2013 წელს "ფოლკსვაგენ საქართველომ" 12 საინტერესო სიახლე დაგეგმა და მომხმარებლებს ყოველთვიურად ახალი სიურპრიზით გაანებივრებს. თითოეული სიახლის მიზანი "ფოლკსვაგენის თბილისის ცენტრის" კლიენტების კეთილდღეობა იქნება და, რაც ყველაზე საინტერესოა, "ფოლკსვაგენ საქართველოს" წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ თორმეტივე სიახლე ქართული საავტომობილო რეალობისთვის ინოვაციური იქნება.
იანვარში მხოლოდ პირველი სიურპრიზის საიდუმლოს აეხადა ფარდა. "ფოლკსვაგენ საქართველოს" პირველი სიახლე პრაქტიკულია: პირველი იანვრიდან VW-ს ცენტრში ახალი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს ძრავის ზეთის შეცვლა 10 000 კილომეტრის ნაცვლად, ყოველ 15 000 კილომეტრზე მოუწევს. ამ სიახლის მეშვეობით ავტომობილის მფლობელი დაზოგავს და გაინახევრებს როგორც დროს, ასევე ხარჯებსაც, რომელიც ახალი ავტომობილის შეძენას მოყვება.
R