მოზაიკა
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა თარგამაძის ორკვირიანი ვოიაჟი საქართველოში
კახა თარგამაძის ორკვირიანი ვოიაჟი საქართველოში

მით­ქმა-მოთ­ქმა ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, კახა თარ­გა­მა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა-არ­დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ დღემ­დე არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, კახა თარ­გა­მა­ძე გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში სტუმ­რობ­და თბი­ლისს. "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" მო­ი­პო­ვა ინ­ფორ­მა­ცია სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან, რომ კახა თარ­გა­მა­ძე ოჯახ­თან ერ­თად 2012 წლის 23 დე­კემ­ბერს, ავი­ა­კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნას" თვითმფრი­ნა­ვით ჩა­მოფ­რინ­და თბი­ლის­ში და 2013 წლის 5 იან­ვარს, დი­ლით, ამა­ვე ავი­ა­კომ­პა­ნი­ის თვითმფრი­ნა­ვით დაბ­რუნ­და მოს­კოვ­ში. იგი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლის­ში. 2012 წლის 25 დე­კემ­ბერს შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს, შემ­დეგ - ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს... ყო­ფილ­მა შს მი­ნის­ტრმა ოჯახ­თან ერ­თად მო­ი­ლო­ცა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი და ქა­შუ­ე­თი. ასე­ვე, რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა მე­გობ­რებს, პა­ტი­ვი მი­ა­გო ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვლილ კო­ლე­გებს... რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უს­თვის კახა თარ­გა­მა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით, მან ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა მხო­ლოდ ერთი წი­ნა­და­დე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა: "ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უს არ ვიძ­ლე­ვი, ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მნა­ხა თბი­ლის­ში და ჯო­ბია, სხვის­გან მი­ი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია".

გვე­სა­უბ­რე­ბა კახა თარ­გა­მა­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კახა თარ­გა­მა­ძე 14 იან­ვარს უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" კი შე­ი­ტყო, რომ კახა თარ­გა­მა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წლის 23 დე­კემ­ბერს ავი­ა­კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნას" თვითმფრი­ნა­ვით თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის #929 რე­ი­სით შუა­დღი­სას ჩა­მო­ვი­და და 5 იან­ვარს ისევ "აირ­ზე­ნას" თვითმფრი­ნა­ვით დაბ­რუნ­და მოს­კოვ­ში. ადას­ტუ­რებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- დიახ, ვა­დას­ტუ­რებ. ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ოჯახ­თან ერ­თად 23 დე­კემ­ბრი­დან 5 იან­ვრამ­დე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა 14 იან­ვარს მის ხე­ლა­ხალ სტუმ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, კახა თარ­გა­მა­ძე 25 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს შეხ­ვდა. ამის შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს სტუმ­რობ­და, გაქვთ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია?

- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, თუმ­ცა რა სა­კი­თხებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, ჩემ­თვის უც­ნო­ბია.

- შე­ვი­ტყვეთ ისიც, რომ კახა თარ­გა­მა­ძემ ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად მო­ი­ლო­ცა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, ქა­შუ­ე­თი. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­გორ მოხ­და, რომ მისი აქ ყოფ­ნის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ვე­რა­ფე­რი შე­ი­ტყვეს?

- დიახ, კახა თარ­გა­მა­ძე თბი­ლის­ში თა­ვი­სუფ­ლად, დაც­ვის გა­რე­შე და­დი­ო­და ოჯა­ხის წევ­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად და მას დაბ­რკო­ლე­ბა არ შექ­მნია. ის, რომ ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ვე­რა­ფე­რი შე­ი­ტყვეს, მა­თი­ვე არა­ო­პე­რა­ტი­უ­ლო­ბის ბრა­ლია და არა კახა თარ­გა­მა­ძის. ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრობ­ლე­მაა. თვი­თონ ვერ და­უ­რე­კავ­და, ჩა­მო­ვე­დიო და არც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავ­და. ვინ­მე თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, ცხა­დია, არა­ვის და­ე­მა­ლე­ბო­და და არც არა­ფე­რი აქვს და­სა­მა­ლი.

- ვიცი, რომ კახა თარ­გა­მა­ძე მე­გო­ბარ პო­ლი­ცი­ის გე­ნერ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებს რეს­ტო­რან "წის­ქვილ­ში" შეხ­ვდა და 50-კა­ცი­ან სუფ­რას თქვენ თა­მა­დობ­დით...

- ცხა­დია, მე­გობ­რე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ და ვი­ქე­ი­ფეთ კი­დეც, მაგ­რამ არა რეს­ტო­რან "წის­ქვილ­ში". შეკ­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზიც გვქონ­და. კახა თარ­გა­მა­ძის დე­დას, თა­ლი­კო ჯა­ყელს 85 წელი შე­უს­რულ­და, კა­ხაც ამი­ტომ იყო ჩა­მო­სუ­ლი თბი­ლის­ში. ამ რეს­ტო­რან­ში კი კახა თარ­გა­მა­ძე რამ­დენ­ჯერ­მე იყო, ოღონდ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად.

- ბა­ტო­ნი კახა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს თუ შეხ­ვდა?

- არა მგო­ნია. ეს რომ მომ­ხდა­რი­ყო, აუ­ცი­ლებ­ლად მე­ცო­დი­ნე­ბო­და.

- სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც კახა თარ­გა­მა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, მარ­თა­ლია, კახა თარ­გა­მა­ძეს უფ­ლე­ბა აქვს უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ად­გილ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ჩვენ მას­თან შე­კი­თხვე­ბი გვაქ­ვსო. ქალ­ბა­ტო­ნი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის უწყე­ბი­დან ხომ არა­ვინ და­კავ­ში­რე­ბია თარ­გა­მა­ძეს?

- ეს კაცი არა­ვის და­მალ­ვია, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში იყო და, თუკი რა­ი­მე შე­კი­თხვა ჰქონ­დათ, წე­სით, უნდა და­ეს­ვათ კი­დეც. რო­გორც ვიცი, მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

- რო­დის აპი­რებს თარ­გა­მა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ დაბ­რუ­ნე­ბას?

- და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ კახა თარ­გა­მა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებს და არც რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აქვს პრე­ტენ­ზია. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­შობ­ლო­ში სტუმ­რო­ბას, სა­დაც ჰყავს ოჯა­ხი, ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი და სა­დაც არის მისი მა­მის საფ­ლა­ვი, ამას ვე­რა­ვინ და­უშ­ლის.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ამ­ბობთ, რომ კახა თარ­გა­მა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებს, არა­და, მან სამი თვის წინ "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­თხოვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნას...

- კახა თარ­გა­მა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნას მო­ი­თხოვს თუ არა, ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია. მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას რომ არ აპი­რებს, ამის თქმა კი, და­ბე­ჯი­თე­ბით შე­მიძ­ლია.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

კახა თარგამაძის ორკვირიანი ვოიაჟი საქართველოში

კახა თარგამაძის ორკვირიანი ვოიაჟი საქართველოში

მითქმა-მოთქმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის საქართველოში დაბრუნება-არდაბრუნების შესახებ დღემდე არ განელებულა. როგორც გავარკვიეთ, კახა თარგამაძე გასული წლის დეკემბერში სტუმრობდა თბილისს. "ყველა სიახლემ" მოიპოვა ინფორმაცია სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, რომ კახა თარგამაძე ოჯახთან ერთად 2012 წლის 23 დეკემბერს, ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავით ჩამოფრინდა თბილისში და 2013 წლის 5 იანვარს, დილით, ამავე ავიაკომპანიის თვითმფრინავით დაბრუნდა მოსკოვში. იგი ოჯახის წევრებთან ერთად ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში. 2012 წლის 25 დეკემბერს შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, შემდეგ - ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს... ყოფილმა შს მინისტრმა ოჯახთან ერთად მოილოცა სამების საკათედრო ტაძარი, სვეტიცხოველი და ქაშუეთი. ასევე, რამდენჯერმე შეხვდა მეგობრებს, პატივი მიაგო ბოლო 9 წლის განმავლობაში გარდაცვლილ კოლეგებს... როდესაც ინტერვიუსთვის კახა თარგამაძეს დავუკავშირდით, მან ჩვენ მიერ მოპოვებული ყველა ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: "ამის შესახებ ინტერვიუს არ ვიძლევი, ათასობით ადამიანმა მნახა თბილისში და ჯობია, სხვისგან მიიღოთ ინფორმაცია".

გვესაუბრება კახა თარგამაძის უახლოესი მეგობარი, შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ზურაბ ჩხაიძე.

- ბატონო ზურაბ, რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე 14 იანვარს უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, "ყველა სიახლემ" კი შეიტყო, რომ კახა თარგამაძე საქართველოში 2012 წლის 23 დეკემბერს ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავით თბილისი-მოსკოვის #929 რეისით შუა­დღისას ჩამოვიდა და 5 იანვარს ისევ "აირზენას" თვითმფრინავით დაბრუნდა მოსკოვში. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- დიახ, ვადასტურებ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ოჯახთან ერთად 23 დეკემბრიდან 5 იანვრამდე იმყოფებოდა საქართველოში. რაც შეეხება 14 იანვარს მის ხელახალ სტუმრობას საქართველოში, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

- როგორც შევიტყვეთ, კახა თარგამაძე 25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. ამის შემდეგ კი საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სტუმრობდა, გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?

- ამის შესახებ ინფორმაცია მაქვს, თუმცა რა საკითხებზე იყო საუბარი, ჩემთვის უცნობია.

- შევიტყვეთ ისიც, რომ კახა თარგამაძემ ამ ორი კვირის განმავლობაში ოჯახის წევრებთან ერთად მოილოცა სამების საკათედრო ტაძარი, სვეტიცხოველი, ქაშუეთი. ის საქართველოში თავისუფლად გადაადგილდებოდა, როგორ მოხდა, რომ მისი აქ ყოფნის შესახებ ჟურნალისტებმა ვერაფერი შეიტყვეს?

- დიახ, კახა თარგამაძე თბილისში თავისუფლად, დაცვის გარეშე დადიოდა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად და მას დაბრკოლება არ შექმნია. ის, რომ ამის შესახებ ჟურნალისტებმა ვერაფერი შეიტყვეს, მათივე არაოპერატიულობის ბრალია და არა კახა თარგამაძის. ეს ჟურნალისტების პრობლემაა. თვითონ ვერ დაურეკავდა, ჩამოვედიო და არც პრესკონფერენციას გამართავდა. ვინმე თუ დაინტერესდებოდა, ცხადია, არავის დაემალებოდა და არც არაფერი აქვს დასამალი.

- ვიცი, რომ კახა თარგამაძე მეგობარ პოლიციის გენერლებსა და ახლობლებს რესტორან "წისქვილში" შეხვდა და 50-კაციან სუფრას თქვენ თამადობდით...

- ცხადია, მეგობრები შევიკრიბეთ და ვიქეიფეთ კიდეც, მაგრამ არა რესტორან "წისქვილში". შეკრების სერიოზული მიზეზიც გვქონდა. კახა თარგამაძის დედას, თალიკო ჯაყელს 85 წელი შეუსრულდა, კახაც ამიტომ იყო ჩამოსული თბილისში. ამ რესტორანში კი კახა თარგამაძე რამდენჯერმე იყო, ოღონდ ოჯახის წევრებთან ერთად.

- ბატონი კახა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ შეხვდა?

- არა მგონია. ეს რომ მომხდარიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა.

- სწორედ იმ პერიოდში, როდესაც კახა თარგამაძე საქართველოში იმყოფებოდა, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, მართალია, კახა თარგამაძეს უფლება აქვს უპრობლემოდ გადაადგილდეს საქართველოში, მაგრამ ჩვენ მასთან შეკითხვები გვაქვსო. ქალბატონი თეა წულუკიანის უწყებიდან ხომ არავინ დაკავშირებია თარგამაძეს?

- ეს კაცი არავის დამალვია, ორი კვირის განმავლობაში თბილისში იყო და, თუკი რაიმე შეკითხვა ჰქონდათ, წესით, უნდა დაესვათ კიდეც. როგორც ვიცი, მსგავსი არაფერი მომხდარა.

- როდის აპირებს თარგამაძე საქართველოში კვლავ დაბრუნებას?

- დანამდვილებით ვიცი, რომ კახა თარგამაძე საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას არ აპირებს და არც რაიმე თანამდებობაზე აქვს პრეტენზია. რაც შეეხება სამშობლოში სტუმრობას, სადაც ჰყავს ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და სადაც არის მისი მამის საფლავი, ამას ვერავინ დაუშლის.

- ბატონო ზურაბ, ამბობთ, რომ კახა თარგამაძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, არადა, მან სამი თვის წინ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებლად მოითხოვს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას...

- კახა თარგამაძე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას მოითხოვს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. მაგრამ პოლიტიკაში დაბრუნებას რომ არ აპირებს, ამის თქმა კი, დაბეჯითებით შემიძლია.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა