პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
კოლინ ფერტს ცოლი აკოტრებს
კოლინ ფერტს ცოლი აკოტრებს

ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბის, კო­ლინ ფერ­ტის და მისი მე­უღ­ლის, ლი­ვია ფერ­ტის წყვილს იდე­ა­ლუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ ოჯახ­შიც არაა ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში.

ბრი­ტა­ნუ­ლი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ვია მე­უღ­ლის ქო­ნე­ბას ფლან­გავს. მი­სის ფერ­ტი კო­ლი­ნის ფულს რამ­დე­ნი­მე სახ­ლის შე­სა­ნა­ხად იყე­ნებს და ამას­თან, მე­უღ­ლეს თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვე­ბის რჩე­ნა­საც აი­ძუ­ლებს.

ლი­ვია იმ­დე­ნად სწრა­ფად ხარ­ჯავს ქმრის ნაგ­რო­ვებ ქო­ნე­ბას, რომ ახლა კო­ლინ ფერ­ტი "ბრი­ჯიტ ჯონ­სის" მე­სა­მე სე­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც კი და­ფიქ­რდა, რათა სა­ბან­კო ან­გა­რი­ში შე­ავ­სოს.

"კო­ლი­ნის მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ. ლი­ვი­ამ შე­იძ­ლე­ბა ქმა­რი გა­ა­კოტ­როს, თუ ის თა­ვად არ შე­ა­ჩე­რებს ცოლს. კო­ლი­ნი არ აპი­რებ­და იმ ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რომ­ლის სცე­ნა­რიც არ მოს­წონ­და, მაგ­რამ ახლა უკვე სხვა გზა აღარ აქვს", - წერს Showbizspy.

კო­ლინ­მა და ლი­ვი­ამ 1997 წელს იქორ­წი­ნეს. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს. მა­შინ, რო­დე­საც ბრი­ტა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი გა­და­ღე­ბე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და გა­რე­მოს და­სა­ცა­ვად იბ­რძვის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Showbizspy-ს მი­ხედ­ვით.

კოლინ ფერტს ცოლი აკოტრებს

კოლინ ფერტს ცოლი აკოტრებს

ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, კოლინ ფერტის და მისი მეუღლის, ლივია ფერტის წყვილს იდეალურად მიიჩნევენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ოჯახშიც არაა ყველაფერი წესრიგში. 

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ლივია მეუღლის ქონებას ფლანგავს. მისის ფერტი კოლინის ფულს რამდენიმე სახლის შესანახად იყენებს და ამასთან, მეუღლეს თავისი ნათესავების რჩენასაც აიძულებს.

ლივია იმდენად სწრაფად ხარჯავს ქმრის ნაგროვებ ქონებას, რომ ახლა კოლინ ფერტი "ბრიჯიტ ჯონსის" მესამე სერიაში მონაწილეობაზეც კი დაფიქრდა, რათა საბანკო ანგარიში შეავსოს.

"კოლინის მეგობრები ძალიან ნერვიულობენ. ლივიამ შეიძლება ქმარი გააკოტროს, თუ ის თავად არ შეაჩერებს ცოლს. კოლინი არ აპირებდა იმ ფილმებში მონაწილეობას, რომლის სცენარიც არ მოსწონდა, მაგრამ ახლა უკვე სხვა გზა აღარ აქვს", - წერს Showbizspy.

კოლინმა და ლივიამ 1997 წელს იქორწინეს. წყვილს ორი შვილი ჰყავს. მაშინ, როდესაც ბრიტანელი მსახიობი გადაღებებითაა დაკავებული, მისი მეუღლე აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და გარემოს დასაცავად იბრძვის.

მომზადებულია Showbizspy-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება