პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
შედევრებად ქცეული სიზმრები
შედევრებად ქცეული სიზმრები

დი­მიტ­რი მენ­დე­ლე­ე­ვის სიზ­მა­რი

ამ­ბო­ბენ, თით­ქოს დი­მიტ­რი მენ­დე­ლე­ევს სამი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ეძი­ნა. მეც­ნი­ე­რი ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო ცოდ­ნის ერთ სის­ტე­მა­ში მოქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და.

ბო­ლოს პრო­ფე­სორ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თით თვა­ლის მო­ტყუ­ე­ბა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ დაღ­ლი­ლო­ბამ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და მენ­დე­ლე­ევ­მა სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო­ში ხან­გრძლი­ვი 17 სა­ა­თი დაყო. სიზ­მრად ელე­მენ­ტე­ბის პე­რი­ო­დუ­ლო­ბის ცხრი­ლი იხი­ლა და ამ სიზ­მარ­მა ქი­მი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა.

მენ­დე­ლე­ევ­მა გა­იღ­ვი­ძა, ძილ­ში ნა­ნა­ხი ცხრი­ლი ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯზე ჩა­ი­წე­რა და თვლე­მა გა­ნაგ­რძო. მის მიერ სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი ცხრი­ლი მხო­ლოდ ერთ ად­გილ­ზე ჩას­წორ­და...

პოლ მა­კარტნის სიზ­მა­რი

22 წლის ასაკ­ში ლი­ვერ­პუ­ლე­ლი ჯე­იმს პოლ მა­კარტნი ჯერ არც სე­რის ტი­ტულს ატა­რებ­და და არც მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი იყო, მაგ­რამ სიზ­მრად ნახა, უფრო სწო­რად, ლა­მა­ზი მე­ლო­დია ჩა­ეს­მა და და­ი­მახ­სოვ­რა.

გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი ჯერ ტუ­ა­ლეტ­ში შე­ვი­და, მერე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ერ­ბოკ­ვერ­ცხი შე­იწ­ვა, შე­ექ­ცა. შემ­დეგ ფორ­ტე­პი­ა­ნოს მი­უჯ­და და... ასე და­ი­ბა­და ცნო­ბილი "Yesterday".

მერი შე­ლის სიზ­მა­რი

ერთხელ მერი მე­უღ­ლეს­თან, პერ­სი ბი­შის­თან და კი­დევ ერთ ლი­ტე­რა­ტორ­თან, ლორდ ბა­ი­რონ­თან ერ­თად დახ­ვე­წი­ლი სა­უბ­რით იყო გარ­თუ­ლი, რო­დე­საც ამ უკა­ნას­კნელ­მა ერ­თგვა­რი ფან­ტას­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის მო­წყო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

მწერ­ლებ­მა კალ­მე­ბი მო­ი­მარ­ჯვეს და წე­რას შე­უდ­გნენ, მაგ­რამ მერი შე­ლის სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და.

ქალ­ბა­ტონ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ თხზუ­ლე­ბა დი­ლით, საღ გო­ნე­ბა­ზე და­ე­წე­რა და და­ი­ძი­ნა. სიზ­მრად ცოტა არ იყოს შეშ­ლი­ლი მეც­ნი­ე­რი იხი­ლა, რო­მელ­მაც რა­ღაც ნა­წი­ლე­ბის­გან სა­ძა­გე­ლი ფან­ტო­მი აა­წყო.

არ­სე­ბა მძლავ­რი ძრა­ვის მეშ­ვე­ო­ბით გა­ცო­ცხლდა. მერი მა­შინ­ვე მიხ­ვდა, რომ ის, რა­მაც მას ში­შის­გან თავ­ზა­რი დას­ცა, სხვებ­საც არა­ნაკ­ლებ შე­ა­ში­ნებ­და.

ასე და­ი­ბა­და სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი წიგ­ნი ფრან­კენშტა­ი­ნი­სა და მის მიერ შექ­მნი­ლი მონ­სტრის შე­სა­ხებ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი წიგ­ნის მი­ხედ­ვით არა­ერ­თი ფილ­მი და რი­მე­ი­კი გა­და­ი­ღეს...

რო­ბერტ სტი­ვენ­სო­ნის სიზ­მა­რი

შოტ­ლან­დი­ელ რო­ბერტ სტი­ვენ­სონ­საც ლონ­დო­ნე­ლი მერი შე­ლის მსგავ­სი პრობ­ლე­მა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უძ­რა­ო­ბა აწუ­ხებ­და: სი­ტყვას სი­ტყვა­ზე ვერ აბამ­და, სტრი­ქო­ნებს ერ­თმა­ნეთს ვერ უკავ­ში­რებ­და. იცო­და, რა უნ­დო­და, მაგ­რამ იდე­ის ხორ­ცშეს­ხმას ვერ ახერ­ხებ­და. მას ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის ამ­ბის შე­თხზვა ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი.

სტი­ვენ­სონ­მა ორ დღეს იწ­ვა­ლა, შემ­დეგ კი სიზ­მარ­ში იხი­ლა, თით­ქოს ერთ სა­ძა­გელ დამ­ნა­შა­ვეს და­სა­ჭე­რად მის­დევ­დნენ, მან კი რა­ღაც ფხვნი­ლი მი­ი­ღო და წე­სი­ერ ადა­მი­ა­ნად გა­და­იქ­ცა. ასე ჩა­ი­სა­ხა დიდი მწერ­ლის სიზ­მარ­ში რო­მა­ნის - "დოქ­ტორ ჯე­კი­ლი­სა და მის­ტერ ჰა­ი­დის უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი" - სი­უ­ჟე­ტი.

ნა­წარ­მო­ე­ბი 1886 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი 60-მდე ეკ­რა­ნი­ზა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. სწავ­ლუ­ლი მაქ­ცი­ის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი შავ-თეთ­რი დრა­მა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ის­ტო­რი­ა­ში სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის პირ­ვე­ლი ფილ­მი იყო, რო­მელ­მაც "ოს­კა­რი" და­იმ­სა­ხუ­რა.

სტე­ფა­ნი მა­ი­ე­რის სიზ­მა­რი

ამე­რი­კელ­მა სტე­ფა­ნი მორ­გან მა­ი­ერ­მა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვე­უ­ლებ­რივ­მა მდა­ბი­ომ, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აღი­ა­რე­ბა გო­გო­ნა­სა და ვამ­პი­რის სიყ­ვა­რუ­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი რო­მა­ნის, "ბინ­დის" სე­რი­ე­ბით მო­ი­პო­ვა და რამ­დე­ნი­მე ჩე­მო­და­ნი ფული იშო­ვა. გგო­ნი­ათ, რო­მა­ნე­ბი ასე პირ­და­პირ შე­თხზა?

ქალ­ბა­ტონ­მა მა­ი­ერ­მა ნა­წარ­მო­ე­ბის სი­უ­ჟე­ტი სიზ­მრად იხი­ლა და 2009 წელს ამის შე­სა­ხებ ოპრა უინფრის ღია ეთერ­ში მო­უ­თხრო. მწე­რალ­მა სიზ­მარ­ში მზით გა­ნა­თე­ბულ მდე­ლო­ზე წყვი­ლი იხი­ლა, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თით ტკბე­ბოდ­ნენ. ერთი მათ­გა­ნი, სა­ოც­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი მამ­რი, სის­ხლისმწო­ვე­ლი, მე­ო­რე კი ადა­მი­ან­თა მოდ­გმის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა იყო. ვამ­პი­რი გო­გო­ნას­თვის იმის ახ­სნას ცდი­ლობ­და, თუ რამ­დე­ნად უყ­ვარ­და იგი და რო­გორ ძლი­ერ სურ­და მისი მოკ­ვლა.

გა­მო­ფხიზ­ლე­ბულ­მა დი­ა­სახ­ლის­მა სიზ­მა­რი უბის წიგ­ნაკ­ში ჩა­ი­წე­რა, რად­გან ეს ამ­ბა­ვი მისი მო­სა­წყე­ნი ცხოვ­რე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სიზ­მრის სი­უ­ჟე­ტი გრა­ფო­მა­ნი­ა­კა­ლუ­რად გა­და­ი­ზარ­და დიდ "სა­გა­ში", რო­მელ­შიც ვამ­პი­რებს არც ნი­ო­რი აში­ნებთ და არც ნა­კურ­თხი წყა­ლი, მაქ­ცი­ე­ბი კი მხო­ლოდ ინ­დი­ელ­თა ტო­მე­ბის წი­აღ­ში იბა­დე­ბი­ან.

ჯე­იმს კე­მე­რო­ნის სიზ­მა­რი

ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი ჯე­იმს კე­მე­რო­ნი ევ­რო­პა­ში გა­და­ღე­ბებ­ზე ყოფ­ნის დროს ავად გახ­და. რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა 38,8 გრა­დუსს ას­ცდა, რე­ჟი­სო­რი ლო­გინ­ში ჩაწ­ვა.

ციებ-ცხე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბოდ­ვის დროს ჯე­იმსს ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი, რო­ბო­ტი­ვით მოძ­რა­ვი წი­თელ­თვა­ლე­ბა კი­ბორ­გი გა­მო­ე­ცხა­და, რო­მელ­საც ხელ­ში დანა ეკა­ვა და ქალ­წუ­ლის მოკ­ვლა სურ­და.

ფან­ტა­ზი­ორ ჯე­იმს კე­მე­რონს, ზო­გა­დად, უყ­ვარს ტრა­ბა­ხი იმის შე­სა­ხებ, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა, მათ შო­რის "ავა­ტა­რის" ჩა­ნა­ფიქ­რი, სიზ­მრი­დან მო­დის.

სტი­ვენ კინ­გის სიზ­მა­რი

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნი­ჭი­ერ­მა ამე­რი­კელ­მა გრა­ფო­მან­მა ფე­ნო­მე­ნურ სა­ში­ნე­ლე­ბა­თა უმე­ტე­სო­ბა ალ­კოჰო­ლი­სა და კო­კა­ი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ შექ­მნა.

ამ თვალ­საზ­რი­სით, რო­მა­ნი "მი­ზე­რი" გა­მო­ნაკ­ლი­სი აღ­მოჩ­ნდა. თა­ვად სტი­ვენ ედ­ვინ კინ­გის მო­ნა­თხრო­ბი გვამ­ცნობს, რომ ერთხელ, თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რო­ბის დროს, მწე­რალს ჩას­თვლი­მა და ცოდ­ვი­ლი დე­და­მი­წი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე იხი­ლა სიზ­მა­რი ქა­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მამ­რო­ბი­თი სქე­სის ლი­ტე­რა­ტორ მძე­ვალს კლავს, გვამს ანა­წევ­რებს, ხორ­ცით ღო­რებს კვე­ბავს, კან­ზე კი მსხვერ­პლის და­უმ­თავ­რე­ბე­ლი რო­მა­ნის წე­რას ას­რუ­ლებს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სი­უ­ჟე­ტი ნა­წი­ლობ­რივ შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ მწე­რა­ლი ამ­ბობს, რომ წიგ­ნის 80% შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ ქცე­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვის დე­და­მი­წა­ზე დაშ­ვე­ბი­დან სულ მცი­რე ხან­ში და­წე­რა.

ელი­ას ჰოუს სიზ­მა­რი

მე­ქა­ნი­კო­სი ელი­ას ჰოუ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ვე­რაფ­რით მო­ი­ფიქ­რა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და აე­მუ­შა­ვე­ბი­ნა ტრა­დი­ცი­უ­ლი ნემ­სი, რო­მელ­საც ძა­ფის გა­საყ­რე­ლი ბლაგვ ბო­ლო­ზე ჰქონ­და. თავ­ში არც ერთი გე­ნი­ა­ლუ­რი აზრი არ მოს­დი­ო­და, ვიდ­რე...

...ვიდ­რე ერთხელ ტვი­ნის ნერ­ვულ და­ბო­ლო­ე­ბებ­ში მყა­რად ჩამ­ჯდა­რი პრობ­ლე­მით შეპ­რო­ბილ­მა არ და­ი­ძი­ნა. და­ე­სიზ­მრა, თით­ქოს სა­დღაც, ცხრა მთას იქით მდე­ბა­რე ქვეყ­ნის ვე­ლუ­რი ტო­მის მე­ფემ შე­ი­პყრო და მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის­თვის სა­კე­რა­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბის შექ­მნა აი­ძუ­ლა. იცო­დე, ამე­რი­კე­ლო, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მხო­ლოდ ერთ დღე-ღა­მეს გაძ­ლევ და თუ სა­ო­ცარ მან­ქა­ნას არ შექ­მნი, შენს თავს და­აბ­რა­ლეო.

საბ­რა­ლო მე­ქა­ნი­კოს­მა მთელ დღე-ღა­მეს ამა­ოდ იცოდ­ვი­ლა. გამ­თე­ნი­ი­სას მე­ომ­რებ­მა მო­ა­კი­თხეს, რათა და­სას­ჯე­ლად წა­ეყ­ვა­ნათ და, ჰოი სა­ოც­რე­ბავ! ბა­ტონ­მა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა "სას­წა­უ­ლი" იხი­ლა - ვე­ლურ­თა შუ­ბე­ბის მახ­ვი­ლი ბო­ლო­ე­ბი რა­ტომ­ღაც გახ­ვრე­ტი­ლი იყო. ელი­ასს გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­და და ვე­ლუ­რებს შე­ე­ვედ­რა, და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ცოტა დრო კი­დევ მი­ე­ცათ. ამ ხვეწ­ნა-მუ­და­რის დროს გა­მო­ეღ­ვი­ძა - გამ­თე­ნი­ის 4 სა­ა­თი იყო. საჩ­ქა­როდ ჩა­იც­ვა, სა­ხე­ლოს­ნოს მი­ა­შუ­რა და დი­ლის 9 სა­ათ­ზე უკვე მზად ჰქონ­და სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნის მო­დე­ლი, რომ­ლის ნემსსაც ძა­ფის გა­საყ­რე­ლი ნახ­ვრე­ტი მახ­ვილ ბო­ლო­ზე ჰქონ­და. ეს ამ­ბა­ვი 1844 წელს მოხ­და... ის კი სულ სხვა ის­ტო­რი­აა, რა ბრძო­ლის გა­და­ტა­ნა მო­უხ­და ჰოუს ზინ­გერ­თან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის­თვის.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

შედევრებად ქცეული სიზმრები

შედევრებად ქცეული სიზმრები

დიმიტრი მენდელეევის სიზმარი

ამბობენ, თითქოს დიმიტრი მენდელეევს სამი დღე-ღამის განმავლობაში არ ეძინა. მეცნიერი ქიმიური ელემენტების შესახებ მსოფლიო ცოდნის ერთ სისტემაში მოქცევას ცდილობდა.

ბოლოს პროფესორმა რამდენიმე წუთით თვალის მოტყუება გადაწყვიტა, მაგრამ დაღლილობამ თავისი გაიტანა და მენდელეევმა სიზმრების სამყაროში ხანგრძლივი 17 საათი დაყო. სიზმრად ელემენტების პერიოდულობის ცხრილი იხილა და ამ სიზმარმა ქიმიური მეცნიერების განვითარება სამუდამოდ შეცვალა.

მენდელეევმა გაიღვიძა, ძილში ნანახი ცხრილი ქაღალდის ნაგლეჯზე ჩაიწერა და თვლემა განაგრძო. მის მიერ სიზმარში ნანახი ცხრილი მხოლოდ ერთ ადგილზე ჩასწორდა...

პოლ მაკარტნის სიზმარი

22 წლის ასაკში ლივერპულელი ჯეიმს პოლ მაკარტნი ჯერ არც სერის ტიტულს ატარებდა და არც მულტიმილიონერი იყო, მაგრამ სიზმრად ნახა, უფრო სწორად, ლამაზი მელოდია ჩაესმა და დაიმახსოვრა.

გამოღვიძებული მუსიკოსი ჯერ ტუალეტში შევიდა, მერე სამზარეულოში ერბოკვერცხი შეიწვა, შეექცა. შემდეგ ფორტე­პიანოს მიუჯდა და... ასე დაიბადა ცნო­ბილი "Yesterday".

მერი შელის სიზმარი

ერთხელ მერი მეუღლესთან, პერსი ბიშისთან და კიდევ ერთ ლიტერატორთან, ლორდ ბაირონთან ერთად დახვეწილი საუბრით იყო გართული, როდესაც ამ უკანასკნელმა ერთგვარი ფანტასტიკური ლიტერატურული შეჯიბრების მოწყობა შესთავაზა.

მწერლებმა კალმები მოიმარჯვეს და წერას შეუდგნენ, მაგრამ მერი შელის საინტერესო არაფერი გამოსდიოდა.

ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ თხზულება დილით, საღ გონებაზე დაეწერა და დაიძინა. სიზმრად ცოტა არ იყოს შეშლილი მეცნიერი იხილა, რომელმაც რაღაც ნაწილებისგან საძაგელი ფანტომი ააწყო.

არსება მძლავრი ძრავის მეშვეობით გაცოცხლდა. მერი მაშინვე მიხვდა, რომ ის, რამაც მას შიშისგან თავზარი დასცა, სხვებსაც არანაკლებ შეაშინებდა.

ასე დაიბადა საყოველთაოდ ცნობილი წიგნი ფრანკენშტაინისა და მის მიერ შექმნილი მონსტრის შესახებ. მოგვიანებით კი წიგნის მიხედვით არაერთი ფილმი და რიმეიკი გადაიღეს...

რობერტ სტივენსონის სიზმარი

შოტლანდიელ რობერტ სტივენსონსაც ლონდონელი მერი შელის მსგავსი პრობლემა, შემოქმედებითი უძრაობა აწუხებდა: სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამდა, სტრიქონებს ერთმანეთს ვერ უკავშირებდა. იცოდა, რა უნდოდა, მაგრამ იდეის ხორცშესხმას ვერ ახერხებდა. მას ორმაგი ცხოვრების მქონე ადამიანის ამბის შეთხზვა ჰქონდა ჩაფიქრებული.

სტივენსონმა ორ დღეს იწვალა, შემდეგ კი სიზმარში იხილა, თითქოს ერთ საძაგელ დამნაშავეს დასაჭერად მისდევდნენ, მან კი რაღაც ფხვნილი მიიღო და წესიერ ადამიანად გადაიქცა. ასე ჩაისახა დიდი მწერლის სიზმარში რომანის - "დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი" - სიუჟეტი.

ნაწარმოები 1886 წელს გამოქვეყნდა და მოგვიანებით მისი 60-მდე ეკრანიზაცია განხორციელდა. სწავლული მაქციის შესახებ გადაღებული შავ-თეთრი დრამა კინემატოგრაფის ისტორიაში საშინელებათა ჟანრის პირველი ფილმი იყო, რომელმაც "ოსკარი" დაიმსახურა.

სტეფანი მაიერის სიზმარი

ამერიკელმა სტეფანი მორგან მაიერმა, სინამდვილეში ჩვეულებრივმა მდაბიომ, მსოფლიო ლიტერატურული აღიარება გოგონასა და ვამპირის სიყვარულისადმი მიძღვნილი რომანის, "ბინდის" სერიებით მოიპოვა და რამდენიმე ჩემოდანი ფული იშოვა. გგონიათ, რომანები ასე პირდაპირ შეთხზა?

ქალბატონმა მაიერმა ნაწარმოების სიუჟეტი სიზმრად იხილა და 2009 წელს ამის შესახებ ოპრა უინფრის ღია ეთერში მოუთხრო. მწერალმა სიზმარში მზით განათებულ მდელოზე წყვილი იხილა, რომლებიც ერთმანეთით ტკბებოდნენ. ერთი მათგანი, საოცრად მიმზიდველი მამრი, სისხლისმწოველი, მეორე კი ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელი ჩვეულებრივი გოგონა იყო. ვამპირი გოგონასთვის იმის ახსნას ცდილობდა, თუ რამდენად უყვარდა იგი და როგორ ძლიერ სურდა მისი მოკვლა.

გამოფხიზლებულმა დიასახლისმა სიზმარი უბის წიგნაკში ჩაიწერა, რადგან ეს ამბავი მისი მოსაწყენი ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

მოგვიანებით სიზმრის სიუჟეტი გრაფომანიაკალურად გადაიზარდა დიდ "საგაში", რომელშიც ვამპირებს არც ნიორი აშინებთ და არც ნაკურთხი წყალი, მაქციები კი მხოლოდ ინდიელთა ტომების წიაღში იბადებიან.

ჯეიმს კემერონის სიზმარი

ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორი ჯეიმს კემერონი ევროპაში გადაღებებზე ყოფნის დროს ავად გახდა. როდესაც ტემპერატურა 38,8 გრადუსს ასცდა, რეჟისორი ლოგინში ჩაწვა.

ციებ-ცხელებით გამოწვეული ბოდვის დროს ჯეიმსს ადამიანის მსგავსი, რობოტივით მოძრავი წითელთვალება კიბორგი გამოეცხადა, რომელსაც ხელში დანა ეკავა და ქალწულის მოკვლა სურდა.

ფანტაზიორ ჯეიმს კემერონს, ზო­გადად, უყვარს ტრაბახი იმის შესახებ, რომ შემოქმედებითი იდეების უმეტესობა, მათ შორის "ავატარის" ჩანაფიქრი, სიზმრიდან მოდის.

სტივენ კინგის სიზმარი

როგორც ამბობენ, ნიჭიერმა ამერიკელმა გრაფომანმა ფენომენურ საშინელებათა უმეტესობა ალკოჰოლისა და კოკაინის ზემოქმედების ქვეშ შექმნა.

ამ თვალსაზრისით, რომანი "მიზერი" გამონაკლისი აღმოჩნდა. თავად სტივენ ედვინ კინგის მონათხრობი გვამცნობს, რომ ერთხელ, თვითმფრინავით მგზავრობის დროს, მწერალს ჩასთვლიმა და ცოდვილი დედამიწიდან რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე იხილა სიზმარი ქალის შესახებ, რომელიც მამრობითი სქესის ლიტერატორ მძევალს კლავს, გვამს ანაწევრებს, ხორცით ღორებს კვებავს, კანზე კი მსხვერპლის დაუმთავრებელი რომანის წერას ასრულებს.

მოგვიანებით სიუჟეტი ნაწილობრივ შეიცვალა, მაგრამ მწერალი ამბობს, რომ წიგნის 80% შთაგონების წყაროდ ქცეული თვითმფრინავის დედამიწაზე დაშვებიდან სულ მცირე ხანში დაწერა.

ელიას ჰოუს სიზმარი

მექანიკოსი ელიას ჰოუ ყველაფერზე მეტად საკერავი მანქანის გამოგონებაზე ოცნებობდა, მაგრამ ვერაფრით მოიფიქრა, როგორ შეიძლებოდა აემუშავებინა ტრადიციული ნემსი, რომელსაც ძაფის გასაყრელი ბლაგვ ბოლოზე ჰქონდა. თავში არც ერთი გენიალური აზრი არ მოსდიოდა, ვიდრე...

...ვიდრე ერთხელ ტვინის ნერვულ დაბოლოებებში მყარად ჩამჯდარი პრობლემით შეპრობილმა არ დაიძინა. დაესიზმრა, თითქოს სადღაც, ცხრა მთას იქით მდებარე ქვეყნის ველური ტომის მეფემ შეიპყრო და მისი უდიდებულესობისთვის საკერავი მოწყობილობის შექმნა აიძულა. იცოდე, ამერიკელო, რომ ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ერთ დღე-ღამეს გაძლევ და თუ საოცარ მანქანას არ შექმნი, შენს თავს დააბრალეო.

საბრალო მექანიკოსმა მთელ დღე-ღამეს ამაოდ იცოდვილა. გამთენიისას მეომრებმა მოაკითხეს, რათა დასასჯელად წაეყვანათ და, ჰოი საოცრებავ! ბატონმა გამომგონებელმა "სასწაული" იხილა - ველურთა შუბების მახვილი ბოლოები რატომღაც გახვრეტილი იყო. ელიასს გონება გაუნათდა და ველურებს შეევედრა, დავალების შესასრულებლად ცოტა დრო კიდევ მიეცათ. ამ ხვეწნა-მუდარის დროს გამოეღვიძა - გამთენიის 4 საათი იყო. საჩქაროდ ჩაიცვა, სახელოსნოს მიაშურა და დილის 9 საათზე უკვე მზად ჰქონდა საკერავი მანქანის მოდელი, რომლის ნემსსაც ძაფის გასაყრელი ნახვრეტი მახვილ ბოლოზე ჰქონდა. ეს ამბავი 1844 წელს მოხდა... ის კი სულ სხვა ისტორიაა, რა ბრძოლის გადატანა მოუხდა ჰოუს ზინგერთან საავტორო უფლებისთვის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს