მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბენ აფლეკი სცენაზე შვილების "მოხატული" ხელებით გავიდა
ბენ აფლეკი სცენაზე შვილების "მოხატული" ხელებით გავიდა

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ბენ აფ­ლე­კი Critics' Choice Movie Awards-ის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მსა­ხი­ობს ხე­ლე­ბის და­ბა­ნა და­ა­ვი­წყდა - თი­თე­ბი კალ­მით ჰქონ­და "მო­ხა­ტუ­ლი". მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვარ­სკვლავ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს მო­ხა­ტუ­ლი ხე­ლე­ბი მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის, 7 წლის ვი­ო­ლე­ტი­სა და 4 წლის სე­რა­ფი­ნას დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე აფ­ლე­კის ნა­მუ­შე­ვა­რი "არგო" 7 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წა­რად­გი­ნეს; ფილ­მი "ოს­კა­რის­თვის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "სა­უ­კე­თე­სო სუ­რა­თი" იბ­რძო­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, ბენი და მსა­ხი­ო­ბი ჯე­ნი­ფერ გარ­ნე­რი 2005 წელს და­ქორ­წინ­დნენ. წყვილს 3 შვი­ლი ჰყავს: 7 წლის ვი­ო­ლე­ტი, 4 წლის სე­რა­ფი­ნა და 9 თვის სა­მუ­ე­ლი.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჯე­ნი­ფე­რი ქმარ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბას გეგ­მავ­და. ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ბენი იყო, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად კა­რი­ე­რა­ზეა გა­დარ­თუ­ლი. გარ­ნე­რი ღი­ზი­ან­დე­ბო­და, რომ მისი მე­უღ­ლე "არ­გოს" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე უფრო მეტ დროს ატა­რებ­და, ვიდ­რე ცოლ-შვილ­თან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჯე­ნი­ფერ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ ოჯახ­ში სრუ­ლი ჰარ­მო­ნია დაბ­რუნ­და.

ვიდ­რე ჯე­ნი­ფერს ცო­ლად მო­იყ­ვან­და, ბენს ჰო­ლი­ვუდ­ში ცნო­ბილ ვარ­სკვლა­ვებ­თან ჰქონ­და რო­მა­ნი, მათ შო­რის მსა­ხი­ობ გვი­ნეტ პელტრო­უს­თან და მომ­ღე­რალ ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­თან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ბენ აფლეკი სცენაზე შვილების "მოხატული" ხელებით გავიდა

ბენ აფლეკი სცენაზე შვილების "მოხატული" ხელებით გავიდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენ აფლეკი Critics' Choice Movie Awards-ის ცერემონიალზე იმყოფებოდა. მსახიობს ხელების დაბანა დაავიწყდა - თითები კალმით ჰქონდა "მოხატული". მოგვიანებით ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ეს მოხატული ხელები მისი ქალიშვილების, 7 წლის ვიოლეტისა და 4 წლის სერაფინას დამსახურებაა.

ცერემონიალზე აფლეკის ნამუშევარი "არგო" 7 ნომინაციაში წარადგინეს; ფილმი "ოსკარისთვის" ნომინაციაში - "საუკეთესო სურათი" იბრძოლებს.

შეგახსენებთ, ბენი და მსახიობი ჯენიფერ გარნერი 2005 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 3 შვილი ჰყავს: 7 წლის ვიოლეტი, 4 წლის სერაფინა და 9 თვის სამუელი.

რამდენიმე თვის წინ ჯენიფერი ქმართან განქორწინებას გეგმავდა. ოჯახური პრობლემების ძირითადი მიზეზი ბენი იყო, რომელიც მთლიანად კარიერაზეა გადართული. გარნერი ღიზიანდებოდა, რომ მისი მეუღლე "არგოს" გადასაღებ მოედანზე უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე ცოლ-შვილთან. მოგვიანებით კი ჯენიფერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ოჯახში სრული ჰარმონია დაბრუნდა.

ვიდრე ჯენიფერს ცოლად მოიყვანდა, ბენს ჰოლივუდში ცნობილ ვარსკვლავებთან ჰქონდა რომანი, მათ შორის მსახიობ გვინეტ პელტროუსთან და მომღერალ ჯენიფერ ლოპესთან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება