოლოდ იმას გეტყვი, რომ რეკლამების რეჟისორია, - ანუ ხელოვანია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ჩემი აზრით, წყვილს შორის უფრო მეტი გაგება და ჰარმონიაა მაშინ, როცა ერთი სფეროს წარმომადგენლები არიან.

- "ის ამაყია საკუთარი თავით. თუ მის დამცირებას შეეცდებით, თქვენ წინაშე ამაყი და საშინელი ღრიალა "ცხოველი" აღიმართება".

- ხმის მაღალი ტემბრი მაქვს, მაგრამ ღრიალა არ ვარ. ჩემი აზრით, როცა ვინმე შენს დამცირებას შეეცდება, მას წყნარად და ლაკონიურად უნდა აუხსნა, რომ ეშლება.

- "ვერ იტანს სიბნელეს და მარტოობას".

- პირიქით - განმარტოება მიყვარს. ამ დროს ვფიქრობ საკუთარ თავზე, საქმეზე, მომავალზე... ზოგჯერ განმარტოების დროსაც კი ვმუშაობ, ვმეცადინეობ, პერსონაჟზე ვფიქრობ.

- "უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობა".

- ასტროლოგებს ვეთანხმები: ღამის კლუბებში მუდმივად სიარული და "ტუსოვკები" ჩემი ცხოვრების წესი არ არის. ღამის კლუბში იშვიათად მივდივარ და მაშინაც, მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ვერთობი. ღრეობას ვერ ვიტან, ხალხმრავლობაში ვერ ვისვენებ.

- "გადაღლილობისას განტვირთვის საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვაა".

- მართლაც ასეა! ერთი პერიოდი, როცა სიგარეტს თავი დავანებე, ძალიან მეშინოდა, წონაში არ მომემატებინა, ამიტომ ყოველდღე დავრბოდი, მერე შინ დაბრუნებული ჯერ თავს ვიწესრიგებდი, შემდეგ კი წამოვწვებოდი და წიგნის კითხვით ვერთობოდი. ეს პროცესი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ დახარჯული ენერგია უკან ორმაგად მიბრუნდებოდა.

- "მოუსვენარია, მაგრამ საქმის დროს აჩქარება არ უყვარს".

- ჩვევად მაქვს, რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვაკეთებ. სწრაფი ვარ. როცა სამზარეულოში ვტრიალებ, ერთდროულად 2 სადილს ვამზადებ. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ საქმიანობას: ამ შემთხვევაში აჩქარება დიდად არ მიყვარს, მაგრამ გადაღებები ისეთ ტემპშია, გვინდა თუ არა, აჩქარება ყველას გვიწევს.

- "ის ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?"

- ბოლო დროს ვცდილობ, რაც შეიძლება ცოტა კითხვა დავსვა...

- რატომ, ეს ცუდია?

- შეიძლება ვიღაცისთვის კარგი იყოს, ვიღაცისთვის - ცუდი. არის ასაკი, როცა შეცდომების დაშვება გეპატიება, მაგრამ წლების მანძილზე ბევრ რამეს სწავლობ...

- "მერყევია. გადაწყვეტილების მიღებამდე საქანელასავით ირწევა".

- გადაწყვეტილების მიღებისას მართლაც, ბევრს ვფიქრობ; მაშინაც კი, როცა შემიძლია მარტივად ვთქვა: "ჰო" ან "არა".

- "ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია".

- ვგმობ ძალადობას! მისი გამოვლინების ნებისმიერი ფორმა ჩემთვის მიუღებელია.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ გაწონასწორებული სასწორი არის ადამიანი, ანგელოზის თვისებებით.

- (იცინის) ეს შეფასება გაზვიადებული არ არის?! მე ანგელოზი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ადამიანების უმეტესობის მსგავსად, ვცდილობ, რაც შეიძლება უკეთესი გავხდე. კარგი და ცუდი თვისებები ყველას გვაქვს. სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს.

- დაბოლოს, სერიალთან დაკავშირებით გკითხავ: "ჩემი ცოლის დაქალები" როდიდან განახლდება?

- როგორც ვიცი, გადაღებები თებერვლიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ფილმი - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" კარგი გამოვიდა, რაც ძალიან მიხარია. სხვათა შორის, ეს ფილმი ჩემს მშობლებს ჯერ არ უნახავთ - ბილეთები ვერ ვიშოვე, რამდენიმე დღის უკვე წინასწარ გაყიდულია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ლიფონავა არის ნიჭიერი ადამიანი და მასთან ერთად მუშაობა ცხადია, არა მარტო საინტერესო, არამედ სასიამოვნოც არის.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება