პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარკოზი ფრანგულ გადასახადებს ლონდონში გაურბის
სარკოზი ფრანგულ გადასახადებს ლონდონში გაურბის

ფრან­გუ­ლი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი ლონ­დონ­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის გახ­სნას აპი­რებს. ეს მას დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­დას­ვლა­სა და 75%-იანი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მი­ლი­ო­ნე­რე­ბის­თვის მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბას ქვეყ­ნის აჟა­მინ­დე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი მთავ­რო­ბა გეგ­მავს. ექს-პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს.

ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Mediapart-ი ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ სარ­კო­ზი ფონ­დის შექ­მნა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს და მას­ში 1 მლრდ ევ­როს ჩა­დე­ბას გეგ­მავს.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფონ­დის შექ­მნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი პო­ლი­ცი­ამ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის ჩხრე­კი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნა. ისი­ნი კომ­პა­ნია L'Oreal-ის მემ­კვიდ­რე ლი­ლი­ან ბე­ტან­კუ­რის მიერ სარ­კო­ზის წი­ნა­სა­არ­ჩე­ვო კამ­პა­ნი­ის შე­საძ­ლო უკა­ნო­ნო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბი­სას ამო­ი­ღეს.

სარ­კო­ზის გა­რე­მოც­ვამ, არა მხო­ლოდ მისი ბრი­ტა­ნეთ­ში გა­დას­ვლის, არა­მედ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის შექ­მნის სურ­ვი­ლიც უარ­ყო. გარ­და ამი­სა, მას მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის გამო ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Telegraph-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სარკოზი ფრანგულ გადასახადებს ლონდონში გაურბის

სარკოზი ფრანგულ გადასახადებს ლონდონში გაურბის

ფრანგული პრესის ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლონდონში საინვესტიციო ფონდის გახსნას აპირებს. ეს მას დიდ ბრიტანეთში გადასვლასა და 75%-იანი საშემოსავლო გადასახადის თავიდან აცილებაში დაეხმარება. მილიონერებისთვის მაღალი გადასახადის შემოღებას ქვეყნის აჟამინდელი სოციალისტური მთავრობა გეგმავს. ექს-პრეზიდენტის გარემოცვა ამ ინფორმაციას უარყოფს.

ფრანგული გამოცემა Mediapart-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სარკოზი ფონდის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და მასში 1 მლრდ ევროს ჩადებას გეგმავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფონდის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტები პოლიციამ  ყოფილი პრეზიდენტის დოკუმენტებისა და კომპიუტერის ჩხრეკისას აღმოაჩინა. ისინი კომპანია L'Oreal-ის მემკვიდრე ლილიან ბეტანკურის მიერ სარკოზის წინასაარჩევო კამპანიის შესაძლო უკანონო დაფინანსებაზე მიმდინარე გამოძიებისას ამოიღეს.

სარკოზის გარემოცვამ, არა მხოლოდ მისი ბრიტანეთში გადასვლის, არამედ საინვესტიციო ფონდის შექმნის სურვილიც უარყო. გარდა ამისა, მას მიმდინარე გამოძიების გამო ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა