სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
მოზაიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსტანტინ მელაძე მის მიერ ავტომანქანით გატანილი ქალის შვილებზე იზრუნებს
კონსტანტინ მელაძე მის მიერ ავტომანქანით გატანილი ქალის შვილებზე იზრუნებს

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა პრო­დუ­სერ­მა და კომ­პო­ზი­ტორ­მა კონ­სტან­ტინ მე­ლა­ძემ, რო­მელ­მაც კი­ევ­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ი­სას ქალი იმხვერ­პლა, გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლებ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. კომ­პო­ზი­ტორ­მა უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­დაც­ვლილ ანა პიშ­ჩა­ლოს ბავ­შვებს სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე შე­ი­ნა­ხავს. მე­ლა­ძემ ოჯახს 30 000 დო­ლა­რი უკვე გა­და­უ­რი­ცხა, მაგ­რამ თავს ისევ და­ვა­ლე­ბუ­ლად გრძნობს და სტრე­სის გამო სა­მუ­შა­ოს ვერ უბ­რუნ­დე­ბა.

ანას ნა­თე­სა­ვე­ბი კომ­პო­ზი­ტორ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბულ­ნი არ არი­ან: ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ "ღმერ­თს ასე სურ­და". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯახ­მა მომ­ღერ­ლი­სად­მი პრე­ტენ­ზი­ებ­ზე უარი თქვა, დახ­მა­რე­ბა ზედ­მე­ტი არ იქ­ნე­ბა: ანას ხუთი წლის ვაჟი და ორი წლის გო­გო­ნა დარ­ჩა.

თან­ხა, რო­მელ­საც მე­ლა­ძე ბავ­შვებს გა­მო­უ­ყოფს, არ კონ­კრეტ­დე­ბა. "მე­ლა­ძე ისე ღრმად გა­ნიც­დის ამ ტრა­გე­დი­ას, რომ თა­ვი­დან ვერ ვი­ცა­ნი, კომ­პო­ზი­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა მუ­სი­კის წერა შე­წყვი­ტოს და სა­კუ­თარ პრო­ექტს და­ხუ­რავს, რად­გან ეს ტრა­გე­დია მას მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევს. კონ­სტან­ტი­ნემ აღ­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვებს სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე შე­ი­ნა­ხავს. არ ვსა­უბ­რობ ათი­ა­თა­სო­ბით დო­ლარ­ზე, რო­მე­ლიც ვი­თომ­და ოჯახს გა­და­ე­რი­ცხა, ეს სიც­რუ­ეა. მან თქვა, რომ მათ ჩა­აც­მევს, ას­წავ­ლის და აჭ­მევს",-ამ­ბობს პიშ­ჩა­ლოს ახლო ნა­თე­სა­ვი.

იან­ვრის და­სა­წყის­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერ­და, თით­ქოს მე­ლა­ძემ პიშ­ჩა­ლოს ოჯა­ხის წევ­რებს 30 000 გრივ­ნა გა­და­უ­რი­ცხა. "ეს სიც­რუ­ეა, მე­ლა­ძეს ჯერ­ჯე­რო­ბით ოჯა­ხის­თვის არა­ნა­ი­რი თან­ხა არ მი­უ­ცია. ამ­ჟა­მად, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც რო­დის და რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა, უც­ნო­ბია",- უარ­ყვეს მა­შინ ნა­თე­სა­ვებ­მა.

ამას­თან, თუ მე­ლა­ძის ოჯახს პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ აქვს, იგი­ვე არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ით­ქვას. უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ მას რვა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, ვა­ლე­რი მე­ლა­ძის ძმამ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას 30 წლის ქა­ლის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. ქალი მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ტრა­გე­დია უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში, ერთ-ერთ გა­ჩე­რე­ბა­ზე მოხ­და. პრო­დუ­სე­რი სა­კუ­თარ ბრალს აღი­ა­რებს და გა­მო­ძი­ე­ბას­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. ავა­რი­ის დროს მე­ლა­ძე ფხი­ზე­ლი იყო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Комсомольская правда-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

კონსტანტინ მელაძე მის მიერ ავტომანქანით გატანილი ქალის შვილებზე იზრუნებს

კონსტანტინ მელაძე მის მიერ ავტომანქანით გატანილი ქალის შვილებზე იზრუნებს

რუსეთში მოღვაწე ქართველმა პროდუსერმა და კომპოზიტორმა კონსტანტინ მელაძემ, რომელმაც კიევში ავტოავარიისას ქალი იმხვერპლა, გარდაცვლილის შვილებზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო. კომპოზიტორმა უკვე განაცხადა, რომ გარდაცვლილ ანა პიშჩალოს ბავშვებს სრულწლოვანებამდე შეინახავს. მელაძემ ოჯახს 30 000 დოლარი უკვე გადაურიცხა, მაგრამ თავს ისევ დავალებულად გრძნობს და სტრესის გამო სამუშაოს ვერ უბრუნდება.

ანას ნათესავები კომპოზიტორზე განაწყენებულნი არ არიან: ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ "ღმერთს ასე სურდა". მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა მომღერლისადმი პრეტენზიებზე უარი თქვა, დახმარება ზედმეტი არ იქნება: ანას ხუთი წლის ვაჟი და ორი წლის გოგონა დარჩა.

თანხა, რომელსაც მელაძე ბავშვებს გამოუყოფს, არ კონკრეტდება. "მელაძე ისე ღრმად განიცდის ამ ტრაგედიას, რომ თავიდან ვერ ვიცანი, კომპოზიტორმა განაცხადა, რომ მზადაა მუსიკის წერა შეწყვიტოს და საკუთარ პროექტს დახურავს, რადგან ეს ტრაგედია მას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს. კონსტანტინემ აღნიშნა, რომ ბავშვებს სრულწლოვანებამდე შეინახავს. არ ვსაუბრობ ათიათასობით დოლარზე, რომელიც ვითომდა ოჯახს გადაერიცხა, ეს სიცრუეა. მან თქვა, რომ მათ ჩააცმევს, ასწავლის და აჭმევს",-ამბობს პიშჩალოს ახლო ნათესავი.

იანვრის დასაწყისში უკრაინული მედია წერდა, თითქოს მელაძემ პიშჩალოს ოჯახის წევრებს 30 000 გრივნა გადაურიცხა. "ეს სიცრუეა, მელაძეს ჯერჯერობით ოჯახისთვის არანაირი თანხა არ მიუცია. ამჟამად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც როდის და როგორ დამთავრდება, უცნობია",- უარყვეს მაშინ ნათესავებმა.

ამასთან, თუ მელაძის ოჯახს პრეტენზიები არ აქვს, იგივე არ შეიძლება გამოძიებაზე ითქვას. უკრაინელი სამართალდამცავები გამოძიებას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ მას რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის ძმამ ავტოსაგზაო შემთხვევისას 30 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქალი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედია უკრაინის დედაქალაქში, ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა. პროდუსერი საკუთარ ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ავარიის დროს მელაძე ფხიზელი იყო.

მომზადებულია Комсомольская правда-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება