მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის აპირებდა გივი ბერიკაშვილი მსახიობობისთვის თავის დანებებას
როდის აპირებდა გივი ბერიკაშვილი მსახიობობისთვის თავის დანებებას

მის ბავ­შვო­ბა­ში სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე ბრჭყვი­ა­ლა სა­თა­მა­შო­ე­ბით, ათას­გვა­რი მო­სარ­თა­ვით, გირ­ლი­ან­დე­ბი­თა და სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბით მორ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ხეს ხი­ლი­თა და კამ­ფე­ტე­ბით "მო­სავ­დნენ". ძვე­ლით ახალ წლამ­დე ცო­ცხა­ლი ხი­ლი­თა და გემ­რი­ე­ლი კამ­ფე­ტე­ბით და­ხუნძლუ­ლი ხე "შიშ­ვლდე­ბო­და" და 15 იან­ვარს ნაძ­ვი სახ­ლი­დან გა­სა­ტა­ნი ხდე­ბო­და...

ახალ წელს კა­ხეთ­ში, ბე­ბი­ა­სა და პა­პას­თან ერ­თად ხვდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მრა­ვა­ლი წე­ლია უკვე თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, კა­ხეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არც მას გა­უ­წყვე­ტია და არც მის შვი­ლებს. მსა­ხი­ო­ბი გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი მშობ­ლი­ურ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ბევ­რს უყ­ვარს, ქუ­ჩა­შიც - გამ­ვლე­ლებს. და­დე­ბი­თი გან­წყო­ბით ხვდე­ბი­ან და ისიც ცდი­ლობს, უც­ნო­ბებს იმა­ვე­თი უპა­სუ­ხოს. 2006 წლის 15 მა­ისს მისი სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. დღეს თე­ატ­რში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რე­პერ­ტუ­არ­ში სამი სპექ­ტაკ­ლია. ამ­ჯე­რად სპექ­ტაკ­ლი არ ჰქონ­და, მაგ­რამ შეხ­ვედ­რა თე­ატ­რში დავთქვით და ისიც ინ­ტერ­ვი­უ­ზე მისი თა­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პუნ­ქტუ­ა­ლო­ბით მო­ვი­და...

- ბა­ტო­ნო გივი, უპირ­ვე­ლე­სად გთხოვთ შე­ა­ფა­სოთ გან­ვლი­ლი 2012 წელი, რო­გო­რი იყო თქვე­ნი გა­და­სა­ხე­დი­დან ის თქვენ­თვის, ოჯა­ხის­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის...

- ოჯახ­ში მშვი­დო­ბაა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ასეა. უფა­ლი გვფა­რავს, ჩვენც წე­სი­ე­რად ვიქ­ცე­ვით და ალ­ბათ იმი­ტომ (იღი­მის). შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი კარ­გად არი­ან. ფუ, ფუ, ფუ, თვა­ლი არ ეცეთ. მე და ჩემს მე­უღ­ლე­საც ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ არა გვი­შავს. თე­ატ­რში კი­დევ ვმოღ­ვა­წე­ობ და სამ სპექ­ტაკლში ვთა­მა­შობ. ესე­ნია "პიგ­მა­ლი­ო­ნი", "ეუ­ხე­ნია ბალ­ბოა" და "მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი". დიდი სი­ხა­რუ­ლია, როცა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სავ­სე დარ­ბაზს ვხე­დავ. თე­ატ­რი თავს კარ­გად გრძნობს და მა­ყუ­რე­ბე­ლი არ აკ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას, თქვენ ჩემ­ზე უკეთ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რაც ხდე­ბა და ჩემი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არ გჭირ­დე­ბათ. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ერ­თი თე­მაა და­სა­ლა­გე­ბე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმ და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა, რაც ქვე­ყა­ნა­ში იყო, მა­ყუ­რე­ბე­ლი არ მოგ­ვკლე­ბია. მსა­ხი­ობს მეტი რა უნდა, სავ­სე დარ­ბა­ზი, კარ­გი სპექ­ტაკ­ლე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დე.

- ახალ წელ­ზე ვი­სა­უბ­როთ. რო­გო­რია მისი თქვე­ნე­უ­ლი აღ­ქმა და პირ­ვე­ლად ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა გახ­სენ­დე­ბათ?

- ახალ წელს ყო­ველ­თვის სახ­ლში, ოჯახ­თან ერ­თად ვხვდე­ბო­დი, მა­ში­ნაც კი, როცა მე­უღ­ლე არ მყავ­და. მამა ძა­ლი­ან ადრე გარ­და­მეც­ვა­ლა, მა­შინ 3 წლის ვი­ყა­ვი. 27 წლის ყო­ფი­ლა, როცა და­ი­ღუ­პა. ჭლე­ქი ჰქონ­და და მა­შინ ამ და­ა­ვა­დე­ბას ვერ მკურ­ნა­ლობ­დნენ. თურ­მე ამ­ბობ­და, ნეტა იმ დღემ­დე მა­ცო­ცხლა, ჩემი პა­ტა­რა ჩან­თას რომ აი­ღებს და სკო­ლა­ში წა­ვაო. სამ­წუ­ხა­როდ, იმ დღეს ვერ მო­ეს­წრო. ინ­სტი­ტუ­ტი უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და, როცა სა­წყა­ლი დე­დაც და­ი­ღუ­პა. დე­დას გული მარ­ჯვნივ ჰქონ­და, ამას გუ­ლის მან­კიც ერ­თვო­და. მრა­ვა­ლი წე­ლია, რაც ყო­ველ ახალ წელს მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებ­თან ერ­თად ყო­ველ­თვის სახ­ლში ვარ, სხვაგ­ვა­რად არ შე­მიძ­ლია. ვფიქ­რობ, ბათ­ქა­ბუთ­ქი რომ ატყდე­ბა, შინ უნდა იყო, ოჯა­ხის წევ­რებს მი­უ­ლო­ცო და მერე სა­დაც გინ­და იქ წადი. მე იშ­ვი­ა­თად მი­წევს სად­მე გას­ვლა, რად­გან ძი­რი­თა­დად მა­ინც ჩემ­თან მო­დი­ან.

- მეკვლედ ხში­რად გიწ­ვე­ვენ?

- კი, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, იმ ღა­მეს აუ­ცი­ლებ­ლად შევ­დი­ვარ ჩემს ერთ-ერთ მე­ზო­ბელ­თან, ან ის შე­მო­დის ჩვენ­თან. მახ­სოვს, სა­ო­ცა­რი სი­ხა­რუ­ლი და­მე­უფ­ლა, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და, "ვინ იქ­ნე­ბო­და თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი მეკვლე" და ზე­დი­ზედ ორი წელი ხალ­ხმა მე და­მა­სა­ხე­ლა. პირ­ველ ად­გი­ლას გა­ვე­დი. სა­ერ­თოდ, ახა­ლი წელი ჩემ­თვის დიდი დღე­სას­წა­უ­ლია.

- სა­ო­ჯა­ხო სამ­ზა­დის­ში რამ­დე­ნად ერე­ვით?

- ჩვენ­თან ასეა, ვკი­თხუ­ლობ, რა გინ­დათ, რა მო­ვი­ტა­ნო? მომ­ქონ­და და და­ნარ­ჩენს ისი­ნი აკე­თებ­დნენ. ბოლო პე­რი­ო­დია ბა­ზარ­ში არ დავ­დი­ვარ, მა­გის თავი აღარ მაქვს, მაგ­რამ მა­ნამ­დე ბა­ზარ­ში წას­ვლა აკ­რძა­ლუ­ლი მქონ­და. ერთხელ, ჩემი მე­უღ­ლე ლე­ი­ლა დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში წა­ვიყ­ვა­ნე. მან­ქა­ნა კარ­თან გა­ვა­ჩე­რე და გად­მო­ვე­დით. შუ­ა­დღე იყო და ბა­ზარ­ში შე­ვე­დით თუ არა, ერთ-ერთ დახ­ლთან რამ­დე­ნი­მე კაცი სა­დი­ლობ­და. მა­შინ­ვე ჭიქა მო­მა­წო­დეს, ბა­ტო­ნო გივი, არ დაგ­ვლო­ცავ­თო?! უარს რო­გორ ვე­ტყო­დი, გავ­ჩერ­დი. თან ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, სირ­ცხვი­ლია, დარ­ჩი, მე რა­ღა­ცებს ვი­ყი­დი და მო­ვა­ლო. როცა დაბ­რუნ­და, სამი ჭიქა უკვე მირ­თმე­უ­ლი მქონ­და. მერე ლე­ი­ლას ვუ­თხა­რი, აი, რომ მე­ჩხუ­ბე­ბი, ბა­ზარ­ში მი­დი­ხარ და იკარ­გე­ბი, სულ ასე ხდე­ბა და სხვაგ­ვა­რად რო­გორ მო­ვიქ­ცე-მეთ­ქი.

- თუ გახ­სოვთ, რო­მე­ლი სპექ­ტაკ­ლის ან ფილ­მის მერე გიც­ნოთ ქუ­ჩა­ში ხალ­ხმა?

- ეს ფილმ "ლონ­დრეს" შემ­დეგ და­ი­წყო. რომ გი­თხრათ, მა­ნამ­დე თე­ატ­რში ბევ­რი როლი მქონ­და ნა­თა­მა­შე­ბი-მეთ­ქი, ასე ნამ­დვი­ლად არ იყო. თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე. ეს 1956 წელი იყო. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გა­მა­ნა­წი­ლეს, მაგ­რამ ჩემი ჯგუ­ფი სო­ხუმ­ში წა­ვი­და. სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლე­ბი წა­ი­ღეს, ორი­ვე­ში მთა­ვარ როლს ვთა­მა­შობ­დი და მეც წავ­ყე­ვი. 1958 წლის ზა­ფხულ­ში თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი, იმ წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი მოს­კოვ­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დე­კა­და­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბო­და და გავ­ყე­ვი. ეს იყო ჩემი თე­ატ­რა­ლუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის და­სა­წყი­სი.

- დე­დი­სერ­თას ვინ გი­წევ­დათ დო­ბას, ძმო­ბას, ახლო მე­გობ­რო­ბას?

- დიდი საძ­მო-სა­მე­გობ­რო მყავს. ვე­რა­ზე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მე­ზობ­ლად გა­და­სა­რე­ვი ხალ­ხი ცხოვ­რობ­და: ზან­დუ­კე­ლე­ბი, ჯიშ­კა­რი­ა­ნე­ბი, ჯა­ფა­რი­ძე­ე­ბი, იმ­ნა­ძე­ე­ბი. არ მინ­და ვინ­მე გა­მომ­რჩეს, არ გამ­ლა­ხონ (იღი­მის). დღეს რომ ლა­გუ­ნა-ვე­რეა, უწინ სა­ცუ­რაო დარ­ბა­ზი და სა­ვარ­ჯი­შო მო­ედ­ნე­ბი იყო და "კუ­პალ­ნი­ას" ვე­ძახ­დით. იქ ხში­რად დავ­დი­ო­დით. ეზო­ში ხუთი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და. თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხის უფ­რო­სი სახ­ლში რომ ბრუნ­დე­ბო­და, ხე­ლებს და­ა­ბა­ნი­ნებ­დნენ თუ არა, პირ­ვე­ლი, რა­საც კი­თხუ­ლობ­დნენ, ეს იყო, ბიჭ­მა ჭამა საჭ­მე­ლი? თუ ნა­ჭა­მი არ მქონ­და, მა­შინ თა­ვის­თან მე­ძახ­დნენ და ერ­თად ვვახ­შმობ­დით. მე­სა­მე კურ­სზე ვსწავ­ლობ­დი, როცა ავად გავ­ხდი. გლან­დე­ბი მქონ­და და ხში­რად ვცივ­დე­ბო­დი. აკა­კი ხო­რა­ვამ რომ გა­ი­გო, სი­ცხე მქონ­და და ხუთი დღე ინ­სტი­ტუ­ტში არ მივ­სულ­ვარ, ბავ­შვებს უსაყ­ვე­დუ­რა, არ და­გა­ინ­ტე­რე­სათ, რო­გორ არი­სო?.. მერე უკი­თხავს, ვინ იცო­და ჩემი სახ­ლი, თან გა­მო­ი­ყო­ლა და ჩემ სა­ნა­ხა­ვად თა­ვად აკა­კი ხო­რა­ვა არ მო­ვი­და?! მთე­ლი უბა­ნი ფეხ­ზე დად­გა. მე­ზობ­ლე­ბი გა­გიჟ­დნენ, ხო­რა­ვა გი­ვის­თან მი­ვი­დაო. ერთი ოთა­ხი მქონ­და თა­ვის შუ­შა­ბან­დით. კი­ბე­ზე რომ ამო­ვი­და და სახ­ლში შე­მო­ვი­და, უკვე ლო­გი­ნი­დან წა­მომ­დგა­რი ვი­ყა­ვი და თავს უკეთ ვგრძნობ­დი. მო­მი­კი­თხა, ხომ არა­ფე­რი გი­ჭირ­სო. ვი­უ­ა­რე, არა-მეთ­ქი. ცოტა ხან­ში ხო­რა­ვა ჩემი ბი­ნი­დან რომ გა­ვი­და, მე­ზობ­ლებ­მა ეზო­ში გაშ­ლი­ლი სუფ­რა და­ახ­ვედ­რეს და მი­ი­პა­ტი­ჟეს, თუ პა­ტივს დაგ­ვდებთ, მობ­რძან­დით, თქვე­ნი მოს­ვლით გი­ვის, ჩვენს შვილს, იმ­ხე­ლა საქ­მე გა­უ­კე­თეთ, რომ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­რე­შე ვერ გა­გიშ­ვებ­თო.

სუფ­რას­თან ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი, მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლი იჯდა, ის ჩემ­ზე რამ­დე­ნი­მე წლით იყო უფ­რო­სი და შემ­დეგ­ში ჩემი ნათ­ლია გახ­და. აკა­კი ხო­რა­ვა დარ­ჩა და ხო­ში­ა­ნად იქე­ი­ფა. მას მან­ქა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და ჩვე­ნი ეზო­დან მძღოლ­მა წა­იყ­ვა­ნა. მას შემ­დეგ ხო­რა­ვა ყო­ველ პრე­მი­ე­რა­ზე ეპა­ტი­ჟე­ბო­და მიხო თარ­ხნიშ­ვილს და მას­თან ბი­ლე­თებს მე მა­ტან­და. აკა­კი ალექ­სე­ე­ვიჩ, ძა­ლი­ან გა­მი­თა­მა­მე და გა­მი­ფუ­ჭე მე­ზობ­ლე­ბი-მეთ­ქი, რომ ვე­ტყო­დი, იცი­ნო­და (იღი­მის). აი, ასე გა­ვა­ტა­რე ჩემი ჯე­ე­ლო­ბა ვე­რა­ზე. სხვა­თა შო­რის, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში რომ ვა­ბა­რებ­დი, გა­მოც­და­ზე ხო­რა­ვამ მკი­თხა, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში რა­ტომ აბა­რე­ბო. ვუ­პა­სუ­ხე, ვე­რა­ზე ვცხოვ­რობ, დაბ­ლა და­ვეშ­ვე­ბი - ზო­ო­პარ­კია, მარ­ჯვნივ - ცირ­კი, მერე - მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რი და სტა­დი­ო­ნი. მე­ო­რე მხა­რეს წა­ვალ, რუს­თა­ველს და­ვუყ­ვე­ბი და ჯერ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რია, შემ­დეგ ოპე­რის, რუს­თა­ვე­ლი­სა და გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რე­ბია. აი, ამ­გვარ გა­რე­მოც­ვა­ში ვცხოვ­რობ, ხან ერთ თე­ატ­რში ვარ და ხან მე­ო­რე­ში, ნუთუ გა­საკ­ვი­რია, რომ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბის სურ­ვი­ლი გამ­ჩე­ნო­და-მეთ­ქი?! კო­მი­სი­ის წევ­რებს გა­ე­ცი­ნათ, ეს ვინა ყო­ფი­ლაო. პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მარ­თლა ასე ვფიქ­რობ­დი, არ ვი­ტყუ­ე­ბო­დი.

- თუ გი­ფიქ­რი­ათ, რომ არა მსა­ხი­ო­ბი, რა პრო­ფე­სი­ის შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

- იცით, რა­შია საქ­მე? ჩემ­თან ერ­თად თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და მე­ზო­ბელ­მა ნო­დარ იმ­ნა­ძემ. ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლოთ სწავ­ლაო და მარ­თლაც ორი­ვე მო­ვე­წყვეთ. პირ­ვე­ლი კურ­სის შემ­დეგ ლილი იო­სე­ლი­ან­მა ნო­დარს უთხრა, დროს ტყუ­ი­ლად და­კარ­გავ, შენ­გან მსა­ხი­ო­ბი არ გა­მო­ვაო. მა­მა­მი­სი მი­ხე­ილ იმ­ნა­ძე უშან­გი ჩხე­ი­ძის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მი გახ­ლდათ. როცა ლი­ლის სი­ტყვე­ბი ნო­დარ­მა მა­მა­მისს გა­დას­ცა, იმა­ვე სა­ღა­მოს იმ­ნა­ძე­ებ­მა თა­ვის ოჯახ­ში და­მი­ძა­ხეს და ძია მი­შამ მი­თხრა, თე­ატ­რა­ლუ­რი­დან წა­მო­დით და ორი­ვემ სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ა­ბა­რე­თო. მე ვი­უ­ა­რე, მაგ­რამ ნო­და­რი წა­ვი­და, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ა­ბა­რა და გი­ნე­კო­ლო­გი გახ­და. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სამ­შო­ბი­ა­რო­ში მუ­შა­ობ­და. ახლა ისიც ჩემ­სა­ვით ბე­ბე­რია, ღმერ­თმა კარ­გად ამ­ყო­ფოს. სხვა­თა შო­რის, ამ თე­მა­ზე ხში­რად მი­ფიქ­რია, ექი­მო­ბა მეც რომ გა­და­მე­წყვი­ტა, ცუდი ექი­მი ნამ­დვი­ლად არ ვიქ­ნე­ბო­დი. იმი­ტომ, რომ კაცი, ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარს. ჩემი ქვე­ყა­ნა, ჩემი ჯიში და ჯი­ლა­გი მიყ­ვარს და როცა ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლია, შენს საქ­მე­სა და ქვე­ყა­ნას პა­ტი­ოს­ნად ემ­სა­ხუ­რე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს თე­ატ­რა­ლურ ცხოვ­რე­ბას, იყო პე­რი­ო­დი, როცა თა­ვის და­ნე­ბე­ბას ვა­პი­რებ­დი. სო­ხუ­მი­დან რომ დავ­ბრუნ­დი და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მო­ვე­დი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ტყუ­ი­ლად ვი­ყა­ვი. პა­ტა­რა, ორ­სი­ტყვი­ა­ნი ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი მქონ­და. რამ­დე­ნი­მე წა­მით სცე­ნა­ზე და­სა­წყის­ში გა­მოვ­ჩნდე­ბო­დი ან სპექ­ტაკ­ლის და­სას­რულს. ანუ თა­ვი­დან­ვე მთა­ვა­რი რო­ლე­ბი არ მქო­ნია. ამი­ტომ გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­დან უფრო ბევ­რი ძმა­კა­ცი მყავს, ვიდ­რე ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან. სა­მე­ზობ­ლო, სკო­ლის მე­გობ­რე­ბი ყვე­ლა ექი­მე­ბი გახ­დნენ და ერთ-ერ­თმა მი­თხრა, წა­მო­დი, სა­წყობ­ში წა­გიყ­ვან, კარ­ში და­ჯე­ქი და და­ით­ვა­ლე, რამ­დენ "მე­შოკ­საც" გა­ი­ტა­ნენ, აღ­რი­ცხავ და სულ ეს იქ­ნე­ბა შენი საქ­მე. ხელ­ფა­სი 400-500 მა­ნე­თი გექ­ნე­ბაო. ჩავ­ფიქ­რდი. თან ეს დიდი თან­ხა იყო. იმავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შატ­ბე­რაშ­ვი­ლის პი­ე­სა­ზე "მკვდრის მზე­ზე" რო­ლე­ბი გა­ნა­წილ­და. მე სოფ­ლის გი­ჟის ყა­ჭი­ას როლი მომ­ცეს, რო­მელ­მაც შვიდ­ზე მეტი თვლა არ იცო­და. მთა­ვარ როლს ალე ომი­ა­ძე თა­მა­შობ­და. სპექ­ტაკ­ლი რომ დამ­თავ­რდა და "პაკ­ლონ­ზე" გა­ვე­დით, ალე მო­მი­ახ­ლოვ­და, ხელი მომ­კი­და, სცე­ნა­ზე წინ და­მა­ყე­ნა და თა­ვად უკან და­ი­ხია. დარ­ბა­ზი კი­ნა­ღამ ტა­შით ჩა­მო­იქ­ცა. მსა­ხი­ო­ბებ­მაც მო­მი­ლო­ცეს. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი როლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე და, ეს იმ დროს, როცა სცე­ნა­ზე იყ­ვნენ მხე­ცე­ბი - ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლი, ვე­რი­კო, სე­სი­ლია, მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე, კაკო კვან­ტა­ლი­ა­ნი, სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ჟორა შავ­გუ­ლი­ძე. ერთხელ ერთ ბან­კეტ­ზე ვთქვი, მე თე­ატ­რში სა­მუ­შა­ოდ მო­ვე­დი და ამ სა­გი­ჟეთ­ში თუ მოვ­დი­ო­დი, არ ვი­ცო­დი-მეთ­ქი. ჟორა შავ­გუ­ლი­ძე ადგა და მა­კო­ცა. კაკო კვან­ტა­ლი­ა­ნი გაბ­რაზ­და, გა­მო­დის, ჩვენ გი­ჟე­ბი ვარ­თო?! აბა, ვინ ხართ-მეთ­ქი. "დუ­რაკ, ვინ არი­ან გი­ჟე­ბი", - მო­მა­ძა­ხა ვასო გო­ძი­აშ­ვილ­მაც. რა ვქნა, ისე­თი არ­ტის­ტე­ბი თა­მა­შობ­დნენ, რომ სა­გი­ჟეთს ვე­ძახ­დი ამ თე­ატრს.

