საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას მტკიცებით, ყოფილ ხელისუფლებას ცხინვალსა და სოხუმში შესვლის ფიქრი და აზრი ჯერ კიდევ 2004 წელს ჰქონდა. ხაბურძანიამ "ვარდების რევოლუციის" ხელისუფლებასთან ურთიერთობებზე და აგვისტოს ომზე რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში ისაუბრა.
"2004 წელი, თუ 2003 წლის დეკემბერი იყო, ზუსტად არ მახსოვს, ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანია, დამირეკა დ მთხოვა, გადავსულიყავი მასთან. გადავედი - რაღაც საუბარი გაიმართა ჩვენს შორის, უკვე ვიცოდი, რომ ჩემს ადგილმონაცვლეს ეძებდნენ და მითხრა, იუსტიციის მინისტრად თუ წახვალო. მე ვუთხარი, თუ უშიშროების მინისტრად არ მენდობით, იუსტიციის მინისტრი ნაკლები გგონია-მეთქი? რატომღაც ყველას ეგონა, რომ უშიშროების სამინისტროში ჯადოსნური ჯოხი იდო და ამ ჯოხს უდიდესი ძალა და შესაძლებლობა ჰქონდა, სამწუხაროდ - არა. მაშინ ვუთხარი, ვანო, რა გარს მივლი, პირდაპირ მითხარი რა გაინტერესებს-მეთქი. მერე კონტროლის პალატის თავმჯდომარეობა შემომთავაზა. მაშინ სულხან მოლაშვილი იყო ამ თანამდებობაზე და კონსტიტუციური ვადა ჯერ კიდევ ჰქონდა. მე ვუთხარი, რომ ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ელემენტარულად არაკაცურია-მეთქი. სამწუხაროდ, მაშინ ვერ ვგრძნობდი, რომ ეს ტერმინი მათთვის გაუგებარი იყო. მერე უცებ მკითხა: უცებ სოხუმში ან ცხინვალში რომ შევიჭრათ, თუ ჯარს მოვამზადებთ, რა მოხდებაო? მე დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ რუსები თბილისს დაბომბავენ-მეთქი. აუტყდა ხარხარი და მითხრა, არ გეწყინოსო და შენნაირი მინისტრები რომ ჰყავდა შევარდნაძეს, იმიტომ ვზივარ აქ მე ახლაო", - განაცხადა ხაბურძანიამ.
აღნიშნულის კონტექსტში, უშიშროების ექსმინისტრი განმარტავს, რომ ყოფილ ხელისუფლებას ცხინვალსა და სოხუმში შესვლის ფიქრი და აზრი ჰქონდა.
"2008 წლის აგვისტოში მინდოდა ვანოსთვის თვალებში ჩამეხედა. ის არ გამოჩენილა, ვიდრე რუსებმა უკან დახევა არ დაიწყეს. მხოლოდ მერე გამოჩნდა და ისე წარმოაჩინა ეს ყველაფერი, თითქოს მათი ზეწოლით ხდებოდა უკან დახევა. ფაქტია, რომ ფიქრი და აზრი ამის შესახებ ჰქონდათ. თუ რეაქტიული ჭურვების ზალპის ამსახველ 2008 წლის 7 აგვისტოს კადრებს გავიხსენებთ და ვანოს ფიქრებს შევადარებთ, დასკვნას გავაკეთებთ. მე არ მინდა, პირდაპირ დასკვნა გავაკეთო - ომი, რა თქმა უნდა, დიდი ხნით ადრე დაიწყო, მაგრამ კონკრეტული სამხედრო მოქმედებები ვინც დაიწყო, ეს გამოჩნდა 7 აგვისტოს", - აღნიშნა ხაბურძანიამ.