მას შემდეგ, რაც ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ერთმანეთს დაშორდნენ, ჯასტინის კარიერა და ცხოვრება თავდაყირა დადგა. ვარსკვლავი ნარკოტიკს მიეძალა.
სელენა ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, ჯასტინი კი ყველა ღონეს ხმარობს გულის გადასაყოლებლად.
ამჯერად ახალგაზრდა ვარსკვლავის ფოტოები გამოცემა TMZ-მ გამოაქვეყნა. ფოტოზე ჯასტინს ხელში სიგარეტი უკავია, რომელიც ძალიან ჰგავს "შეკეთებულ" მარიხუანას.
ბიბერის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სკანდალურ ფოტოებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა როგორც ჩანს, ჯასტინ ბიბერს "კარგი ბიჭის" სახელი მობეზრდა.
მომზადებულია TMZ-ის მიხედით.