- და ამ "სა­გი­ჟეთ­ში" და, სა­ერ­თოდ, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში თქვე­ნი შვი­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) არა­ფე­რი მით­ქვამს. სხვა­თა შო­რის, მა­ნა­ნამ და ზუ­რი­კო­მაც ეს სფე­რო თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლით აირ­ჩი­ეს. ორი­ვეს ვუ­თხა­რი, გა­მო­ყო­ლა სა­ჭი­რო არ არის, ისე­დაც ყვე­ლამ იცის, ვისი შვი­ლე­ბი ხართ, თუ ღირ­სე­ბი იქ­ნე­ბით, და­გი­წე­რენ მა­ღალ ნი­შანს და მი­გი­ღე­ბენ-მეთ­ქი. მა­ნა­ნა ჯერ დრა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე, შემ­დეგ სა­რე­ჟი­სო­რო­ზე სწავ­ლობ­და. როცა და­ამ­თავ­რა, ჩვენ­თან თე­ატ­რში მო­ვი­და და მი­თხრა, მოს­კოვ­ში ას­პი­რან­ტუ­რა­ში უნდა ჩა­ვა­ბა­როო. კი ბა­ტო­ნო, აგა­შე­ნა ღმერ­თმა-მეთ­ქი. გა­ემ­გზავ­რა და "ვგიკ­ში" ის­წავ­ლა, სას­ცე­ნო მე­ტყვე­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. იქვე სა­კან­დი­და­ტო და­იც­ვა და თბი­ლის­ში მერე დაბ­რუნ­და. ახლა ამ გან­ხრით აგ­რძე­ლებს შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რი­კოს, იმა­ვე წელს კახი კავ­სა­ძის ბიჭი ირაკ­ლიც აბა­რებ­და. ორი­ვე ჩა­ი­რი­ცხა და ერ­თად და­ამ­თავ­რეს. მგო­ნი, ზუ­რი­კოს გა­უ­მარ­თლა. ისიც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რშია, სა­დაც ძა­ლი­ან უყ­ვართ, შვი­ლი­ვით მი­ი­ღეს. სა­ერ­თოდ, უფ­რო­სი თა­ო­ბის მხრი­დან ახალ­გაზ­რდე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ტრა­დი­ცი­აა.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი გყავთ, როცა გივი ბე­რი­კაშ­ვილ­ზე სა­უბ­რო­ბენ, იქვე ყო­ველ­თვის კახი კავ­სა­ძე­საც ახ­სე­ნე­ბენ. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ აღიქ­მე­ბა ასე თქვე­ნი ტან­დე­მი?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე და კახი სხვა­დას­ხვა კურ­სზე ვი­ყა­ვით, მა­ინც ერთი ოჯა­ხი­ვით ვცხოვ­რობ­დით. კახი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში წა­ვი­და, მე სო­ხუმ­ში და მერე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მო­ვე­დი. მოხ­და ისე, რომ კი­ნო­ში ერ­თად დაგ­ვი­ძა­ხეს და იქ აე­წყო ჩვე­ნი ძმო­ბა. კი­ნო­ში გა­და­ღე­ბა მხო­ლოდ პა­ვი­ლი­ონ­ში არ ხდე­ბა, ექ­სპე­დი­ცი­ე­ბია, ადა­მი­ა­ნი კი იმ დროს ყვე­ლა­ზე კარ­გი ამო­საც­ნო­ბია, უახ­ლოვ­დე­ბი. ისე აე­წყო, რომ ბო­ლოს ხალ­ხს ვე­ღარც წარ­მო­ედ­გი­ნა კი­ნო­ში ცალ-ცალ­კე ჩვე­ნი ნახ­ვა. უნდა გე­ნა­ხათ, კა­ხეთ­ში ფილ­მს "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" რომ ვი­ღებ­დით, რო­გორ გვექ­ცე­ო­და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ვმუ­შა­ობთ, კი­ნოს ვი­ღებთ, შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ დი­ლით "პახ­მე­ლი­ა­ზე" ვი­ყოთ და ლო­გი­ნი­დან ად­გო­მა გვე­ზა­რე­ბო­დეს, დაგ­ვა­ცა­დეთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ვინ გეშ­ვე­ბო­და?! ყო­ველ სა­ღა­მოს სუფ­რას­თან ვი­ყა­ვით. მერე კა­ხის და მე ერ­თად დაგ­ვი­ძა­ხეს ესტრა­და­ზე და ერ­თად გა­მო­ვე­დით სცე­ნა­ზე. ეს 1991 თუ 1992 წელი იყო და მახ­სოვს, მი­ყო­ლე­ბით 70 ანშლა­გი გვქონ­და. და­ვი­წყეთ "მღე­რი­ან და ხუმ­რო­ბენ ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნო­სა ვარ­სკვლა­ვე­ბი" და მერე "იუ­მო­რი­ნა" მოჰ­ყვა. ათი წე­ლი­წა­დი მი­დი­ო­და "მღე­რი­ან და ხუმ­რო­ბენ"... და ათიც "იუ­მო­რი­ნა". ახ­ლა­ხან "იუ­მო­რი­ნას" ერთი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ, რომ გა­დაგ­ვე­ღო და პრო­ექ­ტი დავ­ხუ­რეთ. ახალ წელს "იუ­მო­რი­ნა" ეთერ­ში გა­ვი­და და ამით დამ­თავ­რდა. მერე უკვე ალ­ბათ რა­ი­მე ახალ პროგ­რა­მას მო­ი­გო­ნე­ბენ. მე და კახი გა­მო­ვემ­შვი­დო­ბეთ­სა­ვით მა­ყუ­რე­ბელს. გაგ­ვა­ცი­ნეთ, გაგ­ვა­ცი­ნე­თო და გაგ­ვა­ცი­ლეს (იღი­მის).

- სა­ერ­თოდ, სი­ტყვა "ვარ­სკვლა­ვი" ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­უ­ფა­სურ­და, ყვე­ლას ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ...

- მე, მა­გა­ლი­თად, არც ის ვარ­სკვლა­ვი მომ­წონს, რო­მე­ლიც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ გა­მიხ­სნეს. ყვე­ლა ზედ და­დის ტა­ლა­ხი­ა­ნი ფე­ხე­ბით. რა არის ეს?! ამე­რი­კას და "ჰო­ლი­ვუდს" თუ ეჯიბ­რე­ბი­ან, იქ სპე­ცი­ა­ლუ­რი ხე­ი­ვა­ნია, ანდა თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც გინ­და ვარ­სკვლა­ვი, კე­დელ­ზე მა­ინც გა­ა­კე­თე.

- თქვენ რომ მო­დი­ხართ თე­ატ­რში, თქვენს ვარ­სკვლავს გვერდს უვ­ლით?

- არა, ზოგ­ჯერ მა­ვი­წყდე­ბა და ჩემ­სა­საც და და­ნარ­ჩე­ნებ­საც ზედ გა­და­ვუვ­ლი ხოლ­მე.

- გან­ვლილ წლებს რომ აფა­სებთ და უფიქ­რდე­ბით, რა­ი­მეს მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა თუ გიჩ­ნდე­ბათ?

- არ ვიცი, რო­გორ გი­თხრათ?! მე უაღ­რე­სად მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩემი მა­ყუ­რებ­ლი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის. ჩვენ­მა ხალ­ხმა იცის და­ფა­სე­ბა და ასეთ დროს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მათ წი­ნა­შე სულ უფრო და უფრო იზ­რდე­ბა. ხან ლონ­დრე­თი მომ­მარ­თავ­დნენ, ხან - ტიგ­რა­ნა­თი, ხან მი­ტუა ვი­ყა­ვი და ხა­ნაც - ფი­რუ­ზა. როლი თუ წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ხალ­ხი ზედ გყვე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი მა­ყუ­რე­ბე­ლი გვყავს, მათ ვერ უღა­ლა­ტებ. იმ­დენ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭე­ბენ, რომ ვალ­დე­ბუ­ლი ხარ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე იდგე. ეს სტი­მულს გაძ­ლევს, რომ ფორ­მა­ში იყო და თავს გა­უფრ­თხილ­დე.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

როდის აპირებდა გივი ბერიკაშვილი მსახიობობისთვის თავის დანებებას

როდის აპირებდა გივი ბერიკაშვილი მსახიობობისთვის თავის დანებებას

მის ბავშვობაში საახალწლო ნაძვის ხე ბრჭყვიალა სათამაშოებით, ათასგვარი მოსართავით, გირლიანდებითა და საახალწლო დეკორაციებით მორთული არ ყოფილა. ხეს ხილითა და კამფეტებით "მოსავდნენ". ძველით ახალ წლამდე ცოცხალი ხილითა და გემრიელი კამფეტებით დახუნძლული ხე "შიშვლდებოდა" და 15 იანვარს ნაძვი სახლიდან გასატანი ხდებოდა...

ახალ წელს კახეთში, ბებიასა და პაპასთან ერთად ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია უკვე თბილისში ცხოვრობს, კახეთთან ურთიერთობა არც მას გაუწყვეტია და არც მის შვილებს. მსახიობი გივი ბერიკაშვილი მშობლიურ მარჯანიშვილის თეატრში ბევრს უყვარს, ქუჩაშიც - გამვლელებს. დადებითი განწყობით ხვდებიან და ისიც ცდილობს, უცნობებს იმავეთი უპასუხოს. 2006 წლის 15 მაისს მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. დღეს თეატრში მისი მონაწილეობით რეპერტუარში სამი სპექტაკლია. ამჯერად სპექტაკლი არ ჰქონდა, მაგრამ შეხვედრა თეატრში დავთქვით და ისიც ინტერვიუზე მისი თაობის უმრავლესობისთვის დამახასიათებელი პუნქტუალობით მოვიდა...

- ბატონო გივი, უპირველესად გთხოვთ შეაფასოთ განვლილი 2012 წელი, როგორი იყო თქვენი გადასახედიდან ის თქვენთვის, ოჯახისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის...

- ოჯახში მშვიდობაა. მადლობა ღმერთს, რომ ასეა. უფალი გვფარავს, ჩვენც წესიერად ვიქცევით და ალბათ იმიტომ (იღიმის). შვილები, შვილიშვილები კარგად არიან. ფუ, ფუ, ფუ, თვალი არ ეცეთ. მე და ჩემს მეუღლესაც ჯანმრთელობის მხრივ არა გვიშავს. თეატრში კიდევ ვმოღვაწეობ და სამ სპექტაკლში ვთამაშობ. ესენია "პიგმალიონი", "ეუხენია ბალბოა" და "მგზავრის წერილები". დიდი სიხარულია, როცა მარჯანიშვილის თეატრის სავსე დარბაზს ვხედავ. თეატრი თავს კარგად გრძნობს და მაყურებელი არ აკლია.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რაც ხდება და ჩემი ახსნა-განმარტება არ გჭირდებათ. ჯერჯერობით არაერთი თემაა დასალაგებელი. მიუხედავად იმ დაძაბული სიტუაციისა, რაც ქვეყანაში იყო, მაყურებელი არ მოგვკლებია. მსახიობს მეტი რა უნდა, სავსე დარბაზი, კარგი სპექტაკლები და რაც მთავარია, ქვეყანაში სიმშვიდე.

- ახალ წელზე ვისაუბროთ. როგორია მისი თქვენეული აღქმა და პირველად ამ დღესთან დაკავშირებით რა გახსენდებათ?

- ახალ წელს ყოველთვის სახლში, ოჯახთან ერთად ვხვდებოდი, მაშინაც კი, როცა მეუღლე არ მყავდა. მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა, მაშინ 3 წლის ვიყავი. 27 წლის ყოფილა, როცა დაიღუპა. ჭლექი ჰქონდა და მაშინ ამ დაავადებას ვერ მკურნალობდნენ. თურმე ამბობდა, ნეტა იმ დღემდე მაცოცხლა, ჩემი პატარა ჩანთას რომ აიღებს და სკოლაში წავაო. სამწუხაროდ, იმ დღეს ვერ მოესწრო. ინსტიტუტი უკვე დამთავრებული მქონდა, როცა საწყალი დედაც დაიღუპა. დედას გული მარჯვნივ ჰქონდა, ამას გულის მანკიც ერთვოდა. მრავალი წელია, რაც ყოველ ახალ წელს მეუღლესა და შვილებთან ერთად ყოველთვის სახლში ვარ, სხვაგვარად არ შემიძლია. ვფიქრობ, ბათქაბუთქი რომ ატყდება, შინ უნდა იყო, ოჯახის წევრებს მიულოცო და მერე სადაც გინდა იქ წადი. მე იშვიათად მიწევს სადმე გასვლა, რადგან ძირითადად მაინც ჩემთან მოდიან.

- მეკვლედ ხში­რად გიწვევენ?

- კი, მაგრამ, პირველ რიგში, იმ ღამეს აუცილებლად შევდივარ ჩემს ერთ-ერთ მეზობელთან, ან ის შემოდის ჩვენთან. მახსოვს, საოცარი სიხარული დამეუფლა, როდესაც რამდენიმე წლის წინ გამოკითხვა ჩატარდა, "ვინ იქნებოდა თქვენთვის ყველაზე სასურველი მეკვლე" და ზედიზედ ორი წელი ხალხმა მე დამასახელა. პირველ ადგილას გავედი. საერთოდ, ახალი წელი ჩემთვის დიდი დღესასწაულია.

- საოჯახო სამზადისში რამდენად ერევით?

- ჩვენთან ასეა, ვკითხულობ, რა გინდათ, რა მოვიტანო? მომქონდა და დანარჩენს ისინი აკეთებდნენ. ბოლო პერიოდია ბაზარში არ დავდივარ, მაგის თავი აღარ მაქვს, მაგრამ მანამდე ბაზარში წასვლა აკრძალული მქონდა. ერთხელ, ჩემი მეუღლე ლეილა დეზერტირების ბაზარში წავიყვანე. მანქანა კართან გავაჩერე და გადმოვედით. შუადღე იყო და ბაზარში შევედით თუ არა, ერთ-ერთ დახლთან რამდენიმე კაცი სადილობდა. მაშინვე ჭიქა მომაწოდეს, ბატონო გივი, არ დაგვლოცავთო?! უარს როგორ ვეტყოდი, გავჩერდი. თან ჩემმა მეუღლემაც მითხრა, სირცხვილია, დარჩი, მე რაღაცებს ვიყიდი და მოვალო. როცა დაბრუნდა, სამი ჭიქა უკვე მირთმეული მქონდა. მერე ლეილას ვუთხარი, აი, რომ მეჩხუბები, ბაზარში მიდიხარ და იკარგები, სულ ასე ხდება და სხვაგვარად როგორ მოვიქცე-მეთქი.

- თუ გახსოვთ, რომელი სპექტაკლის ან ფილმის მერე გიცნოთ ქუჩაში ხალხმა?

- ეს ფილმ "ლონდრეს" შემდეგ დაიწყო. რომ გითხრათ, მანამდე თეატრში ბევრი როლი მქონდა ნათამაშები-მეთქი, ასე ნამდვილად არ იყო. თეატრალური ინსტიტუტი, ჩემდა საბედნიეროდ, წარჩინებით დავამთავრე. ეს 1956 წელი იყო. მარჯანიშვილის თეატრში გამანაწილეს, მაგრამ ჩემი ჯგუფი სოხუმში წავიდა. სადიპლომო სპექტაკლები წაიღეს, ორივეში მთავარ როლს ვთამაშობდი და მეც წავყევი. 1958 წლის ზაფხულში თბილისში დავბრუნდი, იმ წელს მარჯანიშვილის თეატრი მოსკოვში ქართული კულტურის დეკადაზე მიემგზავრებოდა და გავყევი. ეს იყო ჩემი თეატრალური მოღვაწეობის დასაწყისი.

- დედისერთას ვინ გიწევდათ დობას, ძმობას, ახლო მეგობრობას?

- დიდი საძმო-სამეგობრო მყავს. ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. მეზობლად გადასარევი ხალხი ცხოვრობდა: ზანდუკელები, ჯიშკარიანები, ჯაფარიძეები, იმნაძეები. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, არ გამლახონ (იღიმის). დღეს რომ ლაგუნა-ვერეა, უწინ საცურაო დარბაზი და სავარჯიშო მოედნები იყო და "კუპალნიას" ვეძახდით. იქ ხშირად დავდიოდით. ეზოში ხუთი ოჯახი ცხოვრობდა. თითოეული ოჯახის უფროსი სახლში რომ ბრუნდებოდა, ხელებს დააბანინებდნენ თუ არა, პირველი, რასაც კითხულობდნენ, ეს იყო, ბიჭმა ჭამა საჭმელი? თუ ნაჭამი არ მქონდა, მაშინ თავისთან მეძახდნენ და ერთად ვვახშმობდით. მესამე კურსზე ვსწავლობდი, როცა ავად გავხდი. გლანდები მქონდა და ხშირად ვცივდებოდი. აკაკი ხორავამ რომ გაიგო, სიცხე მქონდა და ხუთი დღე ინსტიტუტში არ მივსულვარ, ბავშვებს უსაყვედურა, არ დაგაინტერესათ, როგორ არისო?.. მერე უკითხავს, ვინ იცოდა ჩემი სახლი, თან გამოიყოლა და ჩემ სანახავად თავად აკაკი ხორავა არ მოვიდა?! მთელი უბანი ფეხზე დადგა. მეზობლები გაგიჟდნენ, ხორავა გივისთან მივიდაო. ერთი ოთახი მქონდა თავის შუშაბანდით. კიბეზე რომ ამოვიდა და სახლში შემოვიდა, უკვე ლოგინიდან წამომდგარი ვიყავი და თავს უკეთ ვგრძნობდი. მომიკითხა, ხომ არაფერი გიჭირსო. ვიუარე, არა-მეთქი. ცოტა ხანში ხორავა ჩემი ბინიდან რომ გავიდა, მეზობლებმა ეზოში გაშლილი სუფრა დაახვედრეს და მიიპატიჟეს, თუ პატივს დაგვდებთ, მობრძანდით, თქვენი მოსვლით გივის, ჩვენს შვილს, იმხელა საქმე გაუკეთეთ, რომ პატივისცემის გარეშე ვერ გაგიშვებთო.

სუფრასთან ერთ-ერთი მეზობელი, მიხეილ თარხნიშვილი იჯდა, ის ჩემზე რამდენიმე წლით იყო უფროსი და შემდეგში ჩემი ნათლია გახდა. აკაკი ხორავა დარჩა და ხოშიანად იქეიფა. მას მანქანა ემსახურებოდა და ჩვენი ეზოდან მძღოლმა წაიყვანა. მას შემდეგ ხორავა ყოველ პრემიერაზე ეპატიჟებოდა მიხო თარხნიშვილს და მასთან ბილეთებს მე მატანდა. აკაკი ალექსეევიჩ, ძალიან გამითამამე და გამიფუჭე მეზობლები-მეთქი, რომ ვეტყოდი, იცინოდა (იღიმის). აი, ასე გავატარე ჩემი ჯეელობა ვერაზე. სხვათა შორის, თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, გამოცდაზე ხორავამ მკითხა, თეატრალურ ინსტიტუტში რატომ აბარებო. ვუპასუხე, ვერაზე ვცხოვრობ, დაბლა დავეშვები - ზოოპარკია, მარჯვნივ - ცირკი, მერე - მუსკომედიის თეატრი და სტადიონი. მეორე მხარეს წავალ, რუსთაველს დავუყვები და ჯერ მოზარდ მაყურებელთა თეატრია, შემდეგ ოპერის, რუსთაველისა და გრიბოედოვის თეატრებია. აი, ამგვარ გარემოცვაში ვცხოვრობ, ხან ერთ თეატრში ვარ და ხან მეორეში, ნუთუ გასაკვირია, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების სურვილი გამჩენოდა-მეთქი?! კომისიის წევრებს გაეცინათ, ეს ვინა ყოფილაო. პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობდი, არ ვიტყუებოდი.

- თუ გიფიქრიათ, რომ არა მსახიობი, რა პროფესიის შეიძლება ყოფილიყავით?

- იცით, რაშია საქმე? ჩემთან ერთად თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა ჩემმა მეგობარმა და მეზობელმა ნოდარ იმნაძემ. ერთად გავაგრძელოთ სწავლაო და მართლაც ორივე მოვეწყვეთ. პირველი კურსის შემდეგ ლილი იოსელიანმა ნოდარს უთხრა, დროს ტყუილად დაკარგავ, შენგან მსახიობი არ გამოვაო. მამამისი მიხეილ იმნაძე უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე არსებული სამხედრო საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახლდათ. როცა ლილის სიტყვები ნოდარმა მამამისს გადასცა, იმავე საღამოს იმნაძეებმა თავის ოჯახში დამიძახეს და ძია მიშამ მითხრა, თეატრალურიდან წამოდით და ორივემ სამედიცინოზე ჩააბარეთო. მე ვიუარე, მაგრამ ნოდარი წავიდა, სამედიცინოზე ჩააბარა და გინეკოლოგი გახდა. მთელი ცხოვრება სამშობიაროში მუშაობდა. ახლა ისიც ჩემსავით ბებერია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. სხვათა შორის, ამ თემაზე ხშირად მიფიქრია, ექიმობა მეც რომ გადამეწყვიტა, ცუდი ექიმი ნამდვილად არ ვიქნებოდი. იმიტომ, რომ კაცი, ადამიანი მიყვარს. ჩემი ქვეყანა, ჩემი ჯიში და ჯილაგი მიყვარს და როცა ასეთი სიყვარულია, შენს საქმესა და ქვეყანას პატიოსნად ემსახურები.

რაც შეეხება ჩემს თეატრალურ ცხოვრებას, იყო პერიოდი, როცა თავის დანებებას ვაპირებდი. სოხუმიდან რომ დავბრუნდი და მარჯანიშვილის თეატრში მოვედი, შეიძლება ითქვას, ტყუილად ვიყავი. პატარა, ორსიტყვიანი ეპიზოდური როლები მქონდა. რამდენიმე წამით სცენაზე დასაწყისში გამოვჩნდებოდი ან სპექტაკლის დასასრულს. ანუ თავიდანვე მთავარი როლები არ მქონია. ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა, მსახიობობისთვის თავი დამენებებინა. სამედიცინო სფეროდან უფრო ბევრი ძმაკაცი მყავს, ვიდრე ჩემი პროფესიიდან. სამეზობლო, სკოლის მეგობრები ყველა ექიმები გახდნენ და ერთ-ერთმა მითხრა, წამოდი, საწყობში წაგიყვან, კარში დაჯექი და დაითვალე, რამდენ "მეშოკსაც" გაიტანენ, აღრიცხავ და სულ ეს იქნება შენი საქმე. ხელფასი 400-500 მანეთი გექნებაო. ჩავფიქრდი. თან ეს დიდი თანხა იყო. იმავდროულად, გიორგი შატბერაშვილის პიესაზე "მკვდრის მზეზე" როლები განაწილდა. მე სოფლის გიჟის ყაჭიას როლი მომცეს, რომელმაც შვიდზე მეტი თვლა არ იცოდა. მთავარ როლს ალე ომიაძე თამაშობდა. სპექტაკლი რომ დამთავრდა და "პაკლონზე" გავედით, ალე მომიახლოვდა, ხელი მომკიდა, სცენაზე წინ დამაყენა და თავად უკან დაიხია. დარბაზი კინაღამ ტაშით ჩამოიქცა. მსახიობებმაც მომილოცეს. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული როლი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და, ეს იმ დროს, როცა სცენაზე იყვნენ მხეცები - ვასო გოძიაშვილი, ვერიკო, სესილია, მედეა ჯაფარიძე, კაკო კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, ჟორა შავგულიძე. ერთხელ ერთ ბანკეტზე ვთქვი, მე თეატრში სამუშაოდ მოვედი და ამ საგიჟეთში თუ მოვდიოდი, არ ვიცოდი-მეთქი. ჟორა შავგულიძე ადგა და მაკოცა. კაკო კვანტალიანი გაბრაზდა, გამოდის, ჩვენ გიჟები ვართო?! აბა, ვინ ხართ-მეთქი. "დურაკ, ვინ არიან გიჟები", - მომაძახა ვასო გოძიაშვილმაც. რა ვქნა, ისეთი არტისტები თამაშობდნენ, რომ საგიჟეთს ვეძახდი ამ თეატრს.

- და ამ "საგიჟეთში" და, საერთოდ, ხელოვნებაში თქვენი შვილები წავიდნენ...

- (მაწყვეტინებს) არაფერი მითქვამს. სხვათა შორის, მანანამ და ზურიკომაც ეს სფერო თავიანთი სურვილით აირჩიეს. ორივეს ვუთხარი, გამოყოლა საჭირო არ არის, ისედაც ყველამ იცის, ვისი შვილები ხართ, თუ ღირსები იქნებით, დაგიწერენ მაღალ ნიშანს და მიგიღებენ-მეთქი. მანანა ჯერ დრამის ფაკულტეტზე, შემდეგ სარეჟისოროზე სწავლობდა. როცა დაამთავრა, ჩვენთან თეატრში მოვიდა და მითხრა, მოსკოვში ასპირანტურაში უნდა ჩავაბაროო. კი ბატონო, აგაშენა ღმერთმა-მეთქი. გაემგზავრა და "ვგიკში" ისწავლა, სასცენო მეტყველების სპეციალისტია. იქვე საკანდიდატო დაიცვა და თბილისში მერე დაბრუნდა. ახლა ამ განხრით აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას. რაც შეეხება ზურიკოს, იმავე წელს კახი კავსაძის ბიჭი ირაკლიც აბარებდა. ორივე ჩაირიცხა და ერთად დაამთავრეს. მგონი, ზურიკოს გაუმართლა. ისიც მარჯანიშვილის თეატრშია, სადაც ძალიან უყვართ, შვილივით მიიღეს. საერთოდ, უფროსი თაობის მხრიდან ახალგაზრდების სიყვარული მარჯანიშვილის თეატრის ტრადიციაა.

- მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი გყავთ, როცა გივი ბერიკაშვილზე საუბრობენ, იქვე ყოველთვის კახი კავსაძესაც ახსენებენ. როგორ ფიქრობთ, რატომ აღიქმება ასე თქვენი ტანდემი?

- მიუხედავად იმისა, რომ მე და კახი სხვადასხვა კურსზე ვიყავით, მაინც ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით. კახი რუსთაველის თეატრში წავიდა, მე სოხუმში და მერე მარჯანიშვილის თეატრში მოვედი. მოხდა ისე, რომ კინოში ერთად დაგვიძახეს და იქ აეწყო ჩვენი ძმობა. კინოში გადაღება მხოლოდ პავილიონში არ ხდება, ექსპედიციებია, ადამიანი კი იმ დროს ყველაზე კარგი ამოსაცნობია, უახლოვდები. ისე აეწყო, რომ ბოლოს ხალხს ვეღარც წარმოედგინა კინოში ცალ-ცალკე ჩვენი ნახვა. უნდა გენახათ, კახეთში ფილმს "სიყვარული ყველას უნდა" რომ ვიღებდით, როგორ გვექცეოდა ადგილობრივი მოსახლეობა. ვეუბნებოდი, ვმუშაობთ, კინოს ვიღებთ, შეიძლება ყოველ დილით "პახმელიაზე" ვიყოთ და ლოგინიდან ადგომა გვეზარებოდეს, დაგვაცადეთ-მეთქი, მაგრამ ვინ გეშვებოდა?! ყოველ საღამოს სუფრასთან ვიყავით. მერე კახის და მე ერთად დაგვიძახეს ესტრადაზე და ერთად გამოვედით სცენაზე. ეს 1991 თუ 1992 წელი იყო და მახსოვს, მიყოლებით 70 ანშლაგი გვქონდა. დავიწყეთ "მღერიან და ხუმრობენ ქართული თეატრისა და კინოსა ვარსკვლავები" და მერე "იუმორინა" მოჰყვა. ათი წელიწადი მიდიოდა "მღერიან და ხუმრობენ"... და ათიც "იუმორინა". ახლახან "იუმორინას" ერთი კონცერტი ჩავატარეთ, რომ გადაგვეღო და პროექტი დავხურეთ. ახალ წელს "იუმორინა" ეთერში გავიდა და ამით დამთავრდა. მერე უკვე ალბათ რაიმე ახალ პროგრამას მოიგონებენ. მე და კახი გამოვემშვიდობეთსავით მაყურებელს. გაგვაცინეთ, გაგვაცინეთო და გაგვაცილეს (იღიმის).

- საერთოდ, სიტყვა "ვარსკვლავი" ბოლო პერიოდში გაუფასურდა, ყველას ასე მოიხსენიებენ...

- მე, მაგალითად, არც ის ვარსკვლავი მომწონს, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის წინ გამიხსნეს. ყველა ზედ დადის ტალახიანი ფეხებით. რა არის ეს?! ამერიკას და "ჰოლივუდს" თუ ეჯიბრებიან, იქ სპეციალური ხეივანია, ანდა თუ მაინცდამაინც გინდა ვარსკვლავი, კედელზე მაინც გააკეთე.

- თქვენ რომ მოდიხართ თეატრში, თქვენს ვარსკვლავს გვერდს უვლით?

- არა, ზოგჯერ მავიწყდება და ჩემსასაც და დანარჩენებსაც ზედ გადავუვლი ხოლმე.

- განვლილ წლებს რომ აფასებთ და უფიქრდებით, რაიმეს მიმართ განსაკუთრებული სინანულის გრძნობა თუ გიჩნდებათ?

- არ ვიცი, როგორ გითხრათ?! მე უაღრესად მადლობელი ვარ ჩემი მაყურებლისა და ქართველი ხალხის. ჩვენმა ხალხმა იცის დაფასება და ასეთ დროს პასუხისმგებლობა მათ წინაშე სულ უფრო და უფრო იზრდება. ხან ლონდრეთი მომმართავდნენ, ხან - ტიგრანათი, ხან მიტუა ვიყავი და ხანაც - ფირუზა. როლი თუ წარმატებულია, ხალხი ზედ გყვება. ძალიან კარგი მაყურებელი გვყავს, მათ ვერ უღალატებ. იმდენ სიამოვნებას განიჭებენ, რომ ვალდებული ხარ მოწოდების სიმაღლეზე იდგე. ეს სტიმულს გაძლევს, რომ ფორმაში იყო და თავს გაუფრთხილდე.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება