მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟანრი ლოლაშვილი: "ლუარსაბი ყველა ქართველში ცოცხლობს"
ჟანრი ლოლაშვილი: "ლუარსაბი ყველა ქართველში ცოცხლობს"

2012 წლის მი­წუ­რულს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის წინ ჟან­რი ლო­ლაშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. მრა­ვალ­მხრი­ვი შე­მოქ­მე­დი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი თქვა რო­გორც სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ისე ფერ­წე­რა­ში, იმ სა­ღა­მოს ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძის სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი რო­ლით წარ­დგა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ლუ­არ­სა­ბი ხომ ყვე­ლა­ზე სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი გმი­რი გა­მოდ­გა და დრო-ჟა­მის მსვლე­ლო­ბამ რაც უნდა შეც­ვა­ლოს მას­ში, რო­გორც უნდა შე­ნიღ­ბოს ქარ­თვე­ლის ბუ­ნე­ბა­ში გამ­ჯდა­რი ლტოლ­ვა "სმა-ჭამა დი­დად შე­სარ­გი­სა­კენ", არ­სობ­რი­ვად არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა.

- ლუ­არ­სა­ბი - ტიპი, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბის კრე­ბი­თი სახე უნდა იყოს, აღ­მოჩ­ნდა, რომ სუ­ლაც არ არის ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფი­თი, ჭამა რო­მელ ქარ­თველს არ უყ­ვარს?! ლუ­არ­სა­ბი ყვე­ლა ქარ­თველ­ში ცო­ცხლობს. რა ხდე­ბა სპექ­ტაკლში? - "და­ობ­ლდა ერი", - ამ­ბობს ლუ­არ­სა­ბი ილი­ას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, გა­ნიც­დის, ქვე­ყა­ნა­ზე ფიქ­რობს. "საით მი­ე­ქა­ნე­ბა ერიო", - წუხს. "ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის აღარ ფიქ­რობ­თო" და ხვა­ლინ­დელ დღე­ზე ისევ ჭამა ახ­სენ­დე­ბა. რა ქნას? - მი­თხრა ბა­ტონ­მა ჟან­რიმ.

ლუ­არ­საბს დღეს შე­იძ­ლე­ბა აი­პო­დი ეჭი­როს ხელ­ში, მაგ­რამ მა­ინც იგი­ვე იქ­ნე­ბა. რო­ბერტ სტუ­რუ­ას ასე­თი მიდ­გო­მა პერ­სო­ნა­ჟი­სად­მი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. იცით, რას გე­ტყვით? ადა­მი­ა­ნი არის საკ­რე­ბუ­ლო! საკ­რე­ბუ­ლოს რომ ახ­სე­ნე­ბენ, არ მაქვს გან­ცდა, რომ მოქ­მე­დე­ბა მე­რი­ა­ში ხდე­ბა. საკ­რე­ბუ­ლო ერთ ადა­მი­ან­შია, რაკი მას­ში თავს იყ­რის უამ­რა­ვი რამ: ინ­ტე­ლექ­ტი, გან­სჯა, სი­კე­თე, დარ­დი, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­ზარ­მა­ცე... სპექ­ტაკლში ამას ლუ­არ­სა­ბი გრძნობს. თუმ­ცა, დიდი არე­უ­ლო­ბაა საკ­რე­ბუ­ლო­ში...

- მსა­ხი­ო­ბო­ბა რე­ჟი­სორ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხე­ლო­ბაა, რო­გორ ეგუ­ე­ბით ამას?

- მსა­ხი­ო­ბო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი კი არის, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ილუ­ზი­უ­რია. ამი­ტო­მაც ილუ­ზი­ე­ბი უფრო მუ­შა­ობს ჩემ­ში, ვიდ­რე ზუს­ტი ჰი­პე­რრე­ა­ლიზ­მი. ერთი რამ კი უნდა აღ­ვნიშ­ნო: არ­ტის­ტუ­ლი ილუ­ზი­უ­რი სამ­ყა­რო­დან რომ გა­მო­დი­ხარ და დაგ­ხვდე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ქვი­თა­რი, სხვა გა­ნა­წეს­ში ხარ, ცხოვ­რე­ბის ულ­მო­ბელ რე­ა­ლიზმს გრძნობ. ჩემი ცენ­ზო­რი თე­ატ­რში რე­ჟი­სო­რი სტუ­რუაა... მას ვენ­დო­ბი და მივ­ყვე­ბი... მხატ­ვრო­ბა­ში. კი თა­ვად ვარ შე­მოქ­მე­დიც, გა­დამგდე­ბიც და დამ­ხე­ვიც... რაც წლო­ვა­ნე­ბა­ში შე­ვე­დი, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზებს ვე­ძებ. თუ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გინ­და, უწი­ნა­რე­სად სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდე.

- რას გუ­ლის­ხმობთ სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში?

- მა­გა­ლი­თად, პარკში სხე­დან მო­ხუ­ცე­ბი, თავს იტყუ­ე­ბენ და სი­ცო­ცხლის დღეს თუ სა­ა­თებს იმა­ტე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი თმის ღერ­ზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი და თან მარ­ყუ­ჟია. ისე არ გა­მი­გოთ, თით­ქოს ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას გა­ვურ­ბი­ვარ... არ მინ­და, ამა­ოდ ვცდი­ლობ­დე იმის დაძ­ლე­ვას, რაც და­უძ­ლე­ვე­ლია... ჯობს, ამის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე და სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით იცხოვ­რო. მთა­ვა­რია, რომ ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს. ზოგ­ჯერ გა­გე­ცი­ნე­ბათ, ისეთ კი­თხვა­ზე ეძებს პა­სუხს. მა­გა­ლი­თად, ეკი­თხე­ბი­ან, რო­მე­ლი ფერი გიყ­ვარ­სო და - ფიქ­რობს...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ლექსო
0

არა და ჭეშმარიტად რომ ცოცხლობს ეს ლუარსაბა ყველა ქართველში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ჟანრი ლოლაშვილი: "ლუარსაბი ყველა ქართველში ცოცხლობს"

ჟანრი ლოლაშვილი: "ლუარსაბი ყველა ქართველში ცოცხლობს"

2012 წლის მიწურულს რუსთაველის თეატრის წინ ჟანრი ლოლაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მრავალმხრივი შემოქმედი, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა როგორც სამსახიობო ხელოვნებაში, ისე ფერწერაში, იმ საღამოს ლუარსაბ თათქარიძის სრულიად გამორჩეული როლით წარდგა მაყურებლის წინაშე. ლუარსაბი ხომ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გმირი გამოდგა და დრო-ჟამის მსვლელობამ რაც უნდა შეცვალოს მასში, როგორც უნდა შენიღბოს ქართველის ბუნებაში გამჯდარი ლტოლვა "სმა-ჭამა დიდად შესარგისაკენ", არსობრივად არაფერი შეიცვლება.

- ლუარსაბი - ტიპი, რომელიც უარყოფითი თვისებების კრებითი სახე უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის ცალსახად უარყოფითი, ჭამა რომელ ქართველს არ უყვარს?! ლუარსაბი ყველა ქართველში ცოცხლობს. რა ხდება სპექტაკლში? - "დაობლდა ერი", - ამბობს ლუარსაბი ილიას მკვლელობის შემდეგ, განიცდის, ქვეყანაზე ფიქრობს. "საით მიექანება ერიო", - წუხს. "ხვალინდელი დღისთვის აღარ ფიქრობთო" და ხვალინდელ დღეზე ისევ ჭამა ახსენდება. რა ქნას? - მითხრა ბატონმა ჟანრიმ.

ლუარსაბს დღეს შეიძლება აიპოდი ეჭიროს ხელში, მაგრამ მაინც იგივე იქნება. რობერტ სტურუას ასეთი მიდგომა პერსონაჟისადმი ძალიან საინტერესოა. იცით, რას გეტყვით? ადამიანი არის საკრებულო! საკრებულოს რომ ახსენებენ, არ მაქვს განცდა, რომ მოქმედება მერიაში ხდება. საკრებულო ერთ ადამიანშია, რაკი მასში თავს იყრის უამრავი რამ: ინტელექტი, განსჯა, სიკეთე, დარდი, სიყვარული, სიზარმაცე... სპექტაკლში ამას ლუარსაბი გრძნობს. თუმცა, დიდი არეულობაა საკრებულოში...

- მსახიობობა რეჟისორზე დამოკიდებული ხელობაა, როგორ ეგუებით ამას?

- მსახიობობა დამოკიდებული კი არის, მაგრამ ყველაზე მეტად ილუზიურია. ამიტომაც ილუზიები უფრო მუშაობს ჩემში, ვიდრე ზუსტი ჰიპერრეალიზმი. ერთი რამ კი უნდა აღვნიშნო: არტისტული ილუზიური სამყაროდან რომ გამოდიხარ და დაგხვდება ელექტროენერგიის ქვითარი, სხვა განაწესში ხარ, ცხოვრების ულმობელ რეალიზმს გრძნობ. ჩემი ცენზორი თეატრში რეჟისორი სტურუაა... მას ვენდობი და მივყვები... მხატვრობაში. კი თავად ვარ შემოქმედიც, გადამგდებიც და დამხევიც... რაც წლოვანებაში შევედი, გათავისუფლების გზებს ვეძებ. თუ გათავისუფლება გინდა, უწინარესად საკუთარი თავისგან უნდა გათავისუფლდე.

- რას გულისხმობთ საკუთარი თავისგან გათავისუფლებაში?

- მაგალითად, პარკში სხედან მოხუცები, თავს იტყუებენ და სიცოცხლის დღეს თუ საათებს იმატებენ. ეს ყველაფერი თმის ღერზეა ჩამოკიდებული და თან მარყუჟია. ისე არ გამიგოთ, თითქოს ჯანსაღ ცხოვრებას გავურბივარ... არ მინდა, ამაოდ ვცდილობდე იმის დაძლევას, რაც დაუძლეველია... ჯობს, ამისგან გათავისუფლდე და სხვა ღირებულებებით იცხოვრო. მთავარია, რომ ადამიანი ფიქრობს. ზოგჯერ გაგეცინებათ, ისეთ კითხვაზე ეძებს პასუხს. მაგალითად, ეკითხებიან, რომელი ფერი გიყვარსო და - ფიქრობს...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს

ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით ახსოვთ ის ქართველებს?

აქტივისტების ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები თვითმფრინავში ჩასხდნენ