პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
გაკიცხული ალასანიას არჩევანი
გაკიცხული ალასანიას არჩევანი

რო­გორც ჩანს, კო­ა­ბი­ტა­ცია მხო­ლოდ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" არ სჭირ­დე­ბათ. კო­ა­ბი­ტა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ვად კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­სა და ლი­დე­რებს შო­რის. ამ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას პირ­ვე­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა უკვე მი­ად­გა.

ალ­ბათ, ჩვენ ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვერც შე­ვი­ტყობ­დით, რომ არა სი­ტყვი­ე­რი პინგ-პონ­გი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას შო­რის. ჯერ ალა­სა­ნი­ამ თქვა ერთ-ერთ ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში - პრე­მი­ერ­თან პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­თან და­კავ­ში­რე­ბით მძი­მე სა­უ­ბა­რი გვქონ­დაო. მე­ო­რე დღეს კი, მთავ­რო­ბის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ივა­ნიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბა ალა­სა­ნი­ას­თვის ვიცე-პრე­მი­ე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. აჰა! - იფიქ­რეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა - ახალ მთავ­რო­ბა­ში პირ­ვე­ლი ბზა­რი გაჩ­ნდაო, მაგ­რამ... შემ­დგო­მი კო­მენ­ტა­რე­ბი ისე­თი იყო, რომ ინ­ტრი­გა მოკ­ვდა.

კერ­ძოდ, ახა­ლი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბით (მათ შო­რის თა­ვად ალა­სა­ნი­ა­სი), ისე გა­მო­დი­ო­და, რომ ალა­სა­ნია და ივა­ნიშ­ვი­ლი წყნა­რად შე­თან­ხმდნენ - თავ­დაც­ვის მი­ნისტრს მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა არ­მი­ა­ზე რომ გა­და­ე­ტა­ნა, მე­ო­რე სამ­სა­ხურ­ზე, ანუ ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბა­ზე აღარ უნდა მოც­დე­ნი­ლი­ყო. ამ კონ­ტექ­სტში არ ჯდე­ბო­და "მძი­მე სა­უ­ბა­რი", მაგ­რამ ამა­ზე უკვე არა­ვინ ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას.

თურ­მე, ჯერ სად ხარ. ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვოს­ში გა­კე­თე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ვერ­სი­ას ჩა­ი­ლუ­რის წყა­ლი და­ა­ლე­ვი­ნა. მისი და მთავ­რო­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­უბ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოვ­ლე­ნე­ბის მოკ­ლე ქრო­ნო­ლო­გია შეგ­ვიძ­ლია აღ­ვად­გი­ნოთ: "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე მო­მა­ვალ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ალა­სა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლეს. ამის შე­სა­ხებ არ იცოდ­ნენ კო­ა­ლი­ცი­ის სხვა წევ­რებ­მა, მათ შო­რის ივა­ნიშ­ვილ­მა. რო­დე­საც პრე­მი­ერ­მა ეს შე­ი­ტყო (არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი), გაბ­რაზ­და და ალა­სა­ნია ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა. ეს და­ახ­ლო­ე­ბით, იმას ჰგავს, ბავ­შვს რომ კან­ფეტს წა­არ­თმევ, რათა მან თა­ვის შეც­დო­მებ­ზე კარ­გად იფიქ­როს.

რა ხდე­ბა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" და მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა და­პი­რის­პი­რე­ბა "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­სა" და "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" შო­რის, სხვა სტა­ტი­ის თე­მაა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იმ პე­რი­ოდს, რო­დე­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა გა­ი­მარ­თა, სა­ეჭ­ვოდ და­ემ­თხვა "რეს­პუბ­ლი­კელ" ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის იდეა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა უნდა აირ­ჩი­ოს.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისაა, რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ თა­ვი­სი მთავ­რო­ბის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ფი­გუ­რის სა­ჯა­როდ გაკ­რი­ტი­კე­ბამ. რა თქმა უნდა, სა­ჯა­რო­ო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ცოტა სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ნე­ბე­ბია.

კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, შეკ­რუ­ლი და ერ­თი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი უნდა გყავ­დეს. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი საქ­მეა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე პარ­ტი­ის­გან შემ­დგარ კო­ა­ლი­ცი­ას­თან გაქვს საქ­მე. ამი­ტომ ალ­ბათ, ამ ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნევ­რე­ბი სა­ჭი­როა.

ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახა­ლი მო­სუ­ლი ხარ, ჯერ ყვე­ლა ბერ­კეტს არ ფლობ, გა­ო­პო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" კრი­ჭა­ში გიდ­გა­ნან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი გაქვს მი­სა­ღე­ბი და წინ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გე­ლო­დე­ბა, ალ­ბათ, ახა­ლი მთავ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე არ უნდა და­ა­ყე­ნო.

ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ ალა­სა­ნი­ას არ­ჩე­ვა­ნი მარ­თლაც რთუ­ლია და და­ახ­ლო­ე­ბით იმას ჰგავს - წინ წყა­ლი, უკან მე­წყე­რიო. თუ აჰ­ყვე­ბა რჩე­ვებს "თავ­მოყ­ვა­რე პო­ლი­ტი­კო­სის" შე­სა­ხებ და და­ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას, შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდეს. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თუ დარ­ჩე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს - ოპო­ნენ­ტე­ბი (რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ა­ში, ისე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სა­ხით) ყო­ველ­თვის წა­მო­ა­ძა­ხე­ბენ, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ურ­ჩევ­ნია და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტის სა­ნაც­ვლოდ პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით და­ტუქ­სვებს იტანს.

რა თქმა უნდა, შეგ­ვეძ­ლო გვემ­სჯე­ლა იმ სა­კი­თხზე, რა პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა კო­ა­ლი­ცი­ას, მათ შო­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, თუ მას ალა­სა­ნია თა­ვი­სი გუნ­დი­ა­ნად გა­ე­მიჯ­ნა. მაგ­რამ არ ღირს, რად­გან ეჭვი გვე­პა­რე­ბა, რომ თუ ალა­სა­ნი­ამ გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მას თა­ვი­სი გუნ­დიც წაჰ­ყვეს. ზო­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა­ცაა და ზო­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბაც, მაგ­რამ რო­დე­საც მთავ­რო­ბა­ში თუ პარ­ლა­მენ­ტში მყო­ფი "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" კო­მენ­ტა­რებ­ში ერთი სი­ტყვი­თაც არ ცდი­ლო­ბენ ალა­სა­ნი­ას დაც­ვას და ბრმად ეთან­ხმე­ბი­ან პრე­მი­ე­რის შე­ნიშ­ვნებს, ცოტა უც­ნა­უ­რია.

თუმ­ცა არ არის უც­ნა­უ­რი, რად­გან ცნო­ბილ გა­მოთ­ქმას თუ გა­და­ვა­კე­თებთ, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არ არ­სე­ბობს მუდ­მი­ვი ერ­თგუ­ლე­ბა, აქ მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბია.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

ასე­ვე იხი­ლეთ:

- ირაკ­ლის პა­ტა­რა შეც­დო­მა მო­უ­ვი­და - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი ალა­სა­ნი­ას შე­სა­ხებ

გაკიცხული ალასანიას არჩევანი

გაკიცხული ალასანიას არჩევანი

როგორც ჩანს, კოაბიტაცია მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" არ სჭირდებათ. კოაბიტაცია აუცილებელია თავად კოალიციის პოლიტიკურ ძალებსა და ლიდერებს შორის. ამ თანაცხოვრებას პირველი და სერიოზული დარტყმა უკვე მიადგა.

ალბათ, ჩვენ ამის შესახებ ოფიციალურად ვერც შევიტყობდით, რომ არა სიტყვიერი პინგ-პონგი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის. ჯერ ალასანიამ თქვა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში - პრემიერთან პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით მძიმე საუბარი გვქონდაო. მეორე დღეს კი, მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. აჰა! - იფიქრეს ჟურნალისტებმა - ახალ მთავრობაში პირველი ბზარი გაჩნდაო, მაგრამ... შემდგომი კომენტარები ისეთი იყო, რომ ინტრიგა მოკვდა.

კერძოდ, ახალი მთავრობის წევრების კომენტარებით (მათ შორის თავად ალასანიასი), ისე გამოდიოდა, რომ ალასანია და ივანიშვილი წყნარად შეთანხმდნენ - თავდაცვის მინისტრს მთელი ყურადღება არმიაზე რომ გადაეტანა, მეორე სამსახურზე, ანუ ვიცე-პრემიერობაზე აღარ უნდა მოცდენილიყო. ამ კონტექსტში არ ჯდებოდა "მძიმე საუბარი", მაგრამ ამაზე უკვე არავინ ამახვილებდა ყურადღებას.

თურმე, ჯერ სად ხარ. ივანიშვილის დავოსში გაკეთებულმა განცხადებამ ზემოხსენებულ ვერსიას ჩაილურის წყალი დაალევინა. მისი და მთავრობის სხვა წარმომადგენლების საუბრიდან გამომდინარე, მოვლენების მოკლე ქრონოლოგია შეგვიძლია აღვადგინოთ: "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტსაბჭოზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალასანიას კანდიდატურის დასახელება განიხილეს. ამის შესახებ არ იცოდნენ კოალიციის სხვა წევრებმა, მათ შორის ივანიშვილმა. როდესაც პრემიერმა ეს შეიტყო (არ არის გამორიცხული, ინტერპრეტირებული), გაბრაზდა და ალასანია ვიცე-პრემიერობიდან გადააყენა. ეს დაახლოებით, იმას ჰგავს, ბავშვს რომ კანფეტს წაართმევ, რათა მან თავის შეცდომებზე კარგად იფიქროს.

რა ხდება კოალიცია "ქართულ ოცნებაში" და მიმდინარეობს თუ არა დაპირისპირება "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის, სხვა სტატიის თემაა. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდს, როდესაც სავარაუდოდ, ზემოხსენებული პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, საეჭვოდ დაემთხვა "რესპუბლიკელ" ვახტანგ ხმალაძის იდეა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

საინტერესოა ისაა, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ივანიშვილის მიერ თავისი მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის საჯაროდ გაკრიტიკებამ. რა თქმა უნდა, საჯაროობა აუცილებელია, მაგრამ ქართულ რეალობაში ცოტა სხვა პოლიტიკური დინებებია.

კერძოდ, საქართველოში ხელისუფლება რომ შეინარჩუნო, შეკრული და ერთიანი პოლიტიკური გუნდი უნდა გყავდეს. ეს საკმაოდ რთული საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე პარტიისგან შემდგარ კოალიციასთან გაქვს საქმე. ამიტომ ალბათ, ამ ერთიანობის შენარჩუნებისთვის გარკვეული პოლიტიკური მანევრები საჭიროა.

ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებაში ახალი მოსული ხარ, ჯერ ყველა ბერკეტს არ ფლობ, გაოპოზიციონერებული "ნაციონალები" კრიჭაში გიდგანან, მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები გაქვს მისაღები და წინ საპრეზიდენტო არჩევნები გელოდება, ალბათ, ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა რთული არჩევანის წინაშე არ უნდა დააყენო.

ივანიშვილის განცხადებების შემდეგ ალასანიას არჩევანი მართლაც რთულია და დაახლოებით იმას ჰგავს - წინ წყალი, უკან მეწყერიო. თუ აჰყვება რჩევებს "თავმოყვარე პოლიტიკოსის" შესახებ და დატოვებს თანამდებობას, შესაძლოა, პოლიტიკურ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თანამდებობაზე თუ დარჩება, დარწმუნებული უნდა იყოს - ოპონენტები (როგორც კოალიციაში, ისე "ნაციონალების" სახით) ყოველთვის წამოაძახებენ, რომ თანამდებობა თავმოყვარეობას ურჩევნია და თავდაცვის მინისტრის პოსტის სანაცვლოდ პატარა ბავშვივით დატუქსვებს იტანს.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო გვემსჯელა იმ საკითხზე, რა პრობლემები შეექმნება კოალიციას, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში, თუ მას ალასანია თავისი გუნდიანად გაემიჯნა. მაგრამ არ ღირს, რადგან ეჭვი გვეპარება, რომ თუ ალასანიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, მას თავისი გუნდიც წაჰყვეს. ზომიერი განცხადებაცაა და ზომიერი განცხადებაც, მაგრამ როდესაც მთავრობაში თუ პარლამენტში მყოფი "თავისუფალი დემოკრატები" კომენტარებში ერთი სიტყვითაც არ ცდილობენ ალასანიას დაცვას და ბრმად ეთანხმებიან პრემიერის შენიშვნებს, ცოტა უცნაურია.

თუმცა არ არის უცნაური, რადგან ცნობილ გამოთქმას თუ გადავაკეთებთ, ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი ერთგულება, აქ მუდმივი ინტერესებია.

გიორგი კვიტაშვილი

ასევე იხილეთ:

- ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა - ბიძინა ივანიშვილის კომენტარი ალასანიას შესახებ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა